თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2019, 21:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2961,
კომენტარები: 24
"იუვენტუსს" "რეალისგან" განსხვავებული შეთავაზება აქვს
იტალიიდან საინტერესო ცნობები ვრცელდება.
"იუვენტუსი" ჯერ კიდევ ცდილობს პოლ პოგბას შეძენას და პოტენციურ შეთანხმებაში ფეხბურთელების ჩართვას გეგმავს.

პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" უახლოეს დღეებში დაბრუნდება, რის შემდეგაც ოლე გუნარ სოლსკიაერთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ფრანგი ფეხბურთელი საერთაშორისო მატჩების დროს საჯაროდ გამოტყდა, რომ ახალი თავგადასავლებს ძიება სურს, იტალიური მედია კი იტყობინება, რომ "იუვენტუსში" დაბრუნება მისთვის პრიორიტეტია.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით "იუვენტუსმა" ჯერ პოგბას შესაძენად შეთავაზებული თანხა უნდა გაზარდოს, მაგრამ უფრო სარფიანი წინადადების შესათავაზებლად მოლაპარაკებებში ფეხბურთელების ჩართვასაც ცდილობს.

"ბებერ ქალბატონთა" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ შემადგენლობაში ჰყავს ისეთი კადრები პაულო დიბალას, ბლეზ მატუიდისა და ალექს სანდროს სახით, რომ "წითლების" დათანხმებას შეძლებს.

სანდროსა და დიბალას სახელს ბოლო პერიოდში ხშირად უკავშირებდნენ "ოლდ ტრაფორდს" და "იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში ჟოზე მოურინიოც ცდილობდა ბრაზილიელი მცველის შეძენას.

დიბალა მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელადაა შეფასებული და "იუვენტუსში" მიაჩნიათ, რომ არგენტინელის ჩართვა მოლაპარაკებებში დააგდებს პოგბაში მოთხოვნილ თანხას.

"იუნაიტედი" დიდი ხანია ისახავს 25 წლის დიბალას შეძენას მიზნად, ხოლო იტალიაში იმასაც ფიქრობენ, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ფრანგი ნახევარმცველი მატუიდის გადაბირების ვარიანტიც მოხიბლავთ.

სანამ პოგბას მომავალი გადაწყდება, ოლე გუნარი ორი ნახევარმცველის შეძენაზე მაინც იმუშავებს და მისთვის სასურველ კანდიდატებს "ნიუკასლიდან" შონ ლონგსტაფი და "სპორტინგიდან" ბრუნუ ფერნანდეში წარმოადგენენ.

წყარო: metro
ახალი ამბები, ჭორები
24 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
5 ივლისი 2019 12:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Chesterman
წელს რომ 4-5 მაღალი დონის ფეხბურთელი მოსულიყო სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი))პოგბა აქ რო მოვიდა მოუს რომ მოყვა იცოდა მოურინიო რა ამბიციებითაც მოდიოდა რაც იყო გუნდის მიზანი აბა პოგბას ოცნება არამგონია უეფაზე თამასი ყოფილიყო ყველაფერი უამბიციობის ბრალია მითუმეტეს მწვრთნელი გამოდის და იძახის არაფრის იმედი არ გქონდეტო შეიძლება დარმიანისთვის და მოხუცებული მატასთვის სულერთია მარა პოგბა ტოპ ვარსკვლავია და მისთვის ახლა ამ ეტაპზე მანჩესტერსი გაჩერება თითო წელზე დაკარგულ ტიტულს ნიშნავს მოგებულს კიაარა ტეხავს მარა მესმის მისიც პროსტა იმაშია დამნაშავე რო ასე ახვრულად გამოდის და იძახის რეალში მინდაო


ეგ გასაგებია, რომ არ უნდათ ევროპის ლიგაზე თამაში და მეტი უნდათ, მაგრამ როცა ტოპ ფეხბურთელობის და ოქროს ბურთის ამბიცია აქვს და მისი გუნდის ლიგაზე გასვლა დამოკიდებულია ორი, უკვე ჩემპიონშიფში გავარდნილი, გუნდის დამარცხებაზე, ცენზურა უნდა გაანძრიოს და არ ისეირნოს მოედანზე. ზუსტად მაგ "ამბიციურმა" ფეხბურთელებმა ჩაისვარეს ბოლოში.

