თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2019, 12:17
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2992,
კომენტარები: 35
The Independent: "მანჩესტერ იუნაიტედი" £50 მილიონიან წინადადებას გააკეთებს
"ტოტენჰემი" მზად არის კრისტიან ერიქსენი გაყიდოს.
The Independent:
ბოლო რამოდენიმე დღეა, სხვადასხვა ავტორიტეტული საინფორმაციო წყაროები, ავრცელებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად ეცდება "ტოტენჰემიდან" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის დამატებას.

როგორც მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს ჩრდილო ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ვადა 1 წლით აკავშირებს. ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას დანიელი არ აპირებს, მიზეზად 27 წლის ფეხბურთელი ახალი გამოწვევების მიღების სურვილს ასახელებს. ამ მიზეზიდან გამომდინარე, "ქათმები" მზად არიან ერიქსენი გაასხვისონ, რადგან ახალი კონტრაქტის არ გაფორმების შემთხვევაში გაისად, კრისტიანს ნებისმიერ კლუბში უსასყიდლოდ შეეძლება გადასვლა. ცნობილია თანხა რა თანხასაც "სპურსი" თავის ერთ - ერთ ლიდერში ითხოვს - £50 მილიონი. აღნიშნული თანხის მიღების შემთხვევაში მაურისიო პოჩეტინო მთლიანად გუნდის გაძლიერებას მოახმარს. როგორც ცნობილია, ლონდონური კლუბის შორტ - ლისტში ისეთი ფეხბურთელები ფიგურირებენ როგორებიც, ფელიპე კოუტინიო, პაულო დიბალა და ბრუნო ფერნანდეში არიან.

The Independent - ზე დაყრდნობით, ედ ვუდვორდი მზად არის "ტოტოენჰემის" მიერ მოთხოვნილი "მილიონების" გადახდაში და ოფიციალური წინადადებით სულ მალე მიმართავს დანიელ ლევისს. "მანჩესტერ იუნაიტედში" დარწმუნებულები არიან, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლონდონელებთან შეთანხმებას მიაღწევენ და კრისიტან ერიქსენი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დანიის ეროვნული ნაკრების, ნახევარმცველს "რეალიც" აკვირდება, მაგრამ უცხოური პრესა ფავორიტად ოლე გუნარ სულშერის გუნდს მიიჩნევს.

წყარო:goal.com
ახალი ამბები
35 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
7 აგვისტო 2019 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნახევარდაცვაში უბრალოდ დაგვერხაა საშინელი მდგომარეობა გვექნება სამწუხაროდ. პოგბას წასვლა უნდა და ძალით რო დატოვონ კაცმა არ იცის როგორ ითამაშებს და რაც შეეხება სხვა ნახევარმცველებს საშIნელი მდგომარეობა გვაქ. მატიჩი,ფრედი,მატა, არაფრის გამკეთებლები არ არიან მაკტომინაი ახალგაზრდაა და მაგის იმედად როგორ უნდა ვიყოთ? ერთი ნახევარმცველი აუცილებლათ უნდა ეყიდა ვუდვორდს მაგრამ ფული დაენანა მაგ *** კაცას და ისევ მოგვიწევს მაქსიმუმ 4 ეულს დავჯერდეთ. ყველა გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და ჩვენ დაცვა კი გავაძლიერეთ აგრამ სადაც ასევე ძალიან გვიჭირდა ანუ ნახევარ დაცვა და მარჯვენა ვინგერი ეგ ისევ ისე დარჩა ფაქტიურად დაცვის მეტი ვერაფერი ვერ გავაძლიერეთ ჯეიმსი კი კაია მაგრამ დიდი არაფერი რაა :)))
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
7 აგვისტო 2019 16:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
მოუს დროსაც ვამბობდი და იგივეს ვიტყვი.აგერ ახდება რო დაიწყება სეზონი.ჩვენი დაცვის მთავარი პრობლემა იყო ნახევარდაცვა.მაშინ როცა ბურთს ვერ იჭერ ყველა ნახევარმცველი უკან დაწეული თამაშობს და წინ ბურთი ვეღარ მიდის.3 ნახევარმცველით ამ სასტავით ვერ ითამაშებ.ამ ნახევარმცველებით 5 უნდა გყავდეს ცენტრში რო რამე შეძლო.3 ნახევარმცველი გყოფნის მაშინ როცა კროოსი მოდრიჩი კაზემირო გყავს და ისიც მაგარ ფორმაში.ბურთს ვერ დავიჭერთ და დაგვიწიოკებენ დაცვასაც
0
№23
ავტორი: 100%Red
7 აგვისტო 2019 19:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
არც ბრუნო? 3d_6
0
№24
ავტორი: bziki
7 აგვისტო 2019 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ინტერის საბოლოო შეთავაზება:)
საგოლ ვუდვორდ რო აწუწუნე ბოლომდე:D
ინტერი მაგარი შეწუხებულია ესაა რისი გაკეთებაც შეგვიძლიაო მაქსიმუმი გავაკეთეთო უარი ნიშნავს რო ჩაიშლება ტრანსფერი:D:Dკონტეს გულიც დაარტყავს:D

