თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2018, 23:02
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3439,
კომენტარები: 32
ჟოზე:''ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ''
მოურინიო მატჩის შემდეგ.
ჟოზე:''ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ''
''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''ოლდ ტრაფორდზე'' ლონდონის ''ჩელსი'' მიიღო და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. სტუმართაგან ვილიანმა გაიტანა, ხოლო წითლების მხრიდან ჯერ ლუკაკუმ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა ლინგარდმა გაიტანა გამარჯვების გოლი. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.


''ჩვენ დავამარცხეთ ძალიან კარგი გუნდი''

''ვფიქრობ ფანტასტიური კლუბი დავამარცხეთ, ისინი არიან მოქმედი ჩემპიონები, გვეთამაშებოდნენ ისევე, როგორც ეთამაშნენ ''ბარსელონას''. მათ ძალიან კარგი სტარტი ჰქონდათ, კარგი გუნდის დასამარცხებლად გჭირდება, რომ იყო ორგანიზებული, ასევე ყველა ფეხბურთელი უნდა მიჰყვებოდეს გუნდის გეგმას, უნდა იბრძოლოს ნებისმიერ ბურთზე და ზედმიწევნით უნდა ასრულებდეს მითითებებს. ვიმეორებ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ.''

''მჭიდრო თამაში''

'' მათ ძალიან კარგად დაიწყეს, როდესაც მორატამ ძელს მოარტყა ბურთი, მე ჩემს ფეხბურთელებს შევხედე და ვფიქრობდი რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? ვინ იყო დამნაშავე? თუმცა ეს იყო ძალიან ლამაზად გათამაშებული და არაფერი მქონდა სათქმელი. კარგი გუნდია, ფანტასტიკური დინამიკით და შემტევი ფლანგის მცველებით. ვცდილობდი მეპოვნა გზა, როგორ გამეხადა ჩემი შემტევები ''ჩელსისთვის'' სახიფათო, ჩვენ უნდა შეგვეტია შუიდან, რადგან ფლანგებზე ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს. ჩემი აზრით ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით ედენ აზარს. ვილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავისი გოლით მან მოგვკლა, თუმცა ჩვენ მაინც განვიცადეთ პროგრესი და ვამყარებდით უფრო და უფრო მეტ კონტროლს მატჩზე. იყო ძალიან მჭიდრო თამაში და პოზიციისათვის თავდაუზოგავი ბრძოლა.''

''მაკტომინეი ჩვენთვის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს''

''ვფიქრობ ძალიან მაგარი ფეხბურთელია,მას მე თანამედროვე ნახევარმცველს ვუწოდებ. სკოტს ყველაფერი შეუძლია. ჯერჯერობით, რასაც ის არ აკეთებს ეს გოლების გატანაა, რომელიც ასევე შეუძლია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მე განსხვავებულ დავალებებს ვაძლევ. მას აქვს გოლების გატანის ნიჭი. ჩვენ მას ადაპტაციაში მაქსიმუალურად ვეხმარებით, რომ იყოს მულტი-ფუნქციური. ის ფანტასტიკურ სამუშაოს აკეთებს ჩვენთვის, მან შეაჩერა ''სევილიასთან'' ბანეგა, ხოლო დღეს ედენ აზარი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფეხბურთელით.''

გუნდის ძალისხმევა

''ვფიქრობ ნემანია მატიჩი იყო ფენომენალური, პოგბამ კი შესანიშნავი თამაში აჩვენა ნახევარდაცვაში. შემიძლია ვისაუბრო ჩემს ცენტრალურ მცველებზე და ასევე ჩემს შემტევებზე. ალექსისის მისია იყო ყოფილიყო მესამე თავმდამსხმელი და საჭიროებისას ამავდროულად მეოთხე ნახევარმცველი. ვფიქრობ ყველამ დიდი ძალისხმევა გაიღო. შესაძლო იყო რომ ფრედ დასრულებულიყო? დიახ, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ და თუ ვინმე იმსახურებდა მოგებას ეს სწორედ ჩვენ ვიყავით.''-განაცხადა მოურინიომ.

მომდევნო მატჩს ''იუნაიტედი'' 5 მარტს გამართავს სტუმრად ''კრისტალ პალასის'' წინააღმდეგ.
ინტერვიუები
32 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
25 თებერვალი 2018 23:03
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
შეგვძლებია შეტევაც. სკოტი კიდე ძალიან მაგარი ბიჭია.
2
№2
ავტორი: LASHQARA
25 თებერვალი 2018 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს იმის ნახევარია რაც ამ სასტავს შეუძლია, მოუმატე ჟოზე შეტევებს, ეს ტაქტიკა უნდა დატოვოს და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, ლუკაკუს პასებით მომარაგება უნდა და ძალიან მაგარი ფორვარდია, მატიჩისნაირი ჩამშლელი ძალიან ცოტა ვიცი, თან პასის ალღო აქ სერიოზული, ლინდელოფი რო სმოლინგს ჯობია გამოჩნდა დღეს, ბაი და ლინდელოფი ძირითადში love am
3
№3
ავტორი: holandieli mfrinavi
25 თებერვალი 2018 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
კიდე საცოდავათ რო ეთამაშათ ავტობუსი სულ ჩავიქნევდი ხელს სევილიასთან მოგებაზე, ამ მოგებით ცოტა ამოვისუნთქე და თან ძალიან მესიამოვნა კონტეს ჩელსის დამარცხება,

