თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2018, 03:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2593,
კომენტარები: 22
"რჩევები ფერგისგან და არა თანაგუნდელებისგან"
ოლე გუნარი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება
ოლე გუნარმა "ჰადერსფილდთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით, "ოლდ ტრაფორდზე" ემოციური საღამო ელის.

ლეგენდარულმა ფორვარდმა "იუნაიტედის" მწრთვნელის კარიერა იდეალურად დაიწყო. ახლა კი ერთი სული აქვს როდის დაუბრუნდება "ოლდ ტრაფორდს".

"იუნაიტედის" წაძღოლა "ოლდ ტრაფორდზე"

"რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ ემოციები შეიკავო. მე იქ საქმის გასაკეთებლად ვარ, მაქსიმალური კონცენტრირება უნდა მოვახდინო. ვიცი, რომ მარტივი დღე არ იქნება, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოთხშაბათი. ვფიქრობ, ბიჭებიც ჩემს დღეში არიან - უხარიათ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში. ესაა მთავარი. ყოველთვის უნდა გსურდეს შენს სახლში თამაში. ეს ყველაზე განსაკუთრებული შეგრძნება იქნება. ფეხბურთელები თავად ადგენენ სტანდარტებს. მოთამაშეები, რომლებიც ამ კლუბისთვის თამაშობენ, თავადვე ცდილობენ, რომ მაღალ სტანდარტებს მისდიონ. ჩვენ "კარდიფთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შეცდომები უნდა გავიაზროთ და გამოვასწოროთ. შეგვიძლია, რომ უკეთესები ვიყოთ. ერთმანეთს უკეთ გავუგებთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება."

"რჩევები ფერგისგან და არა თანაგუნდელებისგან"


წითელი არმია
"ისინი საუკეთესო გულშემატკივრები არიან მსოფლიოში. მე კლუბთან ჩემი საკუთარი ისტორია მაკავშირებს. საოცარი შეგრძნება იყო სტადიონზე ბანერის დანახვა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ხუთი თვე იმდენად კარგი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, რომ როცა სხვა დაიკავებს ჩემს ადგილს ჩემი სახელის სკანირებას არ შეწყვეტენ."

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი ხდები, თავადაც იცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრების წინაშე გიწევს თამაში. თუმცა თავდაჯერება არაა რაღაც, რასაც უბრალოდ ადგები და ქუჩიდან აიღებ. ეს ნელ-ნელა უნდა გამოიმუშავო, შენი თამაშებითა და ვარჯიშებით. იმედი მაქვს, რომ "კარდიფთან" ჩატარებული მატჩი ფეხბურთელებს მეტ რწმენას შემატებს. ვფიქრობ, ყველა მოუთმენლად ელოდება შემდეგ მატჩს."

კრიტიკოსებთან გამკლავება

"არ ინერვიულოთ, გარი ნევილი ყოველთვის მკაცრად იქნება ჩემ მიმართ განწყობილი. გასახდელში მის გვერდით 11 წელი ვიჯექი. ზუსტად ჩემ გვერდით იყო. თქვენ კარგად იცნობთ გარის, ის ილაპარაკებს და აქვს კიდევაც აზრის გამოთქმის უფლება. მე სხვისგან არაფრით განვსხვავდები. როდესაც ისეთ გუნდს წრთვნი, როგორიც "იუნაიტედია", დიდ პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე. თუმცა ჩემი მოვალეობა კრიტიკოსების გაჩუმება კი არა ფეხბურთელებისთვის საკუთარი საქმისგან სიამოვნების მისაღებად შესაბამისი გარემოს მინიჭებაა. ჩემი ძველი თანაგუნდელებისგან ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე. ყველა წარმატებას მისურვებდა და ყველა რჩევებს მაძლევდა. ალბათ, რაღაც პერიოდში ისინი გამაკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ ამაზე არ იღელვოთ."

შეტევა, შეტევა, შეტევა!

"კარდიფთან" მატჩის წინ, როცა ფეხბურთელებს ვესაუბრე, ყველა ერთად შევთანხმდით, რომ როცა ერთ გოლს გავიტანდით, მეორე გოლის გატანას ვეცდებოდით. როცა ორს - მესამესას. ესაა ამ კლუბის ბუნება. ყოველთვის უნდა შეუტიო. რა თქმა უნდა, ეს ყველა მატჩზე ვერ მოხდება. ყოველთვის ვერ შექმნი ისეთ შანსებს, როგორიც ჩვენ შაბათს გვქონდა. გასულ მატჩში ჩვენმა ტაქტიკამ ძალიან კარგად იმუშავა. გუნდში მყავს ისეთი შეტევის ხაზის ფეხბუთელები, როგორებიცაა ლინგარდი, რეშფორდი და პოგბა. რატომ არ უნდა გამოვიყენო ისინი? რატომ უნდა გავჩერდეთ? ჩემი აზრით, ამ სამეულთან გამკლავება არცერთ გუნდს არ ესურვება."

