თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2019, 21:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2727,
კომენტარები: 24
"იუვენტუსს" "რეალისგან" განსხვავებული შეთავაზება აქვს
იტალიიდან საინტერესო ცნობები ვრცელდება.
"იუვენტუსი" ჯერ კიდევ ცდილობს პოლ პოგბას შეძენას და პოტენციურ შეთანხმებაში ფეხბურთელების ჩართვას გეგმავს.

პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" უახლოეს დღეებში დაბრუნდება, რის შემდეგაც ოლე გუნარ სოლსკიაერთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ფრანგი ფეხბურთელი საერთაშორისო მატჩების დროს საჯაროდ გამოტყდა, რომ ახალი თავგადასავლებს ძიება სურს, იტალიური მედია კი იტყობინება, რომ "იუვენტუსში" დაბრუნება მისთვის პრიორიტეტია.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით "იუვენტუსმა" ჯერ პოგბას შესაძენად შეთავაზებული თანხა უნდა გაზარდოს, მაგრამ უფრო სარფიანი წინადადების შესათავაზებლად მოლაპარაკებებში ფეხბურთელების ჩართვასაც ცდილობს.

"ბებერ ქალბატონთა" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ შემადგენლობაში ჰყავს ისეთი კადრები პაულო დიბალას, ბლეზ მატუიდისა და ალექს სანდროს სახით, რომ "წითლების" დათანხმებას შეძლებს.

სანდროსა და დიბალას სახელს ბოლო პერიოდში ხშირად უკავშირებდნენ "ოლდ ტრაფორდს" და "იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში ჟოზე მოურინიოც ცდილობდა ბრაზილიელი მცველის შეძენას.

დიბალა მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელადაა შეფასებული და "იუვენტუსში" მიაჩნიათ, რომ არგენტინელის ჩართვა მოლაპარაკებებში დააგდებს პოგბაში მოთხოვნილ თანხას.

"იუნაიტედი" დიდი ხანია ისახავს 25 წლის დიბალას შეძენას მიზნად, ხოლო იტალიაში იმასაც ფიქრობენ, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ფრანგი ნახევარმცველი მატუიდის გადაბირების ვარიანტიც მოხიბლავთ.

სანამ პოგბას მომავალი გადაწყდება, ოლე გუნარი ორი ნახევარმცველის შეძენაზე მაინც იმუშავებს და მისთვის სასურველ კანდიდატებს "ნიუკასლიდან" შონ ლონგსტაფი და "სპორტინგიდან" ბრუნუ ფერნანდეში წარმოადგენენ.

წყარო: metro
ახალი ამბები, ჭორები
24 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
4 ივლისი 2019 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეჰ პოგბა პოგბა,მალე ისეთ ზღვარს გადავა რო დარჩენის შემთხვევაში შეილება რაბიო დაემართოს, უბრალოდ იმდენად მაგარია რო გული მწყდება, მონსტრია ჩვეულებრივი ვერანაირი ბრუნო ვერ შეცვლის, მინიმუმ ერიქსენი
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივლისი 2019 22:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იტალიურ გუნდებს სულ ჰაერზე უნდათ ყველაფერი, იუვეს მაინც სულ დაავიწყდა რა ასტრონომიული თანხები ტრიალებს დღეს სატრანსფერო ბაზარზე.
1
№3
ავტორი: PaLoMo
4 ივლისი 2019 22:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: SANDROGRIGA
იტალიურ გუნდებს სულ ჰაერზე უნდათ ყველაფერი, იუვეს მაინც სულ დაავიწყდა რა ასტრონომიული თანხები ტრიალებს დღეს სატრანსფერო ბაზარზე.

ეგრე ბაიერნია ძმა უფასოდ და 2კაპიკად უნდათ ყველა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Smoke - N
4 ივლისი 2019 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
წავიდეს ამის მოსეირნე დედა ვატირე ეს რა მონსტრია?ამას კი არა რონალდოს და ბექჰემს შევეგუეთ და ამაზე
1
№5
ავტორი: Lalana
4 ივლისი 2019 22:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: PaLoMo
ციტატა: SANDROGRIGA
იტალიურ გუნდებს სულ ჰაერზე უნდათ ყველაფერი, იუვეს მაინც სულ დაავიწყდა რა ასტრონომიული თანხები ტრიალებს დღეს სატრანსფერო ბაზარზე.

