თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2019, 13:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2429,
კომენტარები: 22
"იუნაიტედის" ახალი მწრთვნელი - ოლე გუნარ სოლსკიაერი
ოფიციალურად - ოლე გუნარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწრთვნელია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი მწრთვნელი გამოაცხადა. ოფიციალურად, "წითლებს" სათავეში კლუბის ლეგენდა და ყოფილი ფორვარდი ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაუდგება. ხელმძღვანელობამ ნორვეგიელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სოლსკიაერმა კლუბში ფეხბურთელის რანგში 366 მატჩი ჩაატარა, სადაც 126 გოლი გატანა მოახერხა. ის მწრთვნელად "იუნაიტედში" 2018 წლის 19 დეკემბერს მოგვევლინა. პირველ რვა მატჩში გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჯამში 19 მატჩიდან 14 მატჩში მოახერხა მეტოქის დამარცხება.

"მოსვლის დღიდანვე ვიგრძენი, რომ სახლში ვიყავი და თანაც ამ განსაკუთრებულ კლუბში. ჩემთვის დიდი პატივი იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და ახლა უფრო დიდი პატივია აქ მწრთვნელად მოსვლა. ბოლო რამდენიმე თვე უბრალოდ ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე და უბრალოდ მსურს, რომ ყველა მწრთვნელს, ფეხბურთელსა და სამუშაო პერსონალს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს. ეს ის სამსახურია, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ძალიან აღელვებული ვარ და არ ვიცი მეტი რა უნდა ვთქვა. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ აქ წარმატებულ კარიერას გავაგრძელებ და ისეთ ისტორიას შევქმნი, რომელსაც ჩვენი ბრწყინვალე გულშემატკივრები იმსახურებენ," - აცხადებს ოლე გუნარი.

"მოსვლის დღიდანვე ოლე საოცარ შედეგებს დებს. ვფიქრობ, კომენტარები, უბრალოდ, ზედმეტია. ეს არ არის მხოლოდ შედეგები, ეს არის საოცარი ხარისხის მატჩები. ოლემ ფეხბურთელებს ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა, მუდმივად ცდილობს ახალგაზრდებში მოტივაციის დანერგვას, ძალიან კარგად ესმის კლუბის კულტურა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ის სწორი არჩევანია და სწორედ ოლე უნდა გაუძღვეს კლუბს," - აცხადებს ვუდვორდი.

"მსურს, რომ ოლესა და მთლიან სამწრთვნელო შტაბს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს და მივულოცო ამ პოზიციაზე დანიშვნა. გულშემატკივრები, კლუბის წევრები, სამწრთვნელო შტაბი, ხელმძღვანელობა... ყველანი მის გვერდით ვდგავართ, ვგულშემატკივრობთ და მოუთმენლად ველით ახალი, ღირსეული თავის დაწერას "იუნაიტედის" ისტორიაში," - დაასრულა ვუდვორდმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
28 მარტი 2019 13:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ავოიეეეე love
0
№2
ავტორი: england123
28 მარტი 2019 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
უბრალოდ მანჩესტერს სხვა ვარიანტი არ ქონდა, მე პირადათ როგორც ერთ ერთი რიგით ფანს იუნაიტედის არ მეიმედება ოლეს, პოჩეტინო ან ზიდანი ჭირდებიდა იუნაიტედს
0
№3
ავტორი: Koka86
28 მარტი 2019 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
გაიხარე ავტორ სიახლისთვის, ძალიან კარგი ამბავისთვის! სულშერი არის ადამიანი რომელსაც ეს გუნდი უყვარს, როგორც ყველა ადამიანს ოჯახი! ვულოცავ და გილოცავთ ყველა მანჩესტერელს! არ დაგვავიწყდეს რომ ფერგი ყოველთვის ეყოლება გვერდში, რაც ძველი დიდების დაბრუნების საწინდარია!
3
№4
ავტორი: JuanMata
28 მარტი 2019 13:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მშვენიერი სიახლეა, ამბობენ სპორტული დირექტორიც დანიშნულია უკვეო, არაოფიციალურად. და ალბათ მალე იმასაც გამოაცხადებენ.
0
№5
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2019 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
სხვას არც ველოდებოდი არაფერს ❤️
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
28 მარტი 2019 14:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
კიდევ კარგი რო მენეჯმენტის უნამუსობას დაესვა წერტილი და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს.დარწმუნებული ვარ აი 1000%-ით რომ ამ შედეგებს დანიშვნის დღიდან ვერცერთი სხვა ტრენერი ვერ დადებდა.არა იმიტომ რომ სხვა უფრო მაღალკლასიანი ტრენერი არაა, არამედ იმიტომ რომ ასეთი მოტივატორი ფეხბურთელებისთვის მხოლოდ ის ტრენერი იქნებოდა რომელიც ამ გუნდის წევრი იყო და იცნობს შიდან სამზარეულოს.შეიძლება სხვა მწვრთნელს იგივე პოჩეს გრძელვადიანად დაედო კარგი შედეგები მაგრამ პირველ პერიოდს უეჭველი ცააგდებდა, რადგანაც პირველი პერიოდი ზუსტად რომ ფსიქოლოგიური ფაქტორით იყო განპირობებული და არა ტაქტიკური თვალსაზრისით.სტილისტურად მაღალი პრესინგის გარდა არც არაფერი შეცვლილა გუნდში, უბრალოდ ყველა მოტივირებული გახდა და ყველამ გაიგო თუ რა გუნდის მაისური აცვიათ.
მომავალს რაც შეეხება აწი უკვე ოლეს სრული უფლებები გააჩნია გუნდი ისე დააკომპლექტოს როგორც თვითონ მიაჩნია სწორად და შესაბამისად პასუხისმგებლობებიც მის კისერზე იქნება. მჯერა სწორ ტრანსფერებს გააკეთებს და მომავალ წელს ძალიან დიდი ძალა გავხდებით და რაც მთავარია ახალგაზრდული გუნდი ვიქნებით, რომელიც მომავალზეა გათვლილი და არა 2-3 წელზე.
გილოცავთ ყველას
1
№7
ავტორი: nika1983
28 მარტი 2019 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
როგორც არ უ ნდა განვითარდეს მდგომარეობა , ერთი რა მ მაინც არის ზუსტი , სოლშერს მა ნჩესტერი ისე უყვარს , როგორც არ ეყვარ ება არავის
წარ მა ტებები ,, მკვლელო ბავშ ვის,, სახით:)
0
№8
ავტორი: snatch77
28 მარტი 2019 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
AND SOLSKJAER HAS WON IT ❤Come On Olee
0
№9
ავტორი: Mike
28 მარტი 2019 14:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ოლეეეე <3
0
№10
ავტორი: max_skyline
28 მარტი 2019 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
გავარტყი ზიდანსაც და პოჩესაც.მანჩესტერის მწვრთნელი უნდა იყოს სულით ხორცით მანჩესტერელი.მომწონს გადაწყვეტილება და მიესალმები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top