თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2019, 21:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2961,
კომენტარები: 24
"იუვენტუსს" "რეალისგან" განსხვავებული შეთავაზება აქვს
იტალიიდან საინტერესო ცნობები ვრცელდება.
"იუვენტუსი" ჯერ კიდევ ცდილობს პოლ პოგბას შეძენას და პოტენციურ შეთანხმებაში ფეხბურთელების ჩართვას გეგმავს.

პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" უახლოეს დღეებში დაბრუნდება, რის შემდეგაც ოლე გუნარ სოლსკიაერთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ფრანგი ფეხბურთელი საერთაშორისო მატჩების დროს საჯაროდ გამოტყდა, რომ ახალი თავგადასავლებს ძიება სურს, იტალიური მედია კი იტყობინება, რომ "იუვენტუსში" დაბრუნება მისთვის პრიორიტეტია.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით "იუვენტუსმა" ჯერ პოგბას შესაძენად შეთავაზებული თანხა უნდა გაზარდოს, მაგრამ უფრო სარფიანი წინადადების შესათავაზებლად მოლაპარაკებებში ფეხბურთელების ჩართვასაც ცდილობს.

"ბებერ ქალბატონთა" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ შემადგენლობაში ჰყავს ისეთი კადრები პაულო დიბალას, ბლეზ მატუიდისა და ალექს სანდროს სახით, რომ "წითლების" დათანხმებას შეძლებს.

სანდროსა და დიბალას სახელს ბოლო პერიოდში ხშირად უკავშირებდნენ "ოლდ ტრაფორდს" და "იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში ჟოზე მოურინიოც ცდილობდა ბრაზილიელი მცველის შეძენას.

დიბალა მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელადაა შეფასებული და "იუვენტუსში" მიაჩნიათ, რომ არგენტინელის ჩართვა მოლაპარაკებებში დააგდებს პოგბაში მოთხოვნილ თანხას.

"იუნაიტედი" დიდი ხანია ისახავს 25 წლის დიბალას შეძენას მიზნად, ხოლო იტალიაში იმასაც ფიქრობენ, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ფრანგი ნახევარმცველი მატუიდის გადაბირების ვარიანტიც მოხიბლავთ.

სანამ პოგბას მომავალი გადაწყდება, ოლე გუნარი ორი ნახევარმცველის შეძენაზე მაინც იმუშავებს და მისთვის სასურველ კანდიდატებს "ნიუკასლიდან" შონ ლონგსტაფი და "სპორტინგიდან" ბრუნუ ფერნანდეში წარმოადგენენ.

წყარო: metro
ახალი ამბები, ჭორები
24 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
4 ივლისი 2019 23:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Lalana
ციტატა: PaLoMo
ციტატა: SANDROGRIGA
იტალიურ გუნდებს სულ ჰაერზე უნდათ ყველაფერი, იუვეს მაინც სულ დაავიწყდა რა ასტრონომიული თანხები ტრიალებს დღეს სატრანსფერო ბაზარზე.

ეგრე ბაიერნია ძმა უფასოდ და 2კაპიკად უნდათ ყველა

არც იუვე აკლებს მაგ მხრივ.
ერერა ოფიციალურად პსჟს ფეხბურთელია.
რაც შეეხება პოგბას თვითონვე განაცხადა რომ ახალი გამოწვევების მიღება სურს და უნდა მანჩესტერიდან წასვლა რაც სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია.თუ დატოვეს და მასეთ დატოვებულს რა ვუთხარი,რამოდენიმე ხნით გამოანათა ამ სეზონში და ეს თუ ძალით იყო აქ არამგონია გუნდს ასეთი პოგბა გამოადგეს.აი ლუკაკუს რაც შეეხება,მანაც განაცხადა თითქმის იგივე რაც პოგბამ და მისი აგენტი ხომ ადასტურებს ინტერთან მოლაპარაკებებს.ფაქტია ორივეს წასვლა უნდა და თუ უნდათ უნდა წავიდნენ,მაგრამ სარფიანად და არა ისე რომ მეათეხარისხოვან ფეხბურთელებში გაგვიცვალონ ეს ორი ფიგურა.რაც შეეხება ჩამნაცვლებლებს,დღეს-დღეობით მესისა და რონალდოს ვერ ჩაანაცვლებ ალბათ თორემ სხვა დანარჩენი ნამდვილად არაა გადაულახავი ზღვარი.მაინც ვფიქრობ რომ ამ მხრივ მწვრთნლის ხელია საჭირო,რომელსაც შეუძლია პერსპექტიული ვარსკვლვად აქციოს საკუთარ პოზიციაზე.პერსპექტივა კი ბრუნოსაც ააქვს,ვან დე ბეეკსაც და კიდევ ბევრ სხვას,რომლებსაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში.

