თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2018, 18:55
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 21
უმტიტი "იუნაიტედს" უახლოვდება
ფრანგი მცველი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლასთან ახლოსაა.
უმტიტი
ახალი არავისთვისაა რომ "იუნაიტედი" ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს და უამრავ ვარიანტს განიხილავს, მაგრამ საქმე ქმედით ნაბიჯამდე აქამდე არ მიდიოდა. კატალონიური "სპორტის" მტკიცებით "ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, მიზეზად ხელფასის გაზრდას ასახელებს, კონკრეტულად კი ცხრა მილიონ ფუნტს ყოველწლიურად, რის გადახდასაც ლურჯ ბროწეულისფერთა ხელმძღვანელობა არ აპირებს.

სიტუაციას აკვირდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი" და შექმნილი სიტუაციით სარგებლობას აპირებს, როგორც გამოცემა ირწმუნება, უმტიტის ჟოზე მოურინიო პირადად დაუკავშირდა და მისი სახელფასო მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც დაპირდა.

მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში, ფრანგი ფეხბურთელი დღითიდღე დაშორდება კატალონიურ გრანდს და მიუახლოვდება "იუნაიტედს".

სატრანსფერო თანხა არ კონკრეტდება, მაგრამ მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველის სანაცვლოდ ვარაუდობენ, რომ 60 მილიონი ფუნტის გაღება გახდება საჭირო. ტრანსფერში შესაძლოა დეილი ბლინდის ჩართვაც, რომლის მიმართ "ბარსელონას" ინტერესის შესახებ წარსულში არაერთხელ გავრცელდა ცნობები.

სამუელი "ბარსელონას" "ლიონიდან" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლება. მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო, ამჟამად კი პოლ პოგბასთან და ენტონი მარსიალთან ერთად საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იმყოფება და რუსეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.

წყარო : www.sport-english.com/en/
სიახლეები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Chaxrux
26 მარტი 2018 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Yvelas tavizi azri aqvs magram me darwmunebuli var ro manchestershi vinc ar unda moiyvanon smolingze da jonsze uketesad mainc ver itamashebs, tu ginda ramosi iyos saxelit gaqchavs marto tamashit sxva situaciaa dghes vabshe ra... mourinios gundshi gind vidici da ferdinandi daayene swrap shetevebs sadghac mainc gaushveben, tu ar sheutie midi da akvi ramdenic ginda smolings da jonss, van gaalis dros de geas mere smolingi iyo gunds ro atrevda dacvashi erti sezoni gijivit iyomara... gvardiolas sitishi ro smolingi da jonsi yavdes warmoidginet ubralod rogori dacva iqneboda... karoche bevri ro ar vibazro bracii mee smolingi jonsis da rojos winaaghmdegi araperi ar maq bailize vabshe bazari agharaa magari igrokia dzaan... gundi ro ise utevdes rogorc sheepereba manchesters da im kamandas rac dghes manchesters yavs naxevar dacvis zemot mag shemtxvevashi dacvas damijeret nakls ver upovit... ese ginda umtiti dayene da vidici goli ki ara paataac sheva tediashvili))))
0
№12
ავტორი: PaLoMo
26 მარტი 2018 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
მარკინიოსი თავისდროზე ვერ დავითრიეთ ვარანი გამოროცხულია და რავიცი აბა ეს ყველაზე კაი ვარიანტია.

ბიჭო რა დავამუგამე იცი?ახალი კომენტარები ზემოთ იწერება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: Svanchester
26 მარტი 2018 21:53
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: PaLoMo
მარკინიოსი თავისდროზე ვერ დავითრიეთ ვარანი გამოროცხულია და რავიცი აბა ეს ყველაზე კაი ვარიანტია.

ბიჭო რა დავამუგამე იცი?ახალი კომენტარები ზემოთ იწერება?

ჰო მუხბე ეგ შეიცვალა. ახლები ეხლა თავში წერია, ესე ჯობია ბევრად.
1
№14
ავტორი: gache1991
26 მარტი 2018 21:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: PaLoMo
მარკინიოსი თავისდროზე ვერ დავითრიეთ ვარანი გამოროცხულია და რავიცი აბა ეს ყველაზე კაი ვარიანტია.

ბიჭო რა დავამუგამე იცი?ახალი კომენტარები ზემოთ იწერება?

:)))):))))) ეხლა შეამჩნიე :)))?
0
№15
ავტორი: LASHQARA
26 მარტი 2018 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მე მაგრად მისწორდება ეს ამბვი ჭორების დღიდან და თუ მართლა გადმოვა, დაცვა ძალიან გაძლიერდება სუსტ რგოლს 20% მოემატება კარგისკენ... love am
0
№16
ავტორი: manchestereli777
27 მარტი 2018 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
კაი ამბავია თუ გამოვა ... არა მგონია ბარსამ გაუშვას ... გიჟები ყოფილან ეს თუ გამოუშვეს :)
0
№17
ავტორი: gaga1987
27 მარტი 2018 07:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
რამაგრად მომწონს ეს.იმედია გამოვა ეს ტრანსფერი
0
№18
ავტორი: gela-manchesteri777
27 მარტი 2018 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მაგარი იქნება ეს რო დავითრიოთ
0
№19
ავტორი: dzia_David
27 მარტი 2018 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
საეჭვო მაგრამ არა შეუძლებელი... მე პირადად ჯონსის და სმოლინგის გამონათებების ყურებით დავიღალე უკვე ამდენი წელია, ბაილის იმედი მაქვს და ლინდელოფის მომატების, მარა ამ კაცის წითელ ფორმაში ნახვა ცენტრალური მცველების პრობლემას დიდი ხნით მოხსნიდა, ძაან მაგარია
0
№20
ავტორი: PaLoMo
27 მარტი 2018 17:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
ციტატა: gache1991
ციტატა: PaLoMo
მარკინიოსი თავისდროზე ვერ დავითრიეთ ვარანი გამოროცხულია და რავიცი აბა ეს ყველაზე კაი ვარიანტია.

ბიჭო რა დავამუგამე იცი?ახალი კომენტარები ზემოთ იწერება?

:)))):))))) ეხლა შეამჩნიე :)))?

ნუ ეს ბოლო პერიოდია.მანამდე ჩემ ესემესებს ბოლოში ვკითქულობდი(ასე არ იყო)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top