თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2019, 21:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1646,
კომენტარები: 25
"იუნაიტედს" ჯერ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა ცენტრალური მცველი
ედ ვუდვორდი კვლავ ყოყმანობს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, სურს თუ არა ცენტრალური მცველის შეძენა კვირის ბოლომდე.

მიუხედავად იმისა, რომ 1978-79 წლების სეზონის შემდეგ "იუნაიტედს" ყველაზე ცუდი დაცვითი მაჩვენებელი ჰქონდა პრემიერ ლიგაში, კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ვერ თანხმდება იმაზე, არის თუ არა საჭირო დაცვის ცენტრალურ ხაზში რევოლუცია.

"იუნაიტედმა" რამდენიმე მცველის ხელმისაწვდომობა შეამოწმა, მაგრამ წარმომადგენლებს აცნობა, რომ ჯერ კიდევ არ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები იმის საფუძველზე, რაც გასულ წელს ჟოზე მოურინიოს სურდა.

მარტში "იუნაიტედში" მისულმა ახალმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩათვალა, რომ ცენტრალური დაცვის ხაზი არ არის ისეთი სუსტი, როგორც მოურინიო ფიქრობდა და ამის ნაცვლად მათ მარჯვენა მცველის შეძენა ამჯობინეს. ამ მიზანს კლუბმა უკვე მიაღწია და აარონ ვან-ბისაკას შეძენას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, რის შემდეგაც ნახევარმცველის ტრანსფერზე გადაერთვება.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველების მაღალი დონე საეჭვოა, სოლსკიაერი წინასასეზონო ტურნეზე ავსტრალიაში ექვს მცველს წაიყვანს მომდევნო კვირაში.

ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ვიქტორ ლინდელოფი და მარკოს როხო ფიზიკურად მზად არიან ახალი მზადების პროცესისთვის, ერიკ ბაიი კი ტრავმის მოშუშების შემდეგ ხელახლა იკრებს ძალებს ახალი სეზონისთვის.

21 წლის აქსელ ტუანზებე "ასტონ ვილაში" იჯარის ყოფნიდან დაბრუნდა და სოლსკიაერის გუნდში თავის დამკვიდრების იმედი აქვს.

2006 წელს ნემანია ვიდიჩის გადაბირების შემდეგ "იუნაიტედის" რიგებში მხოლოდ ხუთი ცენტრალური მცველი გადავიდა და მათი საერთო ღირევბულება 103.4 მლნ. ფუნტი იყო.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ჭორები
25 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
28 ივნისი 2019 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მეიყვანეთ ბიჯო მცველი, მეიყვანეთ მამა, ვინცხა მეიყვანეთ, თუ გინდათ ბო@ზი მეიყვანეთ
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: PaLoMo
28 ივნისი 2019 22:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2363
კარგინიქნება ახალგაზრდების გამოცდაც,მაგრამ ცენტრ მცველი საჭიორა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 ივნისი 2019 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7833
არა კაცო რა საჭიროა მცველი, ჩვენც დირკა დაცვა არ გვყავდეს derpwhy
0
№4
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2019 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7754
ტაუნზებეს ქონდა ძაან მაგარი სეზონი ინედია მიეცემა შანსი
0
№5
ავტორი: shotkin
28 ივნისი 2019 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2662
ჰაჰ სასაწაული პირდაპირ რა დასკვნები იდება :)) ან დაგვციანიან ან მართლა დებილთა ნაკრებია ვუდვორდის თამადობით ან კიდე არავინ არ გადადის ამ გუნდში და მიზეზი ვითომ ეს არის:)
0
№6
ავტორი: Malboro463
28 ივნისი 2019 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4962
ოლე თუ შემტევი ფეხბურთჲს თამაშს აპირებს და შეტევაში თამაშს გამოასწორბენ ამ სეზონზე ეს დაცვაც საკმარისი იქნება ოთხეულში შესასვლელად არც ლიგაზე ვართ და არც ევროპაზე. წესიერს თუ ვერ ყიდულობენ ცოტა ასაკიანი არენდით აიყვანონ ვინმე და სამომაბლოდ იყიდონ წესიერი
შეტევა და ნახევარდაცვა გაძლიერონ ჯობია
0
№7
ავტორი: Chesterman
28 ივნისი 2019 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
მოკლედ რაღაცაში არის საქმე რა თორე სადაც ჩვენ ვხვდებით რო გუნდს ტრ.... მიაქანებენ ვუდვორდიც მიხვდებიდა და ლოგიკურად იმასაც რო უკან წასული გუნდი ნაკლები შემოსავალია მოკლედ ან ჩუმად ჩალიჩობეენ ტექნიკურად ანდა არვიცი ოლეგი ბიძია ატრაკებს და ვარსკვლავების გარეშე უნდა გუნდის აშენება და მაგას 2 წელი კიარა 5იც კარგად დაჭირდება როგორც თბითონ ამბობს
0
№8
ავტორი: fergitime
29 ივნისი 2019 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
კაროჩე ესენი მართლა არავის მოიყვნენ და ისევ ჯობს ტუანზებეს მისცენ შანსი...და კიდევ ერტი ხისთავიანი მცველი გაუშვან
0
№9
ავტორი: datasta25
29 ივნისი 2019 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 478
მარტივი ამბავია,
მაგუაერზე 100 მოითხოვეს,
კულიბალიზე 150
დიოპზე 80
დელიხტს, უმტიტს გადმოსვლა არ უნდათ,
ვარანს რეალი არ ყიდის,
მოკლედ ამ ეტაპზე ბაზარზე ამათ გარდა ისეთი დამცველი რომელიც ჩვენ დაცვაში რევოლუციონერი იქნება არ არის და ამათ ან არუნდათ ან ისეთ ფასებად იყიდება რო რა თქმა უნდა არუნდა გადაიხადო, ამიტომ, ჯანმრთელი ბაილი და ლინდელოფი წელს ეყოფა და მომავალ წელს ვინმეს დაითრევენ
0
№10
ავტორი: stepno
29 ივნისი 2019 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4294
გაუჭირდებათ მაღალი დონის მცველის ყიდვა იმიტომ რომ უაზროთ თანხის გადახდა არ უნდათ და კოლოსალურ თანხას არ გადაიხდის მანჩესტერი ეს გამოჩნდა უკვე. ისე ყველას ჩვენი მოწველვა უნდა და ესენიც ხვდებიან და მაგრად კიდიათ დიდ თანხას არ იხდიან, თორე აქამდე ნაყიდი ეყოლებოდათ კულიბალი ან მაგუაირი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
ასტანა
ევროპა ლიგა
22 სექტემბერი 2019, 17:00
ვესტ ჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
25 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
როჩდეილი
ლიგის თასი
ასტანა19 სექტემბერი
ვესტ ჰემი22 სექტემბერი
როჩდეილი25 სექტემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

14 სექტემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ლესტერი0
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი1
კრისტალ პალასი2
პრემიერ ლიგა
ლესტერი14 სექტემბერი
საუთჰემპტონი31 აგვისტო
კრისტალ პალასი24 აგვისტო

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top