თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2018, 22:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3724,
კომენტარები: 25
მოურინიო მატჩის შემდეგ
პორტუგალიელის მატჩისშემდგომი კომენტარი.
მოურინიო მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის 32- ე ტური 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა "წითელი ეშმაკებისთვის", რომელთაც "ოლდ ტრაფორდზე" გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი "სუონსი' დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. მატჩის შემდეგ, კომენტარი "წითლების" პორტუგალიელ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.

"შეხვედრა იდეალური იქნებოდა მაშინ, როდესაც მეორე ტაიმს ჩავატარებდით ისე როგორც ეს პირველი ტაიმის მიმდინარეობა იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარს მივაჯაჭვეთ, გავიტანეთ გოლები, ვითამაშეთ ლამაზად, ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. მეორე ტაიმში, ისინი უკეთ ათამაშდნენ.

ჩემი რამოდენიმე ფეხბურთელი, სანაკრებო მივლინებაში იმყოფებოდა, მათ რამოდენიმე მატჩის გამართვა მოუწიათ, ხოლო ეს ყველაფერი დღეს დაღლილობაზე შეეტყოთ, მათ იფიქრეს, რომ შეხვედრა უკვე მოგებული გვქონდა და სწორედ ამიტომ გარკვეული დროის მანძილზე ინიციატივა დათმეს.

თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. დარჩენილ შეხვედრებში ჩვენთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია რადგან, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გვსურს სეზონის დასრულება.

გასულ წელს ტიტულების მოპოვება შევძელით, მაგრამ პრემიერ ლიგაში მეექვსე პოზიციას დავჯერდით. ამ წელს გვინდა დავასრულოთ მეორე ადგილზე, წელს ავიღეთ ათი ქულით მეტი ვიდრე შარშან, გავიტანეთ მეტი გოლი და გავუშვით საკუთარ კარში ნაკლები. სამწუხაროდ, არსებობს კლუბი, რომლის დაჭერაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში, ჩვენ გვექნებოდა შანსი გვებრძოლა ტიტულისთვის".
- განაცხადა დასასრულს მოურინიომ.

წყარო: ukrainefootball
ინტერვიუები
25 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
1 აპრილი 2018 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არ გვინდა ესეთი არც ფილოსოფია, არც პროფესორობა, ვინმე ლაღი ფეხბურთის მოყვარული შემტევ ფეხბურთს რომ ითამაშებს ისეთი მწვრთნელი გვინდა, ძალიან მოსაბეზრებელია სულ რომ ფინალში იყოს მაინც არ მინდა, ჩემი გუნდი უნდა მეამაყებოდეს თამაშის დროს კი არ უნდა მეცოდებოდეს და გაძლებაზე კი არ უნდა ვიყოთ, ეხლა გაგვიტანენ, ეხლა გაგვიტანენ, პირიქით მომენტი მომენტზე, მეტოქის კართან. love am
0
№12
ავტორი: vale13
1 აპრილი 2018 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Totenhemma Ra uqna chelsis
0
№13
ავტორი: VALERI.s
1 აპრილი 2018 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მოურინიოს დედას შე-ვე-ცი რაა. მაგრად მეშლება ნერვები ძმებო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ ყველამ ნახეთ მეოთხედფინალისტმა გუნდებმა როგორ ითამაშეს ზოგმა სეზონის საუკეთესო მატჩები ჩაატარა თან რა თამაშები იყო და ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი სევილიასთან პირველ მატჩში ძალებს ვზოგავთ ჩელსისთან შესახვედრად. ჩელსისთან ძალებს ვზოგავთ ლივერპულთან შესახვედრად და ასე შემდეგ. რა გვჭირს ჩვენ სამაგისო. მესმის ფა ქაფზე დაზოგო ძალები მაგრა ლიგაზე ძალებს რო ზოგავ მაგარი სი-რო-ბაა!
0
№14
ავტორი: Phil Jones
1 აპრილი 2018 22:41
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: VALERI.s

