თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2018, 17:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 24
მატჩის დღე: "ვესტ ჰემი" VS "იუნაიტედი"
"ჩაქუჩები" "წითელ ეშმაკებს" დაუპირისპირდებიან.
მატჩის დღე:
დღეს თბილისის დროით 22:45 სთ-ზე, პრემიერ ლიგის 37 - ე ტურის დარჩენილი შეხვედრა აიღებს სტარტს. "ოლიმპიკ სტადინზე" ერთმანეთს დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" და ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის პირველი შეხვედრა ამ წყვილებს შორის "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" დამაჯერებელი გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

"იუნაიტედმა" ბოლო შეხვედრა 4 მაისს "ბრაიტონის" წინააღმდეგ დათმო. თუმცა მეორე ადგილს ისევ მშვიდად იკავებს, მდევარი ახლა უკვე არა "ლივერპული" არამედ ლონდონის "ტოტენჰემი" გახდა. პოჩეტინოს გუნდთან სხვაობა ამ წუთისთვის კი სამ ქულას შეადგენს.

6 დღიანი დასვენების შემდეგ "წითლები" შეხვედრას დასვენებულ მდგომარეობაში ხვდებიან. მათი მთავარი საზრუნავი კი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება და ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვების მოპოვებაა.

გუნდის შემადგენლობას რაც შეეხება, რომელუ ლუკაკუ და მარუან ფელაინი ამ შეხვედრას გამოტოვებენ. ლაზარეტიდან დაბრუნებული ფილ ჯონსი და ალექსის სანჩესი კი სრულ მზადყოფნაში არიან.

რაც შეეხება დევიდ მოიესის "ვესტ ჰემს", ისინი პრემიერ ლიგის ცხრილში 15 - ე ადგილს 38 ქულით იკავებენ და მათემატიკურად უკვე გაინაღდეს შემდეგ სეზონშიც ქვეყნის უმაღლეს ტურნირში მონაწილეობის უფლება. მოგეხსენებათ მოიესი, აქამდე უკვე წვრთნიდა "იუნაიტედს" ამ მხრივაც საინტერესოა თუ რას შესთავაზებს თავის ყოფილ კლუბს სპეციალისტი.

ტრავმირებულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, განსხვავებით იუნაიტედისგან მოიესის ლაზარეთი შედარებით უფრო გადავსებულია. "ჩაქუჩების" რიგებიდან ვერ ჩაატარებს შეხვედრას ასევე ყოფილი "მანჩესტერელი" მექსიკელი ხავიერ ერნანდესი. (ჩიჩარიტო), ხოლო კიდევ ერთი ყოფილი ექს - "ოლდ ტრაფორდელი" პატრის ევრა მოიესის განკარგულებაში იქნება.

შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ უფრო "მანჩესტერელთა" მეკარე დავიდ დე ხეასთვის იქნება, რომელიც ახლოს არის კარიერაში პირველად ოქროს ხელთათმანის მოპოვებასთან. მის მდევარ "სიტის" მეკარე ედერსონ მოარეშმა გუშინდელ შეხვედრაში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. ედერსონის ანგარიშზე 16 მშრალდ შენახული მატჩია და პლიუს ამას ერთი სათადარიგო თამაში დარჩენილი, ხოლო დე ხეას ანგრიშზე 17 მშრალი მატჩი და დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით 2 სათადარიგო შეხვედრა. ასე, რომ კარის მშრალად შენახვის შემთხვევაში დე ხეა ოფიციალურად გხდება ოქროს ხელთათმანის მფლობელი.

შეხვედრას მთავარი არბიტრი ინგლისელი ჯონათან მოსი განსჯის.
სიახლეები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Lasha.s
11 მაი 2018 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მოურინიო სულ დასირდა რაღაც ახალ ტაქტიკებს იგონებს და ამიტომაც აგებენ ხოლმე გუნდია ბრალი არაა
0
№22
ავტორი: Malboro463
11 მაი 2018 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
pogba kiara pitalo mourinioa. dacvas rom deda agar yavs egec pogbas bralia? zojes shecdomebs ratom ver xedavt ?
pogbas garda yvela mowodebis simaglezea ara? ar icis mag kacma 100 da 150 milionian fexburtelebtan mushaoba amas vizaxi erti welia. pogbas yavdes mwvrtnelad pepi an zidani da maxavdit tu ramxela zala. gaj vas intershi da perishichebi gawvrtvnas amis xelshi gundi ver gaixarebs

