თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2019, 14:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2725,
კომენტარები: 22
ოლეს დარჩენის შანსები "იუნაიტედში"
გარი ნევილის განცხადებით, ოლე გუნარის დარჩენის ბედს თებერვალი-მარტის პერიოდი გადაწყვეტს.
ოლეს დარჩენის შანსები
გარი ნევილმა ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. ჟურნალისტებმა ნევილს ჰკითხეს ეს წარმატებული სტარტი ნიშნავდა თუ არა ოლესთვის გუნდში ადგილის განაღდებას, რაზეც გარიმ შემდეგი პასუხი გასცა:

"არა, ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ოლეს მოსვლისას რომ გეკითხათ რა იყო შანსი იმისა, რომ სოლსკიაერი მუდმივი მწრთვნელი გამხდარიყო, ალბათ მაქსიმუმ 25 პროცენტს გეტყოდით."

"თუმცა მან გასაოცარი სტარტი აიღო. ვფიქრობ, პროცენტულად ახლა გაცილებით დდი შანსები აქვს, ალბათ, 50 60 პროცენტი. თუმცა "ჩელსი" ინგლისის თასზე, პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე, "ლივერპული" პრემიერ ლიგაში... შემდეგი ხუთი-ექვსი კვირა "იუნაიტედს" რთული პერიოდი ელის და ოლესთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. აი მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უკვე შეიძლება ვთქვათ თუ რა შეუძლია სინამდვილეში ოლეს."

"მან კლუბი ფეხზე დააყენა. ეს საოცარი დაბრუნება იყო. ყველა ხედავს თუ რამდენად ცუდად გრძნობდნენ ფეხბურთელები ადრე თავს. აქამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთელის განწყობას ამდენი რამის შეცვლა შეუძლია."

"თუმცა არსებობდა რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც მოურინიოს ქვეშაც ძალიან კარგად თამაშობდა. მაგალითად, ვიქტორ ლინდელოფი და ჯესი ლინგარდი - მათ ფორმის პიკს პორტუგალიელის დროს მიაღწიეს."

"თუ ისინი შეძლებენ "ჩელსის", პსჟ-ს, "ლივერპულის" დამარცხებას, მაშინ ვფიქრობ, რომ სოლსკიაერი კლუბმა უნდა დაიტოვოს. რატომაც არა, მეტი რა უნდა გააკეთოს დასარჩენად?"

"ოლე ხელმძღვანელობის მიცემულ დავალებას იდეალურად ასრულებს - ფეხბურთელებს აბედნიერებს და "იუნაიტედს" ძველ შიშის ფაქტორსა და დიდებას უბრუნებს."

"თუმცა მთავარი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება. არის ოლე მწრთვნელი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგებას? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ის მუდმივ მწრთვნელად უნდა იქცეს."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
4 თებერვალი 2019 21:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ვუდვორდს რომ მოუ*** სუყველაფერი მე.თუ მოუს ასხმევინებდნენ მცველები მაინც ეყიდათ ამ ჩემისებს ახლა ხო დახვდებოდა ოლეს დალაგებული დაცვა მაინც.მოკლედ რა ****ა ეს ვუდვორდი რა.ჯერ იყო და მოუს 1 წლის თავზე გაუხანგრძლივა კონტრაქტი ვითომ ართმევდა ვინმე მოურინიოს,მერე იყო და არ უყიდა არავინ და მერე იყო გაასხმევინა და მაინც იმაზე მეტი გადაუხადა კომპენსაციად, რასაც ამბობდნენ.მოკლედ რაშიც შოფერის გამოყენება იყო შესაძლებელი რომ დაცვა მაინც დაელაგებინა ისიც კი არ გამოვიდა და ახლა რაც გვატორმუზებს ზუსტად დაცვაა.დაცვა მთლიანად თავის ფლანგებიანად.უნდა დატოვონ დალო ლინდელოფი ბაი და შოუ.ანუ ის ახლა რომ ძირითადის სასტავია.ერთი გამოცდილი ტოპ მცველი ცენტრში დაალაგებს სიტუაციას.ფლანგებზე კი სწრაფი და პოზიციურად სწორად მოთამაშე მცველები გვჭირდება.
0
№12
ავტორი: levionok
4 თებერვალი 2019 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გარი ნევილმა მწვრთნელობაზე რამე რომ იცოდეს მისი დამოძღვრილი ვალენსია ერთ ტამაშს მაინც მოიგებდა მას სემდეგ არად აღარ უმუშავია. ნერვები მეშლება როცა ვკიგხულობ რომ დეიძლება კონტე მოვიდეს! იმედია სპალეტის შეცვლის ინტერში და სამუდამოდ დავივიწყებთ მის სახელს