მიუხედავად იმისა რომ რეალურად და ეს ფაქტია პროგრესი სახეზეა მოურინიოს მოსვლის შემდეგ და ამის არდანახვა და არაღიარება ნიშნავს უბრალოდ ჯინიანობას, მეც გეთანხმები ყველაფერში კონკრეტულად ამ თემაზე, რაც არ უნდა იყოს სევილიასთან ეგრე არ უნდა ვარდებოდეს მანჩესტერი, შეიძლება რაღაც მომხდარიყო ან კაცი გაეგდოთ ან პენლები დაედოთ, მაგრამ ეს იყო 2 საშინელი თამაში და ორივეში მოურინიოს ფილოსოფოსობის ბრალი! რაც არ უნდა პროგრესი იყოს გუნდში მე რომ ვუდვორდი ვიყო წამოვუყენებდი კონკრეტულ საკითხს, მსგავსი თამაშებით და მსგავსი ანგარიშების შემთხვევაში სახლში გავუშვებდი!!
შარშანაც სელტას ბოლოს ცოტა რომ გამართლებოდა ვერ გასცდებოდნენ და წელს იგივენაირად თუ ითამაშებდა არ მეგონა, სელტაზე ბევრად უკეთესი გუნდია სევილია და დადო ანგარიში და კდიევ კარგი რომ არ გავცდით თორემ გუშინ ბაიერნის თამაშს რომვუყურე მადლობას ვეუბნებოდი ღმერთს ჩვენ რომ არ შეგვხვდა და არ შეგვარცხვინა სამუდამოდ!
0
№15
ავტორი: bziki
2 აპრილი 2018 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ამ სურათში ჯოზე ისეთი ტრიპაჩაა რავი გადატენილს დაუდგება:D
კაროჩე დრო გვინდა მეტი არაფერი დრო!!!!!!!!!!! დრო!!!!
0
№16
ავტორი: Malboro463
2 აპრილი 2018 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Lalana
ციტატა: Malboro463
Amas vinc ar unda mouyvano ligis gasvlit matchshi vinc ar unda iyos yoveltvis fristvis da angarishis shenarchunebaze da grandebtan yoveltvis meore nomrad. sizlierit da klasit verasdros ver miiyvans gunds realis baiernis barsas da sitis doneze.

Realisa da barsaze mesmis magram ai es baiernisa da sitis saocari sidzliere sad gamochnda?bolo wlebia baierns cotati dzlieri metoqe xvdeba tu ara egreve agdeben chempionta ligidan da am sitis sidzliere jer premier ligis garda arsad damtkicebula.

mere premier ligis sizliere ar itvleba tu ra?
an baiernis romel bolo wlebze ambob pepis dros? baiernis doneze neta iyos gundi
0
№17
ავტორი: ALEXFERGUSON
2 აპრილი 2018 11:40
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
http://www.crystalsport.ge/video/3690

ესაა ხო იბრას ტრამვა აქო. მოურინიო შენი დ.შ.
0
№18
ავტორი: Azulgerana
2 აპრილი 2018 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Jozes deda ..... Es kaci realma gaagdo Chelsea gaagdo intermac gaagdo Manchester's mteri iyo da exla manchesters gaabednierebs? Sulit boroti adamiania