ოლეს რა ტიპის კაციც უნდა არაა ბაზარზე ისეთი რო რეალურად გაგვაძლიერებს ცრუ 9 იანი.(დიბალა-გრიზმანის სტილი)
როგორც ჩანს ვერც ნახევარმცველს ხედავს ბაზარზე ისეთს რო რეალურად გაგვაძლიერებს.
სავარაუდოთ ესეც დამთავრდება ყველაფერი.
როგორც ჩანს ზამთრისთის ან მომავალი წლისთვის დაასრულებს გუნდის აწყობას.
ბრუნოსი არ ჯერათ.
სავარაუდოთ რაისზე და ისევ ეპლის ხალხზე გააკეთებს აქცენტს მომავალ წელს პოგბა თუ წავიდა სავიჩზე.მედისონი სტაბილური თუ იყო გაიწევენ მაგაზეც,კი გაძვირდება:D
0
№25
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2019 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლუკაკუს გაუშვებენ ალბათ... ინტერმა გააკეთა ახლახანს 76 მილიონიანი შეთავაზება ბონუსების ჩათვლით და ვნახოთ რას უპასუხებენ.

ჯერ ლუკაკუ რო იყო გუნდში მაშინ უჭირდათ გოლების გატანა, შეტევის დაწყება და ახლა ლუკაკუ წავა, პლუს ამას ერერა წავიდა, ფელაინი წავიდა, (მაინც რაღაცას აკეთებდა ასე თუ ისე) და ნახევარდაცვა კიდევ შესუსტდა, არ ვიცი რა მაინც ცუდი ფანჯარა გამოვიდა. მაგიტოა საჭირო ბრუნო, რატო არ აინტერესებთ და რატო არ მოყავთ ვერ ვხვდები, მარტო ჯეიმსის დამატება უშველის ამ უფანტაზიო შეტევებს?! სადაა ის დაპირება ოლე რო იძახდა ვერ წარმოიდგენთ ისეთ ფეხბურთელებს უნდათ ჩვენთან თამაშიო. კარგია მაგუაიერიც და ბისაკაც მარა ეს დაცვა, ნახევარდაცვაში ყველაზე მეტად საჭიროა ფანტაზია და პოზიციური შეტევები, რაც დღეს იუნაიტედში ნაკლებადაა. რა მეგონა ბრუნოს თუ არ იყიდიდნენ derpwhy
0
№26
ავტორი: ikeoni
7 აგვისტო 2019 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: SANDROGRIGA

მაგას მართლა ვერ წარმოვიდგენდი ძმაო:((( არადა მაგარი ბიჭია რატო არ მოყავთ
0
№27
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2019 20:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: bziki
ინტერის საბოლოო შეთავაზება:)
საგოლ ვუდვორდ რო აწუწუნე ბოლომდე:D
ინტერი მაგარი შეწუხებულია ესაა რისი გაკეთებაც შეგვიძლიაო მაქსიმუმი გავაკეთეთო უარი ნიშნავს რო ჩაიშლება ტრანსფერი:D:Dკონტეს გულიც დაარტყავს:D

ოლეს რა ტიპის კაციც უნდა არაა ბაზარზე ისეთი რო რეალურად გაგვაძლიერებს ცრუ 9 იანი.(დიბალა-გრიზმანის სტილი)
როგორც ჩანს ვერც ნახევარმცველს ხედავს ბაზარზე ისეთს რო რეალურად გაგვაძლიერებს.
სავარაუდოთ ესეც დამთავრდება ყველაფერი.
როგორც ჩანს ზამთრისთის ან მომავალი წლისთვის დაასრულებს გუნდის აწყობას.
ბრუნოსი არ ჯერათ.
სავარაუდოთ რაისზე და ისევ ეპლის ხალხზე გააკეთებს აქცენტს მომავალ წელს პოგბა თუ წავიდა სავიჩზე.მედისონი სტაბილური თუ იყო გაიწევენ მაგაზეც,კი გაძვირდება:D

