თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2019, 22:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2514,
კომენტარები: 24
"პარიზში გამარჯვება შეგვიძლია"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ოთხეულში დაბრუნდა. ოლე გუნარი ბიჭების თამაშით კმაყოფილია და ოთხშაბათს გასამართ მატჩს მოუთმენლად ელის.

რომელუს მუშაობამ შედეგი გამოიღო.

"ის ძალიან კარგი შემსრულებელია და გოლების გატანაც უყვარს. ფორვარდებს, რომლებსაც გოლების გატანა უყვართ, რთულად შეაჩერებთ. ყველამ კარგად დაინახეთ, როგორ აღნიშნა ორივე გოლი. ჩვენ კი ამას ვარჯიშზე ყოველდღიურად ვხედავთ. ის ძალიან ბევრს მუშაობს და ამიტომაც გააქვს გოლები."

პერეირამ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა.


"ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. რამდენიმე რთული შემთხვევის გავლა მოუწია, მაგრამ ახლა ყველას დაანახა რა შეუძლია. ის აკადემიელია და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უდიდესი შესაძლებლობები აქვს. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მოძრაობა გააკეთა, მეორე ტაიმში კი მისი გოლი ფანტასტიკური იყო."

გასახდელში ზეიმი იყო.

"დიდებულად დავიწყეთ ყველაფერი, მაგრამ ტრავმამ ცოტათი გაგვტეხა. სადავეები მეტოქის ხელში გადავიდა, ისინი აკონტროლებდნენ მატჩს და ღია თამაში შემოგვთავაზეს. ორივეჯერ შესანიშნავი გოლი გაიტანეს და ამას ვერაფერს ვუზამთ. კარგია, რომ ჩვენ სამი გოლის გატანა მოვახერხეთ. დიდებული ხასიათი გამოვავლინეთ, გასახდელში იდეალური განწყობა სუფევს და მოუთმენლად ველით ოთხშაბათს."

ბიჭები ამას იმსახურებდნენ.

"მე აუცილებლად უნდა მივიღო სიამოვნება თითოეული წამისგან, მანამ სანამ ამ პოზიციაზე ვარ და ასეც ვიქცევი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ბიჭები ბედნიერები იყვნენ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს. მათ სწამდათ და სჯეროდათ საკუთარი თავის და ამიტომაც გავიმარჯვეთ."

პოგბას პენალტი.

"უბრალოდ მივედი მასთან და ვუთხარი: "მოემზადე, რადგან შემდეგ პენალტსაც შენ დაარტყამ." მეც ბევრი პენალტი გამიფუჭებია. მას შანსს კიდევ მივცემთ, ის თავდაჯერებულია და იცის, რომ გამოუვა, ასე რომ ისევ ის დაარტყამს პენალტებს. არაუშავს, ყველაფერი ხდება."

ჩვენ პარიზში გამარჯვება შეგვიძლია.

"გუნდი, კლუბი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები... ყველა ძალიან შემართულია. ჩვენ ყველა მატჩს რწმენითა და თავდაჯერებით ვიწყებთ და ზუსტად ამასვე ვიზამთ პარიზში. ეს რთული დავალება იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
24 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
2 მარტი 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გულის სიღრმეში იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ როგორც კი ფიქრს ვიწყებ ვხვდები რომ ამ შემადგენლობით + ნახევარი გუნდი ლაზარეთშია შეუძლებელია, თუმცა იქნებ 1-2გ მაინც შევაგდოთ
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
2 მარტი 2019 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: giorgi_mg
გულის სიღრმეში იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ როგორც კი ფიქრს ვიწყებ ვხვდები რომ ამ შემადგენლობით + ნახევარი გუნდი ლაზარეთშია შეუძლებელია, თუმცა იქნებ 1-2გ მაინც შევაგდოთ

