თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2018, 23:02
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3453,
კომენტარები: 32
ჟოზე:''ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ''
მოურინიო მატჩის შემდეგ.
ჟოზე:''ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ''
''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''ოლდ ტრაფორდზე'' ლონდონის ''ჩელსი'' მიიღო და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. სტუმართაგან ვილიანმა გაიტანა, ხოლო წითლების მხრიდან ჯერ ლუკაკუმ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა ლინგარდმა გაიტანა გამარჯვების გოლი. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.


''ჩვენ დავამარცხეთ ძალიან კარგი გუნდი''

''ვფიქრობ ფანტასტიური კლუბი დავამარცხეთ, ისინი არიან მოქმედი ჩემპიონები, გვეთამაშებოდნენ ისევე, როგორც ეთამაშნენ ''ბარსელონას''. მათ ძალიან კარგი სტარტი ჰქონდათ, კარგი გუნდის დასამარცხებლად გჭირდება, რომ იყო ორგანიზებული, ასევე ყველა ფეხბურთელი უნდა მიჰყვებოდეს გუნდის გეგმას, უნდა იბრძოლოს ნებისმიერ ბურთზე და ზედმიწევნით უნდა ასრულებდეს მითითებებს. ვიმეორებ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ.''

''მჭიდრო თამაში''

'' მათ ძალიან კარგად დაიწყეს, როდესაც მორატამ ძელს მოარტყა ბურთი, მე ჩემს ფეხბურთელებს შევხედე და ვფიქრობდი რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? ვინ იყო დამნაშავე? თუმცა ეს იყო ძალიან ლამაზად გათამაშებული და არაფერი მქონდა სათქმელი. კარგი გუნდია, ფანტასტიკური დინამიკით და შემტევი ფლანგის მცველებით. ვცდილობდი მეპოვნა გზა, როგორ გამეხადა ჩემი შემტევები ''ჩელსისთვის'' სახიფათო, ჩვენ უნდა შეგვეტია შუიდან, რადგან ფლანგებზე ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს. ჩემი აზრით ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით ედენ აზარს. ვილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავისი გოლით მან მოგვკლა, თუმცა ჩვენ მაინც განვიცადეთ პროგრესი და ვამყარებდით უფრო და უფრო მეტ კონტროლს მატჩზე. იყო ძალიან მჭიდრო თამაში და პოზიციისათვის თავდაუზოგავი ბრძოლა.''

''მაკტომინეი ჩვენთვის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს''

''ვფიქრობ ძალიან მაგარი ფეხბურთელია,მას მე თანამედროვე ნახევარმცველს ვუწოდებ. სკოტს ყველაფერი შეუძლია. ჯერჯერობით, რასაც ის არ აკეთებს ეს გოლების გატანაა, რომელიც ასევე შეუძლია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მე განსხვავებულ დავალებებს ვაძლევ. მას აქვს გოლების გატანის ნიჭი. ჩვენ მას ადაპტაციაში მაქსიმუალურად ვეხმარებით, რომ იყოს მულტი-ფუნქციური. ის ფანტასტიკურ სამუშაოს აკეთებს ჩვენთვის, მან შეაჩერა ''სევილიასთან'' ბანეგა, ხოლო დღეს ედენ აზარი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფეხბურთელით.''

გუნდის ძალისხმევა

''ვფიქრობ ნემანია მატიჩი იყო ფენომენალური, პოგბამ კი შესანიშნავი თამაში აჩვენა ნახევარდაცვაში. შემიძლია ვისაუბრო ჩემს ცენტრალურ მცველებზე და ასევე ჩემს შემტევებზე. ალექსისის მისია იყო ყოფილიყო მესამე თავმდამსხმელი და საჭიროებისას ამავდროულად მეოთხე ნახევარმცველი. ვფიქრობ ყველამ დიდი ძალისხმევა გაიღო. შესაძლო იყო რომ ფრედ დასრულებულიყო? დიახ, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ და თუ ვინმე იმსახურებდა მოგებას ეს სწორედ ჩვენ ვიყავით.''-განაცხადა მოურინიომ.

