თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2019, 13:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2433,
კომენტარები: 22
"იუნაიტედის" ახალი მწრთვნელი - ოლე გუნარ სოლსკიაერი
ოფიციალურად - ოლე გუნარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწრთვნელია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი მწრთვნელი გამოაცხადა. ოფიციალურად, "წითლებს" სათავეში კლუბის ლეგენდა და ყოფილი ფორვარდი ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაუდგება. ხელმძღვანელობამ ნორვეგიელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სოლსკიაერმა კლუბში ფეხბურთელის რანგში 366 მატჩი ჩაატარა, სადაც 126 გოლი გატანა მოახერხა. ის მწრთვნელად "იუნაიტედში" 2018 წლის 19 დეკემბერს მოგვევლინა. პირველ რვა მატჩში გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჯამში 19 მატჩიდან 14 მატჩში მოახერხა მეტოქის დამარცხება.

"მოსვლის დღიდანვე ვიგრძენი, რომ სახლში ვიყავი და თანაც ამ განსაკუთრებულ კლუბში. ჩემთვის დიდი პატივი იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და ახლა უფრო დიდი პატივია აქ მწრთვნელად მოსვლა. ბოლო რამდენიმე თვე უბრალოდ ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე და უბრალოდ მსურს, რომ ყველა მწრთვნელს, ფეხბურთელსა და სამუშაო პერსონალს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს. ეს ის სამსახურია, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ძალიან აღელვებული ვარ და არ ვიცი მეტი რა უნდა ვთქვა. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ აქ წარმატებულ კარიერას გავაგრძელებ და ისეთ ისტორიას შევქმნი, რომელსაც ჩვენი ბრწყინვალე გულშემატკივრები იმსახურებენ," - აცხადებს ოლე გუნარი.

"მოსვლის დღიდანვე ოლე საოცარ შედეგებს დებს. ვფიქრობ, კომენტარები, უბრალოდ, ზედმეტია. ეს არ არის მხოლოდ შედეგები, ეს არის საოცარი ხარისხის მატჩები. ოლემ ფეხბურთელებს ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა, მუდმივად ცდილობს ახალგაზრდებში მოტივაციის დანერგვას, ძალიან კარგად ესმის კლუბის კულტურა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ის სწორი არჩევანია და სწორედ ოლე უნდა გაუძღვეს კლუბს," - აცხადებს ვუდვორდი.

