თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2019, 22:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2709,
კომენტარები: 24
"პარიზში გამარჯვება შეგვიძლია"
ოლე გუნარი მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ოთხეულში დაბრუნდა. ოლე გუნარი ბიჭების თამაშით კმაყოფილია და ოთხშაბათს გასამართ მატჩს მოუთმენლად ელის.

რომელუს მუშაობამ შედეგი გამოიღო.

"ის ძალიან კარგი შემსრულებელია და გოლების გატანაც უყვარს. ფორვარდებს, რომლებსაც გოლების გატანა უყვართ, რთულად შეაჩერებთ. ყველამ კარგად დაინახეთ, როგორ აღნიშნა ორივე გოლი. ჩვენ კი ამას ვარჯიშზე ყოველდღიურად ვხედავთ. ის ძალიან ბევრს მუშაობს და ამიტომაც გააქვს გოლები."

პერეირამ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა.


"ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. რამდენიმე რთული შემთხვევის გავლა მოუწია, მაგრამ ახლა ყველას დაანახა რა შეუძლია. ის აკადემიელია და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უდიდესი შესაძლებლობები აქვს. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მოძრაობა გააკეთა, მეორე ტაიმში კი მისი გოლი ფანტასტიკური იყო."

გასახდელში ზეიმი იყო.

"დიდებულად დავიწყეთ ყველაფერი, მაგრამ ტრავმამ ცოტათი გაგვტეხა. სადავეები მეტოქის ხელში გადავიდა, ისინი აკონტროლებდნენ მატჩს და ღია თამაში შემოგვთავაზეს. ორივეჯერ შესანიშნავი გოლი გაიტანეს და ამას ვერაფერს ვუზამთ. კარგია, რომ ჩვენ სამი გოლის გატანა მოვახერხეთ. დიდებული ხასიათი გამოვავლინეთ, გასახდელში იდეალური განწყობა სუფევს და მოუთმენლად ველით ოთხშაბათს."

ბიჭები ამას იმსახურებდნენ.

"მე აუცილებლად უნდა მივიღო სიამოვნება თითოეული წამისგან, მანამ სანამ ამ პოზიციაზე ვარ და ასეც ვიქცევი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ბიჭები ბედნიერები იყვნენ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს. მათ სწამდათ და სჯეროდათ საკუთარი თავის და ამიტომაც გავიმარჯვეთ."

პოგბას პენალტი.

"უბრალოდ მივედი მასთან და ვუთხარი: "მოემზადე, რადგან შემდეგ პენალტსაც შენ დაარტყამ." მეც ბევრი პენალტი გამიფუჭებია. მას შანსს კიდევ მივცემთ, ის თავდაჯერებულია და იცის, რომ გამოუვა, ასე რომ ისევ ის დაარტყამს პენალტებს. არაუშავს, ყველაფერი ხდება."

ჩვენ პარიზში გამარჯვება შეგვიძლია.

"გუნდი, კლუბი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები... ყველა ძალიან შემართულია. ჩვენ ყველა მატჩს რწმენითა და თავდაჯერებით ვიწყებთ და ზუსტად ამასვე ვიზამთ პარიზში. ეს რთული დავალება იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: sandroo
3 მარტი 2019 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
ნაღდად არვიცი პერეირა მაკტომინეი ფრედის ცენტრით რას ვიზამთ am
0
№22
ავტორი: PACO
3 მარტი 2019 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
პოგბა მატიჩი არ იქნება და სჯობს ბოლომდე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანოს რაღაც მე9 საოცრება მგონია მანჩესტერმა იქ მოიგოს და მითუმეტეს გავიდეს, ამიტომ გადახალისებული კამანდა და ექსპერიმენტის დროა ნამდვილად. არაა საჭირო შეაკლან თავი, მითუმეტეს არარეალურზე არარეალურ რამეს, ანუ იცი როგორი რამეა, გია კარის მტვრევა რომ დაიწყონ, სჯობს გადაახალისოს გუნდი, მიცეს შანსი ახალგაზრდებს და ლიგაზე გამოცდილება შემატოს, რადგან გაისად უკვე სერიოზულ მანჩესტერს ვიხილავთ
0
№23
ავტორი: Phil Jones
3 მარტი 2019 14:58
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე 0-1 რომ იყოს დარწმუნებული ვარ შანსი იქნებოდა თან დიდი, დაჟე 1-1ზე მეტიც, 0-2 ცოტა ბევრია, თან პოგბას გარეშე, მაგრამ მთავარია იბრძოლონ და სულშერს ერთი ლიგაზე გასვლას ვერ მოვთხოვთ ცოტა უნამუსობა გამოვა :(
0
№24
ავტორი: LASHQARA
3 მარტი 2019 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ფაქტია ლამაზ თამაშს ვნახავთ, უბრალოდ ყველაზე დასანანი ის არის, რომ პოგბა დაგვაკლდება, დანარჩენი ყველაფრის მჯერა, მანჩესტერის შესრულებით, მითუმეტეს ოლე გუნარის ხელში არ გამიკვირდება არაფერი, უკვე ისედაც შედეგების მაქსიმუმს მიაღწია. love am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top