თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2019, 12:17
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2996,
კომენტარები: 35
The Independent: "მანჩესტერ იუნაიტედი" £50 მილიონიან წინადადებას გააკეთებს
"ტოტენჰემი" მზად არის კრისტიან ერიქსენი გაყიდოს.
The Independent:
ბოლო რამოდენიმე დღეა, სხვადასხვა ავტორიტეტული საინფორმაციო წყაროები, ავრცელებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად ეცდება "ტოტენჰემიდან" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის დამატებას.

როგორც მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს ჩრდილო ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ვადა 1 წლით აკავშირებს. ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას დანიელი არ აპირებს, მიზეზად 27 წლის ფეხბურთელი ახალი გამოწვევების მიღების სურვილს ასახელებს. ამ მიზეზიდან გამომდინარე, "ქათმები" მზად არიან ერიქსენი გაასხვისონ, რადგან ახალი კონტრაქტის არ გაფორმების შემთხვევაში გაისად, კრისტიანს ნებისმიერ კლუბში უსასყიდლოდ შეეძლება გადასვლა. ცნობილია თანხა რა თანხასაც "სპურსი" თავის ერთ - ერთ ლიდერში ითხოვს - £50 მილიონი. აღნიშნული თანხის მიღების შემთხვევაში მაურისიო პოჩეტინო მთლიანად გუნდის გაძლიერებას მოახმარს. როგორც ცნობილია, ლონდონური კლუბის შორტ - ლისტში ისეთი ფეხბურთელები ფიგურირებენ როგორებიც, ფელიპე კოუტინიო, პაულო დიბალა და ბრუნო ფერნანდეში არიან.

The Independent - ზე დაყრდნობით, ედ ვუდვორდი მზად არის "ტოტოენჰემის" მიერ მოთხოვნილი "მილიონების" გადახდაში და ოფიციალური წინადადებით სულ მალე მიმართავს დანიელ ლევისს. "მანჩესტერ იუნაიტედში" დარწმუნებულები არიან, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლონდონელებთან შეთანხმებას მიაღწევენ და კრისიტან ერიქსენი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დანიის ეროვნული ნაკრების, ნახევარმცველს "რეალიც" აკვირდება, მაგრამ უცხოური პრესა ფავორიტად ოლე გუნარ სულშერის გუნდს მიიჩნევს.

წყარო:goal.com
ახალი ამბები
35 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
7 აგვისტო 2019 12:31
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ე ბიჭო იყიდეთ და დაგვასვენეთ რა. ეს და პოგბა უკვე დიდი ძალაა. ტოტენჰემა დიბალა,კოუ და ბრუნო თუ დაითრია და დეგვერხა
1
№2
ავტორი: gaga1987
7 აგვისტო 2019 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Dzalian magari trabsferi ikneba
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
7 აგვისტო 2019 12:34
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ეხლა დაწერა ბიბისის ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა, რომ იუნაიტედმა, ერიქსენის მიმართ ინტერესი დაკარგაო, რადგან ეშმაკებიი მიჩნევენ, რომ ტოტოენჰემის დატოვების შემთხევაში ფეხბურთელი კარიერის გააგრძელებას ესპანურ კლუბში (კონკრეტულად რეალს არ ასახელებს) მოისურვებსო, ამიტომ მანჩესტერი არ აპირებს დროის ფუჭად კარგვას და სხვა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავსო, თუმცა აქვე ამატებს იმასაც, რომ დიდი შანსია, მანჩესტერმა აღარვინ არ დაიმატოსოს.

პ.ს. სტატიაში თუ შეცდომებია მომიტევეთ, მობილურით დავამატე სიახლეეე winked
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2019 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთულადაა საქმე, ნაკლები შანსია ტოტენჰემმა კონკურენტ გუნდს მიჰყიდოს ერიქსენი, მაინც ალბათ ინგლისის ფარგლებს გარეთ მოინდომებს გაყიდვას, ცალკე საკითხია კიდე ერიქსენს რამდენად უნდა აქ თამაში. ამიტო დიდად არ მჯერა ამის მოსვლის.

ბრუნოა კარგი ვარიანტი მარა მართლა არ უნდათ, როგორც ჩანს. ეჭვი მაქ აღარავის იყიდიან ესენი :/
0
№5
ავტორი: levionok
7 აგვისტო 2019 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
უკვე დაწერა ბბს-მ ესპანეთში უნდა კარიერის გაგრძელებაოოო
0
№6
ავტორი: JuanMata
7 აგვისტო 2019 12:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერიქსენი არ იქნება, ოლე კმაყოფილია გუნდით. ტრანსფერები მორჩა, აწი ველოდებით ჩელსისთან მატჩს.

ნუ ლუკაკუ წავა და შეიძლება ლორენტე დაიმატონ, თავისუფალი აგენტია, ამიტომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიფორმონ.
0
№7
ავტორი: bziki
7 აგვისტო 2019 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Isedac magari pr..chi kacia levi Eriqsenis didi survili shemtxvevashic magra gaberavda fass tan icis ro espanetshi an italiashi agvistos bolomde gayidis.
Me mainc mgonia ro daimateben vinmes vnaxot ra iqneba Brunoa marto realuri kandidati, eg kide oles ar mowons
0
№8
ავტორი: shotkin
7 აგვისტო 2019 12:45
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არვიცი რა მოხდება მარა წელს 1 ცენტრალური ნახევარმცველის არ დამატება არის სიდებილე , ვინც გვყავდა ჯამში იმ ნახევარდაცვის ხაზით ვიყავით უკმაყოფილო და გაძლიერებას ვითხოვდით და აქეთ ერერა წავიდა და არავის არ იმატებენ? რაღაც კონტექსტში არ ჯდება, კარგია მაქტომინე მარა ბავშვია, მატიჩს რასაც ვუყურებ ჯერ თავისი ფორმისგან ძალიან ძალიან შორსაა და ეგ ემართებათ ხოლმე ასაკიან ფეხბურთელებს და გვიან იციან ფორმაში შესვლა,მერე ეგ თუ კიდე ტრანვას მიირებს და გამოტოვებს რამდენიმე ამტჩს კიდე ანალოგიურად ფორმაში სესასვლელად დიდი დრო ჭირდება ანუ გამოდის რო მარტო პოგბას და ფრედის იმედზე უნდა ვიყოთ? ,მითუმეტეს ფრედის წინა სეზონი ნამდვილად არ იყო იმედისმომცემი რო ესე თამამად ენდო კაცი და პოგბას რაც სეეხება ახალს ვერაფერს ვიტყვი ისედაც ყველამ იცით, მოკლედ სასაცილოა 2 კაცი როგორ იდგება მთელი სეზონი გადაიწვებიან, ჰაერივით ჭირდება მანჩესტერს ეხლა ცენრალური ნახევარმცველი
1
№9
ავტორი: tedore
7 აგვისტო 2019 12:51
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ერიქსენი დაივიწყეთ, სავარაუდოდ არავის აღარ დაიმატებენ ესენი. ნუ ლორენტე სათვალავში არც ითვლება. ბრუნო მინდოდა მაგრად და ვნახოთ იქნებ გვიჯიგრონ)
0
№10
ავტორი: bero123
7 აგვისტო 2019 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
კაროჩე კიდე ცენტრის გარეშე უნდა ვიყო და ყველა გუნდმა უნდა დაგვახიოს ბურთი თავზე. ვუდვორდმა კიდე მარტო მაგუაერი ტრაკში გაიკეთოს. wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top