თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2018, 03:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2593,
კომენტარები: 22
"რჩევები ფერგისგან და არა თანაგუნდელებისგან"
ოლე გუნარი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება
ოლე გუნარმა "ჰადერსფილდთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით, "ოლდ ტრაფორდზე" ემოციური საღამო ელის.

ლეგენდარულმა ფორვარდმა "იუნაიტედის" მწრთვნელის კარიერა იდეალურად დაიწყო. ახლა კი ერთი სული აქვს როდის დაუბრუნდება "ოლდ ტრაფორდს".

"იუნაიტედის" წაძღოლა "ოლდ ტრაფორდზე"

"რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ ემოციები შეიკავო. მე იქ საქმის გასაკეთებლად ვარ, მაქსიმალური კონცენტრირება უნდა მოვახდინო. ვიცი, რომ მარტივი დღე არ იქნება, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოთხშაბათი. ვფიქრობ, ბიჭებიც ჩემს დღეში არიან - უხარიათ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში. ესაა მთავარი. ყოველთვის უნდა გსურდეს შენს სახლში თამაში. ეს ყველაზე განსაკუთრებული შეგრძნება იქნება. ფეხბურთელები თავად ადგენენ სტანდარტებს. მოთამაშეები, რომლებიც ამ კლუბისთვის თამაშობენ, თავადვე ცდილობენ, რომ მაღალ სტანდარტებს მისდიონ. ჩვენ "კარდიფთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შეცდომები უნდა გავიაზროთ და გამოვასწოროთ. შეგვიძლია, რომ უკეთესები ვიყოთ. ერთმანეთს უკეთ გავუგებთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება."

"რჩევები ფერგისგან და არა თანაგუნდელებისგან"


წითელი არმია
"ისინი საუკეთესო გულშემატკივრები არიან მსოფლიოში. მე კლუბთან ჩემი საკუთარი ისტორია მაკავშირებს. საოცარი შეგრძნება იყო სტადიონზე ბანერის დანახვა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ხუთი თვე იმდენად კარგი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, რომ როცა სხვა დაიკავებს ჩემს ადგილს ჩემი სახელის სკანირებას არ შეწყვეტენ."

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი ხდები, თავადაც იცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების წინაშე გიწევს თამაში. თუმცა თავდაჯერება არაა რაღაც, რასაც უბრალოდ ადგები და ქუჩიდან აიღებ. ეს ნელ-ნელა უნდა გამოიმუშავო, შენი თამაშებითა და ვარჯიშებით. იმედი მაქვს, რომ "კარდიფთან" ჩატარებული მატჩი ფეხბურთელებს მეტ რწმენას შემატებს. ვფიქრობ, ყველა მოუთმენლად ელოდება შემდეგ მატჩს."

კრიტიკოსებთან გამკლავება

"არ ინერვიულოთ, გარი ნევილი ყოველთვის მკაცრად იქნება ჩემ მიმართ განწყობილი. გასახდელში მის გვერდით 11 წელი ვიჯექი. ზუსტად ჩემ გვერდით იყო. თქვენ კარგად იცნობთ გარის, ის ილაპარაკებს და აქვს კიდევაც აზრის გამოთქმის უფლება. მე სხვისგან არაფრით განვსხვავდები. როდესაც ისეთ გუნდს წრთვნი, როგორიც "იუნაიტედია", დიდ პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე. თუმცა ჩემი მოვალეობა კრიტიკოსების გაჩუმება კი არა ფეხბურთელებისთვის საკუთარი საქმისგან სიამოვნების მისაღებად შესაბამისი გარემოს მინიჭებაა. ჩემი ძველი თანაგუნდელებისგან ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე. ყველა წარმატებას მისურვებდა და ყველა რჩევებს მაძლევდა. ალბათ, რაღაც პერიოდში ისინი გამაკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ ამაზე არ იღელვოთ."

შეტევა, შეტევა, შეტევა!