"მე უკვე ვესაუბრე სერ ალექსს და იმედი მაქვს, რომ მასთან ან ჩემთან მალე ერთად ჩაის დავლევთ და ცოტას ვისაუბრებთ. ის არის ჩემი ბოსი და თუკი ვინმე არსებობს ვისაც სათანადო რჩევის მოცემა შეუძლია ეს ისაა და არა ჩემი თანაგუნდელები."

"შემტევი ხასიათი "იუნაიტედის" მთელს ისტორიას წითელ ხაზად გასდევს. ეს არის ჩვენი ტრადიცია. ჩვენ ასე ვთამაშობთ. "კარდიფთან" გამართული მატჩი პასუხი იყო იმ კითხვაზე, თუ რა გვინდა ჩვენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Ole__boss
25 დეკემბერი 2018 14:36
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Lalana
პირველ რიგში მინდა გარი ნევილის კომენტარს გამოვეხმაურო,თითქოს მიულოცა ოლეს მაგრამ ამავდროულად იგრძნობოდა რაღაც ბოღმის მარცვალიც რომელიც მის კომენტარში გამოიკვეთა.რაც შეეხება თვით ოლეს შესანიშნავი ადამიანი ჩანს.დადებითი პიროვნება და რაც მთავარია ფერგის ჰგავს ძალიან.შეიძლება თამაშები მოვიგოთ მაგრამ თუ ხარისხი არ იყო ამ მოგებაში დარწმუნებული ვარ ფერგივით აღნიშნავს ამას.მომწონს მისი მიდგომები და დარწმუნებული ვარ ბიჭებს განავითარებს კიდეც ამ ტაქტიკაში.ასევე ცოტა უმნიშვნელო მატჩებში თუ გამოიყენებს ახალგაზრდებს და მისცემს დროს ესეც დიდი პლიუსი იქნება.ყველაზე მეტად კი მჯერა რომ არ ეყოლება გამორჩეული ვინმე რომელიც დავალებას ვერ ასრულებს მაგრამ სიმპატიებიდან გამომინარე მაინც სასტარტოში აყენებს.ვიცი ვინც დაიმახურებს ის მოხვდება კიდვაც შემადგენლობაში.



