თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2019, 19:40
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3009,
კომენტარები: 21
სანჩო "ბორუსიას" დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯეიდონ სანჩოს შეძენნის საშუალება ექნება.
სანჩო
Daily Mail-ის ცნობით, ჯეიდონ სანჩო მომავალ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს. ინგლისელი ტალანტით მანჩესტერული კლუბები, "სიტი" და "იუნაიტედი" ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ სანჩო გერმანულ კლუბს სწორედ "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა, "ბორუსიას" ინგლისელის დამატება 7 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

"იუნაიტედის" მწვრთნელს გუნდში საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების გადაბირება სურს და თანაც მარჯვენა ხაზის გაძლიერებას გეგმავს. სანჩო სწორედ ამ პროფილს ერგება, რის გამოც ინგლისური გრანდი მზად იყო სანჩოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტის გადასახდელად, თუმცა, ასეთი სარფიანი შეთავაზებაც კი არ იყო "ბორუსიასთვის" იმდენად მიმზიდველი წინადადება, რომ ინგლისელის გაყიდვა დაეპირებინა. გერმანელებს მიაჩნიათ, რომ ჯეიდონი მათ რიგებში პროგრესირებს და კლუბისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ნორვეგიელმა დენიელ ჯეიმსი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მას მარტივად შეუძლია ორივე ფლანგიდან შეტევა.

სოლსკიაერმა თავისი ყურადღება ჯეიმსს მხოლოდ მას შემდეგ მიაპყრო, რაც ცნობილი გახდა, რომ უმთავრესი სამიზნე ჯეიდონ სანჩო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იქნებოდა. როგორც ჩანს, მანჩესტერულ კლუბს ინგლისელი ვარსკვლავის შეძენა მომავალ ზაფხულს შეეძლება.

სანჩოს სატრანსფერო თანხად 100 მილიონი ფუნტი სახელდება. 19 წლის ფეხბურთელს "ბორუსიასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ჭორები
21 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
18 აგვისტო 2019 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato kutaisi
აბა ბიჭებო 2:0 და გადავალთ პირველზე.ეხ როგორ მომენატრა ეს გრძნობა ერთი კვორით მაინც რო ხარ სათავეში:)

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დღეს ეს მწარე რეალობაა:/
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
18 აგვისტო 2019 10:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: dybbuk
ციტატა: Dato kutaisi
აბა ბიჭებო 2:0 და გადავალთ პირველზე.ეხ როგორ მომენატრა ეს გრძნობა ერთი კვორით მაინც რო ხარ სათავეში:)

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დღეს ეს მწარე რეალობაა:/

ნამდვილად.უფრო მწარე.ისაა რომ პარადოქსულადაც არ ჟღერს:)))
0
№13
ავტორი: dybbuk
18 აგვისტო 2019 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: dybbuk
ციტატა: Dato kutaisi
აბა ბიჭებო 2:0 და გადავალთ პირველზე.ეხ როგორ მომენატრა ეს გრძნობა ერთი კვორით მაინც რო ხარ სათავეში:)

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დღეს ეს მწარე რეალობაა:/

ნამდვილად.უფრო მწარე.ისაა რომ პარადოქსულადაც არ ჟღერს:)))