"კარდიფთან" მატჩის წინ, როცა ფეხბურთელებს ვესაუბრე, ყველა ერთად შევთანხმდით, რომ როცა ერთ გოლს გავიტანდით, მეორე გოლის გატანას ვეცდებოდით. როცა ორს - მესამესას. ესაა ამ კლუბის ბუნება. ყოველთვის უნდა შეუტიო. რა თქმა უნდა, ეს ყველა მატჩზე ვერ მოხდება. ყოველთვის ვერ შექმნი ისეთ შანსებს, როგორიც ჩვენ შაბათს გვქონდა. გასულ მატჩში ჩვენმა ტაქტიკამ ძალიან კარგად იმუშავა. გუნდში მყავს ისეთი შეტევის ხაზის ფეხბუთელები, როგორებიცაა ლინგარდი, რეშფორდი და პოგბა. რატომ არ უნდა გამოვიყენო ისინი? რატომ უნდა გავჩერდეთ? ჩემი აზრით, ამ სამეულთან გამკლავება არცერთ გუნდს არ ესურვება."

"მე უკვე ვესაუბრე სერ ალექსს და იმედი მაქვს, რომ მასთან ან ჩემთან მალე ერთად ჩაის დავლევთ და ცოტას ვისაუბრებთ. ის არის ჩემი ბოსი და თუკი ვინმე არსებობს ვისაც სათანადო რჩევის მოცემა შეუძლია ეს ისაა და არა ჩემი თანაგუნდელები."

"შემტევი ხასიათი "იუნაიტედის" მთელს ისტორიას წითელ ხაზად გასდევს. ეს არის ჩვენი ტრადიცია. ჩვენ ასე ვთამაშობთ. "კარდიფთან" გამართული მატჩი პასუხი იყო იმ კითხვაზე, თუ რა გვინდა ჩვენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
25 დეკემბერი 2018 07:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Jest da reshi ese unda gamoiyeno arbenino da arbenino,amas damatebuli sanchesic,vatyob marsialis fanebs guli dawydebat,lukakuc ro eyoleba reshs giwevs marcxniv,sanchesi ro arc iyos.
Siamovnebit vnaxavdi reshs,lingerds,sanchess,lukakus am formaciashi.
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
25 დეკემბერი 2018 07:46
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
კარდიფთან" მატჩის წინ, როცა ფეხბურთელებს ვესაუბრე, ყველა ერთად შევთანხმდით, რომ როცა ერთ გოლს გავიტანდით, მეორე გოლის გატანას ვეცდებოდით. როცა ორს - მესამესას. ესაა ამ კლუბის ბუნება. ყოველთვის უნდა შეუტიო. ო.ს. როცა მოედანზე გახვალ არუნდა შეუტიო,პირიქით 0-0 ჩვენთვის კარგი შედეგია მითუმეტეს გასვლაზე. თუ შემთხვევით 1 გოლი გავიტანეთ, ყველა ვდგებით დაცვაში. ჩვენ აღარ უნდა შევუტიოთ, იმათი შეტევები უნდა მოვიგერიოთ მხოლოდ. ჟ.მ.
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
25 დეკემბერი 2018 08:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
სიმართლე ვთქვა და ოლეც ვერ ხედავს მარსიალს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში. ეს დედანატირები არც ისე დიდი საფეხბურთო ცოდნა არ ჭირდება იმას რო მიხვდე რო ყველაზე კარგი ცხრიანია მარსიალი ამ გუნდში.შემტევი მყავსო რეში ლინგარდი და პოგბაო.მესმის აკადემიას გაუსვანხაზი მაგრამ არამგონია მთლად ასეთმა ფუნდამენტალისტურმა და ურა პატრიოტულმა მიდგომამ სულ გაამართლოს.კარდიფთან კაი ივარგა ამ სამეულმა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი დასაყრდენი ძალაა.იმედია ვცდები ოლე მაგრამ მე ამ სამეულის დიდი ფეხბურთელობის დიდი ხანია დავკარგე იმედი
0
№4
ავტორი: Buk777
25 დეკემბერი 2018 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Pogba aatamashebs gunds da namdvil manchesters vnaxavt pogba reshford martial lingard es itxi fexburteli iqneba sakvandzo am gundis
0
№5
ავტორი: makaveli
25 დეკემბერი 2018 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Dato kutaisi
სიმართლე ვთქვა და ოლეც ვერ ხედავს მარსიალს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში. ეს დედანატირები არც ისე დიდი საფეხბურთო ცოდნა არ ჭირდება იმას რო მიხვდე რო ყველაზე კარგი ცხრიანია მარსიალი ამ გუნდში.შემტევი მყავსო რეში ლინგარდი და პოგბაო.მესმის აკადემიას გაუსვანხაზი მაგრამ არამგონია მთლად ასეთმა ფუნდამენტალისტურმა და ურა პატრიოტულმა მიდგომამ სულ გაამართლოს.კარდიფთან კაი ივარგა ამ სამეულმა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი დასაყრდენი ძალაა.იმედია ვცდები ოლე მაგრამ მე ამ სამეულის დიდი ფეხბურთელობის დიდი ხანია დავკარგე იმედი