2 გოლიც თუ შევაგდეთ კი ყოფილა ჩვენი საქმე კარგად 1/4 ფინალიც კი გამოჩნდება მაშინ :D :D :D <3
0
№13
ავტორი: dybbuk
2 მარტი 2019 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
აბა რას იტყვის, ჟოზესავით ხომ არ გამოვა და ხომ არ დააბრეხვებს ამ გუნდისთვის არაფერი ახალი არ მოხდება თუ გავარდებითო, ყველა იაზრებს რამხელაა შანსი, უბრალოდ იმედი ბოლოს კვდებაო ეგ მომენტია აქ და სხვა არაფერი:)
0
№14
ავტორი: tedore
2 მარტი 2019 23:45
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
გენაცვალე ოლე! ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ შემადგენლობაც არ გვყავს მაგრამ მაინც! წავაგოთ შეიძლება მაგრამ ბრძოლა და ჟინი უნდა დაგვანახონ ბიჭებმა!
0
№15
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2019 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi ole yvelaferi shesadzlebelia roca manchsteri xar❤️
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2019 00:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბრძოლით, რა თქმა უნდა, უნდა იბრძოლონ მარა ამ ეტაპზე ოთხეული პრიორიტეტია.
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
3 მარტი 2019 00:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ამ თამაშში მთა არია თავაწეულებმა დავტოვოთ მოედანი და ყველამ ის თქვას რომ რო არა პირველ თამაშში უიღბლობა გასვლას მანჩესტერი იმსახურებდაო.ეს თამაში პრესტიჟის აღდგენის უფროა ვიდრე პერსპექტივაში ლოგის მოგების.ჩვენ წელს მაგის ამბიცია არც გვაქვს და არც უნდა გვქონდეს.გაისად კო ბატონო.მთავარი და პრიორიტეტული პლემიერ ლიგა და თასია.ყველა მანჩესტერელი სულმოუთქმელი ველოდებით ამ თამაშს და ბოლო წუთანდე იმედით ვიქნებით მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობია.რომ არა პოგბას ქაჯური გამოხტომა ახლა უფრო მეტი იმედი გვექნებოდა.არაუშავს ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ ბიჭებო და ეს წელი ჩემპიონთა ლიგისთვის არ გვაქვს ეს შემდეგი წლიდან.მთავარია პრემიერ ლოგაში გადავუაროთ ახლა დარჩებილ თამაშებში ყველას და ნაქები ტოტეც დარჩება მემგონი ოთხეულს მიღმა.ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ და შედეგებიც მოვა.
P.S.რა შედეგებზეა ლაპარაკი როცა რეკორდს რეკორდზე ამყარებს ოლე მაგრამ ტიტულებს ვგულოსხმობდი.აი ტიტულიც მკიდია ლიჟბი გუნდს რომ ვუყურებ ის გრძნობა რომ მაქვს რომ ქამბექს გავაკეთებთ და ამის ძალა შეგვწევს ეგაა ყველაზე ღირებული და ადრენალინიანი.ამისთვის მიყვარდა ეს გუნდი და მეყვარება სულ
0
№18
ავტორი: VALERI.s
3 მარტი 2019 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: rooney-scholes
ციტატა: makaveli
მიდი სასწაული მოახდინეთ რა პარიზში

chemiani xar imena mec gamousworebeli optomisti var mit umetes 1998 wlidan mus vbaleshikob

სიმართლე გითხრათ მე დიდ სასწაულად არ მიმაჩნია პსჯს გაგდება. 1. გასვლით მატჩებს უკეთ ვთამაშობთ. 2 დასაკარგი არაფერი გვაქვს და თუ მაქსიმალურად შემტევ ფეხბურთელებს გამოიყვანს ოლე 3-1 ჩვენი ანგარიშია. და 3. ლუკაკუა ძაან მოხოდილი და ამას თუ მარსიალი და რეშფორდიც დაემატება + ათიანზე მატა ან სანჩესი წესით გოლების გატანაც არ უნდა გაგვიჭირდეს!
0
№19
ავტორი: Mtiulo
3 მარტი 2019 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
მესამე კი არა მგონი ესე თუ გააგრძელეს და არსებალი და სიტი მიაყოლეს ძაან მაგარი იქნება და შეიძლება ერთი ადგილი აეწვათ სიტის და ლივერპულს.
0
№20
ავტორი: stepno
3 მარტი 2019 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: VALERI.s
ციტატა: rooney-scholes
ციტატა: makaveli
მიდი სასწაული მოახდინეთ რა პარიზში

chemiani xar imena mec gamousworebeli optomisti var mit umetes 1998 wlidan mus vbaleshikob

სიმართლე გითხრათ მე დიდ სასწაულად არ მიმაჩნია პსჯს გაგდება. 1. გასვლით მატჩებს უკეთ ვთამაშობთ. 2 დასაკარგი არაფერი გვაქვს და თუ მაქსიმალურად შემტევ ფეხბურთელებს გამოიყვანს ოლე 3-1 ჩვენი ანგარიშია. და 3. ლუკაკუა ძაან მოხოდილი და ამას თუ მარსიალი და რეშფორდიც დაემატება + ათიანზე მატა ან სანჩესი წესით გოლების გატანაც არ უნდა გაგვიჭირდეს!

გეთანმხმები მეც მგონია რო უფრო ნაკლებად ინერვიულებენ ბიჭებიი და სანახაობრივ თამაშს შემოგვთავაზეებენ რადგან დასაკარგი აქ მართლა არაფერია უკვეე. პირველი გოლი რო გავიტანოთ დარწმუნებული ვარ მაგრად დაიბნევა მთელი პარიზიი და მერე რა მოხდება კაცმა არ იცის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top