ბრავო ლუკაკუს, მისდის ბურთი და ამწვავებს, თამაშის მიწურულს დაგვანახა რო სასწაული სისწრაფე ქონია მისი აღნაგობის მიუხედავათ,
1
№4
ავტორი: dachi_mu
25 თებერვალი 2018 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: LASHQARA
ეს იმის ნახევარია რაც ამ სასტავს შეუძლია, მოუმატე ჟოზე შეტევებს, ეს ტაქტიკა უნდა დატოვოს და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, ლუკაკუს პასებით მომარაგება უნდა და ძალიან მაგარი ფორვარდია, მატიჩისნაირი ჩამშლელი ძალიან ცოტა ვიცი, თან პასის ალღო აქ სერიოზული, ლინდელოფი რო სმოლინგს ჯობია გამოჩნდა დღეს, ბაი და ლინდელოფი ძირითადში love am

dges smolingi erterti sauketeso iyo kaco :D ar dazoga aravin.. nu romana mkvlelia.. ra pasi aqvs jer <3 bolos ro chelsi moikida
0
№5
ავტორი: gia miqadze
25 თებერვალი 2018 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ლუკაკუს ის სპრინტი რაიყო wink ასპილიკუეტას ჩაუარა ქორივით am
1
№6
ავტორი: bziki
25 თებერვალი 2018 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Jozes da matichis dasamtkicebeli qondat chelsistvis.
Ai luzerebistvis mtlian gunds aq dasamtkicebeli unda daviklat klopi tavisi Salahit
1
№7
ავტორი: LASHQARA
26 თებერვალი 2018 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ატლეტიკომ რა უქნა სევილიას, საკუთარ კედლებში დაახია ბურთი თავზე და ჩვენ რით გვჯობია ატლეტიკო? არაფრით, სიმეონე ათამაშებს უბრალოდ მაგარ ფეხბურთს გუნდს, ბრძოლისუნარიანი გუნდია და იმიტომ უჭირს ნებისმიერ გრანდს მათთან თამაში winked
0
№8
ავტორი: JuanMata
26 თებერვალი 2018 00:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ტაქტიკა არ უნდა შეცვალოს, აშკარად ეტყობათ ფეხბურთელებს, რომ კარგად გრძნობენ თავს ამ განლაგებაში, როტაცია შეიძლება.

ცენტრი უფრო მყარად გამოიყურება და რაც მთავარია თავდასხმასთან უზარმაზარი უფსკრული არაა, მანჩესტერის თამაშებს რომ ვუყურებ მგონია 7-0-3 განლაგება გვაქვს.

ეს თამაში არ იყო არც ლამაზი და არც გახსნილი, მაგრამ იყო ორგანიზებული, რაც ხშირად არ ჩანს მატჩებში.

ფლანგის მცველები გვჭირდება, განსაკუთრებით მარცხენა, ნუ ვალენსიაც უკვე ასაკშია და უკლებს. მეტი აქტიურობაა საჭირო და შეტევისას ფლანგების გაწელვა.

ლიუკ შოუ საინტერესოა როგორ ჩაჯდება ამ სტილში. მატიჩიც ბევრად პროდუქტიულია როცა გვერდით დამზღვევი ყავს და პოგბაც უფრო თავისუფლად თამაშოვს, კანტე-დრინქუოთერი ვაფშე არც ჩანდნენ მოედანზე.

შეცდომებიც ბევრი იყო, მაგრამ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება.
0
№9
ავტორი: PaLoMo
26 თებერვალი 2018 00:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: holandieli mfrinavi
კიდე საცოდავათ რო ეთამაშათ ავტობუსი სულ ჩავიქნევდი ხელს სევილიასთან მოგებაზე, ამ მოგებით ცოტა ამოვისუნთქე და თან ძალიან მესიამოვნა კონტეს ჩელსის დამარცხება,

ბრავო ლუკაკუს, მისდის ბურთი და ამწვავებს, თამაშის მიწურულს დაგვანახა რო სასწაული სისწრაფე ქონია მისი აღნაგობის მიუხედავათ,

თან რა მნიშვნელოვანი იყო წაგება ძან ცუდ სიტუაციაში გავგდებდა ახლა კი ჩელსინოთხეულსმმიგმა დარჩა ეს მესიამოვნა.და ასეც ვფიქორბდი რო დგეს შემტევ ფეხბურთს ვიტამაშებდით იმედია ამ ტაქტიკას მართლაც დატოვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: bziki
26 თებერვალი 2018 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
LASHQARA
Atletiko saertod ar gadasula metoqis naxevarze ra burti daaxia,ragac zgapari golebi guitanes.tan chventan magra daigalnen motivaciac bevrad naklebi qondat,sxva saqmea ro Atletiko upro gamartul avtobuss tamashobs vidre chven
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top