თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2018, 22:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3724,
კომენტარები: 25
მოურინიო მატჩის შემდეგ
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მოურინიო მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის 32- ე ტური 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა "წითელი ეშმაკებისთვის", რომელთაც "ოლდ ტრაფორდზე" გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი "სუონსი' დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. მატჩის შემდეგ, კომენტარი "წითლების" პორტუგალიელ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

"შეხვედრა იდეალური იქნებოდა მაშინ, როდესაც მეორე ტაიმს ჩავატარებდით ისე როგორც ეს პირველი ტაიმის მიმდინარეობა იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარს მივაჯაჭვეთ, გავიტანეთ გოლები, ვითამაშეთ ლამაზად, ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. მეორე ტაიმში, ისინი უკეთ ათამაშდნენ.

ჩემი რამოდენიმე ფეხბურთელი, სანაკრებო მივლინებაში იმყოფებოდა, მათ რამოდენიმე მატჩის გამართვა მოუწიათ, ხოლო ეს ყველაფერი დღეს დაღლილობაზე შეეტყოთ, მათ იფიქრეს, რომ შეხვედრა უკვე მოგებული გვქონდა და სწორედ ამიტომ გარკვეული დროის მანძილზე ინიციატივა დათმეს.

თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. დარჩენილ შეხვედრებში ჩვენთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია რადგან, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გვსურს სეზონის დასრულება.

გასულ წელს ტიტულების მოპოვება შევძელით, მაგრამ პრემიერ ლიგაში მეექვსე პოზიციას დავჯერდით. ამ წელს გვინდა დავასრულოთ მეორე ადგილზე, წელს ავიღეთ ათი ქულით მეტი ვიდრე შარშან, გავიტანეთ მეტი გოლი და გავუშვით საკუთარ კარში ნაკლები. სამწუხაროდ, არსებობს კლუბი, რომლის დაჭერაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში, ჩვენ გვექნებოდა შანსი გვებრძოლა ტიტულისთვის".
- განაცხადა დასასრულს მოურინიომ.



წყარო: ukrainefootball
ინტერვიუები
25 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
2 აპრილი 2018 14:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Phil Jones

კომენტარის წერისას გავერთე და ბევრი დავწერე, ისე გამოვიდა თითქოს გეკამათებოდი wink
დიდწილად გეთანხმები, ამ თემის გაგრძელება მინდოდა და აღნიშვნა, რომ შედეგი და თამაში ერთმანეთს არ ემთხვევა.
ლიგის მოგების ილუზია მეც არ მქონდა და შეიძლება არც პრემიერლიგის, მაგრამ თამაშის გაუმჯობესებას კი ველოდი, როცა გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ შედეგი არ გაქვს მაშინ იცი რომ ცოტა დრო ჭირდება და იმედი გაქვს, ამ თამაშით მე ვერ ვხედავ რამე ოპტიმისტურს მომავალში.
აქვს გუნდს გამონათებები, აქტიურად და აგრესიულად თამაშობს, როგორც ეს სუონსისთან იყო პირველ 30 წუთში. ოღონდ ამ ყველაფერს მოყვება ხოლმე ჟოზეს ფილოსოფია და დამტვრეული ავტობუსი, რომელიც არც ანგარიშის შესანარჩუნებლად ვარგა და არც გასაზრდელად. ეს არ შეიცვლება, იმიტომ რომ ჟოზეს ფილოსოფიაა ასეთი. ვან გაალის შემდეგ ჩანს გუნდის პოტენციალი, რომელსაც თითქოს მწვრთნელი არ იყენებს.
0
№22
ავტორი: Lalana
2 აპრილი 2018 15:48
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
Malboro463
[ პასუხი ]