ახლა რომ გადახედავ გუნდებს დაცვაში არცერთ გუნდს არ ულხინს დაჟე ატლეტიკოს აქვს ამ მხრივ პრობლემები ოლე არ ვიცი მაგრამ ფელანი დაალაგებს ამ საქმეს და პსჟს კაი სიურპრიზებს შესთავაზებს,თუმც უნდა ითქვას რომ პსჟმ დამალა თამაში ლიონთან და ეს შეიძლება იმის გამო რომ სპლცკიაერი-ფელანი აკვირდებოდნენ
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
4 თებერვალი 2019 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მეგობრებო ბათუმში ვინც იკრიბებით შევიკრიბოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე პესეჟესთან ნომრები დავტოვოთ და ერთად შევხდეთ ვისსაც გაქვთ სურვილი და ვინც ითავებს ამ ყოველივეს აგერ ერთერთი მე ც ვიქნები დავდოთ ნემეცკიშოტი და შევხდეთ
0
№14
ავტორი: Lalana
4 თებერვალი 2019 23:53
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ბიჭებო რამოდენიმე დღის წინ ნახალოვკაში რაღაც საქმეზე მომიწია გავლა და დადიანის ქუჩაზე შევამჩნიე მანჩესტერ იუნაიტედის სადალაქო :დ თვალს ვერ ვაშორებდი,სულ იუნაიტედის სიმბოლიკით იყო გავსებული და მაგრად მაინტერესებს მისი მფლობელი აქ თუა დარეგისტრირებული.თავიდან იუნაიტედის მაღაზია მეგონა,ძაან დადებითი ემოციბით განმაწყოა იმ დეტალებმა,რომელშიც იგრძნობოდა ადამიანის სიყვარული ამ გუნდის მიმართ.
0
№15
ავტორი: giorgi_mg
5 თებერვალი 2019 01:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Lalana
ბიჭებო რამოდენიმე დღის წინ ნახალოვკაში რაღაც საქმეზე მომიწია გავლა და დადიანის ქუჩაზე შევამჩნიე მანჩესტერ იუნაიტედის სადალაქო :დ თვალს ვერ ვაშორებდი,სულ იუნაიტედის სიმბოლიკით იყო გავსებული და მაგრად მაინტერესებს მისი მფლობელი აქ თუა დარეგისტრირებული.თავიდან იუნაიტედის მაღაზია მეგონა,ძაან დადებითი ემოციბით განმაწყოა იმ დეტალებმა,რომელშიც იგრძნობოდა ადამიანის სიყვარული ამ გუნდის მიმართ.

ეგ რა კარგი ამბავი თქვი, აუცილებლად წავალ სანახავად და იქნებ პსჟს თამაშშაც მანდ ვუყურო, მფლობელი ცალკე თემაა, ბრავო ჩემგან!
0
№16
ავტორი: giorgisamnidze99
5 თებერვალი 2019 04:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ისე მეგობრებო კიდე ერთი ფეხის წამოკრა ყლიზერპულის და მერე ჩვენც მივათქეშავთ ხო იცი შენ რაღავ მუღამიც გაჩნდება
0
№17
ავტორი: dzia_David
5 თებერვალი 2019 07:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: Lalana
ბიჭებო რამოდენიმე დღის წინ ნახალოვკაში რაღაც საქმეზე მომიწია გავლა და დადიანის ქუჩაზე შევამჩნიე მანჩესტერ იუნაიტედის სადალაქო :დ თვალს ვერ ვაშორებდი,სულ იუნაიტედის სიმბოლიკით იყო გავსებული და მაგრად მაინტერესებს მისი მფლობელი აქ თუა დარეგისტრირებული.თავიდან იუნაიტედის მაღაზია მეგონა,ძაან დადებითი ემოციბით განმაწყოა იმ დეტალებმა,რომელშიც იგრძნობოდა ადამიანის სიყვარული ამ გუნდის მიმართ.