ნევილი არის ჩათლახი ბოღმიანი, შურს რომ თავად ვერ შედგა როგორც მწვრთნელი და ახლა ისვრის ფრთიან ფრაზებს :@ ეგ &&^@@
0
№12
ავტორი: Lalana
25 დეკემბერი 2018 14:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Ole__boss-ზუსტად,სწორად აღნიშნე ის ვერ შედგა როგორც მწვრთნელი და ალბათ იმის გამოც არის გაბრაზებული რომ მანჩესტერი არ იყო მისი მწვრთნელობით დაინტერესებული და მას ოლე არჩიეს.სოლსკაიერში ყველაზე მეტად მისი დადებითი ემოციბი მომწონს და არ არის ისეთი ტიპაჟი რომელთანაც ურთიერთობა დაგეძაბება.
0
№13
ავტორი: giorgiginturi
25 დეკემბერი 2018 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ბიჭებო ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მესმის ყველასი, გენაცვალეთ ჯერ იმიტომ, რომ ამ კლუბის სიყვარულში ცხოვრობთ როგორც მე..
ჩემთვის მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს ეს კლუბი და მართლაც ყოველი დღის ნახევარი ამ სამყაროშია.
მოდი ნევილის დედაც მერე სოლსკიაერის, თუ ეს უბრალოდ ერთი ჩვეული გამარჯვებაა, რომელსაც მწვრთნელის გარეშეც შევძლებდით.
მოდი დაველოდოთ ნაადრევად ნუ დავასკვნით რამეს.
ესე მარტივი რომ არარის ამ კლუბის ფეხზე დაყენება ეს აშკარაა და არც მხოლოდ მოურინიოს ბრალი, აქ რაც ხდებოდა.. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ყოველი მატჩი ნებისმიერ გრანდთან ასე ლაღად ასე შეტევით უშიშრად ვხვდებოდეთ, მართლაც შეუძლია იუნაიტედს ნებისმიერი კლუბის დამარცხება და ამას ხმამაღლაც ვიტყვი... მათ შორის ,,პსჟ,,
მახსოვს ფერგიუსონის დროს მახსოვს ვან დერ საარი, თითქმის ყველა თამაშში გოლს უშვებდა მარა მინიმუმ სამს იტანდა და არ აგებდა გვსიამოვნებდა თამაშის ყურება, იმედია ამ ბიჭებისგან არანაკლები 2008_წლის, იუნაიტედი დადგება...პოტენციალი აშკარად გვაქვს ძალიან მაღალი დონეა რეში, მარსიალი, პოგბა, მატა სანშესიც რომელუც.
რომლებიც უშუალოდ გოლებში უნდა მონაწილეობდნენ, მაგრააამ......
ჩვენ პრობლემა შიდა სამზარეულოშიც გვაქვს და ამას იმედია ვხვდებით ... და ჟოზე არიყო მთავარი მუწუკი ამ პრობლემის!!!
აქ ყველაფერი ერთმანეთზეა აკინძული და საბოლოოდ აისახება თამაშის ხარისხზეც და ურთიერთობაშიც..
0
№14
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Magrad unda gadavurbinot xval
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
25 დეკემბერი 2018 17:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მე ბოდიში არ მქონდა ორიგინალში წანაკიტხი რა თქვა ოლემ.ახლა რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას.თამაშამდე ვფიქრობდი რომელი ჯობია რო ნელ მელა ვუნატოთ თუ პირველივე თამაშში პროგრესი ვიგრძნოთთქო და მაინც ვერ მივიღე ჩემ თავთან პასუხი.ახლაც იგივე განცდა მაქვს.არ მინდა ეს უბრალოდ ფეხბურთელების მონდომებით მიღწეული შედეგი აღმოჩნდეს რადგანაც ენთუზიაზმი მალე უფერულდება და მერე ისევ რუტინა ხდება და უსაფუძვლობის შემთხვევაში ისევ მოურინიოს მანჩესტერს იღებ.აი ამის მეშინია ყველაზე მეტად.შემდეგი თამაშები ახლო ახლოა და ბევრი რამ გამოჩნდება თან სუსტი მეტოქეებია.

Kobinio ძმა ახლაც ერთ აზრზე ვართ დამერწმუნე.მე უბრალოდ არ მინდა რაღაც სტიგმატიზება მოხდეს და დაყოფა სასტავის აქაურები და ცამოთრეულების პრინციპით.პირველი ეფექტი იყო და მინდა ეს არ იყოს ახალი ცოცხის ეფექტი,მინდა იყოს გააზრებული და სტანდარტად ქცეული სტილი.მე არ ვიცი ასე თუ გააგრძელებს ლუკაკუს და პოგბას რას უზამს.ზოგადად ძაან ბევრი კითხვაა.მე პირადად მივესალმები ამ ორის სარფიანად გაყიდვას და სწრაფი ფეხბურთელების ყიდვას
0
№16
ავტორი: Malboro463
25 დეკემბერი 2018 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კაროჩე აქაც დავწერ რა წინა სტატიების სათქმელსაც
ჯერ პირველ რიგში ნევილის დდშვ არც ფეხბურთელად ვარგოდა და არც მწვრთვნელად ივარგა
მერე მეორეც გუშინ არ დაუწყია მუშაობა ვინმეს რჩევები რომ ჭირდებოდეს თავისი სტილი უნდა შეიმუშაოს და მისი კარიერა მან წარმართოს
ფელანი კერიკის სახით ყავს დამხამრები მეტი მრჩეველი არ ჭირდება მთავარ მწვრთვნელს პრეზიდენტი ხომარა. რაც მეტი ხალხი ჩაერევა მით უფრო დე და ეტირება გუნდს თუ არ შეუძლია თქვას და წავიდეს. და კიდე ლინგარდის შემტევი თამაშს შევე ცი და მაგის მაღალ კლასში კიდე. დაველოდოთ დანარჩენ თამაშებს და ვნახოთ ტაქტიკურად რა შეულია
ჯერჯერობოთ რაც ვნახეთ ისა რომ შენტევ ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია.
0
№17
ავტორი: Lalana
25 დეკემბერი 2018 18:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
Malboro463-ყველაფერი რთულ მეტოქეებთან გამოჩნდება.იქ საკმარსი არ იქნება მოტოვაცია და შემართება,რადგან მასეთ თამაშებში სწორი სტრატეგიის შერჩევაა საჭირო და ტაქტიკურად უნდა შევძლოთ მეტოქეზე გაარჯვებ,ამიტომ ყველაფერი დეტალურად ოთხეულის გუნდბთან გამოჩნდება თუ რა შესაძლებლობა აქვს ტაქტიკური თვალსაზრისით ოლეს.
0
№18
ავტორი: JuanMata
25 დეკემბერი 2018 19:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
Malboro463-ყველაფერი რთულ მეტოქეებთან გამოჩნდება.იქ საკმარსი არ იქნება მოტოვაცია და შემართება,რადგან მასეთ თამაშებში სწორი სტრატეგიის შერჩევაა საჭირო და ტაქტიკურად უნდა შევძლოთ მეტოქეზე გაარჯვებ,ამიტომ ყველაფერი დეტალურად ოთხეულის გუნდბთან გამოჩნდება თუ რა შესაძლებლობა აქვს ტაქტიკური თვალსაზრისით ოლეს.


