თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2019, 12:17
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2997,
კომენტარები: 35
The Independent: "მანჩესტერ იუნაიტედი" £50 მილიონიან წინადადებას გააკეთებს
"ტოტენჰემი" მზად არის კრისტიან ერიქსენი გაყიდოს.
The Independent:
ბოლო რამოდენიმე დღეა, სხვადასხვა ავტორიტეტული საინფორმაციო წყაროები, ავრცელებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად ეცდება "ტოტენჰემიდან" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის დამატებას.

როგორც მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს ჩრდილო ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ვადა 1 წლით აკავშირებს. ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას დანიელი არ აპირებს, მიზეზად 27 წლის ფეხბურთელი ახალი გამოწვევების მიღების სურვილს ასახელებს. ამ მიზეზიდან გამომდინარე, "ქათმები" მზად არიან ერიქსენი გაასხვისონ, რადგან ახალი კონტრაქტის არ გაფორმების შემთხვევაში გაისად, კრისტიანს ნებისმიერ კლუბში უსასყიდლოდ შეეძლება გადასვლა. ცნობილია თანხა რა თანხასაც "სპურსი" თავის ერთ - ერთ ლიდერში ითხოვს - £50 მილიონი. აღნიშნული თანხის მიღების შემთხვევაში მაურისიო პოჩეტინო მთლიანად გუნდის გაძლიერებას მოახმარს. როგორც ცნობილია, ლონდონური კლუბის შორტ - ლისტში ისეთი ფეხბურთელები ფიგურირებენ როგორებიც, ფელიპე კოუტინიო, პაულო დიბალა და ბრუნო ფერნანდეში არიან.

The Independent - ზე დაყრდნობით, ედ ვუდვორდი მზად არის "ტოტოენჰემის" მიერ მოთხოვნილი "მილიონების" გადახდაში და ოფიციალური წინადადებით სულ მალე მიმართავს დანიელ ლევისს. "მანჩესტერ იუნაიტედში" დარწმუნებულები არიან, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლონდონელებთან შეთანხმებას მიაღწევენ და კრისიტან ერიქსენი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დანიის ეროვნული ნაკრების, ნახევარმცველს "რეალიც" აკვირდება, მაგრამ უცხოური პრესა ფავორიტად ოლე გუნარ სულშერის გუნდს მიიჩნევს.

წყარო:goal.com
ახალი ამბები
35 კომენტარი
№31
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2019 21:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: bziki
SANDROGRIGA
მე კი გამიხარდება რო მოიყვანონ მარა მე პასუხისმგებლობა არ მექნება რო ვერ გაქაჩოს ეპლი,
რო ვერ გაქაჩოს შეილება გადაიყოლოს ოლე,როგორც მინიმუმ აღარ მიუყვანენ ნახევარმცველს ძვირია ბრუნო,ერთი სეზონი აქ ნათამაშები რეალურად მაღალ დონეზე ეგეც პორტუგალიაში.
შეილება საერთოდ პოზიციურად ვერ ხედავს გუნდში(უფრო ეგ იქნება)


ეგ მიკვირს ზუსტად, მე თავს არ ვდებ არიქა გაქაჩავს და საუკუნის ტრანსფერი იქნება მეთქი მარა ბაზარზე დღეს ამაზე კარგი ვარიანტი არ იყო, ლონგსტაფი უნდოდა, რომელსაც 10 თამაშიც არ ქონდა ჩატარებული ნიუკასლის პირველ გუნდში, მითუმეტეს ლონგსტაფი საყრდენია, სადაც მატიჩი და სკოტი ყავს გუნდს. (ცალკე თემაა ამათი ხარისხი) შეტევის წამომწყები, ბურთის დამჭერი ფეხბურთელი რო საჭიროა ამას 9 წლის ბავშვიც შეამჩნევს თამაშის ყურებისას. დავიჯერო ლონგსტაფი ისე გაქაჩავდა ეგრევე რო დრო არ დაჭირდებოდა და შეუცვლელი იქნებოდა?! უბრალოდ არ უნდა ეტყობა ნახევარმცველის ყიდვა და ამას ვერ ვხვდები, როგორც ჩანს მოგვიწევს ისეც უფანტაზიო შეტევების ყურება.
0
№32
ავტორი: tazius
7 აგვისტო 2019 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
"ქათმები" wink
0
№33
ავტორი: bziki
7 აგვისტო 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
SANDROGRIGA
ხალხი არი ნახევარდაცვაში სეზონი რო დაიწყონ
4 2 3 1 იქნება დიდი ალბათობით
საყრდენი მატიჩი-პოგბა (მაკტომინეი-პერეირა-ფრედი ზამენა)ფრედის გაუშვებენ, წელსვე არა მგონია მარა საბოლოოდ გარდაუვალია ფრედის გაშვება(შეილება წელსვე გაანათხოვრონ)
საყრდენზე ერთი კაცი დაამატონ მაქსიმუმ, მომავალ წელს
ბრუნო ლინგარდი-მატას კონკურენტი უფრო იქნებოდა გამ შემთხვევაშიც მაშინ ერთერთი უნდა გაეშვა.
არა მგონია რო ნახევარდაცვაში საერთოდ ვინმეს დამატებას რო აპირებდა უბრალოდ ერიქსენის დონის ვარიანტი რო გიჩნდება მაგ ფასში იჩალიჩეს მაინც.
ლონგსტაფი სუფთა მომავლის პონტია სკამისთვის
0
№34
ავტორი: Dato kutaisi
7 აგვისტო 2019 23:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აი ძალიან მონდა პრემიერ ლიგაში იყიდონ ბრუნო და უყუროს მერე ოლემ სხვაგან როგორ თამაშობს.თავს ვერავიზე ვერ დადებ რომ არიქა და გაამართლებსო მაგრამ როდესაც ხედავ რომ ცენტრი ძაან სუსტი გაქვს და პოგბას სახით ნაღმი გაქვს ამ დროს არავინ მოგყავდეს რაღაც აუხსნელია.
ასეა თუ ისეა სეზონი აჩვენებს რა გააკეთეს სწორად და რა არა.პასუხისმგებლობაც მაგათია და გინებაც მაგათზე წავა აბა მე არავინ მაგინებს და არავინ გამაგდებს წიხლოთ
0
№35
ავტორი: Dato kutaisi
8 აგვისტო 2019 02:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
სესენიონი დიბალა და ბრუნო.ესენი თუ ტოტემ დაიმატა აქეთ არსენალიც იქაჩება რავიცი რისი იმედი უნდა გვქონდეს ნაღდად არ ვიცი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top