თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2019, 19:40
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2997,
კომენტარები: 21
სანჩო "ბორუსიას" დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯეიდონ სანჩოს შეძენნის საშუალება ექნება.
სანჩო
Daily Mail-ის ცნობით, ჯეიდონ სანჩო მომავალ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს. ინგლისელი ტალანტით მანჩესტერული კლუბები, "სიტი" და "იუნაიტედი" ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ სანჩო გერმანულ კლუბს სწორედ "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა, "ბორუსიას" ინგლისელის დამატება 7 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

"იუნაიტედის" მწვრთნელს გუნდში საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების გადაბირება სურს და თანაც მარჯვენა ხაზის გაძლიერებას გეგმავს. სანჩო სწორედ ამ პროფილს ერგება, რის გამოც ინგლისური გრანდი მზად იყო სანჩოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტის გადასახდელად, თუმცა, ასეთი სარფიანი შეთავაზებაც კი არ იყო "ბორუსიასთვის" იმდენად მიმზიდველი წინადადება, რომ ინგლისელის გაყიდვა დაეპირებინა. გერმანელებს მიაჩნიათ, რომ ჯეიდონი მათ რიგებში პროგრესირებს და კლუბისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ნორვეგიელმა დენიელ ჯეიმსი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მას მარტივად შეუძლია ორივე ფლანგიდან შეტევა.

სოლსკიაერმა თავისი ყურადღება ჯეიმსს მხოლოდ მას შემდეგ მიაპყრო, რაც ცნობილი გახდა, რომ უმთავრესი სამიზნე ჯეიდონ სანჩო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იქნებოდა. როგორც ჩანს, მანჩესტერულ კლუბს ინგლისელი ვარსკვლავის შეძენა მომავალ ზაფხულს შეეძლება.

სანჩოს სატრანსფერო თანხად 100 მილიონი ფუნტი სახელდება. 19 წლის ფეხბურთელს "ბორუსიასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ჭორები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Lukalaba
19 აგვისტო 2019 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
კაი ბიჭია ეს და იმედია ვიყიდით❤️
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top