თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 02:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3621,
კომენტარები: 23
"რთული შეუძლებელს არ ნიშნავს"
ოლე გუნარი მატჩის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა პირველი მატჩი წააგო. გულშემატკივარსა და ფეხბურთელებთან ერთად ნორვეგიელიც იმედგაცრუებული და დამწუხრებულია, თუმცა პოზიტიურ განწყობას მაინც არ კარგავს და გულშემატკივარს "ჩელსისთვის" მზად ყოფნას ჰპირდება:

"ძალიან რთული საღამო იყო. პირველი ნახევარში ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე გუნდმა დიდი შანსები შექმნა. იყო რამდენიმე მომენტი, რომელიც საშიში ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მეორე ტაიმი კი დიდი იმედგაცრუება იყო, რა თქმა უნდა. პირველი გოლის გაშვების შემდეგ ბიჭებმა რწმენა დაკარგეს. თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ ვეცადეთ, ენერგია, განწყობა, შესაფერისი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორი გზის პოვნა ვერ მოვახერხეთ. მეორე გოლის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან, ძალიან გართულდა."

"რაც შეეხება ლინგარდსა და მარსიალს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მიზეზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორი კარგი ფეხბურთელის დაკარგვა მარტივი არ არის. ეს ტრიო ძალიან სწრაფია და კარგ კომბინაციებსაც ქმნის. თუმცა ჩვენ ალექსისი შემოვიყვანეთ, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს. ასე რომ ამ მიზეზს თავის გასამართლებლად ვერ გამოვიყენებთ. მათ ტრავმებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე დღეში შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას."

"რაც შეეხება პარიზში გასამართ თამაშს, მარტივ პასუხს გაგცემთ: რთული შეუძლებელს არ ნიშნავს. ჩვენ იქ ჩავალთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ორი გოლის გატანა მოგვიწევს და თანაც არ უნდა გავუშვათ. მაგრამ ეს ადრე გაგვიკეთებია, ყველაფერი შემოგვიტრიალებია. რა თქმა უნდა, პსჟ ძალიან კარგი გუნდია და მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა, მაგრამ ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და თანაც უნდა გვჯეროდეს, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ვცადოთ, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ."

"დღევანდელი მატჩიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, კარგად უნდა შევაფასოთ რა შეცდომები დავუშვით და რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ. პსჟ-ს დონის გუნდის წინააღმდეგ კი ასეთი გოლები არ უნდა გაუშვა, ასეთი სივრცეები არ უნდა დატოვო."

"ჩვენ წინ "ჩელსისა" და "ლივერპულთან" გასამართი მატჩები გვაქვს. ასე რომ საერთოდ არ გვაქვს მოდუნებისა და საკუთარი თავის შეცოდების დრო. "ჩელსისთვის" მზად ვიქნებით და მწუხარებას თავს არ დავამარცხებინებთ, ამაზე არ იდარდოთ."


წყარო: ManUtd.com
სხვა
23 კომენტარი
№1
ავტორი: manchestereli777
13 თებერვალი 2019 03:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
0
№2
ავტორი: maturelly
13 თებერვალი 2019 03:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
არაუშავს განმეორებითზე გადავღუნავთ )))
1
№3
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 07:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
კარგია ოპტიმიზმი მაგრამ რაღაცას ხო უნდა ემყარებოდეს?რა პარიზში მოგება ნუ ღადაობ პოგბა,მარსიალი და ლონგარდის გარეშე?საუბედუროდ ჩემპიონატშიც რო დაგვაკლდება მარსო და ლონგარდი ეგაა საშინელება
1
№4
ავტორი: dachi_mu
13 თებერვალი 2019 07:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
სამწუხაროდ პირადად ოლეგამ წააგო პირწმინდათ ეს თამაში,სამწუხაროა თუმცა მჯერა მოუმატებს თვითონაც და ისწავლის,შეცვლების გარტყმაში არაა,და თამაშის დროს მატჩის მიმდინარეობის შეცვლაზე არაფერი იცის,პლიუს ამას არაა ეს რაშფორდი ცენტფორვარდი არაა,როცა აგებ 2-0 სახლში,და ლუკაკუ 85 წუთზე შემოგყავს,და ცვლი თავდამსხმელს..კაკ მინიმუმ დიდი მწვრთვნელის საქციელი არაა ეგგ :)
2
№5
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2019 08:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia tramvebi ar Iqneba Seriozulii :(((
0
№6
ავტორი: kobinio
13 თებერვალი 2019 08:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პირველი წუთიანვე რომ ისე შეეტიათ როგორც ყოველთვის არ წააგებდა
1
№7
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 08:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: dachi_mu
სამწუხაროდ პირადად ოლეგამ წააგო პირწმინდათ ეს თამაში,სამწუხაროა თუმცა მჯერა მოუმატებს თვითონაც და ისწავლის,შეცვლების გარტყმაში არაა,და თამაშის დროს მატჩის მიმდინარეობის შეცვლაზე არაფერი იცის,პლიუს ამას არაა ეს რაშფორდი ცენტფორვარდი არაა,როცა აგებ 2-0 სახლში,და ლუკაკუ 85 წუთზე შემოგყავს,და ცვლი თავდამსხმელს..კაკ მინიმუმ დიდი მწვრთვნელის საქციელი არაა ეგგ :)

