თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2019, 22:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2509,
კომენტარები: 24
"პარიზში გამარჯვება შეგვიძლია"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ოთხეულში დაბრუნდა. ოლე გუნარი ბიჭების თამაშით კმაყოფილია და ოთხშაბათს გასამართ მატჩს მოუთმენლად ელის.

რომელუს მუშაობამ შედეგი გამოიღო.

"ის ძალიან კარგი შემსრულებელია და გოლების გატანაც უყვარს. ფორვარდებს, რომლებსაც გოლების გატანა უყვართ, რთულად შეაჩერებთ. ყველამ კარგად დაინახეთ, როგორ აღნიშნა ორივე გოლი. ჩვენ კი ამას ვარჯიშზე ყოველდღიურად ვხედავთ. ის ძალიან ბევრს მუშაობს და ამიტომაც გააქვს გოლები."

პერეირამ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა.


"ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. რამდენიმე რთული შემთხვევის გავლა მოუწია, მაგრამ ახლა ყველას დაანახა რა შეუძლია. ის აკადემიელია და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უდიდესი შესაძლებლობები აქვს. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მოძრაობა გააკეთა, მეორე ტაიმში კი მისი გოლი ფანტასტიკური იყო."

გასახდელში ზეიმი იყო.

"დიდებულად დავიწყეთ ყველაფერი, მაგრამ ტრავმამ ცოტათი გაგვტეხა. სადავეები მეტოქის ხელში გადავიდა, ისინი აკონტროლებდნენ მატჩს და ღია თამაში შემოგვთავაზეს. ორივეჯერ შესანიშნავი გოლი გაიტანეს და ამას ვერაფერს ვუზამთ. კარგია, რომ ჩვენ სამი გოლის გატანა მოვახერხეთ. დიდებული ხასიათი გამოვავლინეთ, გასახდელში იდეალური განწყობა სუფევს და მოუთმენლად ველით ოთხშაბათს."

ბიჭები ამას იმსახურებდნენ.

"მე აუცილებლად უნდა მივიღო სიამოვნება თითოეული წამისგან, მანამ სანამ ამ პოზიციაზე ვარ და ასეც ვიქცევი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ბიჭები ბედნიერები იყვნენ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს. მათ სწამდათ და სჯეროდათ საკუთარი თავის და ამიტომაც გავიმარჯვეთ."

პოგბას პენალტი.

"უბრალოდ მივედი მასთან და ვუთხარი: "მოემზადე, რადგან შემდეგ პენალტსაც შენ დაარტყამ." მეც ბევრი პენალტი გამიფუჭებია. მას შანსს კიდევ მივცემთ, ის თავდაჯერებულია და იცის, რომ გამოუვა, ასე რომ ისევ ის დაარტყამს პენალტებს. არაუშავს, ყველაფერი ხდება."

ჩვენ პარიზში გამარჯვება შეგვიძლია.

"გუნდი, კლუბი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები... ყველა ძალიან შემართულია. ჩვენ ყველა მატჩს რწმენითა და თავდაჯერებით ვიწყებთ და ზუსტად ამასვე ვიზამთ პარიზში. ეს რთული დავალება იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
24 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
2 მარტი 2019 23:03
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პარიზი არ ვიცი მარა ფანტასტიკურ შედეგს აჩვენებს ჩვენი დაწუნებული მწვრთნელი .იმედია მათაც შეაყვარებ ოლე თვას
0
№2
ავტორი: Manstark_United
2 მარტი 2019 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ამან თუ ასე გააგრძელა მე-3 ადგილზე გავალთ
1
№3
ავტორი: makaveli
2 მარტი 2019 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მიდი სასწაული მოახდინეთ რა პარიზში
3
№4
ავტორი: f.c.mu
2 მარტი 2019 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მეტი რა ქნას ნახევარი გუნდით თამაშობს

აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივდეს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
2
№5
ავტორი: Lalana
2 მარტი 2019 23:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: makaveli
მიდი სასწაული მოახდინეთ რა პარიზში

აი პოგბა რომ გვყავდეს ცენტრში მექნებოდა მაგის იმედი,მაგრამ მის გარეშე ძალიან,ძალიან გაგვიჭირდება,მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს რომ მაგრად ვანერვიულებთ პარიზელებს.

