თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2013, 21:09
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2280,
კომენტარები: 23
პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
პოგბა: "შესაძლოა ფერგიუსონი ჩემს გაშვებას ნანობს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ აღარ ვფიქრობ."
პოგბამ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ კლუბის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ახლა უკვე „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სერ ალექს ფერგუსონს ადანაშაულებს და მთავარ მიზეზადაც მას ასახელებს. პოგბას თქმით, ფერგიუსონი მას მაშინაც არ ათამაშებდა, როცა გუნდის ნახევარმცველების ნაწილს ტრავმები აწუხებდათ, ნაწილი კი სათამაშო ფორმაში არ იყვნენ. პოლმა ასევე აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე პოლ სქოულზის საფეხბურთო კარიერის განახლებამაც იმოქმედა.
„ყველაფრი ფერგიუსონის გამო მოხდა. კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ მინდოდა, რადგან ფერგიუსონი არ მათამაშებდა მაშინაც კი, როცა ნახევარმცველები ტრავმირებულები იყვნენ. ის აშკარად ფიქრობდა, რომ მე არ ვიმსახურებდი კონტრაქტის იმ პირობებს, რომელსაც ვითხოვდი. გუნდში არც ისე ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი იყო ფორმაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერ ვხვდებოდი.
„იუნაიტედს“ ჩემი მსგავსი ფეხბურთელები არ ჰყავს, ეს უბრალოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, მე კი მას ვერაფერს მოვუხერხებდი. მას რამდენიმეჯერ პირადად ვესაუბრე და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ფერგუსონს ვუთხარი: „თუ არ ვითამაშებ, ვერანაირ გამოცდილებას ვერ მივიღებ და გუნდიდან წასვლა მომიწევს.“ მე მხოლოდ თასის რამოდენიმე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, მან კონტრაქტი არ შემომთავაზა და წასვლის ნება მომცა.“
- განაცხადა პოგბამ The Sun-თან საუბრისას.
პოგბამ სერ ალექსს სთხოვა, რომ მისთვის ისეთივე შანსები მიეცა, როგორიც რაიან გიგზს და პოლ სქოულზს თავის დროზე მისცა. პოგბა მიხვდა, რომ მისი „მანჩესტერული“ კარიერა მალე დასრულდებოდა, როცა პოლ სქოულზმა ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
“როცა პოლ სქოულზის ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე გავიგე გამიხარდა, ის ხომ ლეგენდაა, მაგრამ ამავდროულად მივხვდი, რომ ეს ჩემთვის დასასრული იყო. მწვრთნელი ფიქრობდა, რომ სქოულზს უნდა ეთამაშა და არა მე - სწორედ ამის შემდეგ მომიწია კლუბის დატოვება.
შეიძლება ფერგიუსონი ახლა ამას ნანობს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ აღარ ვფიქრობ. „მანჩესტერის“ დატოვებასაც საერთოდ არ ვნანობ.“
- დაასრულა პოგბამ.
19 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსში“ ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან მოედანზე 7-ჯერ სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
23 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
9 თებერვალი 2013 21:12
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ის აშკარად ფიქრობდა, რომ მე არ ვიმსახურებდი კონტრაქტის იმ პირობებს, რომელსაც ვითხოვდი.

შეიძლება ფერგიუსონი ახლა ამას ნანობს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ აღარ ვფიქრობ. „მანჩესტერის“ დატოვებასაც საერთოდ არ ვნანობ.“

დარწმუნებული ვარ არც ფერგიუსონი ნანობს. არ უყვარს ამაყი და მომთხოვნი ფეხბურთელები, მწვრთნელი უნდა ითხოვდეს ფეხბურთელისგან და არა პირიქით. დათანხმებოდა იმ კონტრაქტზე რაც შესთავაზეს, დარჩებოდა და შრომა არ დაეკარგებოდა პირობები მალე გაუუმჯობესდებოდა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: Red Hooligan
9 თებერვალი 2013 21:18
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
...RooNeY...FaN...,
როდესაც ესეთი ტალანტი იზრდება მწვრთნელი ცოტა დათმობაზე უნდა წავიდეს. ფერგიც კი. მე ვფიქრობ, რო არ უნდა გაგვეშვა ეს. ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: Z A C K™
9 თებერვალი 2013 21:19
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ეს ბალოტელიზე უარესია პაუელი მირჩევნია ბევრად ამ არარაობას:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: VaRdo
9 თებერვალი 2013 21:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
პოგბა ნუ გამომიხვედი უმწეო არსება რა : )) ეგდე მაგ იტალიაში და ვინ მოიგებს მაგასაც ვნახავთ : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: BERDI
9 თებერვალი 2013 21:19
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მანჩესტერისთვის ცუდი არაფერი არ გაუკეთებია მაგრამ რაგაცით ტევეზს მაგონებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: UTD-Rule
9 თებერვალი 2013 21:34
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წელს ნამდვილად ვერ გაქაჩავდა მანჩესტერში!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Roy Keane07
9 თებერვალი 2013 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
fergi yovelTvis zrunavda azal talantebze da amastan ra mouvida neta?
0
№8
ავტორი: Mpua_
9 თებერვალი 2013 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
პრინციპში მართალსაც ამბობს feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ like_ რა !
№9
ავტორი: Beckham 7
9 თებერვალი 2013 22:03
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
არასდროს არ მევასებოდა და არც დამევასება რა გოლებიც არ უნდა გაიტანოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№10
ავტორი: Malboro463
9 თებერვალი 2013 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რაღაც რაღაცებში ვეთანხმები

რეზერვებში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. და პაუელს ნაღდად ჯობია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top