მემგონი ჰადერსფილდთანაც გამოჩნდება, ეგენი ფლანგებიდან კარგად უტევენ, იგივე ტაქტიკით გაუჭირდება.
მაგრამ დიდად იმედებს ამ სეზონზე მე არ ვამყარებ, უბრალოდ მინდა კარგი და შემტევი ფეხბურთი ვნახო მანჩესტერის შესრულებით. სადღაც დავკარგავთ უაზროდ ქულებს, სადღაც მოვიგებთ. მაგრამ მინდა, რომ მატჩებში იგრძნობოდეს შემართება, შეტევის სურვილი და 2-1-ზე 10 კაციან ლესტერთან არ ჩავჯდეთ დაცვაში, კუთხურის ალამთან რომ დრო გაყავთ და უაზროდ იშორებენ ბურთს, როგორმე 90-ე წუთამდე მიიყვანონ.

ამ სეზონის მერე მგონია რომ გაუშვებენ ოლეს მაინც.
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
25 დეკემბერი 2018 19:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
JuanMata მეც მგონია რომ თუ რამე სასწაული არ ქნა მაინც გაუშვებენ მაგრამ აქ ვერ ვხედავ ზუსტად აზრს.თუ დატოვებას არ ფიქრობენ მაშინ დროის გასაყვანად მოიყვანეს?ან არ ჯობდა იმას ჩაებარებინა გუნდი ახლავე გუნდი ვისზეც ფიქრობენ?ან რამდენჯერ უნდა მოერგონ ეს ფეხბურთელებიც ამდენ სხვადასხვა ტრენერს 6 თვეში

ერთადერთი რაც ვიცით საითკენაც მიდის არის მაღალი პრესინგი და თუ ფიზიკა გაუქაჩავთ ეგ კარგია და ამას ვიძახდით აქ სულ.რეალურად ახლა ვთამაშობთ შარშან რო ლივერპული თამაშობდა ისე მაღალი პრესინგი და კონტრზე სწრაფად გადასვლა
0
№20
ავტორი: kobinio
25 დეკემბერი 2018 19:40
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
JuanMata მეც მგონია რომ თუ რამე სასწაული არ ქნა მაინც გაუშვებენ მაგრამ აქ ვერ ვხედავ ზუსტად აზრს.თუ დატოვებას არ ფიქრობენ მაშინ დროის გასაყვანად მოიყვანეს?ან არ ჯობდა იმას ჩაებარებინა გუნდი ახლავე გუნდი ვისზეც ფიქრობენ?ან რამდენჯერ უნდა მოერგონ ეს ფეხბურთელებიც ამდენ სხვადასხვა ტრენერს 6 თვეში

ერთადერთი რაც ვიცით საითკენაც მიდის არის მაღალი პრესინგი და თუ ფიზიკა გაუქაჩავთ ეგ კარგია და ამას ვიძახდით აქ სულ.რეალურად ახლა ვთამაშობთ შარშან რო ლივერპული თამაშობდა ისე მაღალი პრესინგი და კონტრზე სწრაფად გადასვლა

ფერგიმ პაჩეტინო ურჩია და სერიოზული მოლაპარაკება მიდის რომ წამოვიდეს მანიუში მარა ტოტენჰემიც აღარაა მეექვსე მეშვიდე ადგილოსანი გუნდი და ისიც ასე უცებ ვერ მოვიდოდა.ოლეს მთავარი დავალება ოთხეულში დაბრუნებაა და მეტს ამისგან არც ითხოვენ და არც ეოდებიან ალბათ.წელს პაჩეტინოსაც ეწურება თუ არ ვცდები კონტრაკტი და წელს კიდე უტრანსფეროდ ისე დატოვეს მეგონა უშვებდნენ გინდიდან.ალბათ ზაფხულში გადაწყდება მოვა პაჩეტინო თუ არა.ისე მგლების მწვრთნელსაც არაუშავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top