თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2018, 17:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 24
მატჩის დღე: "ვესტ ჰემი" VS "იუნაიტედი"
"ჩაქუჩები" "წითელ ეშმაკებს" დაუპირისპირდებიან.
მატჩის დღე:
დღეს თბილისის დროით 22:45 სთ-ზე, პრემიერ ლიგის 37 - ე ტურის დარჩენილი შეხვედრა აიღებს სტარტს. "ოლიმპიკ სტადინზე" ერთმანეთს დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" და ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ამ წყვილებს შორის "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" დამაჯერებელი გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

"იუნაიტედმა" ბოლო შეხვედრა 4 მაისს "ბრაიტონის" წინააღმდეგ დათმო. თუმცა მეორე ადგილს ისევ მშვიდად იკავებს, მდევარი ახლა უკვე არა "ლივერპული" არამედ ლონდონის "ტოტენჰემი" გახდა. პოჩეტინოს გუნდთან სხვაობა ამ წუთისთვის კი სამ ქულას შეადგენს.

6 დღიანი დასვენების შემდეგ "წითლები" შეხვედრას დასვენებულ მდგომარეობაში ხვდებიან. მათი მთავარი საზრუნავი კი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება და ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვების მოპოვებაა.

გუნდის შემადგენლობას რაც შეეხება, რომელუ ლუკაკუ და მარუან ფელაინი ამ შეხვედრას გამოტოვებენ. ლაზარეტიდან დაბრუნებული ფილ ჯონსი და ალექსის სანჩესი კი სრულ მზადყოფნაში არიან.

რაც შეეხება დევიდ მოიესის "ვესტ ჰემს", ისინი პრემიერ ლიგის ცხრილში 15 - ე ადგილს 38 ქულით იკავებენ და მათემატიკურად უკვე გაინაღდეს შემდეგ სეზონშიც ქვეყნის უმაღლეს ტურნირში მონაწილეობის უფლება. მოგეხსენებათ მოიესი, აქამდე უკვე წვრთნიდა "იუნაიტედს" ამ მხრივაც საინტერესოა თუ რას შესთავაზებს თავის ყოფილ კლუბს სპეციალისტი.

ტრავმირებულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, განსხვავებით იუნაიტედისგან მოიესის ლაზარეთი შედარებით უფრო გადავსებულია. "ჩაქუჩების" რიგებიდან ვერ ჩაატარებს შეხვედრას ასევე ყოფილი "მანჩესტერელი" მექსიკელი ხავიერ ერნანდესი. (ჩიჩარიტო), ხოლო კიდევ ერთი ყოფილი ექს - "ოლდ ტრაფორდელი" პატრის ევრა მოიესის განკარგულებაში იქნება.

შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ უფრო "მანჩესტერელთა" მეკარე დავიდ დე ხეასთვის იქნება, რომელიც ახლოს არის კარიერაში პირველად ოქროს ხელთათმანის მოპოვებასთან. მის მდევარ "სიტის" მეკარე ედერსონ მოარეშმა გუშინდელ შეხვედრაში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. ედერსონის ანგარიშზე 16 მშრალდ შენახული მატჩია და პლიუს ამას ერთი სათადარიგო თამაში დარჩენილი, ხოლო დე ხეას ანგრიშზე 17 მშრალი მატჩი და დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით 2 სათადარიგო შეხვედრა. ასე, რომ კარის მშრალად შენახვის შემთხვევაში დე ხეა ოფიციალურად გხდება ოქროს ხელთათმანის მფლობელი.