ციტატა: f.c.mu
მეტი რა ქნას ნახევარი გუნდით თამაშობს

აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივდეს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

აუცილებლად.ამ კაცს უნდა მიეცეს შანსი და განახორციელოს ის ტრანსფერები რაც მას სურს.
0
№6
ავტორი: shotkin
2 მარტი 2019 23:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
პარიზში სასწაულიც ა გვიშველის მე აქამდეც არ მქონდა იმედი სანამ პოგბას გააგდებდნენ და ამას პოგბას გაგდება დაემატა + ამდენი ტრანვიანობა გუნდში და რა სასტავით უნდა მოუგო პარიზში არვიცი პერეირებით და ჩონგებით და მაქტომინეთი ვერ მოიგებ, გასაგებია იქ მარსოც იქნება მარა სასწაულიც არ ხდება ეგრე რო იქნ 3 გავიტანოთ ასეთდროს და არ გავუშვათ
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
2 მარტი 2019 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: makaveli
მიდი სასწაული მოახდინეთ რა პარიზში

ყველას ეგ გვინდა მარა წელს რასაც უყურებ ლიგაზე პარიზი ერთერთი ფავორიტი იქნება ლიგის ატლეტიკოსთან ერთად ... რაც შეეხება ჯერ დასრულებული არ გვაქ ყველაფერი შანსი არის თან მაგარი ყველაფერი იქნება პირველ ტაიმზე დამოკიდებული თუ არ გაუშვებთ გოლს და გავითანთ გოლებს აი მანდ დაენცრევათ პარიზელებს იოლია სიტყვით მარა სააქმეებით ძნელია ეს არც კარდიფი არც საუტგემტონი არ არის პარიზიიი სადაც დახუნძლური ტოპ ფეხბურთელები თამაშობენ მე მირჩევნია ექვსში ყავდეთ ნეიმარიც და კავანიც რო ჩაკეტილი არ გამოვიდეს თამაში და სანახაობა შემოგვთავაზონ ალბათ ლუკაკუს ფორმაზე იქნება დამოკიდებული გოლის გატანა კი რეში ჩვენი და ამომავალი ვარსკლავია მარა პატარაა ეს ბიჭი რონალდომდე რო მივიდეს ჯერრრ მბაპემ მალე მოიპოვა განვითარება და მაღლა დგას რეშიზე ჯერჯერობით და იმე მაქ რო მალე შეიცვლება ყველაფერი ჯერ ჯობია მბაპე მარსიალი გვინდა რო დაბრუნდეს მაგრა ამ თამასში
0
№8
ავტორი: rooney-scholes
2 მარტი 2019 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: makaveli
მიდი სასწაული მოახდინეთ რა პარიზში

chemiani xar imena mec gamousworebeli optomisti var mit umetes 1998 wlidan mus vbaleshikob
1
№9
ავტორი: ROI
2 მარტი 2019 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Gilocavt chemo dzmeboo lukaku magrad moixoda da egec dzaan maxarebs mokled davnrundit erti magari mcveli da egaa midit bichebo beber ser aleqsic didxan icocxlebs:*
0
№10
ავტორი: giorgisamnidze99
2 მარტი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წელს მთავარია FA CUP მოვიგოთ სიტისთან გვექნება სავარაუდოთ ფინალი .. და ოთხეულში დავრჩეთ .. ეს თამაში კი ღმერთს მივანდოთ ჩვენი ბედი და იქნებ რაღაც შევძლოთ და გადავლახოთ პარიზელები ოლე ს ძეგლ ჩემს სახლში მე დავდგამ პირადათ :D :D :D :D :D <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top