ხო, შიგნით კიდე პლაკატები აქვთბსულ გამოფენილო ბექჰემის და სხვების. :დ კაი ხნისაა ეგ და ცუდადაც არ ჭრიან :D დდ
0
№18
ავტორი: dybbuk
5 თებერვალი 2019 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato kutaisi
ვუდვორდს რომ მოუ*** სუყველაფერი მე.თუ მოუს ასხმევინებდნენ მცველები მაინც ეყიდათ ამ ჩემისებს ახლა ხო დახვდებოდა ოლეს დალაგებული დაცვა მაინც.მოკლედ რა ****ა ეს ვუდვორდი რა.ჯერ იყო და მოუს 1 წლის თავზე გაუხანგრძლივა კონტრაქტი ვითომ ართმევდა ვინმე მოურინიოს,მერე იყო და არ უყიდა არავინ და მერე იყო გაასხმევინა და მაინც იმაზე მეტი გადაუხადა კომპენსაციად, რასაც ამბობდნენ.მოკლედ რაშიც შოფერის გამოყენება იყო შესაძლებელი რომ დაცვა მაინც დაელაგებინა ისიც კი არ გამოვიდა და ახლა რაც გვატორმუზებს ზუსტად დაცვაა.დაცვა მთლიანად თავის ფლანგებიანად.უნდა დატოვონ დალო ლინდელოფი ბაი და შოუ.ანუ ის ახლა რომ ძირითადის სასტავია.ერთი გამოცდილი ტოპ მცველი ცენტრში დაალაგებს სიტუაციას.ფლანგებზე კი სწრაფი და პოზიციურად სწორად მოთამაშე მცველები გვჭირდება.

მაგას ვამბობ მეგობარო რამდენი ხანია უკვე, ვუდვორდი არის ამ გუნდის პრობლემა, რაც ჩამოთვალე მაგას დამატებული სახელფასო პოლიტიკა, ხარჯები არანირმალურადაა გაზრდილი რაც სანჩესის უაზრო ჯამაგირმა გამოწვია, სრულიად სამართლიანად გაუჩნდა იგივე მარსიალს(დეხეა უკომენტაროდ, რასაც მოითხოვს ის ეკუთვნის) მაგალითად პრეტენზია მომატებაზე, არასწორი ტრანსფერები და არ გაყიდული ფეხბურთელები, აი დარმიანი რატოა ამ გუნდში ვინმე თუ ამიხსნის ხმას არ ამოვიღებ, სხვებს აღარ ჩამოვთვლი ისედაც კარგად ვიცით რა ნაგავიცაა გუნდში
0
№19
ავტორი: Lalana
5 თებერვალი 2019 11:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
giorgi_mg

მაშინ ვერ მოვიცალე რომ შევსულიყავი,შემდეგში აუცილებლად მივაკითხავ ისეთი გარემო იყო.

dzia_David

ხო მერე მეგობარმა მითხრა ეგ ცოტა სხვა ადგილას იყო და ახლა განაახლა სივრცეო.ისეთი გარემო იყო მეორეჯერაც რომ არ მივიდე არ შეიძლება :დდ
0
№20
ავტორი: shotkin
5 თებერვალი 2019 12:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოკლედ წინასწარ არ მინდა ლაპარაკი მარა დაცვა ხო სუსტი წერტილია თუმცა თუ ლინდელოფი ბაილის დუეტი ხელმისაწვდომი იქნება დიდ თამაშებში არცისე ძაან გაგვიჭირდება დაცვაში,მთავარია ჯანზე იყოს ორივე, გუნდს ისეთი მუხტი აქვს და ისე არიან შეთამაშებული პსჟ ს 1 თამაშს მაინც მოვუგებთ ალბათ სახლში და პრემიერლიგაში ლივერპულს დაქცეული მანიუც უნდა უგებდეს სახლში მითუმეტეს ასეთ დროს როცა ჩემპიონობაზე იწევს ლივერი და არ გაუჭირდებათ ოლდზე ლივერის წაკუზვა, 4 ეულში შევალთ ესე მგონია იმიტორო ძაან აშკარაა უკვე რო ყველაფრით კარგი გუნდი ვართ ჩელსიზეც და არსენალზეც და ეს 2 გუნდი ძაან არასტაბილურია ამავდროულად. ლიგის მოგების კიდე რა მოგახსენოთ აი ფრანგებს თუ გავცდით 2 მატჩის ჯამში მერე 1//4 ფინალია სადაც 8 გუნდი მონაწილეობს და იქ ვინ შეგვხვდება კაცმა აიცის, რომა/პორტო დან რო შეგვხვდეს ჩათვალეთ ნახევარფინალლში ვართ და დალშე კიდე არც რეალი რეალობს წელს და არც ბარსა , ლივერპულიც ბავარიას ხვდება და ეთ ერთი ხო გავარდება იქ იუვე ატლეტიკოს მოკლედ ჯერ წინასწარ ყველაფრის თქმა რთულია მარა მე პირადად უკვე ფრანგების გაგდებას დიდ მიღწევად ჩავთვლი და ეჭვი არმეპარება რო რაღაც შედეგს დადებს წელს ოლე და ვფიქრობ დამსახურებულადაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top