თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2019, 13:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2433,
კომენტარები: 22
"იუნაიტედის" ახალი მწრთვნელი - ოლე გუნარ სოლსკიაერი
ოფიციალურად - ოლე გუნარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწრთვნელია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი მწრთვნელი გამოაცხადა. ოფიციალურად, "წითლებს" სათავეში კლუბის ლეგენდა და ყოფილი ფორვარდი ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაუდგება. ხელმძღვანელობამ ნორვეგიელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სოლსკიაერმა კლუბში ფეხბურთელის რანგში 366 მატჩი ჩაატარა, სადაც 126 გოლი გატანა მოახერხა. ის მწრთვნელად "იუნაიტედში" 2018 წლის 19 დეკემბერს მოგვევლინა. პირველ რვა მატჩში გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჯამში 19 მატჩიდან 14 მატჩში მოახერხა მეტოქის დამარცხება.

"მოსვლის დღიდანვე ვიგრძენი, რომ სახლში ვიყავი და თანაც ამ განსაკუთრებულ კლუბში. ჩემთვის დიდი პატივი იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და ახლა უფრო დიდი პატივია აქ მწრთვნელად მოსვლა. ბოლო რამდენიმე თვე უბრალოდ ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე და უბრალოდ მსურს, რომ ყველა მწრთვნელს, ფეხბურთელსა და სამუშაო პერსონალს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს. ეს ის სამსახურია, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ძალიან აღელვებული ვარ და არ ვიცი მეტი რა უნდა ვთქვა. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ აქ წარმატებულ კარიერას გავაგრძელებ და ისეთ ისტორიას შევქმნი, რომელსაც ჩვენი ბრწყინვალე გულშემატკივრები იმსახურებენ," - აცხადებს ოლე გუნარი.

"მოსვლის დღიდანვე ოლე საოცარ შედეგებს დებს. ვფიქრობ, კომენტარები, უბრალოდ, ზედმეტია. ეს არ არის მხოლოდ შედეგები, ეს არის საოცარი ხარისხის მატჩები. ოლემ ფეხბურთელებს ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა, მუდმივად ცდილობს ახალგაზრდებში მოტივაციის დანერგვას, ძალიან კარგად ესმის კლუბის კულტურა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ის სწორი არჩევანია და სწორედ ოლე უნდა გაუძღვეს კლუბს," - აცხადებს ვუდვორდი.

"მსურს, რომ ოლესა და მთლიან სამწრთვნელო შტაბს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს და მივულოცო ამ პოზიციაზე დანიშვნა. გულშემატკივრები, კლუბის წევრები, სამწრთვნელო შტაბი, ხელმძღვანელობა... ყველანი მის გვერდით ვდგავართ, ვგულშემატკივრობთ და მოუთმენლად ველით ახალი, ღირსეული თავის დაწერას "იუნაიტედის" ისტორიაში," - დაასრულა ვუდვორდმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: LASHQARA
29 მარტი 2019 04:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს ამბავი თვითონ ოლემ გარდაუვალი გახადა, სხვა გზა არ დაუტოვა ვუდვორდებს, ასე უნდა დაამტკიცო საქმით რომ ღირსეული ხარ, ყველასთვის სამაგალითოა, გილოცავთ ყველა ნამდვილ ქომაგს, ვისთვისაც მანჩესტერი გუნდზე მეტია... love am
0
№22
ავტორი: WeAreUnited
29 მარტი 2019 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
გილოცავთ ყველას მადლობა ვუდვორდ რომ დროულად მოაგვარე ეს ერთი საკითხი და იმედია სატრანსფერო პოლიტიკაც ნორმალური იქნება და მოუს რაც დაახარჯინეთ მაგაზე ნაკლებს არ იმსახურებს ეს კაცი :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top