პერსპექტივა ყველას აქვს,მაგრამ როგორ გამოიყენებ ეგ არის საქმე.რონალდუს შემდეგ,მასსავით მშრომელი არავინ მინახავს ტიპი სულ ვარჯიშობს და ცდილობს ფორმაში იყოს,საკუთარ თავს აუმჯობესებს და ესენი კიდე გულაობენ,ბოგბა ნიუიორკში ვიღაცა მაიამოზე ვიღაცა ბალიზე,იგულავეთ ოქტოებო სხვა რა დაგრჩენიათ.
ფეხბურთელს როცა ნიჭი და ტალანტი აქვს ამასთან ერთად შრომის მოყვარეც უნდა იყოს თორე ყველა რონალდინიოს ნაირი ვერ იქნება და ადგილიდან ვერ გააკეთებს პასებს და 2-3კაცს ვერ მოატყუებს დგომით.

რაც შეეხება წამსვლელებს 1ხელ ჩვენც გავატრაკოთ და რასაც ვიძახით ის ფასი მოგვცენ ფული გვაქ,დახარჯვა კი გვენანება,მაგრამ თუ არ გაიყიდებიან ეგეც არაა პრობლემა ფული არ გვიჭირს,რომ ასეთ სირთავებს როგორიც პოგბაა ჭკუა ასწავლო და ახეხიბო სკამი...სწორს აკეთებდა მოუ რო ახეხინებდა სკამს,მაგრამ არ დაცალდა ბოლომდე თორე დედას უტირებდა პოგბას,მაგრამ აიყოლია 4-5კაცი და მოუტნეს გამამცემელი მოუს.

100%.ერტხელ მაინც როცა შექმნი პრეცედენტს რომ ასე არავის გაუვა,მერე ყველა ვინც აქ იქნება თავში ვერ გაივლებს ეგეთ ****ბებს
0
№12
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2019 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11612
ციტატა: Dato kutaisi
რაღა დროს სანდრო და მატუიდია მოხუცთა თავშესაფარი ხო არ ვართ.ან მაყუთი დაიდოს ან დაახვიონ აქედან.პოგბას ენა ბევრჯერ უსწრებდა და ახლაც ეგ დაემართა.ჯერ გარკვეული არაფერი ქონდა და რა ატლიკინებდა ნეტა.ახლა თუ გუნდს არ დააკმაყოფილებს პირობა ხო ფაქტია არ გამოვა ეს ამბავი და მერე როგორ აპირებს გუნდში ურთიერთობის გაგრძელებას?ან რა უნდა ამ ჩემისას ვერ ვხვდები,გაქ უდიდესი პოტენციალი და ხარ ადგილზე სადაც თუ დაანახებ ფანებს რომ სულით და გულით თამაშობ ინდომებ- უბრალოდ გაგაღმერთებენ.არ ვიცი მილიონრების ფსიქოლოგია ზოგადად და ალბათ სულ უფრო მეტი უნდათ,მაგრამ ხომ არსებობს ფულზე მეტი ღირებულებები არა?ფულს ყველგან იშოვი მთავარია ყველგან გულით ითამაშო.აი ეს არის ის რაზეც გული წყდება ყველა მანჩესტერის ფანს აბა პოგბას რა შეუძლია მაგაზე დავა და ლაპარაკიც იდიოტობაა.დასჯილ იუვეს რა ხალხი ჩაყვა ქვედა ლიგებში,მათზე მეტი ხომ არაფრით არ არის უბრალოდ ღირებულებებზე ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ ადამიანებმა ასე მგონია მე.

