თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2013, 21:09
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2285,
კომენტარები: 23
პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
პოგბა: "შესაძლოა ფერგიუსონი ჩემს გაშვებას ნანობს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ აღარ ვფიქრობ."
პოგბამ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ კლუბის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ახლა უკვე „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სერ ალექს ფერგუსონს ადანაშაულებს და მთავარ მიზეზადაც მას ასახელებს. პოგბას თქმით, ფერგიუსონი მას მაშინაც არ ათამაშებდა, როცა გუნდის ნახევარმცველების ნაწილს ტრავმები აწუხებდათ, ნაწილი კი სათამაშო ფორმაში არ იყვნენ. პოლმა ასევე აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე პოლ სქოულზის საფეხბურთო კარიერის განახლებამაც იმოქმედა.
„ყველაფრი ფერგიუსონის გამო მოხდა. კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ მინდოდა, რადგან ფერგიუსონი არ მათამაშებდა მაშინაც კი, როცა ნახევარმცველები ტრავმირებულები იყვნენ. ის აშკარად ფიქრობდა, რომ მე არ ვიმსახურებდი კონტრაქტის იმ პირობებს, რომელსაც ვითხოვდი. გუნდში არც ისე ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი იყო ფორმაში, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერ ვხვდებოდი.
„იუნაიტედს“ ჩემი მსგავსი ფეხბურთელები არ ჰყავს, ეს უბრალოდ მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, მე კი მას ვერაფერს მოვუხერხებდი. მას რამდენიმეჯერ პირადად ვესაუბრე და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ფერგუსონს ვუთხარი: „თუ არ ვითამაშებ, ვერანაირ გამოცდილებას ვერ მივიღებ და გუნდიდან წასვლა მომიწევს.“ მე მხოლოდ თასის რამოდენიმე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, მან კონტრაქტი არ შემომთავაზა და წასვლის ნება მომცა.“
- განაცხადა პოგბამ The Sun-თან საუბრისას.
პოგბამ სერ ალექსს სთხოვა, რომ მისთვის ისეთივე შანსები მიეცა, როგორიც რაიან გიგზს და პოლ სქოულზს თავის დროზე მისცა. პოგბა მიხვდა, რომ მისი „მანჩესტერული“ კარიერა მალე დასრულდებოდა, როცა პოლ სქოულზმა ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
“როცა პოლ სქოულზის ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე გავიგე გამიხარდა, ის ხომ ლეგენდაა, მაგრამ ამავდროულად მივხვდი, რომ ეს ჩემთვის დასასრული იყო. მწვრთნელი ფიქრობდა, რომ სქოულზს უნდა ეთამაშა და არა მე - სწორედ ამის შემდეგ მომიწია კლუბის დატოვება.
შეიძლება ფერგიუსონი ახლა ამას ნანობს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ აღარ ვფიქრობ. „მანჩესტერის“ დატოვებასაც საერთოდ არ ვნანობ.“
- დაასრულა პოგბამ.
19 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსში“ ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, აქედან მოედანზე 7-ჯერ სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Malboro463
9 თებერვალი 2013 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
№22
ავტორი: Shako Jones
10 თებერვალი 2013 13:31
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ჯაან ამაყი ხოარხარ
0
№23
ავტორი: buka oboladze
10 თებერვალი 2013 15:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჩემი აზრით არ უნდა გაგვეშვა ეს, ცოტახანში ნახავთ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი რომ დადგება მერე ყველას მოუნდება ამის დაბრუნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top