შეიძლება არ გინდოდეს ამ გუნდში თამაში, მაგრამ როცა კონტრაქტი გაქვს გაფორმებული პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, შენი საქმე უნდა გააკეთო მოედანზე. პატარა ბავშვივით იქცევა, ეზოდან რომ ეძახიან სხვა ბავშვები და ეს მიაფუჩეჩებს სკოლის დავალებას, რომ გაიქცეს ეგრევე გარეთ.
აღარაა არც ბავშვი და არც ამომავალი ვარსკვლავი, 26 წლისაა, მაგისი პროფესიონალიზმი იზომება, ზუსტად ეგეთ სიტუაციებში.
რეალში რომ წავიდეს, ერთ-ორ თვეში რაღაც არ მოეწონება და დაიწყებს ისევ მოედანზე სეირნობას და ხელების შლას. მასეთ ტოპ-ფეხბურთლს, რომელსაც როდის რა დაარტყამს თავში და არ იცი როდის მოუნდება ფეხბურთის თამაში, ჩემპიონშიფის მუშა ნახევარმცველი მირჩევნია, რომელიც ბოლომდე მაინც აკეთებს იმას რაც შეუძლია.

ლივერპულს ყველაზე საზიზღარი ნახევარდახვა ჰყავს დღევანდელ ტოპ კლუბებში, მაგრამ მაინც ყველას სახეს ახევს, იმიტომ რომ თამაშობენ და ბოლომდე იხარჯებიან.
0
№22
ავტორი: PaLoMo
5 ივლისი 2019 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4120
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ManchesterU
კარგით რა ბიჭებო რაც გინდა ეძახე პოგბას გინდა მოსეირნე გინდა ცენზურაზე მკიდია ტიპი მარა ყველამ ვიცით რო ეგეთი ნახევარმხველის ყიდვა ეხლა უბრალოდ შეუძლებელია ტიპი იმდენად კლასია რო რავი მე ვერ ველევი მაგ კაცს ვერანაირად ფასად უბრალოდ პოგბას უნდა გუნდი ეგეთი ამბიციური ფეხბურთელი რო იყოთ აქ ნებისმიერი თქვენთაგანკ არცერთო გაჩერდებოდით ამ მანჩესტერში იანგის სმოლინგის დარმიანის და ჯონსისნაირების შემხედვარე რა ფეხბურთის თამაში უნდა მოგინდეს,

მესმის მეგობარო და რავი სიხარულით დავხტოდი ეგ რო გადმოვიდა მავრამ რა უნდა ვქნათ ჩვენ ან გუნდმა?ეგ ჯონსები და იანგები ასე უცებაც ვერ დაიფერთხებიან და ამას არ უნდა გაჩერება.ან რა შედეგია ჩვენთვის რომ უბრალოდ გვყავდეს მაღალი კლასის ფეხბურთელი რომელსაც აქ თამაში კიდია ასე ხომ არაფერი გამოვა თორე ფიფას რო ვთამაშობ მენეჯერის კარიერას დეხეას და პოგბას გარდა არავინ არ დამიტოვებია გუნდში ყველა გავყიდე ვაფშე იმიტომ რომ ჩემთვისაც ჯერ კიდევ ბევრს ნიშნავს ეგ პიჟონი,მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ

