თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2018, 18:55
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 21
უმტიტი "იუნაიტედს" უახლოვდება
ფრანგი მცველი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლასთან ახლოსაა.
უმტიტი
ახალი არავისთვისაა რომ "იუნაიტედი" ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს და უამრავ ვარიანტს განიხილავს, მაგრამ საქმე ქმედით ნაბიჯამდე აქამდე არ მიდიოდა. კატალონიური "სპორტის" მტკიცებით "ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, მიზეზად ხელფასის გაზრდას ასახელებს, კონკრეტულად კი ცხრა მილიონ ფუნტს ყოველწლიურად, რის გადახდასაც ლურჯ ბროწეულისფერთა ხელმძღვანელობა არ აპირებს.

სიტუაციას აკვირდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი" და შექმნილი სიტუაციით სარგებლობას აპირებს, როგორც გამოცემა ირწმუნება, უმტიტის ჟოზე მოურინიო პირადად დაუკავშირდა და მისი სახელფასო მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც დაპირდა.

მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში, ფრანგი ფეხბურთელი დღითიდღე დაშორდება კატალონიურ გრანდს და მიუახლოვდება "იუნაიტედს".

სატრანსფერო თანხა არ კონკრეტდება, მაგრამ მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველის სანაცვლოდ ვარაუდობენ, რომ 60 მილიონი ფუნტის გაღება გახდება საჭირო. ტრანსფერში შესაძლოა დეილი ბლინდის ჩართვაც, რომლის მიმართ "ბარსელონას" ინტერესის შესახებ წარსულში არაერთხელ გავრცელდა ცნობები.

სამუელი "ბარსელონას" "ლიონიდან" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლება. მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო, ამჟამად კი პოლ პოგბასთან და ენტონი მარსიალთან ერთად საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იმყოფება და რუსეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

წყარო : www.sport-english.com/en/
სიახლეები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Smoke - N
30 მარტი 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
Ki namdvilad kai ambavi iqneba es transferi ro shedges mara es mourinio tu ar gajvavs manchesteridan vinc ginda movides fegburteli vercerti ver itamashebs kargat es kaci aris sufta anti fegburtis mcvrtneli joze gaaaaajvi aqedan droze shen vinc mcvrtnelad agiyvana man.iun.xemlmdzgvanelobas etyoba modzulda gundi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top