:)) მამენტ 2014-15ში კიდე ჰო მაგრამ დღეს უკვე მაქამდეც ვეღარ ქაჩავს იმდენი ხანია ჩემპიონობისთვის არ უბრძოლია გუნდს, ამბიციასაც კარგავენ რო ვაკვირდები ნელ-ნელა. ეს ის გუნდია რომელიც ყოველ წელს უნდა ცდილობდეს მისი სტატუსის გამართლებას,4ლი საერთოდ რა მოსატანია. ზოგადად არ ვარ იმის მომხრე ტრენერები რო იძახიან შემდეგ სეზონში მიზანი ლიგის ზონააო, არ უხდება ესეთი განცხადებები ამ გუნდს, მაგას ჯობია სულ არაფერი თქვა კონკრეტული და მარტივად განაცხადო გუნდი ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლებსო.
0
№14
ავტორი: Lolasha
18 აგვისტო 2019 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ფერნანდეში სავიჩი სანჩო და ერთი კარგი თავდამხსმელი გვინდა მომავალი წლისთვის. სმოლინგები დარმიანები და როხოებიც გაიყიდებიან იმედია და შემცვლელები გვეყოლება მოსაყვანი. წესით მომავალ წელს დიდი თანხა უნდა დაიხარჯოს
0
№15
ავტორი: David_Beckham7
18 აგვისტო 2019 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
შევეხები 2 სიტყვით სიტის და ლივერპულის თამაშევს. ძაან გამიხარდა სიტის ფრე და ქულების გაყოფა. ლივერპულს აშკარად დაეტყო 120 წუთი თამაში შუა კვირაში და ის 2 გოლიც კლასის ხარჯზე გსუტანეს ისეთი ენერგიულები ვერ იყვნენ. ლამპარდის დიდი პატივისცემოს მოიხედავად ჩელსიც ბოლომდე ვერ აღიდგენდა ძალებს და ნოჩიას ეგაც თუ გააგორებს კიდევ უკეთესი იქნება. თან ავღნიშნავ იმას რო სიტის თუ ქულებს დაკარგავს რატომ გიკვირთ რო ტოტენჰემო ესე ჩამოსაწერია მითუმეტეს ლიგის ფინალი ოთამაშა ბოლოობლო და რა მებრძოლი გუნდია და პოჩენტინოც რა ყავთ კარგად ვიცით. შემსრულებლებიც არ აკლია ფაქტია ნუ უბრალოდ სიტი სხვა დონეა მეკარედან დაწყებული ყველა მეპასე ყავს და ბურთს მალავენ ფაქტიურად. მაგრამ როგორც ტიკი ტაკას დაუმიღამეს ისე მაგასაც რაღაცა ეშველება მესამე სეზონი ესე იოლი აღარ იქნება მაგათთვის მოსაგებად ზედიზედ. მე ყვრლწზე მეტად ტრამვრბის მეშინია რადგან ცენტრში და წინ 1 კაცის ტრამვაც ძაან შეგვასუსტებს პოგბა რაშვორდი მარსიალი აქედან რო ვინმე დაშავდეს ვისით გინდა შეცვალო. სხვა მხრივ ძაან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ხვალე მაინტერესებს ამ ავტობისა გუნდს რას დავუპიტისპირებთ. უხერხული მრტოქეა ძაან იმედი მაწვს მაინც შევძლებთ გავარღვიოთ
0
№16
ავტორი: Malboro463
18 აგვისტო 2019 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დე ბრიუნე ყავს სასწაული სიტის.
ცალკე თემა ბერნანდო და სანე ყველა გუნდთან უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში. წელსაც დადებს პრემიერ ლიგას პეპი
0
№17
ავტორი: Lalana
18 აგვისტო 2019 18:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან მომწონს სანჩო კარგი ბიჭია,მაგრამ ამ ბორუსიას ვარსკვლაბიჭუნების დიდად აღარ მჯერა.ბორუსიაში შეუდარებელნი არიან და შემდეგ იმ თამაშს ვეღარ აჩვენებენ რაც საჭიროა,ამის მაგალითი კი ძალიან ბევრია.ამის და მიუხედავად მაინც ძალიან მინდა ეს ბიჭი.