მე არ მითქვამს რომ ბაიერნის,ან სიტის დონეზეა გუნდი,მაგრამ მაგათი მაღალი დონის გუნდობა ჯერ-ჯერობით არ დამტკიცებულა.დღეს თუ რომელიმე გუნდზე შემიძლია ვთქვა რომ მაღალი დონეა,ეს ბარსელონა და რეალია.პეპისდროინდელსაც რომ გამოვცდეთ წინა ჩემპიონთა ლიგაზე რეალმაც კარგად დაჩაგრა,ნუ იმ ყველაფერს არ გამოვეკიდები,მაგრამ როგორც თამაშით და ტაქტიკურად სრულიად დაჩაგრა რეალმა ბაიერნი.პრემიერ ლიგა რატომ ჰგონია ხალხს მაღალი დონე არ ვიცი.ბოლო წლებში ინგლისურმა გუნდებმა სრულიად ჩაისვარეს და აქ თუ სიტიმ დაამტკიცა რაიმე ეგ იმას არ ნიშნავს რომ უმაღლესი დონეა.ბაზელთან და ბეშიქთაშთან კი ამტკიცებენ მაღალ დონეს,მაგრამ ჯერ სერიოზული მეტოქე არც ერთს ჰყოლია.ბოლო წლებია ესპანური გუნდები თავზე უვლიან ყველას და ყველაფერს.
იმაში კი უნდა დაგეთანხმო რომ მაურინიო ვერ ააწყობს ისეთ გუნდს როგორიც ჩვენ გვსურს.მქონდა იმედები,მაგრამ ეს იმედები სრულიად გამიქრა.ერთ დროს ნამდვილად შეეძLო ამ კაცს სერიოზული გუდის ჩამოყალიბება,შეიძლება დაცვაში იდგა,მაგრამ იდეალური კონტრშეტევები ჰქონდა,ახლა კი ამასაც კი ვერ ახერხებს აქ,ამიტომ დიდად აღარ მაქვს იმედი.ზოგადად კი ძალიან მწყინს ასე რომ დაეცა ინგლისში დონე.რამხელა რესურსი და შემოსავლები აქვთ გუნდებს,მაგრამ ჯერ-ჯერობით ევროპული წარმატება არც ერთს უგემია ამდენი ხნის განმავლობაში.ესპანური გუნდების შემოსავლები რომ ავიღოთ (თU ბარსას და რეალს არ ჩავთვლით)ათასჯერ აღემატება ინგლისური გუნდების შემოსავალი,მაგრამ აქ დონეც დაეცა და ხაირსხიც.ან ერთი გუნდი გადაუვლის მეორეს ერთ თამასში,ან მეორე გუნდი გადაუვლის პირველს.აი წინააღმდეგობა თითქოს აღარ არის.აი კონტემ და მაურინიომ რაც ითამაშეს სიტისთან ეგ იყო სრული საზიზღრობა.აი ლივერპულის კი ვერაფერი გავარკვიე,უკვე მერამდენე წელია კლოპი ლივერპულის მთავარი მწვრთნელია,მაგრამ სანახაობრივი თამაშის გარდა სხვა შედეგი საერთოდ არ აქვს,არა და უკვე ნამდვილად კარგა ხანი გავიდა რომ ერთი ტიტული მაინც მოეპოვებინა.
0
№23
ავტორი: Phil Jones
2 აპრილი 2018 20:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: JuanMata
ციტატა: Phil Jones

კომენტარის წერისას გავერთე და ბევრი დავწერე, ისე გამოვიდა თითქოს გეკამათებოდი wink
დიდწილად გეთანხმები, ამ თემის გაგრძელება მინდოდა და აღნიშვნა, რომ შედეგი და თამაში ერთმანეთს არ ემთხვევა.
ლიგის მოგების ილუზია მეც არ მქონდა და შეიძლება არც პრემიერლიგის, მაგრამ თამაშის გაუმჯობესებას კი ველოდი, როცა გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ შედეგი არ გაქვს მაშინ იცი რომ ცოტა დრო ჭირდება და იმედი გაქვს, ამ თამაშით მე ვერ ვხედავ რამე ოპტიმისტურს მომავალში.
აქვს გუნდს გამონათებები, აქტიურად და აგრესიულად თამაშობს, როგორც ეს სუონსისთან იყო პირველ 30 წუთში. ოღონდ ამ ყველაფერს მოყვება ხოლმე ჟოზეს ფილოსოფია და დამტვრეული ავტობუსი, რომელიც არც ანგარიშის შესანარჩუნებლად ვარგა და არც გასაზრდელად. ეს არ შეიცვლება, იმიტომ რომ ჟოზეს ფილოსოფიაა ასეთი. ვან გაალის შემდეგ ჩანს გუნდის პოტენციალი, რომელსაც თითქოს მწვრთნელი არ იყენებს.

ხო ეგრე მემართება მეც, იმდენი რამის თქმა მინდა ხოლმე შევყვები და მერე შემოკლებას ვიწყებ და ბოლომდე არცერთ თემაზე არ მიმყავს აზრი. ნუ ფაქტია ფაქტი რომ ბევრი რამეა შესაცვლელი, მე არ მინდა კდიევ 2 წელი ველოდო და არც ჩასაფრებული ვარ და აიტომ მომავალ სეზონს ოპტიმისტურად შევხვდები, მაგრამ სევილიასნაირ თამაშს თუ ვნახავ მანჩესტერში ჩავალ და მოურინიოს აქციებს მოვუწყობ ))))))
0
№24
ავტორი: IKA0590
3 აპრილი 2018 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რატომ არ იწერება სტატიები დღეში ერთი ნიესი მაინც დაწერეთ, ეს თხოვნაა
0
№25
ავტორი: Sh-rati
3 აპრილი 2018 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
წაგვეძინა?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top