თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2018, 15:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2575,
კომენტარები: 36
ჟოზეს მატჩის წინა ინტერვიუ ტელევიზიასთან
პორტუგალიელი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
ჟოზეს მატჩის წინა ინტერვიუ ტელევიზიასთან
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ სიმშვიდეს ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ ტურნირის მოგებაზე ოცნება მხოლოდ მეოთხედფინალში უნდა იწყებოდეს.

"წითლები" ლა ლიგას გუნდს დღეს ღამე დაუპირისპირდებიან "რამონ სანჩეს პისხუანზე" - სტადიონზე, რომელთანაც მოურინიოს კარგი მოგონებების აკავშირებს. სწორედ აქ შედგა მოურინიოს ტრიუმფი UEFA-ს თასზე, როცა "პორტუთი" "სელტიკი" დაამარცხა ფინალში, ხოლო მადრიდის "რეალში" მუშაობის პერიოდში "სევილია" მან სამჯერ დამაარცხა და მათგან ორჯერ ანგარიშით 6-2.

მოურინიო ამჯერად ასეთ ანგარიშს არ ელის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისმა ფეხბურთელებმა კარგად იციან თავიანთი საქმე და ყველაფერს გააკეთებენ მერვედფინალური ეტაპიდან გასასვლელად.

"მშვიდად ვარ და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. მნიშვნელოვანი მატჩია, თუ გნებავთ, პლეი-ოფის პირველი ნახევარი დაარქვით, ამიტომ მნიშვნელოვანია ასევე სიმშვიდე და მატჩისათვის მომზადება, მაგრამ ემოციები უნდა ვაკონტროლოთ, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთოთ.

ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია, რადგან გულშემატკივრებს ძალიან უყვართ პლეი-ოფის მატჩები. მათ პლეი-ოფის გუნდსაც ეძახიან, რადგან, როგორც წესი, წარმატებით თამაშობენ როგორც საშინაო თასზე, ასევე და განსაკუთრებით ევროპა ლიგაზე. გულშემატკივარი მხოლოდ მატჩის საყურებლად არ მიდის, ისინიც მონაწილეობენ თამაშში და დიდ ზეწოლას ახდენენ მოწინააღმდეგესა და მსაჯის გადაწყვეტილებაზე.

ადრეც ვთქვი, რომ გამარჯვების შანსი ნებისმიერ გუნდს აქვს, რომელიც მეოთხედფინალში გავა. სანამ "პორტუთი" ან "ინტერით" მეოთხედფინალში არ გავედი, არასოდეს მიფიქრია, რომ მოგება შემეძლო, მაგრამ როგორც კი მეოთხედფინალში გადიხარ, გრძნობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არაფერი იცვლება, დინამიკა ისეა, რომ არაფერი იცვლება. ზოგიერთი კლუბის ნორმალური ტენდენცია ის არის, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტად არიან მზად ტურნირის მოსაგებად. მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ მეოთხედფინალში შეიძლება იგრძნოს ნებისმიერმა გუნდმა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომაც მეოთხედფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიოს "სევილიას" ზოგიერთი ფეხბურთელის კომენტარის შესახებაც ჰკითხეს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მათ "იუნაიტედი" წყვილის ფავორიტად მიიჩნიეს, მაგრამ ჟოზემ განაცხადა, რომ მისთვის ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს.

"მათ კარგი დაცვითი ორგანიზაცია აქვთ, ყველა იცავს თავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელია - იტალიელმა მწვრთნელებმა კი კარგად იციან, როგორ უნდა დააკომპლექტონ გუნდი დაცვით თამაშში. ადვილი შესამჩნევია, რომ მანძილი ვინგერებსა და ფლანგის მცველებს შორის ძალიან მოკლეა. ვინგერები უკან იხევენ, რათა ფლანგის მცველებს დაეხმარონ - ინგლისში კი ასე არ არის, რადგან ინგლისში ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც არასოდეს მჯდარა სავარძელში, ამბობს, რომ ვინგერმა თავი არ უნდა დაიცვას და ნახევარმცველმა მხოლოდ უნდა შეუტიოს. მაგრამ ასე მხოლოდ ინგლისში ფიქრობენ ექსპერტთა ამ თაობის წარმომადგენლები.