ფულის პრობლემა არც ჩვენთან აქვს დავით რა უნდა მართლა ვერ გავიგე რა გასაგებია ყველაფერი მაღალი მიზნები და ამბიცეიები მაგრამ მანჩესტერში ხარ ბოლობოლო რედინგში ხო არაა
0
№13
ავტორი: Lalana
5 ივლისი 2019 00:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2347
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Lalana
ისე ერერამ რაიმე მესიჯი დაუტოვა გულშემატკივრებს?ახლა ვეძებდი და ვერაფრით ვნახე.მხოლოდ ის ვნახე პსჟზე როგორ საუბრობს,არა და ერთ დროს როგორ გულმხურვალედ საუბრობდა უნაიტედზე.ცოტა ხნის წინ კი მირორზე დაიწერა რომ საულით ინტერესდებაო მანჩესტერი და ძაან დიდი იმედი მაქვს რომ ეს დაინტერესება უფრო სერიოზულში გადავა.

კი. ძალიან ვრცელი და თბილი სიტყვებით სავსე ვიდეო ჩაწერა, როცა თავისი წასვლა დაადასტურა

დღეს ვეძებე და სამწუხაროდ ვერ ვნახე.მაინტერესებდა მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვები,მე კი ვიფიქრე ისე წავიდა რომ ერთი სიტყვაც არ აღირსა გულშემატკივრებს-თქო და გამიტყდა.

PaLoMo - რონალდოსნაირი შრომისმოყვარე ფეხბურთელები ძაან იშვიათი მოსაძებნია.ევრას ერთ-ერთ ინტერვიუშიც კარგად ჩანს თუ რა დონის პროფესიონალია.ეგ ისეთია,ალბათ ფეხბურთიდან წასვლას ვერც გადაიტანს.ისიც ზრუნავდა თავის დროზე და ზოგადად ყოველთვის საკუთარ იმიჯზე მაგრამ ამას არასოდეს შეუშლია ხელი ერთ-ერთი საუკეთესო გამხდარიყო.ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მომავალი სეზონი მაინც გაგვიმართლებს რაღაც დონეზე თორემ უკვე ნამეტანი უკან-უკან მივდივართ და საშიშია როგრც ბრენდი ამ უკან სვლით არ ჩაიძიროს.არც კი ვიცი ოლე რამდენად შესაფერისი პიროვნებაა ამ მდგომარეობაში,მაგრამ იმედის მეტი არაფერი დაგვრჩენია.
0
№14
ავტორი: datasta25
5 ივლისი 2019 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ცნობისთვის, თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და იუნაიტედზე სიყვარულით გაგიჟებული ანდერ ერერა თურმე 350ს ითხოვდა კვირაში, ანუ წელიწადში 20 მილიონს, თქვენმა საძულველმა ვუდვორდმა კი ალექსისთან დაშვებული შეცდომა არ გაიმეორა და ამიტომ გაუშვა ბიჭი უფასოდ პსჟ-ში, ჩვენთან რო გადამწყვეტ თამაშებში ვითომ ტრავმის გამო არ თამაშობდა მაგ დროს ალბათ ფრანგულს სწავლობდა, მშვენივრად ილაპარაკა ინტერვიუში :))
0
№15
ავტორი: PaLoMo
5 ივლისი 2019 00:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4120
Lalana - ვიცი ეგ ინტერვიუ ევრამ რო ჩაწერა.ხოდა მაგის ნახევარინმაკნც გააკეთონ ამ ჩემისებმა რა მოუვათ?

Daton kutaisi - ისე,როგორც დორტმუნდის დირექტორმა გამოაცხადა ჩვენგან აწი ბაიერნში ფეხბურთელი არ გადავაო აი ასენუნდა ვქნათ ჩვენ,რომ მანჩესტერ იუნაიტედიფან რეალში ფეხბურთელს არ გავუშვებთ და მერე იქნებინ ბაიყუშებივით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№16
ავტორი: Malboro463
5 ივლისი 2019 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5888
ინგლისში როდის იხურება ფანჯარა?
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
5 ივლისი 2019 10:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: Malboro463
ინგლისში როდის იხურება ფანჯარა?

