თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2019, 18:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3275,
კომენტარები: 33
ფრანგულმა კლუბმა სატრანსფერო თანხა გაზარდა
კოტ'დივუარელის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვენ.
ფრანგულმა კლუბმა სატრანსფერო თანხა გაზარდა
გასულ კვირას, სპორტულმა გამოცემებმა დაანონსეს ტრანსფერი რომელიც ინგლისური გრანდისთვის, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რიგით მესამე უნდა ყოფილიყო.

საქმე ეხება ფრანგული "ლილის" კოტ'დივუარელ შემტევნახევარმცველს ნიკოლას პეპეს. დღეს გავრცელებული ცნობით ფრანგები 24- წლის ნიჭიერი ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გაშვებას არ აპირებენ. მიზეზი სატრანსფერო თანხაა.

პრესის მიერ აქამდე გაჟღერებული ცნობით, ედ ვუდვორდი პეპეს სანაცვლოდ ფრანგების მიერ მოთხოვნილ 70 მილიონი ფუნტი სტერლინგის შესამჩნევად დაკლებას გეგმავდა, თუმცა ამ მომენტისთვის მათ ნიკოლასის სანაცვლოდ არანაკლებ 80 მილიონი ევროს მიღება სურთ. ინფორმაციას Yahoo Sport- ი ავრცელებს.

ნიკოლას პეპეს მის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში პეპემ "ლილის" მაისურით 41 ჩატარებულ შეხვედრაში საკუთარ აქტივში 23 გოლი და 12 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ჭორები
33 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
24 ივლისი 2019 18:39
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
პეპეს ტრანსფერი იქნება შესამჩნევად ამუშავებული მარჯვენა ფლანგი, ფლანგი რომელზეც ძალიან მაგრად გვიჭირს. პეპე არის ფეხბურთელი რომელთა შესაძლებლობები მთლიანად დაფუძნებულია ტექნიკაზე. უდიდესი ტალანტი აქვს ამ ფეხბურთელს და არუნდა გავუშვათ ხელიდან. სისწრაფე დარტყმა თუითქმის ყველაფერი აქვს რაც სჭირდება იმისათვის რომ ჩვენი დონის გუნდში მაღალ საფეხურებზე ავიდეს. ლუკაკუს გაყიდვის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ პეპეს დადებენ + მაგუაიერი და ფერნანდეში ცენტრი და კარგი სატრანსფერო ფანჯარაც გამოგვივა.
3
№2
ავტორი: bziki
24 ივლისი 2019 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იმედია ლინგარდის ან მატას ფაფხურს აღარ ვნახავ მარჯვნივ.
ეს ტრანსფერიც ლუკაკუზეა დამოკიდებული თუ დარჩა შანსი არაა არ მოიყვანენ.
0
№3
ავტორი: David_Beckham7
24 ივლისი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ლუკაკუც მრნანრბა თუმცა თუ გავითვალისწინებთ რო მარჯვრნა ფლანგზე უფრო გბიჭირს უფრო მივესალმები ვიდრე გამიტყდება ლუკაკუს წასვლა და ამის მოსვლა. მაგრამ რა მაინტერედებს ყველგან ინსტალგრამრბზე პრესაში მაგუაიერი ესაა და ვიყიდეზთო, ლესტერის პრეზიდენტმს უარყო რეალურთან მიახლოვებული ფასიც არ შემოუთავაზებია მანჩესტერსო და ბრუნოზე ხო დამეთხარა თვალები თუ სადმე წავაწყდი დტატიას არ ვმაზავ და რამე რეალური გამემა რას წერს არ იცით?
0
№4
ავტორი: Lalana
24 ივლისი 2019 19:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ერთადერთი კიდევ ნაპოლის უკავშირებენო და ნაპოლი მაგხელა თანხის გადამხდელი არაა,რაც შეეხება ლივერპულს არამგონია დებილი ტიპი იყოს და მანდ გადავიდეს,რადგან მის ფლანგზე სალაჰია და თუ ზამენობა უნდა კი ბატონო,მაგრამ არამგონია ეგ სისულელე ქნას,ამიტომ თუ დროზე იმოქმედებენ შეიძლება მისი წაყვანა.თავის დროზე ბაიერნსაც უნდოდა მაგრამ მერე ფასის გაზრდასთან ერთად ეგ კონკურენტიც ჩამოშორდა,ვინღა დარჩა წესიერი გუნდი?რეალი,ხო და რეალმა თუ ბეილი გაუშვა შეიძლება ამაზე გადაერთონ,ამიტომ საჭიროა დროზე მოქმედება სანამ ნაპოლიზე უკეთესი კონკურენტი გამოჩნდება.იდეალური ვარიანტია მარჯვენა ფლანგისთვის.
0
№5
ავტორი: Chesterman
24 ივლისი 2019 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
მე უკვე წარმოვიდგინე ჩვენი ფორმით როგორ დარბის :დ ცუდი არა გუმცა ამის მოსვლა ალბათ სანჩოზე უარის თქმას ნიშნავს არადა ის უფრო მოგვიხდებოდა (((
1
№6
ავტორი: Lalana
24 ივლისი 2019 19:16
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
პეპეს ტრანსფერი იქნება შესამჩნევად ამუშავებული მარჯვენა ფლანგი, ფლანგი რომელზეც ძალიან მაგრად გვიჭირს. პეპე არის ფეხბურთელი რომელთა შესაძლებლობები მთლიანად დაფუძნებულია ტექნიკაზე. უდიდესი ტალანტი აქვს ამ ფეხბურთელს და არუნდა გავუშვათ ხელიდან. სისწრაფე დარტყმა თუითქმის ყველაფერი აქვს რაც სჭირდება იმისათვის რომ ჩვენი დონის გუნდში მაღალ საფეხურებზე ავიდეს. ლუკაკუს გაყიდვის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ პეპეს დადებენ + მაგუაიერი და ფერნანდეში ცენტრი და კარგი სატრანსფერო ფანჯარაც გამოგვივა.

+++++++++....
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივლისი 2019 19:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ახლა ამაზე დაიწყო, მაგუაიერზე, ბრუროზე და სავიჩზე პაუზაა აღებული და განახლდება მალე სერიები.
0
№8
ავტორი: Chaqucha
24 ივლისი 2019 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ძმებოო გილოცავთ სავიჩი დავითრიეთ 75 ლიმონად
0
№9
ავტორი: Chesterman
24 ივლისი 2019 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
Chaqucha -
არსად არ წერია და სად ნახეე დღეს კიდე პეპე ვიყიდეთო და იმაზეც ტყუილად გაგვიხარდა მგონი
0
№10
ავტორი: giorgi_mg
24 ივლისი 2019 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Chesterman
Chaqucha -
არსად არ წერია და სად ნახეე დღეს კიდე პეპე ვიყიდეთო და იმაზეც ტყუილად გაგვიხარდა მგონი

მეც წავიკითხე, თუმცა რამდენად სარწმუნო წყარო იყო არ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top