შეხვედრას მთავარი არბიტრი ინგლისელი ჯონათან მოსი განსჯის.
სიახლეები
24 კომენტარი
№11
ავტორი: gogita1991
10 მაი 2018 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მე პირადად ვერ ვხვდები ამ თამაშში რა მოგეწონათ
0
№12
ავტორი: Paulscholes1
10 მაი 2018 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Sircxvili kidev erti.etqi fergis sapativcemulod girseul tamashs achvenebdnen da moigebdnen mara es ra vnaxe? Chxubi uxeshoba da kidev erti chmori tamashi arada arafers wyvetda es tamashi mara am chmorma mwvrtnelma kide daamtkica to qveshajviaa. Mrcxvenia es rom manius mwvrtnelia fuu bliad
0
№13
ავტორი: gogita1991
10 მაი 2018 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
არანაირი ფანტაზია მეორე თამაშია გოლი ვერ გაგვაქ
0
№14
ავტორი: men1me
10 მაი 2018 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
არ ვიცი ბიჭებო მარა ამ პოგბაზე აწყობილი გუნდი მოვ....*** მე.ტიპი არი პიტალო.10 თამაშში ერთს გაიფაფხურებს და არიაქა აიყვანენ ხოლმე ქებით ცაში.ტიპმა პასი ვერ გააკეთა და 10 დან 8 ჯერ ბურთი დაკარგა,ამ თამაშშიც შეზღუდულია?
0
№15
ავტორი: VALERI.s
10 მაი 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
შემოვიდნენ ფრეზე ითამაშეს გაიმუტლნენ წავიდნენ. საოცარი ტაქტიკოსია მოურინიო!
0
№16
ავტორი: Lasha.s
10 მაი 2018 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მეორე ადგილი გარანტირებული აქვს მართალია დღეს ფრე დამთავრდა რადგან გუნდა აკლდა დალაგება
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
10 მაი 2018 23:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ეხ რა იმედი მქონდა რომ მეორე ტაიმში ის დალაგდებოდა რაც პირველ ტაიმში გამოსდიოდათდა მოკლეპასიან სწრაფ თამაშს გავაგრძელებდით და ჩამიჯვეს ხასიათში.პირველ ტაიმში კიდეც დავწერე რო იყო პოზიტიური რისი დანახვაც შეიძლებოდა მარა მეორე ტაიმსი გაატანეს წყალს ყველაფერი.ეს პოგბა თუ ისაა ვინც ამ გუნდის ლიდერი უნდა იყოს კიდევ და გამოდის მომავალი ვაფშე აღარ გვქონია.დამღალა პოგბას ყურებამ.აი ნერვები დამაგლიჯა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.რა უნდა ამ კაცს მე ვერ ვხვდები და თუ ვინმე ხვდებით მეც გამარკვიეთ პღონდ ის არ მითხრათ ახლა იქ არ ათამაშებს სადაც უყვარსო რა.შეტევაში აგდია უკვე მესამე თამაშია და გრამი სედეგი ვერ მოაქვს.მაგარი თავდაჯერებული აყუდებული კვეეცხია რა.აი დღეს ვაკვირდებოდი.როგორც კი შეტევა სწრაფად უნდა განვითარდეს და ამ ყველაფერი სწრაფი მოძრაობა სწრაფი პასი უნდა აი მაკტომინაი ერერა ლინდელოფიც კი სწრაფად აკეთებდნენ ეს კი ტემპს კლავს და ამას პირველად არ ვხედავ.სანამ არ იჭიდავებს კარგად მანამდე პასს არ იძლევა მერე კიდე უნდა ყველა შეხებაზე ჯარიმა დაუდონ და ეგ ეგრე არ გამოდის.სწრაფი შეტევა სწრაფი გადაწყვეტილებებით ხდება და არა ასე ბრიქაობით.მძიმე ნახევარდაცვა გვყავს რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს სიმართლე.დღეს მატიჩი არ იყო არადა პოგბას ნაცვლად მატიჩი რო ყოფილიყო უფრო უკეთესი იქნებოდა.ვერ ვხვდები კიდევ სანჩესის მოყვანის მუღამს.თუ ასეთი სტილის ფეხბურთელი მოგყავს რომელსაც ბურთის თრევა შეუძლია ამ დეოს მის ირგვლივ სწრაფი გამთამაშებლები არ უნდა ყავდეს?აი მარტო დაათრევდა ბურთს და რა მერე გახსნილი სრავინ და იძულებული იყო შემობეუნებულიყო და დალოდებოდა ამასობაში კი ტემპი უსაშველოდ ვარდება.მოკლედ დღეს გამოვარჩევდი სანჩესს,ჯონსს,მაკტომინაის და ლინდელოფს

ციტატა: men1me
არ ვიცი ბიჭებო მარა ამ პოგბაზე აწყობილი გუნდი მოვ....*** მე.ტიპი არი პიტალო.10 თამაშში ერთს გაიფაფხურებს და არიაქა აიყვანენ ხოლმე ქებით ცაში.ტიპმა პასი ვერ გააკეთა და 10 დან 8 ჯერ ბურთი დაკარგა,ამ თამაშშიც შეზღუდულია?