Jozes deda ..... Es kaci realma gaagdo Chelsea gaagdo intermac gaagdo Manchester's mteri iyo da exla manchesters gaabednierebs? Sulit boroti adamiania
0
№19
ავტორი: JuanMata
2 აპრილი 2018 14:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Phil Jones
პროგრესი არის, მაგრამ არის მარტო შედეგში (მე-2 ადგილი) და არა თამაშში, შეტევაში, შექმნილ მომენტებში, კარში დარტყმებში მოვიკოჭლებთ და მე-6 ადგილზე ვართ (ეს სტატისტიკის გარეშე თამაშებშიც კარგად ჩანს), ამას დამატებული დაცვის სუსტი თამაში, ძალიან ბევრ მომენტს ქმნიან ჩვენს კართან გუნდები, დეხეას სულ მცირე 10-12 ქულა აქვს გუნდისთვის მოპოვებული და ზოგჯერ ისეთ არარეალურ სეივებს აკეთებს, რაც სხვა შემთხვევაში 10-დან 10 გოლი იქნებოდა.
დაცვის პრობლემა ერთი შეხედვით შეიძლება მცველების დაბალ დონეს დააბრალო, მაგრამ მოურინიოს დაცვის ტაქტიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ მარტივად გაარღვიონ ჩვენი უკანა ხაზი. ბრისტოლ სიტის მწვრთნელის ინტერვიუს მონაკვეთს წავაწყდი, სადაც ამბობს, რომ მანჩესტერი არ თამაშობს კონტრპრესინგს, დაცვა წინ არ ამოდის ბურთის ასართმევად და უბრალოდ 2 ცრუ ცხრიანი დააყენა, რომ შეექმნა მეტობა წინა ხაზში რამაც გაამართლა.
კონტრპრესინგი არ გვაქვს, უბრალოდ უაზროდ ჩავდივართ დაცვაში ბევრი ფეხბურთელით და მთელი გუნდი ბურთის უკან ექცევა, რომ გაუჭირდეს მოწინააღმდეგეს ბურთით წინსვლა. ეს ხშირად არ ამართლებს და პლიუს ამას ჩვენს კონტრშეტევას აცლის სიმწვავეს, რთულდება ბურთის სწრაფად წინ გადაადგილება.

მეორე ადგილზე გუნდი არ ყოფილა ფერგის შემდეგ, მაგრამ ეს შედეგი არ არის გამოწვეული გუნდის სტაბილური, ტაქტიკურად გამართული თამაშით, მე ვიტყოდი რომ არალოგიკური შედეგია ამ თამაშის ფონზე, რაც ქმნის საშიშროებას, რომ შემდეგი სეზონი საერთოდ ჩავაგდოთ (თუნდაც რამდენიმე კარგი ტრანსფერიც გააკეთოს გუნდმა). ან საშუალო დონის მწვრთნელმა საშუალო დონის გუნდით, ძალიან მარტივად გახსნას მოუს ტაქტიკა, როგორც გააკეთა ეს სევილიამ (ნზონზის სიტყვები ყველამ წაიკითხა ალბათ.)
1
№20
ავტორი: Phil Jones
2 აპრილი 2018 14:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: JuanMata

გასაგებია არ ვიცავ მოურინიოს და გეთანხმები, უბრალოდ ეგ ავღნიშნე მეც რომ რაც არუნდაა ცუდად თამაშობდეს გუნდი გინდაც შარშანდელს და გინდაც ვან გაალის დროინდელს ჯობია, ვან გაალის დროს მეექვსე ადგილზე კი არ იყო დატყმებით, საერთოდ არ ურტყამდა გუნდი ტაიმი ისე გადიოდა და რამოდენიმე ანტირეკორდიც დამყარდა თუ გახსოვთ, მე ვამბობ რომ იმას ჯობია, მაგრამ დიდი არაფერი, ვან გაალი როგორც ამბობს იმას გეგმა მაინც ქონდა სამომავლო უბრალოდ თავი აიაქსში ეგონა და ვერ ხვდებოდა რომ მრავალწლიან გეგმას არ მოუთმენდნენ, მოურინიო კი კიდევ 200 და 300 მილიონს ითხოვს რომ რაღაც შეცვალოს. სეზონის დასაწყისში ლიგასაც არავინ თხოვდა გუნდს, მაგრამ სევილიასთან ესე გავარდნა სირცხვილია ნამდვილად და ნამუსი რომ ქონოდა გადადგომას თავი გავანებოთ მინიმუმ ბოდიში უნდა მოეხადა და არა ეგეთი ცინიკური განცხადებები ეკეთებინა როგორც ეს ჩვენს დღევამდელ მთავრობას ჩვევია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top