მომდევნო მატჩს ''იუნაიტედი'' 5 მარტს გამართავს სტუმრად ''კრისტალ პალასის'' წინააღმდეგ.
ინტერვიუები
32 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
26 თებერვალი 2018 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს მართლაც ვისიამოვნეე და ყველაზე მეტად შეტევა და პრესინგი მომეწონაა. ეგრე გააგრძელე ჟოზეეე პრესინგიი აუცილებელიაა და შედეგი მოაქვს რამდენჯერ შეცდომა დავაშვებინეთ ჩელსის. სხვანაირად მთელი ცენტრი თუ დაუთმე მრისხანე მეტოქეს ჩვეულებრივად შეგჭამს. იმედია სევილიასთან გაორმაგებული მოტივაციით და უფრო მაგარი შეტევით და პრესინგით ვითამაშებთ პირველ ტაიმშივე უნდა მოუკლათ შანსებიიი აუცილებლათ.
0
№12
ავტორი: LASHQARA
26 თებერვალი 2018 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: bziki
LASHQARA
Atletiko saertod ar gadasula metoqis naxevarze ra burti daaxia,ragac zgapari golebi guitanes.tan chventan magra daigalnen motivaciac bevrad naklebi qondat,sxva saqmea ro Atletiko upro gamartul avtobuss tamashobs vidre chven

ვაბშე არ მომწონს ატლეტიკოს სტილი, მაგრამ ჩვენზე უკეთ რომაა ორგანიზებული მოედანზე იმ სტილში რასაც თამაშობს რათ უნდა საუბარი, 5 გოლი გასვლაზე თუ ბურთის დახევა არაა აბა რაღაა მაშინ, ამ ანგარიშამდე უბანში ვთამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს lol am
0
№13
ავტორი: gaga1987
26 თებერვალი 2018 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
2 taimi iyo super.mnishvnelovani 3kula
0
№14
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2018 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol joze Ese unda gavagzelot❤️ Matichi da romelu sauketesoebi iyvnen❤️
0
№15
ავტორი: psixi13
26 თებერვალი 2018 02:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
კაცმა თქვა კონკრეტულად რომ ამ გუნდს 2 წელიწადში ყველა ტიტულის მოგება შეეძლებაო.
დღეს მათლა ყველამ კარგად ითამაშა და ლუკაკუს პროგრესირებს.სანჩესს რომ ვუყურებ დეპრესიაში მგონია რომ არის )))))
0
№16
ავტორი: vale13
26 თებერვალი 2018 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Mtavaria ase gavagrdzelot
0
№17
ავტორი: Svanchester
26 თებერვალი 2018 10:17
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
Bigana რა გინდა შენ ვერ ვიგებ? ნერვებზე თამაშობ აქ ხალხის თუ რა ხდება? რა სიბრძნეებზე მელაპარაკები? მე ჩემი აზრი დავაფიქსირე და შენ რა პონტში აძლევ ჩემ აზრს შეფასებებს? მე რასაც მინდა სტატიას იმ შეფასებას დავუწერ. სიბრძნეა თუ რა არის შენ ჩემ აზრს პატივი უნდა ცე. აქ ერთმანეთის აზრებს პატივი უნდა ვცეთ. ლოგიკაც ძაან კარგად ვიცი რაც არის და მსგავსი საუბარი არ გინდა ბრატუხა. გელაპარაკები ჯიგრულად რო მსგავსი საუბარი ჩემთან მიმართებაში არ გინდამეთქი და დალშე ალბათ გასაგებად გესაუბრე. ლოგიკურობაზე და სიბრძნეებზე რომელი რაკურსით მესაუბრები ერთი მითხარი?
0
№18
ავტორი: giorgi_mg
26 თებერვალი 2018 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი მეორე ტაიმი ვითამაშეთ. ერთს ყველა ვხვდებით რომ ამ გუნდს მეტის პოტენციალი აქვს და მოურინიო იმედია გადალახავს შიშებს და კომპლექსებს.
მოუს შიში აქვს ბურთის არ გაშვების თუ რა ჭირს ამ ადამიანს ვერ გავიგე, აშკარად რაღაც ვერააქვს თავში კარგად, თორე ასეთი გუნდი გყავდეს და არ უტევდე ვერ ვხვდები სხვა რა ვიფიქრო
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2018 11:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სევილიასთან გახსნილი და შემტევი ფეხბურთი თუ გვიშველის
0
№20
ავტორი: glory28
26 თებერვალი 2018 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მოუმ შეუსრულა კონეტეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top