თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2019, 21:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2449,
კომენტარები: 25
"იუნაიტედს" ჯერ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა ცენტრალური მცველი
ედ ვუდვორდი კვლავ ყოყმანობს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, სურს თუ არა ცენტრალური მცველის შეძენა კვირის ბოლომდე.

მიუხედავად იმისა, რომ 1978-79 წლების სეზონის შემდეგ "იუნაიტედს" ყველაზე ცუდი დაცვითი მაჩვენებელი ჰქონდა პრემიერ ლიგაში, კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ვერ თანხმდება იმაზე, არის თუ არა საჭირო დაცვის ცენტრალურ ხაზში რევოლუცია.

"იუნაიტედმა" რამდენიმე მცველის ხელმისაწვდომობა შეამოწმა, მაგრამ წარმომადგენლებს აცნობა, რომ ჯერ კიდევ არ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები იმის საფუძველზე, რაც გასულ წელს ჟოზე მოურინიოს სურდა.

მარტში "იუნაიტედში" მისულმა ახალმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩათვალა, რომ ცენტრალური დაცვის ხაზი არ არის ისეთი სუსტი, როგორც მოურინიო ფიქრობდა და ამის ნაცვლად მათ მარჯვენა მცველის შეძენა ამჯობინეს. ამ მიზანს კლუბმა უკვე მიაღწია და აარონ ვან-ბისაკას შეძენას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, რის შემდეგაც ნახევარმცველის ტრანსფერზე გადაერთვება.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველების მაღალი დონე საეჭვოა, სოლსკიაერი წინასასეზონო ტურნეზე ავსტრალიაში ექვს მცველს წაიყვანს მომდევნო კვირაში.

ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ვიქტორ ლინდელოფი და მარკოს როხო ფიზიკურად მზად არიან ახალი მზადების პროცესისთვის, ერიკ ბაიი კი ტრავმის მოშუშების შემდეგ ხელახლა იკრებს ძალებს ახალი სეზონისთვის.

21 წლის აქსელ ტუანზებე "ასტონ ვილაში" იჯარის ყოფნიდან დაბრუნდა და სოლსკიაერის გუნდში თავის დამკვიდრების იმედი აქვს.

2006 წელს ნემანია ვიდიჩის გადაბირების შემდეგ "იუნაიტედის" რიგებში მხოლოდ ხუთი ცენტრალური მცველი გადავიდა და მათი საერთო ღირევბულება 103.4 მლნ. ფუნტი იყო.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ჭორები
25 კომენტარი
№21
ავტორი: lasha001
29 ივნისი 2019 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
de lixtshi rom 100-120 milioni gaumazon viyidit uechveli da minimum 10-12 weli centrlaluri mcvelis problema moixsneba da misce raa da wamoiyvanon tore fasebi ise izrdeba am fexburtelebze rom momaval wrls 200 egireba.
0
№22
ავტორი: kobinio
29 ივნისი 2019 18:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
ფეიაბუქი რომ დაგასწრებს ინფოს დადრბას :))))
უკვე გაოფიციალურდა ბისკვიტას ტრანსფერი

ბისკვიტა კაი კლიჩკაა:))

:))
0
№23
ავტორი: glory28
29 ივნისი 2019 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: Malboro463
ოლე თუ შემტევი ფეხბურთჲს თამაშს აპირებს და შეტევაში თამაშს გამოასწორბენ ამ სეზონზე ეს დაცვაც საკმარისი იქნება ოთხეულში შესასვლელად არც ლიგაზე ვართ და არც ევროპაზე. წესიერს თუ ვერ ყიდულობენ ცოტა ასაკიანი არენდით აიყვანონ ვინმე და სამომაბლოდ იყიდონ წესიერი
შეტევა და ნახევარდაცვა გაძლიერონ ჯობია

ევროპა ლიგაზე ვართ მეგობარო !!!!!
0
№24
ავტორი: 100%Red
29 ივნისი 2019 19:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ რუნი მინდა რო დაბრუნდეს და კარიერა აქ დაასრულოს love
სულ ფეხებზე მკიდია, ვაფშე ბურთს ფეხი ააცილოს რამდენი მიიღებს მარა დააბრუნონ
ეეჰ recourse
0
№25
ავტორი: PaLoMo
29 ივნისი 2019 22:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: lasha001
de lixtshi rom 100-120 milioni gaumazon viyidit uechveli da minimum 10-12 weli centrlaluri mcvelis problema moixsneba da misce raa da wamoiyvanon tore fasebi ise izrdeba am fexburtelebze rom momaval wrls 200 egireba.

ბაზარი არაა დე ლიხტი მაგარი მცველია და უფრო მაგარი გახდება,მაგრამ აქ თუ გადმოვა დიდი ალბათობით რეალში ან ბარსაში გადავა სამომავლოდ,მაგრამ მაინც კინდა რო კოიყვანონ თნ 100არ დაჭირდება 80-85 ეყოფა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top