გეთანხმები ძმაო.. მარსიალზე სულ მაგას ვიძახი საუკეთესო ცხრიანია გუნდში და ერთერთ საუკეთესო ცხრიანად მივიჩნევ ეპლში და რატო ვერ ხედავენ არ ვიცი.. პირიქით რო დააყენონ ცადონ მაინც რეში ფლანგზე და მარსო ცხრიანზე ჩემი აზრით იდეალური იქნება.. მართლა რაარი ეს პოლნი პატრიოტიზმი კაია აკადემია მარა მარსოს ესე გვერძე გადადება და ამ სამზე იმის თქმა რო არავის ენდომებამაგათ წინააღმდეგო ცოტა პაცნურია მითუმეტეს ლინარდი რო გიტევს რატო უნდა გეშინოდეს
0
№6
ავტორი: kobinio
25 დეკემბერი 2018 10:20
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
სიმართლე ვთქვა და ოლეც ვერ ხედავს მარსიალს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში. ეს დედანატირები არც ისე დიდი საფეხბურთო ცოდნა არ ჭირდება იმას რო მიხვდე რო ყველაზე კარგი ცხრიანია მარსიალი ამ გუნდში.შემტევი მყავსო რეში ლინგარდი და პოგბაო.მესმის აკადემიას გაუსვანხაზი მაგრამ არამგონია მთლად ასეთმა ფუნდამენტალისტურმა და ურა პატრიოტულმა მიდგომამ სულ გაამართლოს.კარდიფთან კაი ივარგა ამ სამეულმა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი დასაყრდენი ძალაა.იმედია ვცდები ოლე მაგრამ მე ამ სამეულის დიდი ფეხბურთელობის დიდი ხანია დავკარგე იმედი

ამდენი წელია მე და შენ თითქმის სულ ერთუ აზრი გვქობდა და ეხლა მინდა გითხრა რომ ვერ დაგეთანხმები.პირველი იმიტომ რომ ეს მარტო მისი მოსაზრრბა არაა კარგად იცი და მეორე მარსიალს სხვა მისი დაცაკისრეო 5ქვა პრესკომფერენციაზე.სულ რომ კრახით დაასრულოს ამ კაცმა მაურინიო,ვან გაი და მოიესი უკვე გადაიღუნა ****ე მარტო პრეს კომფერენციით.
,,ეს ჩვენი ბუნებაა'' მარტო ამ სიტყვების გაგონება რად ღირს

