თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2019, 21:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2451,
კომენტარები: 25
"იუნაიტედს" ჯერ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა ცენტრალური მცველი
ედ ვუდვორდი კვლავ ყოყმანობს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, სურს თუ არა ცენტრალური მცველის შეძენა კვირის ბოლომდე.

მიუხედავად იმისა, რომ 1978-79 წლების სეზონის შემდეგ "იუნაიტედს" ყველაზე ცუდი დაცვითი მაჩვენებელი ჰქონდა პრემიერ ლიგაში, კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ვერ თანხმდება იმაზე, არის თუ არა საჭირო დაცვის ცენტრალურ ხაზში რევოლუცია.

"იუნაიტედმა" რამდენიმე მცველის ხელმისაწვდომობა შეამოწმა, მაგრამ წარმომადგენლებს აცნობა, რომ ჯერ კიდევ არ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები იმის საფუძველზე, რაც გასულ წელს ჟოზე მოურინიოს სურდა.

მარტში "იუნაიტედში" მისულმა ახალმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩათვალა, რომ ცენტრალური დაცვის ხაზი არ არის ისეთი სუსტი, როგორც მოურინიო ფიქრობდა და ამის ნაცვლად მათ მარჯვენა მცველის შეძენა ამჯობინეს. ამ მიზანს კლუბმა უკვე მიაღწია და აარონ ვან-ბისაკას შეძენას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, რის შემდეგაც ნახევარმცველის ტრანსფერზე გადაერთვება.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველების მაღალი დონე საეჭვოა, სოლსკიაერი წინასასეზონო ტურნეზე ავსტრალიაში ექვს მცველს წაიყვანს მომდევნო კვირაში.

ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ვიქტორ ლინდელოფი და მარკოს როხო ფიზიკურად მზად არიან ახალი მზადების პროცესისთვის, ერიკ ბაიი კი ტრავმის მოშუშების შემდეგ ხელახლა იკრებს ძალებს ახალი სეზონისთვის.

21 წლის აქსელ ტუანზებე "ასტონ ვილაში" იჯარის ყოფნიდან დაბრუნდა და სოლსკიაერის გუნდში თავის დამკვიდრების იმედი აქვს.

2006 წელს ნემანია ვიდიჩის გადაბირების შემდეგ "იუნაიტედის" რიგებში მხოლოდ ხუთი ცენტრალური მცველი გადავიდა და მათი საერთო ღირევბულება 103.4 მლნ. ფუნტი იყო.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ჭორები
25 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
29 ივნისი 2019 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე ვფიქრობ, რომ ცენტრალური მცველის დამატებას, 2 ნახევარმცველის დამატება ჯობია, მათ შორის 1 კარგი დაცვითი სტილის კარგი ჩამშლელი სწრაფი და ახალგაზრდა, მეორე შედარებით შემტევი, ასევე დაცვითი სკილების ელემენტებით, კარგი მოედნის ხედვით.
0
№12
29 ივნისი 2019 03:16
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
არადა ლინდელოფის გვერდით ვინმე ძლიერი ცენტრალური მცველი, იქნებოდა კამფეეტტ :)))

ბაილი - ლინდელოფი feel იმედია ამ ტრავმების მერე ბაილი კარგად დაბრუნდება. თუკი ვერ მოიხოდა, კიდევ ერთი სეზონი მოგვიწევს სმოლინგის, ჯონსის და როხოს საცოდაობების ყურება :(((

და ხო... ეგ უნიჭო და არაფრის მაქნისი დარმიანი გაყიდონ. ხისთავიანი იანგიც გააყოლონ საჩუქრად.
0
№13
ავტორი: MANUTD FAN.
29 ივნისი 2019 03:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ჰო არა მართალია ეს კაცი რად გვინდა მცველი როდესაც ჯონსი და სმოლინგი გვყავს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№14
ავტორი: Dato kutaisi
29 ივნისი 2019 08:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ბაილის ჯონსის როხოს და სმოლინგის დარმიანის იმედად უნდათ ყოფნა?საღოლ
0
№15
ავტორი: bziki
29 ივნისი 2019 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
უეჭველად მოსაყვანია მცველი თან იმ დონის რო ლიგაზე გავიდეთ,სმოლინგებით და როხოებით ოთხეულშიც ვერ შევალთ.მაგუაერზე ვნახოთ რა მოხდება სად წავა,მერე ალდერვეირელდზე ფიქრიც შეილება,კულიბალში 100 მილიონზე მეტის გადახდა არ ვიცი
მაგუაერი(ალდერვეირელდი),ფერნანდეში(ტილემანსი),რიშარლისონი(დემბელე),პოგბა თუ წავა ეგ თანხა კულიბალში გაიქნიონ და ზემოდან პოგბას შემცვლელიც მოვა ტილემანსი,მედისონი.
0
№16
ავტორი: vale222
29 ივნისი 2019 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ციტატა: PaLoMo
კარგინიქნება ახალგაზრდების გამოცდაც,მაგრამ ცენტრ მცველი საჭიორა

Erti gamocdili top klasis mcveli gvchirseba,kulibali,bruno,rabio,depay,ben yederi an obameiangi da dibalac araa cudi,pogba wasvla unda da jobia gaushvan

Erikseni dagxvatavda centrshi
0
№17
ავტორი: PaLoMo
29 ივნისი 2019 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ბოატენგი იქნება კაი,მაგრამ ვინ ჩალიჩობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: Lalana
29 ივნისი 2019 16:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: PaLoMo
ბოატენგი იქნება კაი,მაგრამ ვინ ჩალიჩობს

ეგეც კაი მკვდარი სული გახდა,თან ხშირად ტრავმიანობს.
არც ბენფიკას მცველია ცუდი ბიჭი,ადრე იწერებოდა მასზე მაგრამ ბოლო დროს აგარაფერს წერენ მასზე.თუ ვერ მოახერხეს სერიოზული მცველის ყიდვა იქნებ ალდერვეირელდი მაინც მოეყვანათ,თან იაფი დაუჯდებოდათ.ისე კი მე მაგალითად მირჩევნია ცენტრი და შეტევა გაძლიერდეს,ნუ ამ მკვდრების იმედადაც ვერ იქნები დაცვაში მაგრამ წელს მაინც ვფიქრობ რომ შეტევაში უფრო გვჭირდება გაძლიერება,მაგალითად მარჯვენა ფლანგზე ისევ არავინ გვყავს,მარსიალი,რეშფორდი გინდ დაგიყენებია მანდ გინდ არა,ამიტომ ისვ მკვდარი იქნება ეგ ზონა და თუ ნახვარ დაცვი შეტევით ფაზაშიც რ მოვიდა ვინმე და ისევ მხოლოდ პოგბას იმედად დავრჩით არც ეგ იქნება მთლად კარგი
0
№19
ავტორი: kobinio
29 ივნისი 2019 16:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ფეიაბუქი რომ დაგასწრებს ინფოს დადრბას :))))
უკვე გაოფიციალურდა ბისკვიტას ტრანსფერი
0
№20
ავტორი: Dato kutaisi
29 ივნისი 2019 16:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kobinio
ფეიაბუქი რომ დაგასწრებს ინფოს დადრბას :))))
უკვე გაოფიციალურდა ბისკვიტას ტრანსფერი

ბისკვიტა კაი კლიჩკაა:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top