თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2019, 14:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2725,
კომენტარები: 22
ოლეს დარჩენის შანსები "იუნაიტედში"
გარი ნევილის განცხადებით, ოლე გუნარის დარჩენის ბედს თებერვალი-მარტის პერიოდი გადაწყვეტს.
ოლეს დარჩენის შანსები
გარი ნევილმა ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. ჟურნალისტებმა ნევილს ჰკითხეს ეს წარმატებული სტარტი ნიშნავდა თუ არა ოლესთვის გუნდში ადგილის განაღდებას, რაზეც გარიმ შემდეგი პასუხი გასცა:

"არა, ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ოლეს მოსვლისას რომ გეკითხათ რა იყო შანსი იმისა, რომ სოლსკიაერი მუდმივი მწრთვნელი გამხდარიყო, ალბათ მაქსიმუმ 25 პროცენტს გეტყოდით."

"თუმცა მან გასაოცარი სტარტი აიღო. ვფიქრობ, პროცენტულად ახლა გაცილებით დდი შანსები აქვს, ალბათ, 50 60 პროცენტი. თუმცა "ჩელსი" ინგლისის თასზე, პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე, "ლივერპული" პრემიერ ლიგაში... შემდეგი ხუთი-ექვსი კვირა "იუნაიტედს" რთული პერიოდი ელის და ოლესთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. აი მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უკვე შეიძლება ვთქვათ თუ რა შეუძლია სინამდვილეში ოლეს."

"მან კლუბი ფეხზე დააყენა. ეს საოცარი დაბრუნება იყო. ყველა ხედავს თუ რამდენად ცუდად გრძნობდნენ ფეხბურთელები ადრე თავს. აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთელის განწყობას ამდენი რამის შეცვლა შეუძლია."

"თუმცა არსებობდა რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც მოურინიოს ქვეშაც ძალიან კარგად თამაშობდა. მაგალითად, ვიქტორ ლინდელოფი და ჯესი ლინგარდი - მათ ფორმის პიკს პორტუგალიელის დროს მიაღწიეს."

"თუ ისინი შეძლებენ "ჩელსის", პსჟ-ს, "ლივერპულის" დამარცხებას, მაშინ ვფიქრობ, რომ სოლსკიაერი კლუბმა უნდა დაიტოვოს. რატომაც არა, მეტი რა უნდა გააკეთოს დასარჩენად?"

"ოლე ხელმძღვანელობის მიცემულ დავალებას იდეალურად ასრულებს - ფეხბურთელებს აბედნიერებს და "იუნაიტედს" ძველ შიშის ფაქტორსა და დიდებას უბრუნებს."

"თუმცა მთავარი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება. არის ოლე მწრთვნელი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგებას? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ის მუდმივ მწრთვნელად უნდა იქცეს."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
4 თებერვალი 2019 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამას ისე ეკითხება ოლეს წასვლა დარჩენა როგორც ჩვენ.
1
№2
ავტორი: Dato kutaisi
4 თებერვალი 2019 14:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Malboro463
ამას ისე ეკითხება ოლეს წასვლა დარჩენა როგორც ჩვენ.

აუ არ თქვა.დააბრეხვებს რაღაცას მერე თავსსავე ნათქვამს შეცვლის.ერთ პოზიციაზე კი არ არის სულ.
0
№3
ავტორი: Smoke - N
4 თებერვალი 2019 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
Am kacma ro damtkica ro girsia am gundis mtavari mcvrtnelobisa amas ragat unda lailai frangebs ro gadaulaglagebs magashi echvi ar mepareba cels liga unda davdot tan ise ro bevrs yba chamouvardeba arcerti grandi ara gadasarev formashi da Ai chven ki shevdivart formashi nelnela es dacva atrakunebs chveni tore tirili genaxa bevris mere :)
3
№4
ავტორი: giorgi_mg
4 თებერვალი 2019 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნახსენები 3 თამაშიდან 2 მაინც მოიგოს, სულ მინიმუმ ვიძახი ერთი ლივერპული უნდა იყოს! მეორე პსჟ, აი ასეთ თამაშებში მოპოვებული დადებითი შედეგის მერე შესაძლებელა დარჩეს. აუცილებელია გავიგოთ ასეთი დონის თამაშებში რა მენტალიტეტს გამოაჩენს ოლე. ხარისხობრივად ლივერის და პსჟს თამაში არის #1 აი აქ დავინახავთ ყველაფერს რა შეუძლია მარტო ოლეს კიარა მთლიანად მის სამწვრთნელო შტაბს. აქ მარტო ოლე არ არის, მთლიანად მის გუნდს ელის დიდი გამოცდა და ნუ ვფიქრობთ რომ მარტო ოლეს დამსახურებაა ეს შედეგები. წარმატებები მათ და იმედს ვიტოვებ, რომ სულ მინიმუმ პსჟს გაცდება და ლივერს მოუგებს.
ცუდი არ იქნებოდა შეკრება პსჟს თამაშზე.
0
№5
ავტორი: LASHQARA
4 თებერვალი 2019 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
შენ ვინ რას გეკითხება საერთოდ, რაღა მარტი აპრილი, კაცი ყველაფერს იგებს და სულ რომ არაფერი, ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, ამას აღარავინ გაუშვებს ფანები და ფეხბურთელები არ დაუშვებენ, რომ ოლე გუნარი სადმე წავიდეს, ის ნადვილი მანჩესტერელია და იმედი ჩაუსახა ყველას, მანჩესტერი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა, რასაც ამტკიცებს კიდეც, ზაფხულში 2-3 კაი ტრანსფერი და მერე მოდით ნებისმიერი, ოცნებების თეატრში გელოდებით fellow am
2
№6
ავტორი: mishiko1
4 თებერვალი 2019 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
კარგია თუ მიცემენ შანსს და დატოვებენ ამ შემადგენლობით მაქსიმუმს აკეთებს გუნდში რომელსაც დაცვა ფაქტიურად არ ყავს.
4
№7
ავტორი: ROI
4 თებერვალი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Nevil shencmase atiyavi valensiashi:d
0
№8
ავტორი: ikeoni
4 თებერვალი 2019 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Shen ar meispe garii:)))
0
№9
ავტორი: nika1983
4 თებერვალი 2019 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ჩელსი პსგ ,ლივერპული , რომ დაუატო იმატ , ვინც უკვე ოლემ მოსხიპა, მა სე ბებია ჩე მსაც კი დატოვ ებენ ტრენერად
0
№10
ავტორი: kobinio
4 თებერვალი 2019 21:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sheni shuriani dedas ******i me
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top