მე არ ვიცი ბრუნო როგორ არ უნდა გაინტერესებდეს, სპორტინგში ისეთი სეზონი ჰქონდა და ისეთი სტატები აქ მეტი რაღა უნდა გააკეთოს, თანაც იმ ფონზე როცა გუნდს ნახევარდაცვაში უჭირს ასეთი მოთამაშე არ მოყავთ, რეალუად შემტევი მარტო ჯეიმსი შეგვრჩა და თავად განვსაჯოთ ეს რამდენად გაძლიერებაა. როცა მაღალი მიზნებისთვის გინდა ბრძოლა თორე ისე აბა მეშვიდეზე ჯეიმსის გარეშეც გავიდონენ როგორმე.
0
№28
ავტორი: bziki
7 აგვისტო 2019 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ხო კიდე ლონგსტაფზე გაიწევენ ხვალევე დარწმუნებული ვარ მარა ნიუკასლიც გარკვევით იძახის რო არ ვყიდით წელსო:)მომავალ წელსაც იჩალიჩებს ჯიუტი კაცი ჩანს
0
№29
ავტორი: SANDROGRIGA
7 აგვისტო 2019 21:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
ციტატა: SANDROGRIGA
ლუკაკუს გაუშვებენ ალბათ... ინტერმა გააკეთა ახლახანს 76 მილიონიანი შეთავაზება ბონუსების ჩათვლით და ვნახოთ რას უპასუხებენ.

ჯერ ლუკაკუ რო იყო გუნდში მაშინ უჭირდათ გოლების გატანა, შეტევის დაწყება და ახლა ლუკაკუ წავა, პლუს ამას ერერა წავიდა, ფელაინი წავიდა, (მაინც რაღაცას აკეთებდა ასე თუ ისე) და ნახევარდაცვა კიდევ შესუსტდა, არ ვიცი რა მაინც ცუდი ფანჯარა გამოვიდა. მაგიტოა საჭირო ბრუნო, რატო არ აინტერესებთ და რატო არ მოყავთ ვერ ვხვდები, მარტო ჯეიმსის დამატება უშველის ამ უფანტაზიო შეტევებს?! სადაა ის დაპირება ოლე რო იძახდა ვერ წარმოიდგენთ ისეთ ფეხბურთელებს უნდათ ჩვენთან თამაშიო. კარგია მაგუაიერიც და ბისაკაც მარა ეს დაცვა, ნახევარდაცვაში ყველაზე მეტად საჭიროა ფანტაზია და პოზიციური შეტევები, რაც დღეს იუნაიტედში ნაკლებადაა. რა მეგონა ბრუნოს თუ არ იყიდიდნენ derpwhy

მაგას მართლა ვერ წარმოვიდგენდი ძმაო:((( არადა მაგარი ბიჭია რატო არ მოყავთ

მაგრად დამწყდება გული, დიდი ალბათობით მაგას სხვა გუნდი წაიყვანს და მერე ინანებენ. ოლესი გამკვირვებია 3 შენაძენი და აქედან 2 მცველი, ესაა რო იძახდა ახალი პროექტიო ასეო ისეო, ლუკაკუ და ერერა წავიდა, ვინც ასე თუ ისე მაინც გასაშვები იყო ის კიდე გუნდშია და რა მივიღეთ არც არაფერი.
0
№30
ავტორი: bziki
7 აგვისტო 2019 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
SANDROGRIGA
მე კი გამიხარდება რო მოიყვანონ მარა მე პასუხისმგებლობა არ მექნება რო ვერ გაქაჩოს ეპლი,
რო ვერ გაქაჩოს შეილება გადაიყოლოს ოლე,როგორც მინიმუმ აღარ მიუყვანენ ნახევარმცველს ძვირია ბრუნო,ერთი სეზონი აქ ნათამაშები რეალურად მაღალ დონეზე ეგეც პორტუგალიაში.
შეილება საერთოდ პოზიციურად ვერ ხედავს გუნდში(უფრო ეგ იქნება)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top