bails rato ar atamashebs magaze kargi vin yavs dacvashi? an es mctominey saidan moatria tipi hendersonis donesac ver miagwevs darwmunebuli var
0
№23
ავტორი: Paulscholes1
11 მაი 2018 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
ციტატა: Malboro463
pogba kiara pitalo mourinioa. dacvas rom deda agar yavs egec pogbas bralia? zojes shecdomebs ratom ver xedavt ?
pogbas garda yvela mowodebis simaglezea ara? ar icis mag kacma 100 da 150 milionian fexburtelebtan mushaoba amas vizaxi erti welia. pogbas yavdes mwvrtnelad pepi an zidani da maxavdit tu ramxela zala. gaj vas intershi da perishichebi gawvrtvnas amis xelshi gundi ver gaixarebs

bails rato ar atamashebs magaze kargi vin yavs dacvashi? an es mctominey saidan moatria tipi hendersonis donesac ver miagwevs darwmunebuli var

Egrea zmao ucnauri xedva aqvs zogs pogbas tenian yvelafers da chmourinioze xmas ar igeben
0
№24
ავტორი: JuanMata
11 მაი 2018 12:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩაწოდების იქით გუნდს სხვანაირი შეტევა არ შუძლია, არ დგას საჯარიმოში ლუკაკუ და დარხეული გვაქვს (არც ლუკაკუსთან ერთად გვილხინს, მაგრამ რაღაცას ხანდახან მაინც ვაგდებთ ხოლმე).

ვთამაშობდით ორი თავდამსხმელით, რომელიც საჯარიმოში არ შედის, ან ცენტრში ჩამოდიან, ან ფლანგზე გადიან, ამ დროს ზევით უნდა აიწიონ ნახევარმცველებმა, რომ საჯარიმოში პასის გაკეთების შესაძლებლობა იყოს. ცენტრში იყო ზედახორა, ერთ ადგილას იყო ყველა ფეხბურთელი შექუჩული.

ვერ იტყვი, რომ ვესტ ჰემი ავტობუსს თამაშობდა, უბრალოდ ჩვენი შეტევის სიჩქარე ისეთი ნელია (განსაკუთრებით მეორე ტაიმში), რომ მარტივად ასწრებს მეტოქე ჩასვლას და დაცვაში ჩადგომას.

პოგბამ ცუდი მატჩი ჩაატარა. მაგრამ მარტო პოგბა არ იყო პრობლემა, მთლიანად გუნდი ერთად არის უუნარო, არ იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე, ძალიან არის დამოკიდებული კონკრეტული ფეხბურთელის ინდივიდუალურ ოსტატობაზე, ერთადერთი ნორმალური მომენტი მოყვა, ვალენსიას გარღვევას მარჯვენა ფლანგზე, როცა ორი კაცი ჩამოიშორა და კარგი პასიც გააკეთა, მაგრამ რეალურად ესეც შემთხვევითობა იყო. ყოველთვის მარტო ერთი კაცის დრიბლინგით ვერ გახვალ ფონს.

ეს თამაში არ იყო განსხვავებული, იმისგან რასაც გუნდი თამაშობს მთელი სეზონი, იყო ზუსტად ასეთი თამაშები სადაც ორი დარტყმიდან ერთი გაგვქონდა და ვიგებდით. ბევრი მატჩი იყო სადაც გვიმართლებდა, სადაც მეტოქეს არ ჰყოფნიდა კლასი მომენტები გამოეყენებინათ, სადაც დეხეა არანორმალურ სეივს აკეთებდა. ვერ ვხედავ მე პროგრესს, ეს მეორე ადგილიც ისეთივე არასტაბილურია, როგორც ჩვენი გუნდის თამაში. ვერც იმას იტყვი, რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ რამე რადიკალურად შეიცვალა, უბრალოდ ასეთი თამაშით სეზონს ხან მე-6 დაასრულებ, ხან მე-2.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top