10 თუ 12 აგვისტო მემგონი
0
№18
ავტორი: ManchesterU
5 ივლისი 2019 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
კარგით რა ბიჭებო რაც გინდა ეძახე პოგბას გინდა მოსეირნე გინდა ცენზურაზე მკიდია ტიპი მარა ყველამ ვიცით რო ეგეთი ნახევარმხველის ყიდვა ეხლა უბრალოდ შეუძლებელია ტიპი იმდენად კლასია რო რავი მე ვერ ველევი მაგ კაცს ვერანაირად ფასად უბრალოდ პოგბას უნდა გუნდი ეგეთი ამბიციური ფეხბურთელი რო იყოთ აქ ნებისმიერი თქვენთაგანკ არცერთო გაჩერდებოდით ამ მანჩესტერში იანგის სმოლინგის დარმიანის და ჯონსისნაირების შემხედვარე რა ფეხბურთის თამაში უნდა მოგინდეს,
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
5 ივლისი 2019 11:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: ManchesterU
კარგით რა ბიჭებო რაც გინდა ეძახე პოგბას გინდა მოსეირნე გინდა ცენზურაზე მკიდია ტიპი მარა ყველამ ვიცით რო ეგეთი ნახევარმხველის ყიდვა ეხლა უბრალოდ შეუძლებელია ტიპი იმდენად კლასია რო რავი მე ვერ ველევი მაგ კაცს ვერანაირად ფასად უბრალოდ პოგბას უნდა გუნდი ეგეთი ამბიციური ფეხბურთელი რო იყოთ აქ ნებისმიერი თქვენთაგანკ არცერთო გაჩერდებოდით ამ მანჩესტერში იანგის სმოლინგის დარმიანის და ჯონსისნაირების შემხედვარე რა ფეხბურთის თამაში უნდა მოგინდეს,

მესმის მეგობარო და რავი სიხარულით დავხტოდი ეგ რო გადმოვიდა მავრამ რა უნდა ვქნათ ჩვენ ან გუნდმა?ეგ ჯონსები და იანგები ასე უცებაც ვერ დაიფერთხებიან და ამას არ უნდა გაჩერება.ან რა შედეგია ჩვენთვის რომ უბრალოდ გვყავდეს მაღალი კლასის ფეხბურთელი რომელსაც აქ თამაში კიდია ასე ხომ არაფერი გამოვა თორე ფიფას რო ვთამაშობ მენეჯერის კარიერას დეხეას და პოგბას გარდა არავინ არ დამიტოვებია გუნდში ყველა გავყიდე ვაფშე იმიტომ რომ ჩემთვისაც ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს ეგ პიჟონი,მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ
0
№20
ავტორი: Chesterman
5 ივლისი 2019 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 735
წელს რომ 4-5 მაღალი დონის ფეხბურთელი მოსულიყო სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი))პოგბა აქ რო მოვიდა მოუს რომ მოყვა იცოდა მოურინიო რა ამბიციებითაც მოდიოდა რაც იყო გუნდის მიზანი აბა პოგბას ოცნება არამგონია უეფაზე თამასი ყოფილიყო ყველაფერი უამბიციობის ბრალია მითუმეტეს მწვრთნელი გამოდის და იძახის არაფრის იმედი არ გქონდეტო შეიძლება დარმიანისთვის და მოხუცებული მატასთვის სულერთია მარა პოგბა ტოპ ვარსკვლავია და მისთვის ახლა ამ ეტაპზე მანჩესტერსი გაჩერება თითო წელზე დაკარგულ ტიტულს ნიშნავს მოგებულს კიაარა ტეხავს მარა მესმის მისიც პროსტა იმაშია დამნაშავე რო ასე ახვრულად გამოდის და იძახის რეალში მინდაო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top