თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2018, 22:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3716,
კომენტარები: 25
მოურინიო მატჩის შემდეგ
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მოურინიო მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის 32- ე ტური 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა "წითელი ეშმაკებისთვის", რომელთაც "ოლდ ტრაფორდზე" გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი "სუონსი' დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. მატჩის შემდეგ, კომენტარი "წითლების" პორტუგალიელ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

"შეხვედრა იდეალური იქნებოდა მაშინ, როდესაც მეორე ტაიმს ჩავატარებდით ისე როგორც ეს პირველი ტაიმის მიმდინარეობა იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარს მივაჯაჭვეთ, გავიტანეთ გოლები, ვითამაშეთ ლამაზად, ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. მეორე ტაიმში, ისინი უკეთ ათამაშდნენ.

ჩემი რამოდენიმე ფეხბურთელი, სანაკრებო მივლინებაში იმყოფებოდა, მათ რამოდენიმე მატჩის გამართვა მოუწიათ, ხოლო ეს ყველაფერი დღეს დაღლილობაზე შეეტყოთ, მათ იფიქრეს, რომ შეხვედრა უკვე მოგებული გვქონდა და სწორედ ამიტომ გარკვეული დროის მანძილზე ინიციატივა დათმეს.

თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. დარჩენილ შეხვედრებში ჩვენთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია რადგან, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გვსურს სეზონის დასრულება.

გასულ წელს ტიტულების მოპოვება შევძელით, მაგრამ პრემიერ ლიგაში მეექვსე პოზიციას დავჯერდით. ამ წელს გვინდა დავასრულოთ მეორე ადგილზე, წელს ავიღეთ ათი ქულით მეტი ვიდრე შარშან, გავიტანეთ მეტი გოლი და გავუშვით საკუთარ კარში ნაკლები. სამწუხაროდ, არსებობს კლუბი, რომლის დაჭერაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში, ჩვენ გვექნებოდა შანსი გვებრძოლა ტიტულისთვის".
- განაცხადა დასასრულს მოურინიომ.



წყარო: ukrainefootball
ინტერვიუები
25 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manchesteri777
31 მარტი 2018 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
სუონსთან მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს და ეს ვერ გადაფარავს სევილიასთან გაგდებას ვნახოთ სიტისთან რას იზავ გვარდიოლას ბულკი იყავი როცა რეალში იყავი და ის ბარსაში იმედია შენი ბოლო სეზონია ეს
0
№2
ავტორი: Phil Jones
31 მარტი 2018 23:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმედია სიტის ჩვენთან არ მისცემს ჩემპიონობის გაფორმების საშუალებას, არადა სიტისაც ეგმუღამი აქვს მგონი და დიიიდ ავტობუსს ჩადგამს:(
0
№3
ავტორი: JuanMata
31 მარტი 2018 23:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Phil Jones
იმედია სიტის ჩვენთან არ მისცემს ჩემპიონობის გაფორმების საშუალებას, არადა სიტისაც ეგმუღამი აქვს მგონი და დიიიდ ავტობუსს ჩადგამს:(


ლიგის თამაშებს შორის აქვს ჩვენთან თამაში, თან პირველი თამაში ენფილდზეა, არამგონია ადვილი გასეირნება ჰქონდეთ. სრულიად შესაძლებელია ჩვენთან თამაში დაიკიდოს და მთლიანად ლიგის ორმატჩიან დუელზე იყოს გადართული. ჩემპიონობას არ დაკარგავენ და ჩვენთან თამაშში გაიფორმებენ ტიტულს თუ შემდეგ მატჩში ისეთი დიდი მნიშვნელობის არაა, როგორც ნახევარფინალში გასვლა.

მოგების შანსი გვაქვს, თუ არ ჩავჯდებით დაცვაში მთელი გუნდით და ცენტრში ვიბრძოლებთ და თუ მთელ მატჩს სტაბილურად ჩავატარებთ და არა 20-25 წუთიან მონაკვეთს.

P.S. დღეს კერიკი ოფიციალურად სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. კერიკის მჯერა ყველაზე მეტად იუნაიტედის მოთამაშეებიდან, რომ კარგი მწვრთნელი იქნება.
ალბათ პირველი ტაიმი კერიკის ტაქტიკით ვითამაშეთ და მეორე მოუს wink
(ეს ხუმრობით, მაგრამ პირველი ტაიმი ჟოზეს არ გავდა, მეორეში ჩავრთეთ მოურინიო მოუდ)
0
№4
ავტორი: LewisHamilton
31 მარტი 2018 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რადიკალურად განსხვავებული ტაიმების თამაშს როდის გადააჩვევს ეს ადამიანი გუნდს ნეტა.. მთელი სეზონი დაღლილები არიან? დღეს რო ეს გამართლება გამოაცხო თითქოს აქამდე ასე არ ყოფილა რაა.