მარსოს თავისო როლი მისცა და ეს როლი კარგად მოირგო კარდიფთან,იმედია ასე გააგძელებს.
0
№7
ავტორი: Mike
25 დეკემბერი 2018 10:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ჯერ მოდი დავიწყოთ იმით რო : “I don't think any team would like to have Rashford, Martial, Lingard and Pogba running at them. So why should we stop them? The attacking philosophy is in the walls of Man United, that's tradition and that's history. That’s how we play and how we want to play.” ეს თქვა მარსიალი არ გამორჩენია არანაირად.
0
№8
ავტორი: JuanMata
25 დეკემბერი 2018 10:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
სიმართლე ვთქვა და ოლეც ვერ ხედავს მარსიალს ისეთს როგორიც არის სინამდვილეში. ეს დედანატირები არც ისე დიდი საფეხბურთო ცოდნა არ ჭირდება იმას რო მიხვდე რო ყველაზე კარგი ცხრიანია მარსიალი ამ გუნდში.შემტევი მყავსო რეში ლინგარდი და პოგბაო.მესმის აკადემიას გაუსვანხაზი მაგრამ არამგონია მთლად ასეთმა ფუნდამენტალისტურმა და ურა პატრიოტულმა მიდგომამ სულ გაამართლოს.კარდიფთან კაი ივარგა ამ სამეულმა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი დასაყრდენი ძალაა.იმედია ვცდები ოლე მაგრამ მე ამ სამეულის დიდი ფეხბურთელობის დიდი ხანია დავკარგე იმედი


უბრალოდ RedGirls გამორჩა თარგმნისას, მარსიალიც ახსენა ნამდვილად.
და გეთანხმები იმაში, რომ მარსიალი საუკეთესო 9-იანია ამ გუნდში.

სხვათაშორის გოლების სიხშირის სტატისტიკა გამოაქვეყნეს და მარსიალს ერთი გოლის გასატანად 105 წუთი სჭირდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, არა მარტო იუნაიტედში, არამედ მთელ პრემიერლიგაში. მეორე ადგილზე ობამეიანგია 116 წუთით, რომელიც ბომბარდირია. wink
უფრო მეტი დრო რომ მიეღო მარსიალს 9-იანის პოზიციაზე და ცოტა ადრე მოსულიყო სულშერი, შეიძლება მარსო ახლა ბომბარდირიც ყოფილიყო.

ერთს დავამატებ კიდევ, ამ სტილით რასაც ოლე ათამაშებს გუნდს, მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, წინა სამეული ვინ სად დგას, მაინც მუდმივად იცვლიან პოზიციებს. ჰოდა კარდიფთანაც გამოჩნდა, რომ მარსიალი ცენტრის ფეხბურთელია. როცა ცვლიდა რეშთან პოზიციას, ბევრად სახიფათო ხდებოდა.
0
№9
ავტორი: gela-manchesteri 20
25 დეკემბერი 2018 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ოლე მჯერა შედეგს დადებს და დატოვებენ კიდეც
0
№10
ავტორი: Lalana
25 დეკემბერი 2018 13:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პირველ რიგში მინდა გარი ნევილის კომენტარს გამოვეხმაურო,თითქოს მიულოცა ოლეს მაგრამ ამავდროულად იგრძნობოდა რაღაც ბოღმის მარცვალიც რომელიც მის კომენტარში გამოიკვეთა.რაც შეეხება თვით ოლეს შესანიშნავი ადამიანი ჩანს.დადებითი პიროვნება და რაც მთავარია ფერგის ჰგავს ძალიან.შეიძლება თამაშები მოვიგოთ მაგრამ თუ ხარისხი არ იყო ამ მოგებაში დარწმუნებული ვარ ფერგივით აღნიშნავს ამას.მომწონს მისი მიდგომები და დარწმუნებული ვარ ბიჭებს განავითარებს კიდეც ამ ტაქტიკაში.ასევე ცოტა უმნიშვნელო მატჩებში თუ გამოიყენებს ახალგაზრდებს და მისცემს დროს ესეც დიდი პლიუსი იქნება.ყველაზე მეტად კი მჯერა რომ არ ეყოლება გამორჩეული ვინმე რომელიც დავალებას ვერ ასრულებს მაგრამ სიმპატიებიდან გამომინარე მაინც სასტარტოში აყენებს.ვიცი ვინც დაიმახურებს ის მოხვდება კიდვაც შემადგენლობაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top