თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2013, 21:09
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2285,
კომენტარები: 23
პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
პოგბა: "შესაძლოა ფერგიუსონი ჩემს გაშვებას ნანობს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ აღარ ვფიქრობ."
პოგბამ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ კლუბის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ახლა უკვე „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სერ ალექს ფერგუსონს ადანაშაულებს და მთავარ მიზეზადაც მას ასახელებს. პოგბას თქმით, ფერგიუსონი მას მაშინაც არ ათამაშებდა, როცა გუნდის ნახევარმცველების ნაწილს ტრავმები აწუხებდათ, ნაწილი კი სათამაშო ფორმაში არ იყვნენ. პოლმა ასევე აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე პოლ სქოულზის საფეხბურთო კარიერის განახლებამაც იმოქმედა.
„ყველაფრი ფერგიუსონის გამო მოხდა. კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ მინდოდა, რადგან ფერგიუსონი არ მათამაშებდა მაშინაც კი, როცა ნახევარმცველები ტრავმირებულები იყვნენ. ის აშკარად ფიქრობდა, რომ მე არ ვიმსახურებდი კონტრაქტის იმ პირობებს, რომელსაც ვითხოვდი. გუნდში არც ისე ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი იყო ფორმაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერ ვხვდებოდი.
„იუნაიტედს“ ჩემი მსგავსი ფეხბურთელები არ ჰყავს, ეს უბრალოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, მე კი მას ვერაფერს მოვუხერხებდი. მას რამდენიმეჯერ პირადად ვესაუბრე და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ფერგუსონს ვუთხარი: „თუ არ ვითამაშებ, ვერანაირ გამოცდილებას ვერ მივიღებ და გუნდიდან წასვლა მომიწევს.“ მე მხოლოდ თასის რამოდენიმე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, მან კონტრაქტი არ შემომთავაზა და წასვლის ნება მომცა.“
- განაცხადა პოგბამ The Sun-თან საუბრისას.
პოგბამ სერ ალექსს სთხოვა, რომ მისთვის ისეთივე შანსები მიეცა, როგორიც რაიან გიგზს და პოლ სქოულზს თავის დროზე მისცა. პოგბა მიხვდა, რომ მისი „მანჩესტერული“ კარიერა მალე დასრულდებოდა, როცა პოლ სქოულზმა ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
“როცა პოლ სქოულზის ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე გავიგე გამიხარდა, ის ხომ ლეგენდაა, მაგრამ ამავდროულად მივხვდი, რომ ეს ჩემთვის დასასრული იყო. მწვრთნელი ფიქრობდა, რომ სქოულზს უნდა ეთამაშა და არა მე - სწორედ ამის შემდეგ მომიწია კლუბის დატოვება.
შეიძლება ფერგიუსონი ახლა ამას ნანობს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ აღარ ვფიქრობ. „მანჩესტერის“ დატოვებასაც საერთოდ არ ვნანობ.“
- დაასრულა პოგბამ.
19 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსში“ ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან მოედანზე 7-ჯერ სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
23 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
9 თებერვალი 2013 22:08
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: Red Hooligan
როდესაც ესეთი ტალანტი იზრდება მწვრთნელი ცოტა დათმობაზე უნდა წავიდეს. ფერგიც კი. მე ვფიქრობ, რო არ უნდა გაგვეშვა ეს. ))

ფერგიუსონის ხასიათში კარგად იცი ეგ რომ არ შედის. გიგზი, სქოულზი, ბექჰემი, ნევილი - უახლოესი წარსულიდან ეს ლეგენდები ავიღოთ, პოგბაზე ნაკლები ტალანტები იყვნენ? დათმობაზე წავიდნენ მანჩინი და ანჩელოტი თავის შეიხებიანათ, ეს იუნაიტედია გახდები ამაყი, მომთხოვნი, მწვრთნელი შეგამჩნევს რომ მარტო ფულისთვის თამაშობ და გაიზიარებ პოგბას ბედს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№12
ავტორი: captain
9 თებერვალი 2013 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
არ დაიტოვა ფერგიმ და ვსიო, ესეც გამომივიდა სქოულზი
0
№13
ავტორი: I_K_A
9 თებერვალი 2013 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
რაც არ უნდა იყოს მაინც გული მწყდება ამ ფეხბურთელზე )))))
0
№14
ავტორი: giochinio
9 თებერვალი 2013 22:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ამ საიტის ადმინისტრატორმა დამამატოს სკაიპში giorgi-xorava...an damiweros Tavisi skaipi საქმე მაქვს
0
№15
ავტორი: APeX
9 თებერვალი 2013 22:35
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
წაი ბიძია წაშავდი აქედან რა
0
№16
ავტორი: Luka Gelashvili
9 თებერვალი 2013 22:56
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
უკეთესები გვყავს სქოულზი გვეზრდება იგერ პოუელი და კიდე ენრიკესი დაბრუნდება კიდე ზაჰა და რავი :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№17
ავტორი: Gvene
9 თებერვალი 2013 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ამას რაღა ჩემი სირჩუკა უნდა რა ! ბაბუმ გააგდო და ვსიო
0
№18
ავტორი: Amanda Seyfried
9 თებერვალი 2013 23:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ეს ნაძირალა ნახეთ რა
0
№19
ავტორი: Giorgi Kuloshvili
9 თებერვალი 2013 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
ეს არ უნდა გაგვეშვა მაგარი კაცია ეს მაგრა თამაშობს
0
№20
ავტორი: Red Hooligan
9 თებერვალი 2013 23:42
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
...RooNeY...FaN...,
სწორედ მაგიტომ დავწერე "ფერგიც კი". ფერგის ყოველთვის უყვარდა ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი დაღვინება, მარა ამასთან რა მოუვიდა არვიცი. კაროჩე რაც იყო იყო. პოველი გვეზრდება და ესეც თუ არა ქლევეა ამის დედა ვატირე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top