ზოგადად პროფესიონალმა ფეხბურთელმა და ნებისმიერმა ფეხბურთელმა მწვრთნელზე მაღლა საკუთარი თავი არუნდა დააყენოს და თუ ასე ხდება ან 1 მიდის გუნდიდან ან მე_2 ვფიქრობ პოგბა საკუთარ თავს მწვრთნელზე კი არა კლუბზე ზემოტ აყენებს და ეგ არ მომწონს სწორედ მასში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№23
ავტორი: Chesterman
5 ივლისი 2019 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 735
კიი ძმაა პროსტა მე ამ სიტუაციაზე ვამბობ თორე იყო მომენტები როცა ჩააგდო ან პირიქით საუკეთესო იყო საკმაო რაოდენობის ქონდა ეგეტი თამაშები არ უნდა დავუკარგოთ არც კარგი და არც ცუდი თან ტიპია ეგეთი მანერა აქ რაღAცნაირი გეგონება ზარმაცობს დადის თორე ბევრ თამაშშიი დახარჯულა პოგბაა ან არვიცი მე მქონდა აღქმა მაგ სიტუაციაში როგორც არ უნდა იყოს პოგბა უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის ბოლობოლოო ეხლა რო თაობებიიზრდებიან რომლებმაც წლების მერე უნდა ითამაშონ ვინ იქნება მათი საყვარელი ფეხბურთელი ვინ უნდა მოაწონოს ფეხბურთი ჩვენი გუნდი იანგმა თუ პერეირამ საჭიროა ეგეთი ფეხბურთელებიც ყოველთვის გვყავდა გუნდში დამახასიატებელი ფეხბურთელები დღეს კი ვიუნაა პოგბას გარდა ეგეტი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი მგონიაა მე შეიძლება არასწორს ვბაზრობ მარა ესე მიმაჩნია ...მარაა იმაზე ვთანხმდებითყველა რო ძალით ვერ გააჩერებ ვერავის პოგბასაც კი ძალით ყოფნას გაუსვა ჯობს მაინც
0
№24
ავტორი: Dato kutaisi
5 ივლისი 2019 13:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: JuanMata
ციტატა: Chesterman
წელს რომ 4-5 მაღალი დონის ფეხბურთელი მოსულიყო სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი))პოგბა აქ რო მოვიდა მოუს რომ მოყვა იცოდა მოურინიო რა ამბიციებითაც მოდიოდა რაც იყო გუნდის მიზანი აბა პოგბას ოცნება არამგონია უეფაზე თამასი ყოფილიყო ყველაფერი უამბიციობის ბრალია მითუმეტეს მწვრთნელი გამოდის და იძახის არაფრის იმედი არ გქონდეტო შეიძლება დარმიანისთვის და მოხუცებული მატასთვის სულერთია მარა პოგბა ტოპ ვარსკვლავია და მისთვის ახლა ამ ეტაპზე მანჩესტერსი გაჩერება თითო წელზე დაკარგულ ტიტულს ნიშნავს მოგებულს კიაარა ტეხავს მარა მესმის მისიც პროსტა იმაშია დამნაშავე რო ასე ახვრულად გამოდის და იძახის რეალში მინდაო


ეგ გასაგებია, რომ არ უნდათ ევროპის ლიგაზე თამაში და მეტი უნდათ, მაგრამ როცა ტოპ ფეხბურთელობის და ოქროს ბურთის ამბიცია აქვს და მისი გუნდის ლიგაზე გასვლა დამოკიდებულია ორი, უკვე ჩემპიონშიფში გავარდნილი, გუნდის დამარცხებაზე, ცენზურა უნდა გაანძრიოს და არ ისეირნოს მოედანზე. ზუსტად მაგ "ამბიციურმა" ფეხბურთელებმა ჩაისვარეს ბოლოში.

შეიძლება არ გინდოდეს ამ გუნდში თამაში, მაგრამ როცა კონტრაქტი გაქვს გაფორმებული პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, შენი საქმე უნდა გააკეთო მოედანზე. პატარა ბავშვივით იქცევა, ეზოდან რომ ეძახიან სხვა ბავშვები და ეს მიაფუჩეჩებს სკოლის დავალებას, რომ გაიქცეს ეგრევე გარეთ.
აღარაა არც ბავშვი და არც ამომავალი ვარსკვლავი, 26 წლისაა, მაგისი პროფესიონალიზმი იზომება, ზუსტად ეგეთ სიტუაციებში.
რეალში რომ წავიდეს, ერთ-ორ თვეში რაღაც არ მოეწონება და დაიწყებს ისევ მოედანზე სეირნობას და ხელების შლას. მასეთ ტოპ-ფეხბურთლს, რომელსაც როდის რა დაარტყამს თავში და არ იცი როდის მოუნდება ფეხბურთის თამაში, ჩემპიონშიფის მუშა ნახევარმცველი მირჩევნია, რომელიც ბოლომდე მაინც აკეთებს იმას რაც შეუძლია.

ლივერპულს ყველაზე საზიზღარი ნახევარდახვა ჰყავს დღევანდელ ტოპ კლუბებში, მაგრამ მაინც ყველას სახეს ახევს, იმიტომ რომ თამაშობენ და ბოლომდე იხარჯებიან.

ჩემი სათქმელი თქვი აბსოლუტურად ყველაფერი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top