თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2019, 14:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2722,
კომენტარები: 22
ოლეს დარჩენის შანსები "იუნაიტედში"
გარი ნევილის განცხადებით, ოლე გუნარის დარჩენის ბედს თებერვალი-მარტის პერიოდი გადაწყვეტს.
ოლეს დარჩენის შანსები
გარი ნევილმა ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. ჟურნალისტებმა ნევილს ჰკითხეს ეს წარმატებული სტარტი ნიშნავდა თუ არა ოლესთვის გუნდში ადგილის განაღდებას, რაზეც გარიმ შემდეგი პასუხი გასცა:

"არა, ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ოლეს მოსვლისას რომ გეკითხათ რა იყო შანსი იმისა, რომ სოლსკიაერი მუდმივი მწრთვნელი გამხდარიყო, ალბათ მაქსიმუმ 25 პროცენტს გეტყოდით."

"თუმცა მან გასაოცარი სტარტი აიღო. ვფიქრობ, პროცენტულად ახლა გაცილებით დდი შანსები აქვს, ალბათ, 50 60 პროცენტი. თუმცა "ჩელსი" ინგლისის თასზე, პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე, "ლივერპული" პრემიერ ლიგაში... შემდეგი ხუთი-ექვსი კვირა "იუნაიტედს" რთული პერიოდი ელის და ოლესთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. აი მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უკვე შეიძლება ვთქვათ თუ რა შეუძლია სინამდვილეში ოლეს."

"მან კლუბი ფეხზე დააყენა. ეს საოცარი დაბრუნება იყო. ყველა ხედავს თუ რამდენად ცუდად გრძნობდნენ ფეხბურთელები ადრე თავს. აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთელის განწყობას ამდენი რამის შეცვლა შეუძლია."

"თუმცა არსებობდა რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც მოურინიოს ქვეშაც ძალიან კარგად თამაშობდა. მაგალითად, ვიქტორ ლინდელოფი და ჯესი ლინგარდი - მათ ფორმის პიკს პორტუგალიელის დროს მიაღწიეს."

"თუ ისინი შეძლებენ "ჩელსის", პსჟ-ს, "ლივერპულის" დამარცხებას, მაშინ ვფიქრობ, რომ სოლსკიაერი კლუბმა უნდა დაიტოვოს. რატომაც არა, მეტი რა უნდა გააკეთოს დასარჩენად?"

"ოლე ხელმძღვანელობის მიცემულ დავალებას იდეალურად ასრულებს - ფეხბურთელებს აბედნიერებს და "იუნაიტედს" ძველ შიშის ფაქტორსა და დიდებას უბრუნებს."

"თუმცა მთავარი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება. არის ოლე მწრთვნელი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგებას? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ის მუდმივ მწრთვნელად უნდა იქცეს."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2019 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დრო ყველაფერზე გაგვცემს პასუხს, მაგრამ ოლეს რო ყველა წინა პირობა აქვს იმისთვის, რომ დარჩეს იუნაიტედის მწვრთნელად ფაქტია...
0
№22
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2019 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა უცნაურად ლაპარაკობს ;))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top