თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2018, 18:55
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2373,
კომენტარები: 21
უმტიტი "იუნაიტედს" უახლოვდება
ფრანგი მცველი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლასთან ახლოსაა.
უმტიტი
ახალი არავისთვისაა რომ "იუნაიტედი" ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს და უამრავ ვარიანტს განიხილავს, მაგრამ საქმე ქმედით ნაბიჯამდე აქამდე არ მიდიოდა. კატალონიური "სპორტის" მტკიცებით "ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, მიზეზად ხელფასის გაზრდას ასახელებს, კონკრეტულად კი ცხრა მილიონ ფუნტს ყოველწლიურად, რის გადახდასაც ლურჯ ბროწეულისფერთა ხელმძღვანელობა არ აპირებს.

სიტუაციას აკვირდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი" და შექმნილი სიტუაციით სარგებლობას აპირებს, როგორც გამოცემა ირწმუნება, უმტიტის ჟოზე მოურინიო პირადად დაუკავშირდა და მისი სახელფასო მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც დაპირდა.

მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში, ფრანგი ფეხბურთელი დღითიდღე დაშორდება კატალონიურ გრანდს და მიუახლოვდება "იუნაიტედს".

სატრანსფერო თანხა არ კონკრეტდება, მაგრამ მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველის სანაცვლოდ ვარაუდობენ, რომ 60 მილიონი ფუნტის გაღება გახდება საჭირო. ტრანსფერში შესაძლოა დეილი ბლინდის ჩართვაც, რომლის მიმართ "ბარსელონას" ინტერესის შესახებ წარსულში არაერთხელ გავრცელდა ცნობები.

სამუელი "ბარსელონას" "ლიონიდან" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლება. მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო, ამჟამად კი პოლ პოგბასთან და ენტონი მარსიალთან ერთად საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იმყოფება და რუსეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

წყარო : www.sport-english.com/en/
სიახლეები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 მარტი 2018 19:22
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს და ბაილი, "შავცენზურაანთა" საუკეთესო დუეტი.
2
№2
ავტორი: bziki
26 მარტი 2018 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
9 მილიონს აძლევს ვუდვორდი,ბარსა მგონი 6 ს:)ვნახოთ რა მოხდება სავარაუდოთ 7.5 შეთანხმდებიან და ეგრე მორჩება ეს ამბავიც
0
№3
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2018 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ძაან კი ვღადაობდი ხოლმე მაგრამ მაგარი თესლაკი მცველი დადგა wink
0
№4
ავტორი: JuanMata
26 მარტი 2018 20:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
უმტიტი ძაან მაგარი მცველია, ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება ამის გადმოსვლა.
0
№5
ავტორი: LewisHamilton
26 მარტი 2018 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
საინტერესოა, ვნახოთ რა და როგორ იქნება. ჯერ-ჯერობით მაინც ნაკლებსავარაუდო მგონია ამის გადმოსვლა, მაგრამ თუ მხოლოდ სახელფასო მოთხოვნილების დაკმაყოფილება ადარდებს უმტიტის და მეტი არაფერი მაშინ უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი მაგის მოგვარება..
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2018 20:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამიკვირდება რო გადმოვიდეს, სათამაშო პრაქტიკა არაკლია და ამჟამად უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე იუნაიტედი. ხელფასმა შეიძლება გადმოქაჩოს
0
№7
ავტორი: gache1991
26 მარტი 2018 20:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
სულ თავისუფლად შეილება ამის ყიდვა თუ მეტი ხელფასი ენდომება.კაცმა არ იცის შეილება ესპანელებისგან განსხვავებით ამას ეპლის მუღამი ქონდეს გუნდში პოგბა მარსიალი შეილება მალე გრიზმანიც, უფრო მეტი ხელფასი და რატომაც არა.გამოსასყიდი უწერია მგონი 60 და დღეს ისეთი ფასებია ასეთი ახალგაზრდა მარა გამოცდილი ბიჭისთვის არც ეგ თანხა დე ხელფასი ბევრი არ უნდა იყოს. ღან თვითონ კატალონიური გაზეთი რო წერს .არ იქნება ცუდი მე ალსერვეირელდის ვარიანტი უფრო მომწონს 25 მილიონ ფუნტად მარა ამას არაფერი დაეწუნება

ციტატა: SANDROGRIGA
გამიკვირდება რო გადმოვიდეს, სათამაშო პრაქტიკა არაკლია და ამჟამად უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე იუნაიტედი. ხელფასმა შეიძლება გადმოქაჩოს

კარასკო წავიდა 24 წლის ფულისთვის ჩინეთში და ვითსელი და :) დიდი ამბავი მანჩესტერში წამოვიდეს ეს დიდი ხელფასისთვის :))
0
№8
ავტორი: VALERI.s
26 მარტი 2018 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ძალიან გამიხარდება ამისი ტრანსფერი. საუკეთესო სტატისტიკა აქვს!
0
№9
ავტორი: dybbuk
26 მარტი 2018 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
არადა მაგრად არ მეგონა ლიონიდან ბარსაში თუ ესე გაქაჩავდა, სერიოზული პროგრესი განიცადა ტიპმა, ეს და ბაიი მაგარი ცენტრი შეიკვრება
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2018 21:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: gache1991
სულ თავისუფლად შეილება ამის ყიდვა თუ მეტი ხელფასი ენდომება.კაცმა არ იცის შეილება ესპანელებისგან განსხვავებით ამას ეპლის მუღამი ქონდეს გუნდში პოგბა მარსიალი შეილება მალე გრიზმანიც, უფრო მეტი ხელფასი და რატომაც არა.გამოსასყიდი უწერია მგონი 60 და დღეს ისეთი ფასებია ასეთი ახალგაზრდა მარა გამოცდილი ბიჭისთვის არც ეგ თანხა დე ხელფასი ბევრი არ უნდა იყოს. ღან თვითონ კატალონიური გაზეთი რო წერს .არ იქნება ცუდი მე ალსერვეირელდის ვარიანტი უფრო მომწონს 25 მილიონ ფუნტად მარა ამას არაფერი დაეწუნება

ციტატა: SANDROGRIGA
გამიკვირდება რო გადმოვიდეს, სათამაშო პრაქტიკა არაკლია და ამჟამად უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე იუნაიტედი. ხელფასმა შეიძლება გადმოქაჩოს

კარასკო წავიდა 24 წლის ფულისთვის ჩინეთში და ვითსელი და :) დიდი ამბავი მანჩესტერში წამოვიდეს ეს დიდი ხელფასისთვის :))

ხო ზუსტად მაგას ვამბობ, თუ გადმოვიდა, პირველ რიგში მაღალი ხელფასის გამო გადმოვა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top