თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2018, 17:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1983,
კომენტარები: 24
მატჩის დღე: "ვესტ ჰემი" VS "იუნაიტედი"
"ჩაქუჩები" "წითელ ეშმაკებს" დაუპირისპირდებიან.
მატჩის დღე:
დღეს თბილისის დროით 22:45 სთ-ზე, პრემიერ ლიგის 37 - ე ტურის დარჩენილი შეხვედრა აიღებს სტარტს. "ოლიმპიკ სტადინზე" ერთმანეთს დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" და ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ამ წყვილებს შორის "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" დამაჯერებელი გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

"იუნაიტედმა" ბოლო შეხვედრა 4 მაისს "ბრაიტონის" წინააღმდეგ დათმო. თუმცა მეორე ადგილს ისევ მშვიდად იკავებს, მდევარი ახლა უკვე არა "ლივერპული" არამედ ლონდონის "ტოტენჰემი" გახდა. პოჩეტინოს გუნდთან სხვაობა ამ წუთისთვის კი სამ ქულას შეადგენს.

6 დღიანი დასვენების შემდეგ "წითლები" შეხვედრას დასვენებულ მდგომარეობაში ხვდებიან. მათი მთავარი საზრუნავი კი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება და ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვების მოპოვებაა.

გუნდის შემადგენლობას რაც შეეხება, რომელუ ლუკაკუ და მარუან ფელაინი ამ შეხვედრას გამოტოვებენ. ლაზარეტიდან დაბრუნებული ფილ ჯონსი და ალექსის სანჩესი კი სრულ მზადყოფნაში არიან.

რაც შეეხება დევიდ მოიესის "ვესტ ჰემს", ისინი პრემიერ ლიგის ცხრილში 15 - ე ადგილს 38 ქულით იკავებენ და მათემატიკურად უკვე გაინაღდეს შემდეგ სეზონშიც ქვეყნის უმაღლეს ტურნირში მონაწილეობის უფლება. მოგეხსენებათ მოიესი, აქამდე უკვე წვრთნიდა "იუნაიტედს" ამ მხრივაც საინტერესოა თუ რას შესთავაზებს თავის ყოფილ კლუბს სპეციალისტი.

ტრავმირებულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, განსხვავებით იუნაიტედისგან მოიესის ლაზარეთი შედარებით უფრო გადავსებულია. "ჩაქუჩების" რიგებიდან ვერ ჩაატარებს შეხვედრას ასევე ყოფილი "მანჩესტერელი" მექსიკელი ხავიერ ერნანდესი. (ჩიჩარიტო), ხოლო კიდევ ერთი ყოფილი ექს - "ოლდ ტრაფორდელი" პატრის ევრა მოიესის განკარგულებაში იქნება.

შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ უფრო "მანჩესტერელთა" მეკარე დავიდ დე ხეასთვის იქნება, რომელიც ახლოს არის კარიერაში პირველად ოქროს ხელთათმანის მოპოვებასთან. მის მდევარ "სიტის" მეკარე ედერსონ მოარეშმა გუშინდელ შეხვედრაში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. ედერსონის ანგარიშზე 16 მშრალდ შენახული მატჩია და პლიუს ამას ერთი სათადარიგო თამაში დარჩენილი, ხოლო დე ხეას ანგრიშზე 17 მშრალი მატჩი და დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით 2 სათადარიგო შეხვედრა. ასე, რომ კარის მშრალად შენახვის შემთხვევაში დე ხეა ოფიციალურად გხდება ოქროს ხელთათმანის მფლობელი.

შეხვედრას მთავარი არბიტრი ინგლისელი ჯონათან მოსი განსჯის.
სიახლეები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 მაი 2018 17:54
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ბაბუს ხათრით მოსაგები მატჩია. თორემ დე ხეას, რომ უკვე აქვს მოგებული ოქროს ხელთათმანი ამაზე არ ვნერვიულობ.
0
№2
ავტორი: LASHQARA
10 მაი 2018 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
უხვგოლიანი შეხვედრა იქნება, ესეთი მოლოდინი მაქ, ცხრილში ყველაფერი გადაწყვეტილია ორივე გუნდისთვის. love am
0
№3
ავტორი: gela-fergi
10 მაი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ბევრჯერ დავცერე და არავინ გამომეხმაურა სამცუხააროდ ვინც პესი იციტ კარგად დამეხმარედ რა ძმურად და კაი გრევი ჩემზე იყოს
0
№4
ავტორი: ikeoni
10 მაი 2018 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
dges fergis xatrit vigeebt
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
10 მაი 2018 21:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
რა სასტავია რა საინტერესოა მარცხნივ პოგბა თავდასხმაში ეგ რაღაც ახალია და სანჩესი ცენტრად
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 მაი 2018 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეორე არგილისთვის მოგებაა საჭირო
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
10 მაი 2018 21:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Dato kutaisi
რა სასტავია რა საინტერესოა მარცხნივ პოგბა თავდასხმაში ეგ რაღაც ახალია და სანჩესი ცენტრად

ფლეშსქორმა დააყენა ასე სასტავი კი გამიკვირდა რა უბედურებაათქო
0
№8
ავტორი: gogita1991
10 მაი 2018 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
სრული საშინელება, ლუკაკუ როგორ აკლია გუნდს
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
10 მაი 2018 22:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: gogita1991
სრული საშინელება, ლუკაკუ როგორ აკლია გუნდს

სიმართლე გითხრა ამ ტაიმში უფრო მეტი პოზიტივი დავინახე ვიდრე ბოლო 5-8 თამაშში.უფრო მეტი მოკლე პასია და სწრაფი რაც მთავარია.სანჩესი კარგია დღეს ბურთთან ურთიერთობაში.პოგბა ძაან ნელია და როდის უნდა მიხვდეს რომ არაა სულ კორპუსის დაყენება საჭირო და მარიაჟი და შეიძლება რო მარტივად გასცე პასი და ძიძგილაობაში არ შეხვიდე.უბრალოდ 9იანის გარეშე თამაშის პირობაზე ცუდი არ არის.მატიჩის გარეშე საყრდენი ზონაც არ გამოიყურება სუსტად

და ზოგადად 3-5-2 ძალიან კარგი წყობაა შესაბამისი განაპირა მცველების პირობებში.თან წინაც ჩნდება ადგილი მარსიალი რეშფორდისთვის

მე ახლა რო ვიყო ტრენერი მარსიალს შემოვიყვანდი პოგბას ნაცვლად და სანჩესს დავწევდი უკან

ან უფრო სწორი იქნებოდა ლინგარდის დაწევა
0
№10
ავტორი: JuanMata
10 მაი 2018 22:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თითქოს კარგად თამაშობენ, სწრაფად უტევენ, ფლანგებს ტვირთავენ, ყველა ფეხბურთელი ბევრს მოძრაობს, მაგრამ რაღაც აკლიათ. ერთიანობაში ორგანიზებული ცუდადაა.

სანჩესს და ერერას გამოვარჩევდი პირველ ტაიმში და პოგბას გამოვარჩევდი ცუდად, ძაან უაზრო რაღაცებს აკეთებს. ნუ დაცვაც ურევს, არნაუტოვიჩის გაჩერება უჭირთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top