რაც შეეხება სიტისთან თამაშს, ორი მხარე აქვს:
პირველია ის რომ ჩვენამდე ოთხშაბათს და ჩვენს მერე სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ სათამაშო და შესაბამისად ყურადღების დიდი ნაწილი მაგაზე ექნებათ გადატანილი, ასე რომ თეორიულად შესაძლებელი იქნება მაგ მომენტის ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენება.
მეორე მხარეა ის რომ ჩვენთან გამარჯვებით შეუძლიათ საბოლოოდ გაინაღდონ წლევანდელი ჩემპიონის ტიტულიც და ნაკლებადსავარაუდოა რომ ეგ შანსი გუარდიოლამ ხელიდან გააშვებინოს გუნდს.
მოკლედ ამ ეტაპზე აქედან პროგნოზირება ცოტა შეუძლებელია და ვერავინ იტყვის თუ რომელი გუნდი შეძლებს რომელი უპირატესობის გამოყენებას.
0
№5
ავტორი: bziki
31 მარტი 2018 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სუნსთან ოლტრაფორდზე პოგბაც პოგბას გავს და გუნდიც გუნდს მარა სიტისთან რა იქნება და იგივე პოგბა როგორი იქნება ეგ მაინტერესებს,თითქმის დარწმუნებული ვარ რო შემდეგი სეზონი პოგბა საყრდენი აღარ იქნება სიტისთან ყველაზე კარგად გამოჩნდება რო მარტოს ცენტრის კონროლი არ შეუძლია ასაკთან ერთად შეილება შეძლოს მარა ეხლა ძაან ადრეა რო სქოულზობა დაავალო.

პ.ს ჟოზეს მაინც არავინ გაუშვებს ერთი წელი კიდე და ის ხალხი მაინც უყიდონ ვინც უნდა ეპლი შეიძლება დადოს, პატარა გუნდებს უკვე თავისუფლად უგებს,ზედა ექვსეულთანაც გამოასწორა თმაში .ლიგაზე დარწმუნებული ვარ რო მეოთხედფინალს ვერ გაცდება მარა ეპლის დადება შეუძლია გამოცდილების ხარჯზე
0
№6
ავტორი: bziki
1 აპრილი 2018 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
JuanMata
კერიკსაც ხასიათის,ქარიზმის პრობლემა აქ თორე იგივე გიგსაც ტაქტიკურობის მხრივ არაფერი დაეწუნებოდა.მანჩესტერს მაინც ქარიზმატული,ენერგიული მწვრთნელი უნდა ვიდრე დიპლომატი ტაქტიკურად განსწავლული
0
№7
ავტორი: Phil Jones
1 აპრილი 2018 01:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხალხო ზლატანმა რეები გააკეთა ნახეთ რა პირველივე დღეს მლს-ში ))))) უკვე ამერიკის ღმერთიცაა. ბოლოს კომენტატორმა "მლს ველქომ თუ ზლატანო" ))))))))))))) ჰა ლინკი


http://goal.ge/news/89643-saswauli-ibrahimovichisgan-ulamazesi-goli-da-meore-gol
i-90-e-wutze-video.html
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2018 11:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზეს საუბრიდან გამომდინარე მეორე ტაიმში თავად ფეხბურთელები დადგნენ და არაფერს აკეთებდნენ და ეს მწვრთნელის დავალება არ იყო, რაც ძაან მეეჭვება
0
№9
ავტორი: Malboro463
1 აპრილი 2018 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
Amas vinc ar unda mouyvano ligis gasvlit matchshi vinc ar unda iyos yoveltvis fristvis da angarishis shenarchunebaze da grandebtan yoveltvis meore nomrad. sizlierit da klasit verasdros ver miiyvans gunds realis baiernis barsas da sitis doneze.
0
№10
ავტორი: Lalana
1 აპრილი 2018 15:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
Amas vinc ar unda mouyvano ligis gasvlit matchshi vinc ar unda iyos yoveltvis fristvis da angarishis shenarchunebaze da grandebtan yoveltvis meore nomrad. sizlierit da klasit verasdros ver miiyvans gunds realis baiernis barsas da sitis doneze.

Realisa da barsaze mesmis magram ai es baiernisa da sitis saocari sidzliere sad gamochnda?bolo wlebia baierns cotati dzlieri metoqe xvdeba tu ara egreve agdeben chempionta ligidan da am sitis sidzliere jer premier ligis garda arsad damtkicebula.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top