და ამ კაცის წასვლით ტრაგედიას რატო ხედავენ მე ვერ ვხვდები.მაკტომიანი უფრო პროდუქტიულია როცა თამაშობს ვიდრე ეს.ეს თუ მომავალია გუნდის და მაშინ მომავალი არ გვქონია
0
№18
ავტორი: Svanchester
10 მაი 2018 23:52
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
რა სტილითაც ათამაშებს გუნდს იმ სტილს ვხედავთ ყოველ თამაშში. სანჩესის ერთი მიკვირს რო, ძაან ყველგან არის ტიპი აი ძაან, ასეც არ შეიძლება იყავი იქ სადაც საჭიროა რომ იყო ამხელა სტადიონზე ყველგან სირბილით რა რეზულტატი უნდა დადო. ლინგარდი და მაკტომინი რო ცდილობენ კარში დარტყმას და სანჩესი იშვიათად აი იქ გვაქ სერიოზული პრობლემები. სანჩესმა აგრესია სულ დაკარგა შრომისმოყვარეა მაგრამ ესეც არ შეიძლება კარებისკენ უნდა დაიგეშოს ცოტა. 7 ნომერი აცვია და არ შეშვენის ეს თამაში. მეტი აგრესია კარებისკენ. ერთ მომენტში მაკტომინის შეეძლო საჰაერო პასით რეშფორდის ერთი ერთზე დატოვება მაგრამ აკლია კლასიჯერ ამ ბიჭს, რეში შერბოდა და საჭირო იყო გამოზომილი ბურთის ჩაგდება და სერიოზულ ხიფათს შექმნიდა რეში მაგრამ ამან ვალენსიას მიუგორა პასი. რეშფორდი ვადფშე ვერ გამოიყენეს. მარტოჟოზეს ბრალიც არაა ეს უფანტაზიობა, მოედანზე როცა დარბიხარ შენ თვითონაც უნდა შექმნა რაღაც ღირებული. ნუ დღეს ვესტ ჰემის დონის გუნდი ვიყავით რაა. პირველი ტაიმი ბევრად ჯობდა მეორე ტაიმს. ძალებს და ენერგიას ზოგავს ფინალისთვის თუ რაშია საქმე. ალბათ ზოგავს. ეს ის თამაში არაა სადაც გუნდი მოსაგებად გამოდის ეს არის ქულისთვის გამოსული გუნდი. უკრაინულ არხზე ვუყურე თამაშს და კომენტატორისგან არნაუტოვიჩის გვარის მეტი არაფერი ისმოდა, ვალენსიას როტაციის დრო ნამდვილად დგება. და კიდევ ბევრი ფეხბურთელის. შოუ არ გამოიყურებოდა ცუდად. ის გოლიც უნდა გასულიყო სანჩესის დარტყმის მერე რომ დაამატა და ძელს მოხვდა. პოგბას დღეს აშკარა ჩავარდნა ქონდა. იცი რა არი როცა მწვრთნელი დაცვით ფეხბურთს გათამაშებს თუ უტევ ისე უნდა შეუტიო რომ კლასი გამოაჩინო. დღეს შევატყვე რომ კლასი გვაკლია. ალბათ მატიჩის არყოფნის გამო, ლუკაკუც ძაან აკლია გუნდს, ნუ ძირითადი ბირთვი ვინცაა ეს არის. მატას მოედანი რატო დაავიწყა ამ კაცმა ვერ ვხვდები. კრეატივი ყველაზე მეტად მატას შეუძლია მოედანზე შემოიტანოს. ერერა როცა გყავს მოედანზე ის ხო ვერ შექმნის კრეატიულ შეტევებს ან მაკტომინი. რა შემადგენლობითაც გამოვედით ის შედეგი გამოცხვა რა.
0
№19
ავტორი: Alexis7
11 მაი 2018 02:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
სანჩესს ძაან აქვს მოსამატებელი და იმედია რო შემდეგი სეზონისთვის თავის თამაშს ითამაშებს.. ეს პერიოდი ადაპტაციას მივაწეროთ.. მსოფლიოზეც არ იქნება დაისვენებს და მომდევნო სეზონში უნდა დაგლიჯოს.. თუ არადა ჩემპიონობის შანსიც არ აქვს გუნდს.. მთავარი კიდევ ის არის რო მოურინიოს ტაქტიკამ ცუდად არ იმოქმედოს და ისე არ დაემართოს რო ხან გამოსდიოდეს თამაში და ხან არა... მაგან აკრიფოს და ეპლს უეჭველი გაიჯიბავს ჟოზე კაკ მინიმუმ)) რამდენიმე კარგი ტრანსფერი და საერთოდ სერიოზული იქნება
0
№20
ავტორი: Paulscholes1
11 მაი 2018 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Pogbas daabrales es ar mogeba zogma..ai sagol. Turme pogbaa problema da ara chmourinio.pogba yofila pitalo roca shemtev ouveshi dafrinavda mis mere rato ver tamashobs magas ra mixvedr unda? Qveshajvia taqtikashi pogba ki ara mesic ver itamashebs tavis donze. Aba vin ityvis tom am stilis maniushi mesi tundac 30 gols gaitanda? Zgaparia es. Xoda modi ra yvelam vagiarot rom es nabozari mwvrtnelia tavi da tavi.

Da vinc chmourinios fexburtit kmayofilebi xart albat namdvilo manius tamashebi ar ginaxavt. Rogor sheizleba fexburtis moyvarul adamians es amazrzeni fexburt-avtobusi mogwondes saocrebaa

Satiralia ra,vercert gunds tamashit ver vjobnit rom tqva tavze gadavuareto egeti tamashi arcerti ar chautarebia am miliardebit nasheneb gunds. Xoda modit ra amis mere togor unda vtqvat rom gundi proresorebs?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top