თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2018, 03:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2593,
კომენტარები: 22
"რჩევები ფერგისგან და არა თანაგუნდელებისგან"
ოლე გუნარი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება
ოლე გუნარმა "ჰადერსფილდთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით, "ოლდ ტრაფორდზე" ემოციური საღამო ელის.

ლეგენდარულმა ფორვარდმა "იუნაიტედის" მწრთვნელის კარიერა იდეალურად დაიწყო. ახლა კი ერთი სული აქვს როდის დაუბრუნდება "ოლდ ტრაფორდს".

"იუნაიტედის" წაძღოლა "ოლდ ტრაფორდზე"

"რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ ემოციები შეიკავო. მე იქ საქმის გასაკეთებლად ვარ, მაქსიმალური კონცენტრირება უნდა მოვახდინო. ვიცი, რომ მარტივი დღე არ იქნება, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოთხშაბათი. ვფიქრობ, ბიჭებიც ჩემს დღეში არიან - უხარიათ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში. ესაა მთავარი. ყოველთვის უნდა გსურდეს შენს სახლში თამაში. ეს ყველაზე განსაკუთრებული შეგრძნება იქნება. ფეხბურთელები თავად ადგენენ სტანდარტებს. მოთამაშეები, რომლებიც ამ კლუბისთვის თამაშობენ, თავადვე ცდილობენ, რომ მაღალ სტანდარტებს მისდიონ. ჩვენ "კარდიფთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შეცდომები უნდა გავიაზროთ და გამოვასწოროთ. შეგვიძლია, რომ უკეთესები ვიყოთ. ერთმანეთს უკეთ გავუგებთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება."

"რჩევები ფერგისგან და არა თანაგუნდელებისგან"


წითელი არმია
"ისინი საუკეთესო გულშემატკივრები არიან მსოფლიოში. მე კლუბთან ჩემი საკუთარი ისტორია მაკავშირებს. საოცარი შეგრძნება იყო სტადიონზე ბანერის დანახვა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ხუთი თვე იმდენად კარგი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, რომ როცა სხვა დაიკავებს ჩემს ადგილს ჩემი სახელის სკანირებას არ შეწყვეტენ."

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი ხდები, თავადაც იცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების წინაშე გიწევს თამაში. თუმცა თავდაჯერება არაა რაღაც, რასაც უბრალოდ ადგები და ქუჩიდან აიღებ. ეს ნელ-ნელა უნდა გამოიმუშავო, შენი თამაშებითა და ვარჯიშებით. იმედი მაქვს, რომ "კარდიფთან" ჩატარებული მატჩი ფეხბურთელებს მეტ რწმენას შემატებს. ვფიქრობ, ყველა მოუთმენლად ელოდება შემდეგ მატჩს."

კრიტიკოსებთან გამკლავება

"არ ინერვიულოთ, გარი ნევილი ყოველთვის მკაცრად იქნება ჩემ მიმართ განწყობილი. გასახდელში მის გვერდით 11 წელი ვიჯექი. ზუსტად ჩემ გვერდით იყო. თქვენ კარგად იცნობთ გარის, ის ილაპარაკებს და აქვს კიდევაც აზრის გამოთქმის უფლება. მე სხვისგან არაფრით განვსხვავდები. როდესაც ისეთ გუნდს წრთვნი, როგორიც "იუნაიტედია", დიდ პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე. თუმცა ჩემი მოვალეობა კრიტიკოსების გაჩუმება კი არა ფეხბურთელებისთვის საკუთარი საქმისგან სიამოვნების მისაღებად შესაბამისი გარემოს მინიჭებაა. ჩემი ძველი თანაგუნდელებისგან ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე. ყველა წარმატებას მისურვებდა და ყველა რჩევებს მაძლევდა. ალბათ, რაღაც პერიოდში ისინი გამაკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ ამაზე არ იღელვოთ."

შეტევა, შეტევა, შეტევა!

"კარდიფთან" მატჩის წინ, როცა ფეხბურთელებს ვესაუბრე, ყველა ერთად შევთანხმდით, რომ როცა ერთ გოლს გავიტანდით, მეორე გოლის გატანას ვეცდებოდით. როცა ორს - მესამესას. ესაა ამ კლუბის ბუნება. ყოველთვის უნდა შეუტიო. რა თქმა უნდა, ეს ყველა მატჩზე ვერ მოხდება. ყოველთვის ვერ შექმნი ისეთ შანსებს, როგორიც ჩვენ შაბათს გვქონდა. გასულ მატჩში ჩვენმა ტაქტიკამ ძალიან კარგად იმუშავა. გუნდში მყავს ისეთი შეტევის ხაზის ფეხბუთელები, როგორებიცაა ლინგარდი, რეშფორდი და პოგბა. რატომ არ უნდა გამოვიყენო ისინი? რატომ უნდა გავჩერდეთ? ჩემი აზრით, ამ სამეულთან გამკლავება არცერთ გუნდს არ ესურვება."

"მე უკვე ვესაუბრე სერ ალექსს და იმედი მაქვს, რომ მასთან ან ჩემთან მალე ერთად ჩაის დავლევთ და ცოტას ვისაუბრებთ. ის არის ჩემი ბოსი და თუკი ვინმე არსებობს ვისაც სათანადო რჩევის მოცემა შეუძლია ეს ისაა და არა ჩემი თანაგუნდელები."

"შემტევი ხასიათი "იუნაიტედის" მთელს ისტორიას წითელ ხაზად გასდევს. ეს არის ჩვენი ტრადიცია. ჩვენ ასე ვთამაშობთ. "კარდიფთან" გამართული მატჩი პასუხი იყო იმ კითხვაზე, თუ რა გვინდა ჩვენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Lalana
25 დეკემბერი 2018 20:38
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
JuanMata- მე მაინც იმედიანათ ვარ.დიდი მოლოდინები არც მე მაქვს მაგრამ როგოც შენ თქვი თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მხრივ ნამდვილად იმედიანად ვარ,მაგრამ ძალიან მინდა რამენაირად ოთხეულში შევიდეთ.აღარ მინდა ჩემპიონთა ლიგას მანჩესტერის გარეშე ვუყურო.
პირველი თამაშიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ ოლე მეტოქეს მაღალ პრესინგს სთავაზობს,ცდილობს მეტოქის ნახევარზევე განხორციელდეს ეს და ამიტომაც რაც შეიძლება მაღლა იწევენ ცენტრალური მცველებიც.ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის ის რომ ტყულად ბურთს არ აგორავებდნენ და ცდილობდნენ ეგრევე აგრესიულ შეტევაზე გადასულიყვნენ.რაც შეეხება ჰადერსფილდს ნამდვილად არ იქნება ადვილი მეტოქე,მათ უყვართ ბურთის ფლობაც და როგორც აღნიშნე ფლანგებიდან კარგ შეტევებს ახორციელებენ.საინტერესოა ოლე რას დაუპირისპირებს მათ,მაგრამ მე მაინც მაინტერესებს ტოპ გუნდებთან როგორი ტაქტიკით გავა და თუნდაც გვარდიოლას ან კლოპის დამარცხებას როგორ აპირებს.
0
№22
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2018 14:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ველით ჰადერსფილდთან ანალოგიურს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top