რაღაც ნაწილებში წააგო ოლემ და ეს ზუსტად მისი გამოუცდელობის ბრალია და ეს გამოსწორებადია,მთავარია შეცდომებს ხედავდე და შემხვედრ მოქმედებებს აკეთებდე.რეშფორდი რო არაა ცენტრ ფორვარდი ამას 2 წელია ვიძახი და ძაან მიკვირს ამდენი გამოცდილი ხალხი ამას რა პონტში ვერ ხედავს.კომპაქტური დაცვის პირობებში ვაფშე ფეხს ვერ არყევს.ფლანგზე აქვს სივრცე გასაქცევი და გარბის,ცენტრში კი როგორ უნდა იმოქმედოს უბრალოდ არ იცის.
ადრე ვწერდი რომ პოზიციურად ვერ ვუტევთ და მარტო კონტრ შეტევა ისიც ფლანგებოთ ვერ მოიტანს კოკა წყალს სულთქო და ეს ის შემთხვევაა.
გუაინდელი ღამე ძაან ძნელად გადავიტანე და გადავხარშე.უბრალოდ იმედი რომ გაჩნდა მიტო თორე რეალურად რომ პსჟ-ზე დაბლა რომ ვართ ამ ეტაპზე ეგ ფაქტია.
უბრალოდ ეს თამაში ლაკმუსის ქაღალდივით იყო ყველაფერი გამოჩნდა.მარტივად რომ ვთქვა პსჟ არაა გრანდი და მას გრანდები გადაუვლიან.ახლა წარმოოდგინეთ პსჟ რომ ასე გვივლის სხვები რას გვიზამდნენ.
1
№8
ავტორი: Buk777
13 თებერვალი 2019 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Auugamovlen exla geniosebi itamasha ise rogorc ekadreboda da gaushva goli ori motamashis dakargvis shemdeg romelzec rom vtqvat gushin dayrdnobili iyoo da awyobilic tamashi waago waagoo magari kaci xar ole
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კაროჩე ბიჩებმა გააკეთეს გუშინ რაც შეეძლოთ თავ ზევით ძალა არაა მაგრამ ერთი რამ დასანახია პარიზმა მაქსიმალური გააკეთა რაც შეეძლო პირველ ტაიმში არ გაუშვა გოლი და მეორეში უფრო ხისტადაც ითამაშა გამოუვიდა ჩვენ ეხა მართლა არ უნდა ჩამოვყაროთ ყურები 0-2 ჰანდიკაპი არაა ძნელი ამოსაქაჩათ 0-3 და 0-4 რო წაგვეგო კიდე გაგვიჭირდებოდა და 99% გავარდნილები ვიქნებოდით მაგრამ როგორც ერთმა აღნიშნა აქ პირველ ტაიმში უნდა ვეცადოთ რო გავიტანოთ 2 გოლი და არ გაუშვათ და მეორეში ყველაფერი შესაძლებელი რო მოხდეს 3 თუ გაუტანეთ და გაუშვით 1 გოლი ეხაა პარიზია და 1 მაინც გაიტანენ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ ფსიქოლოგიურათ უნდა იწამონ ბიჭებმა საკუთარი თავის და ყველაფერი კარგად იქნება <3 მიდი ოლეეე დაგვანახე რა შეგილია <3
0
№10
ავტორი: Lady in red
13 თებერვალი 2019 09:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამ კაცის ინტერვიუების წაკითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა. ძალიან დიდი განსხვავებაა ჟოზეს და ოლეს შორის ამ მხრივ. რაც შეეხება მატჩს, დიდად რამის მოლოდინი არ მქონდა ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, თუმცა პარიზში რომ რთული იქნება ეგ ყველამ ვიცით, თან პოგბა ყველაფერს უფრო ართულებს, მაგრამ სწორად თქვა, რთული არ ნიშნავს შეუძლებელს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top