თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2018, 23:02
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3453,
კომენტარები: 32
ჟოზე:''ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ''
მოურინიო მატჩის შემდეგ.
ჟოზე:''ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ''
''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''ოლდ ტრაფორდზე'' ლონდონის ''ჩელსი'' მიიღო და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. სტუმართაგან ვილიანმა გაიტანა, ხოლო წითლების მხრიდან ჯერ ლუკაკუმ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა ლინგარდმა გაიტანა გამარჯვების გოლი. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.


''ჩვენ დავამარცხეთ ძალიან კარგი გუნდი''

''ვფიქრობ ფანტასტიური კლუბი დავამარცხეთ, ისინი არიან მოქმედი ჩემპიონები, გვეთამაშებოდნენ ისევე, როგორც ეთამაშნენ ''ბარსელონას''. მათ ძალიან კარგი სტარტი ჰქონდათ, კარგი გუნდის დასამარცხებლად გჭირდება, რომ იყო ორგანიზებული, ასევე ყველა ფეხბურთელი უნდა მიჰყვებოდეს გუნდის გეგმას, უნდა იბრძოლოს ნებისმიერ ბურთზე და ზედმიწევნით უნდა ასრულებდეს მითითებებს. ვიმეორებ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი დავამარცხეთ.''

''მჭიდრო თამაში''

'' მათ ძალიან კარგად დაიწყეს, როდესაც მორატამ ძელს მოარტყა ბურთი, მე ჩემს ფეხბურთელებს შევხედე და ვფიქრობდი რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? ვინ იყო დამნაშავე? თუმცა ეს იყო ძალიან ლამაზად გათამაშებული და არაფერი მქონდა სათქმელი. კარგი გუნდია, ფანტასტიკური დინამიკით და შემტევი ფლანგის მცველებით. ვცდილობდი მეპოვნა გზა, როგორ გამეხადა ჩემი შემტევები ''ჩელსისთვის'' სახიფათო, ჩვენ უნდა შეგვეტია შუიდან, რადგან ფლანგებზე ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს. ჩემი აზრით ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით ედენ აზარს. ვილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავისი გოლით მან მოგვკლა, თუმცა ჩვენ მაინც განვიცადეთ პროგრესი და ვამყარებდით უფრო და უფრო მეტ კონტროლს მატჩზე. იყო ძალიან მჭიდრო თამაში და პოზიციისათვის თავდაუზოგავი ბრძოლა.''

''მაკტომინეი ჩვენთვის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს''

''ვფიქრობ ძალიან მაგარი ფეხბურთელია,მას მე თანამედროვე ნახევარმცველს ვუწოდებ. სკოტს ყველაფერი შეუძლია. ჯერჯერობით, რასაც ის არ აკეთებს ეს გოლების გატანაა, რომელიც ასევე შეუძლია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მე განსხვავებულ დავალებებს ვაძლევ. მას აქვს გოლების გატანის ნიჭი. ჩვენ მას ადაპტაციაში მაქსიმუალურად ვეხმარებით, რომ იყოს მულტი-ფუნქციური. ის ფანტასტიკურ სამუშაოს აკეთებს ჩვენთვის, მან შეაჩერა ''სევილიასთან'' ბანეგა, ხოლო დღეს ედენ აზარი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფეხბურთელით.''

გუნდის ძალისხმევა

''ვფიქრობ ნემანია მატიჩი იყო ფენომენალური, პოგბამ კი შესანიშნავი თამაში აჩვენა ნახევარდაცვაში. შემიძლია ვისაუბრო ჩემს ცენტრალურ მცველებზე და ასევე ჩემს შემტევებზე. ალექსისის მისია იყო ყოფილიყო მესამე თავმდამსხმელი და საჭიროებისას ამავდროულად მეოთხე ნახევარმცველი. ვფიქრობ ყველამ დიდი ძალისხმევა გაიღო. შესაძლო იყო რომ ფრედ დასრულებულიყო? დიახ, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ და თუ ვინმე იმსახურებდა მოგებას ეს სწორედ ჩვენ ვიყავით.''-განაცხადა მოურინიომ.

მომდევნო მატჩს ''იუნაიტედი'' 5 მარტს გამართავს სტუმრად ''კრისტალ პალასის'' წინააღმდეგ.
ინტერვიუები
32 კომენტარი
№31
ავტორი: kantona-7
27 თებერვალი 2018 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ბიჭებო რამე სიახლე დადეთრა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№32
ავტორი: kobinio
3 მარტი 2018 00:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ტოტალიზატორს რო არ ყომარონდნენ ბოსები უკეთესი თამაშების მოგებაც შეულიათ!!! პოგბას ისევ მიაჯვა საწყის ინტერვიუზე და მერე შეაქო მისი დავალება რო შეასრულა.აშკარაა ჯიოყლტობს ფულის მოყვარული ფერადი ბიჭი მარა მგონია უფრო პრესაა აჟიტორებული
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top