ეგრე ბაიერნია ძმა უფასოდ და 2კაპიკად უნდათ ყველა

არც იუვე აკლებს მაგ მხრივ.
ერერა ოფიციალურად პსჟს ფეხბურთელია.
რაც შეეხება პოგბას თვითონვე განაცხადა რომ ახალი გამოწვევების მიღება სურს და უნდა მანჩესტერიდან წასვლა რაც სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია.თუ დატოვეს და მასეთ დატოვებულს რა ვუთხარი,რამოდენიმე ხნით გამოანათა ამ სეზონში და ეს თუ ძალით იყო აქ არამგონია გუნდს ასეთი პოგბა გამოადგეს.აი ლუკაკუს რაც შეეხება,მანაც განაცხადა თითქმის იგივე რაც პოგბამ და მისი აგენტი ხომ ადასტურებს ინტერთან მოლაპარაკებებს.ფაქტია ორივეს წასვლა უნდა და თუ უნდათ უნდა წავიდნენ,მაგრამ სარფიანად და არა ისე რომ მეათეხარისხოვან ფეხბურთელებში გაგვიცვალონ ეს ორი ფიგურა.რაც შეეხება ჩამნაცვლებლებს,დღეს-დღეობით მესისა და რონალდოს ვერ ჩაანაცვლებ ალბათ თორემ სხვა დანარჩენი ნამდვილად არაა გადაულახავი ზღვარი.მაინც ვფიქრობ რომ ამ მხრივ მწვრთნლის ხელია საჭირო,რომელსაც შეუძლია პერსპექტიული ვარსკვლვად აქციოს საკუთარ პოზიციაზე.პერსპექტივა კი ბრუნოსაც ააქვს,ვან დე ბეეკსაც და კიდევ ბევრ სხვას,რომლებსაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში.
1
№6
ავტორი: Dato kutaisi
4 ივლისი 2019 22:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რაღა დროს სანდრო და მატუიდია მოხუცთა თავშესაფარი ხო არ ვართ.ან მაყუთი დაიდოს ან დაახვიონ აქედან.პოგბას ენა ბევრჯერ უსწრებდა და ახლაც ეგ დაემართა.ჯერ გარკვეული არაფერი ქონდა და რა ატლიკინებდა ნეტა.ახლა თუ გუნდს არ დააკმაყოფილებს პირობა ხო ფაქტია არ გამოვა ეს ამბავი და მერე როგორ აპირებს გუნდში ურთიერთობის გაგრძელებას?ან რა უნდა ამ ჩემისას ვერ ვხვდები,გაქ უდიდესი პოტენციალი და ხარ ადგილზე სადაც თუ დაანახებ ფანებს რომ სულით და გულით თამაშობ ინდომებ- უბრალოდ გაგაღმერთებენ.არ ვიცი მილიონრების ფსიქოლოგია ზოგადად და ალბათ სულ უფრო მეტი უნდათ,მაგრამ ხომ არსებობს ფულზე მეტი ღირებულებები არა?ფულს ყველგან იშოვი მთავარია ყველგან გულით ითამაშო.აი ეს არის ის რაზეც გული წყდება ყველა მანჩესტერის ფანს აბა პოგბას რა შეუძლია მაგაზე დავა და ლაპარაკიც იდიოტობაა.დასჯილ იუვეს რა ხალხი ჩაყვა ქვედა ლიგებში,მათზე მეტი ხომ არაფრით არ არის უბრალოდ ღირებულებებზე ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ ადამიანებმა ასე მგონია მე.
1
№7
ავტორი: Lalana
4 ივლისი 2019 22:33
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ისე ერერამ რაიმე მესიჯი დაუტოვა გულშემატკივრებს?ახლა ვეძებდი და ვერაფრით ვნახე.მხოლოდ ის ვნახე პსჟზე როგორ საუბრობს,არა და ერთ დროს როგორ გულმხურვალედ საუბრობდა უნაიტედზე.ცოტა ხნის წინ კი მირორზე დაიწერა რომ საულით ინტერესდებაო მანჩესტერი და ძაან დიდი იმედი მაქვს რომ ეს დაინტერესება უფრო სერიოზულში გადავა.
1
№8
ავტორი: kashmara
4 ივლისი 2019 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
საული დონეა დზმაო და იმედია მართლა მოვა მარა ატლეტიკო ამდენ წამყვან ფეხბუღთელს რამდენად გაყიდიან ეგ არ ვიცი... მარა ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და რატომაც არა... საული ფერნადესი... ან ალტერნატივა ვანდერ ბეკი მედისონი ტილემანსი... ნუ თუ წავიდა ზანგიი... და ნიკოლა პეპე არ მოგწონთ ბრაცი??? მაგრად გამოდგებოდა ჩემი აზრით.....

