თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2019, 18:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3286,
კომენტარები: 33
ფრანგულმა კლუბმა სატრანსფერო თანხა გაზარდა
კოტ'დივუარელის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვენ.
ფრანგულმა კლუბმა სატრანსფერო თანხა გაზარდა
გასულ კვირას, სპორტულმა გამოცემებმა დაანონსეს ტრანსფერი რომელიც ინგლისური გრანდისთვის, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რიგით მესამე უნდა ყოფილიყო.

საქმე ეხება ფრანგული "ლილის" კოტ'დივუარელ შემტევნახევარმცველს ნიკოლას პეპეს. დღეს გავრცელებული ცნობით ფრანგები 24- წლის ნიჭიერი ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გაშვებას არ აპირებენ. მიზეზი სატრანსფერო თანხაა.

პრესის მიერ აქამდე გაჟღერებული ცნობით, ედ ვუდვორდი პეპეს სანაცვლოდ ფრანგების მიერ მოთხოვნილ 70 მილიონი ფუნტი სტერლინგის შესამჩნევად დაკლებას გეგმავდა, თუმცა ამ მომენტისთვის მათ ნიკოლასის სანაცვლოდ არანაკლებ 80 მილიონი ევროს მიღება სურთ. ინფორმაციას Yahoo Sport- ი ავრცელებს.

ნიკოლას პეპეს მის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში პეპემ "ლილის" მაისურით 41 ჩატარებულ შეხვედრაში საკუთარ აქტივში 23 გოლი და 12 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ჭორები
33 კომენტარი
№31
ავტორი: bziki
25 ივლისი 2019 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჯერ ვინც მოსაყვანია უეჭველი ის ვერ მოყავთ მაგუაერი.
ბრუნო, სავიჩი, ერიქსენი ეგ ხალხი ჯერ პოგბას ამბებს უნდა დაელოდოს, ზიდანიც მაგიტო ჩქარობს ბეილის მოშორება სანამ მაგას ვერ მოიშორეს აბსურდია პოგბას ტრანსფერი.
მაგარი ბოლო კვირა გამოვა. სრული გაურკვევლობააა
0
№32
ავტორი: PaLoMo
25 ივლისი 2019 14:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
სკაიმ ერიქსენზე დაწერა მანჩესტერმა ოფიციალური შეთავაზებიტ მიმართაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№33
ავტორი: David_Beckham7
26 ივლისი 2019 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
საიტზე ახალი სტატიები რატო აღარ იდება?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top