"მსურს, რომ ოლესა და მთლიან სამწრთვნელო შტაბს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს და მივულოცო ამ პოზიციაზე დანიშვნა. გულშემატკივრები, კლუბის წევრები, სამწრთვნელო შტაბი, ხელმძღვანელობა... ყველანი მის გვერდით ვდგავართ, ვგულშემატკივრობთ და მოუთმენლად ველით ახალი, ღირსეული თავის დაწერას "იუნაიტედის" ისტორიაში," - დაასრულა ვუდვორდმა.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: OzBeTa
28 მარტი 2019 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ამაზე კაი ვარიანტი არც გვქონდა ძაან გამიხარდა, როგორც იქნა დაყფასეს და კარგ მომენტში, ახლა უფრო მოტივირებულს გაიყვანს გუნდს და თავადაც უფრო შემართებით იქნება, თან მომავლისთვის ტრანსფერებსაც დაგეგმავს უკვეეე. ძაან მაგარი ამბავია რა ❤️
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№12
ავტორი: max_skyline
28 მარტი 2019 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ერთიც უნდა დამეწერა კიდე ზიდანზე რო აფანატებს ხალხი არიქა მაგარია და ნეტა მოვიდეს და ასეთები.მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი ზიდანს თავისი მთელი თუ არა არც ნაკლები რეალში აქვს გატარებული როგორც ფეხბურთელად ისე მწვრთნელად მეორე გუნდში როგორც მახსოვს ამიტომაც იქაურობა და შიდა სამზარეულო იცის ზეპირად ანუ მოკლედ ნაღდი მადრიდისტია და დადო შედეგი თავის საყვარელ გუნდთან ერთად.იგივე გვარდიოლაზე ითქმება ნაღდი ბარსელონელია და იცნობდა შიდა სამზარეულოს იყო მეორე გუნდის მწვრთნელი დანიშნეს მერე მთავარ მწვრთნელად და დადო შედეგი, ეხლა ოლეზეც ვიტყვი იყო გუნდის ფეხბურთელი არის კლუბის ცოცხალი ლეგენდა განიცადა ყველაზე დიდი გრძნობა ლიგის მოგება თან როგორი მოგება.დაიწყო მწვრთნელობა დაინიშნა მეორე გუნდის მწვრთნრლად.ეხლა დაბრუნდა ლეგენდა გუნდის ჩვენთან მთავარ მწვრთნელად და მე დარწმუნებული ვარ არა ნაკლებ შედეგს დადებს ჩვენს გუნდთან ერთად ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი მწვრთნელები.ამიტომაც მოდით ვაცალოდ და ნუ ვიძახით წინასწარ არ გაამართლებს და ზიდანი ჯობდა მოეყვანათ ან პოჩე და ასე სხვა მრავალი.გუნდი ჩაიბარა კლუბის ცოცხალმა ლეგენდამ და აქ მორჩა ყველაფერი აქედან იწერება ახალი ისტორია
0
№13
ავტორი: Svanchester
28 მარტი 2019 14:35
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
წარმატებები ოლეს gun2 რა თქმა უნდა სწორი არჩევანი გაკეთდა.
0
№14
ავტორი: gaga1987
28 მარტი 2019 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Yes. წარმატებები ოლე.
0
№15
ავტორი: levionok
28 მარტი 2019 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ფილოცავ ულე და აბა შენ იცი არ დაკარგო სვლა წინ და წიიიინ კენწეროსკენ
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2019 15:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა, ვნახოთ ოლეს რას იზავს, წარმატებები და კარიერული წინსვლა love
0
№17
ავტორი: David_Beckham7
28 მარტი 2019 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: max_skyline
ერთიც უნდა დამეწერა კიდე ზიდანზე რო აფანატებს ხალხი არიქა მაგარია და ნეტა მოვიდეს და ასეთები.მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი ზიდანს თავისი მთელი თუ არა არც ნაკლები რეალში აქვს გატარებული როგორც ფეხბურთელად ისე მწვრთნელად მეორე გუნდში როგორც მახსოვს ამიტომაც იქაურობა და შიდა სამზარეულო იცის ზეპირად ანუ მოკლედ ნაღდი მადრიდისტია და დადო შედეგი თავის საყვარელ გუნდთან ერთად.იგივე გვარდიოლაზე ითქმება ნაღდი ბარსელონელია და იცნობდა შიდა სამზარეულოს იყო მეორე გუნდის მწვრთნელი დანიშნეს მერე მთავარ მწვრთნელად და დადო შედეგი, ეხლა ოლეზეც ვიტყვი იყო გუნდის ფეხბურთელი არის კლუბის ცოცხალი ლეგენდა განიცადა ყველაზე დიდი გრძნობა ლიგის მოგება თან როგორი მოგება.დაიწყო მწვრთნელობა დაინიშნა მეორე გუნდის მწვრთნრლად.ეხლა დაბრუნდა ლეგენდა გუნდის ჩვენთან მთავარ მწვრთნელად და მე დარწმუნებული ვარ არა ნაკლებ შედეგს დადებს ჩვენს გუნდთან ერთად ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი მწვრთნელები.ამიტომაც მოდით ვაცალოდ და ნუ ვიძახით წინასწარ არ გაამართლებს და ზიდანი ჯობდა მოეყვანათ ან პოჩე და ასე სხვა მრავალი.გუნდი ჩაიბარა კლუბის ცოცხალმა ლეგენდამ და აქ მორჩა ყველაფერი აქედან იწერება ახალი ისტორია

ზუსტად ჩემი სათქმელი თქვი იგივეს დაწერას ვაპირევდი. ზიდანს უყვარს რეალი სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იგოვე და მაგის ნახევარ შედეგსაც სხვა ვერცერთ კლუბში ვერ დადებდა. ბატსაც რო ჩაებარებინა რომელიც წლებია რეალს ლა ლიგაში ხდის ...

№18
ავტორი: krekera
28 მარტი 2019 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ოლეეეეეეეეე ბრავოო!!! გილოცავთ საუკეთესო არჩევანია ბაბუს მერე...
0
№19
ავტორი: Old Red Devil
28 მარტი 2019 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ესეთი გადაწყვეტილება მისასალმებელია იმ გაგებით რო ახალი ტალღის მწვრთნელია.როგორც ტუხელი,ზიდანი,გვარდიოლა.იგივე პეპეც კი აღარ იჭაჭება ვიღაც გავარსკვლავებულ ტიპებზე.ვიმედოვნებ ოლე მოძებნის ფეხბურთელებს,განავითარებს ახალგაზრდებს და შეათამაშებს მათ.და ვინ იქნება ეს კულიბალი,კროოსი,მილინკოვ სავიჩი??იასნა არა.რათ უნდა ამას 27-30 წლის ფეხბურთელი რომელიც ინდივიდუალისტია.იასნა უნდა გომეს-გრინვუდ-რეშფორდებთან მუშაობა.რაც გუნდს გრძელვადიან შედეგს ეფექტს მისცემს.თორე აგერ მატივიც ჩაქინძდა,პოგბაც,სანჩესიც.და ეს არავისი ბრალი არაა.იგივე ხდება ჩელსიში.საზო სიტის ახალგაზრდები ყავს.ლივერპულშიც კლოპმა პაატარა ტეხნარა
ბიჭებით კაი კამანდა გააკეთა.
0
№20
ავტორი: ana maniu
28 მარტი 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
გილოცავთ ყველას. ძაან გამახარებს მეხელფასე ფეხბურთელებს თუ დასვავს თავის ადგილზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top