დგეს გარდიანზე დაიწერა რო პოგბა ოლეს შეხვდაო და დარჩენაზე თანახმაო და ნეტა თუ მართალი???
1
№9
ავტორი: RojoDiablo
4 ივლისი 2019 23:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lalana
ისე ერერამ რაიმე მესიჯი დაუტოვა გულშემატკივრებს?ახლა ვეძებდი და ვერაფრით ვნახე.მხოლოდ ის ვნახე პსჟზე როგორ საუბრობს,არა და ერთ დროს როგორ გულმხურვალედ საუბრობდა უნაიტედზე.ცოტა ხნის წინ კი მირორზე დაიწერა რომ საულით ინტერესდებაო მანჩესტერი და ძაან დიდი იმედი მაქვს რომ ეს დაინტერესება უფრო სერიოზულში გადავა.

კი. ძალიან ვრცელი და თბილი სიტყვებით სავსე ვიდეო ჩაწერა, როცა თავისი წასვლა დაადასტურა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: PaLoMo
4 ივლისი 2019 23:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Lalana
ციტატა: PaLoMo
ციტატა: SANDROGRIGA
იტალიურ გუნდებს სულ ჰაერზე უნდათ ყველაფერი, იუვეს მაინც სულ დაავიწყდა რა ასტრონომიული თანხები ტრიალებს დღეს სატრანსფერო ბაზარზე.

ეგრე ბაიერნია ძმა უფასოდ და 2კაპიკად უნდათ ყველა

არც იუვე აკლებს მაგ მხრივ.
ერერა ოფიციალურად პსჟს ფეხბურთელია.
რაც შეეხება პოგბას თვითონვე განაცხადა რომ ახალი გამოწვევების მიღება სურს და უნდა მანჩესტერიდან წასვლა რაც სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია.თუ დატოვეს და მასეთ დატოვებულს რა ვუთხარი,რამოდენიმე ხნით გამოანათა ამ სეზონში და ეს თუ ძალით იყო აქ არამგონია გუნდს ასეთი პოგბა გამოადგეს.აი ლუკაკუს რაც შეეხება,მანაც განაცხადა თითქმის იგივე რაც პოგბამ და მისი აგენტი ხომ ადასტურებს ინტერთან მოლაპარაკებებს.ფაქტია ორივეს წასვლა უნდა და თუ უნდათ უნდა წავიდნენ,მაგრამ სარფიანად და არა ისე რომ მეათეხარისხოვან ფეხბურთელებში გაგვიცვალონ ეს ორი ფიგურა.რაც შეეხება ჩამნაცვლებლებს,დღეს-დღეობით მესისა და რონალდოს ვერ ჩაანაცვლებ ალბათ თორემ სხვა დანარჩენი ნამდვილად არაა გადაულახავი ზღვარი.მაინც ვფიქრობ რომ ამ მხრივ მწვრთნლის ხელია საჭირო,რომელსაც შეუძლია პერსპექტიული ვარსკვლვად აქციოს საკუთარ პოზიციაზე.პერსპექტივა კი ბრუნოსაც ააქვს,ვან დე ბეეკსაც და კიდევ ბევრ სხვას,რომლებსაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში.

პერსპექტივა ყველას აქვს,მაგრამ როგორ გამოიყენებ ეგ არის საქმე.რონალდუს შემდეგ,მასსავით მშრომელი არავინ მინახავს ტიპი სულ ვარჯიშობს და ცდილობს ფორმაში იყოს,საკუთარ თავს აუმჯობესებს და ესენი კიდე გულაობენ,ბოგბა ნიუიორკში ვიღაცა მაიამოზე ვიღაცა ბალიზე,იგულავეთ ოქტოებო სხვა რა დაგრჩენიათ.
ფეხბურთელს როცა ნიჭი და ტალანტი აქვს ამასთან ერთად შრომის მოყვარეც უნდა იყოს თორე ყველა რონალდინიოს ნაირი ვერ იქნება და ადგილიდან ვერ გააკეთებს პასებს და 2-3კაცს ვერ მოატყუებს დგომით.

რაც შეეხება წამსვლელებს 1ხელ ჩვენც გავატრაკოთ და რასაც ვიძახით ის ფასი მოგვცენ ფული გვაქ,დახარჯვა კი გვენანება,მაგრამ თუ არ გაიყიდებიან ეგეც არაა პრობლემა ფული არ გვიჭირს,რომ ასეთ სირთავებს როგორიც პოგბაა ჭკუა ასწავლო და ახეხიბო სკამი...სწორს აკეთებდა მოუ რო ახეხინებდა სკამს,მაგრამ არ დაცალდა ბოლომდე თორე დედას უტირებდა პოგბას,მაგრამ აიყოლია 4-5კაცი და მოუტნეს გამამცემელი მოუს.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top