სანჩესზე კი დაიწერა რომ შეიძლება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წავიდეს და რამდენად კარგი გადაწყვეტილება იქნება კიდევ შემტევის წასვლა არ ვიცი.
0
№18
ავტორი: bero123
18 აგვისტო 2019 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ეე მაგრად ატრაკებენ ესენი სანჩესი თითქმის წასულია ლუკაკოც გაუშვეს და თუ ესე აოირებდნენ რატო არავინ მოიყვანეს ვერ ვხვდები. არა სტაბილურ მარსიალის და რაშფორდის იმედზე მთელი სეზონი ჩემი მტერი იყოს თან რომელიმემ თუ ტრანვა მიიგო ხო ვაფშე პიზდეცია. რაზე ფიქრობენ და რის იმედზე არიან ესენი ვერ ვხვდები რაა
0
№19
ავტორი: David_Beckham7
18 აგვისტო 2019 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სანჩო გაამართლებს. ინგლისელია, სიტის აღზრდილია და სხვა საქმეა ეს უკვე იცის ინგლისური ფეხბურთი ასე თუ ისე ნაკრების შეკრებებიც ხო აქვს ესაც ბევრს ნიშნავს. ამას წინათ დავწერე სანჩესზე რო არ მინდა წავიდეს მაინცთქო მაგრამ აი გრინვუდის ძაან ძაან მჯერა და მაგ ბიჭს რო მეტი შქნსი მიეცემა და მაგის განვითარებას ყველა ვნახავთ ეგ მაფიქრებს და ამხარებს თუ ასე იქნება
0
№20
ავტორი: stepno
19 აგვისტო 2019 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Lalana
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana
გვაწყობს სიტის ქულების დაკარგვაც.გვარდიოლას ტოტესთან მაგრად არ უმართლებს :დდ ამ ვარმა შეჭამა გვარდიი,ნევროზს დამართებს მალე :დ ორშაბათს უეჭველი უნდა მოვიგოთ,აქ არ შეიძლება ქულების დაკარგვა.ლივერპული კი აღარ ჩანს ისეთივე მძლავრი როგორც წინა წელს და ვნახოთ რა მოხდება მომავალში,რაღაც პრაგმატიზმით გადის ფონს და ვნახოთ რა,გადაულახავი მეტოქეები ნამდვილად არ არიან,უბრალოდ სტაბილურობაა მთავარი.


აჭარასპორტის კომენტატორებს თუ დავუჯერებთ, ლივერპული ისეთ ფორმაშია, ეს ფრე შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეს სიტის wink
რას ვიფიქრებდი სილქის კომენტატორები თუ მომენტარებოდნენ, რას ვიფიქრებდი.

ეგ უნდა აღმენიშნა და სულ დამავიწყდა :დ სილქის კომენტატორებიც ხომ მაგარ რაღაცას დაახეთქებდნენ ხოლმე,მაგრამ აი ესენი ცალკე განზომილებაა.თან ყველაზე მეტად ვერ ვიტან როდესაც ჟურნალისტი-წამყვანი წესიერად ვერ საუბრობს და ერთი იმათგან ისეთ "ლ"_იებს ურტყამს სმენის აპარატი დამიზიანა :დდ არ ვიცი მომავალში ვინ რა ფორმაში შევა მაგრამ საოცრად გადაულახავი მეტოქე არც ერთი ჩანს,მთავარია საშუალო დონის გუნდებთან არ გამოშტერდნენ და არ დათმონ ქულები.ოღონდ არც სიტიმ და არც ლივერპულმა წაიღოს თასი და თუ უნდათ მეათე ნომრად უთამაშიათ და ისე მოეგოთ ჩემპიონატი :დ ჩვენ რომ უკეთესი შევსება გქვონოდა სატრანსფერო ფანჯარაზე უკეთესი იქნებოდა,მაინც მაქვს რაღაც იმედები მაგრამ ჯერ ნაადრევია რამეზე საუბარი :დ

არ უსმინოთ ძმებოო მე ნერვოზი დამმართეს უკვე. კომენტატორი იტყვის: "დაა გაიტანა გოლიიიი" თან რაღაც საშინელი ტემბრით მაგის მერე რაუნდაქნა არ ვიცი :დდდდ რაც შეეხება ჩემპიონობას ჩემი აზრით სიტი ფაორიტია და სიტის მერე როგორც ლივერპულს ააქვს შანსი ისე გვაქ ჩვენც ესე ვფიქრობ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top