"სევილიას" ბევრ გოლს ვერ გაუტან და ვფიქრობ, ძალიან კონკურენტუნარიანი მატჩი იქნება, მათ კი შეუძლიათ ის თქვან, რაც მოესურვებათ, შეუძლიათ ჩვენზე სასიამოვნოდ ისაუბრონ და თქვან, რომ ფავორიტები ვართ. ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. მე ვამჯობინებდი მეთქვა, რომ მათ კარგი ფეხბურთელები, კარგი გუნდი და პლეი-ოფის მატჩებში გამოვლენილი კარგი მენტალიტეტი აქვთ. სევილია თასების კლუბის, კლუბი, რომელსაც მოსწონს და სიამოვნებს კოპა დელ რეი, სიამოვნებს ევროპა ლიგა და ახლა ყველაზე დიდ ტურნირში თამაშის შანსი აქვთ, ასე რომ, უფრო დიდი მოტივაციაც ექნებათ."

სევილიაში წინა ტრიუმფის შესახებ ჟოზემ დაამატა: "უნდა ვაღიარო, რომ 2003 წელს UEFA-ს თასზე მოპოვებული გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო, რომ ევროტურნირზე ვთამაშობდი და ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდით. ჩვენთვის იმ ფინალში გასვლა და მისი მოგება ბევრს ნიშნავდა. ვიცი, რომ "სევილიას" წინააღმდეგ აქ დიდი გამარჯვებები მაქვს მოპოვებული, მაგრამ წამიგია კიდეც და გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ ის კაცი, ვინც ფიქრობს, რომ მომხდარს რამე გავლენა აქვს. მე მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს და რამდენიმე კვირის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ეს ორი გუნდი ბალანსირებული იქნება, მე ვიტყოდი, რომ შანსები თანაბარია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ორი მატჩის ჯამში ამას მოვახერხებთ".
ინტერვიუები
36 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
21 თებერვალი 2018 15:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ვისაც ხელი მიგიწვდებათ კარგი იქნება თუ ვიდეოსაც დადებთ, ამხელას წაკითხვა ხო დასაზარებეელია და მერე ნათქვამში რა ემოციაცაა ის იკარგება no

ხო შრომას არვკარგავ რათქმაუნდა და მადლობა, უბრალოდ ეგეც რომ იყოსთქო request
1
№2
ავტორი: RojoDiablo
21 თებერვალი 2018 16:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
ვისაც ხელი მიგიწვდებათ კარგი იქნება თუ ვიდეოსაც დადებთ, ამხელას წაკითხვა ხო დასაზარებეელია და მერე ნათქვამში რა ემოციაცაა ის იკარგება no

ხო შრომას არვკარგავ რათქმაუნდა და მადლობა, უბრალოდ ეგეც რომ იყოსთქო request

დიდი სიამოვნებით, სადაც შესაძლებელია, ვდებ ხოლმე, მაგრამ ტელევიზიასთან ჩაწერილი ინტერვიუს ვიდეომასალა არ არის ხელმისაწვდომი. ძირითადად პრესკონფერენციები იდება ვიდეოს სახით ხოლმე და ისიც მატჩის შემდეგი

და მეორე საკითხი

ჩემი, როგორც მომხმარებლის (და არა ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის) თხოვნაა, რომ ჩვენი აზრი მწვრთნელის, ფეხბურთელების, გუნდისა თუ სხვა მომხმარებლების მიმართ დავაფიქ****თ ცენზურის დაცვისა და ზომიერების ფარგლებში. ბოლო დროს ისევ მომრავლდა საიტზე კომენტარები, რომლებშიც მრავლად იყენებენ სხვის შეურაცხმყოფელ სიტყვებს. აზრის დაფიქსირება არავის ეკრძალება, მაგრამ რადგან ამ საიტის წევრები ვართ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და ადამიანს კომენტარის წაკითხვას ნუ დააზარებთ.

ამ საიტს თავისი წესები აქვს და მისი არ დაცვის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი დაიბლოკება, რა სტაჟიც არ უნდა ჰქონდეს როგორც გუნდის გულშემატკივრობის, ისე საიტზე ყოფნისა. აქ რომ შემოვდივარ, ხალხის აზრის წაკითხვა მომწონს, მაგრამ იმდენ უწმაწურ სიტყვას და ამა თუ იმ ფეხბურთელის, მწვრთნელისა და სხვა მომხმარებლების დაცინვისა და გამასხარავების შესახებ ვკითხულობ, რომ ეგრევე შეწყვეტა მინდება. საშინელებაა, ხალხო.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2018 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Advili arc karaqiani puris chamaa sheidzleba gadagcdes da gagaxchos:))advili tamashebi am etapze ukve agar arsebobs magram dges mainc movigebt❤️
0
№4
ავტორი: Svanchester
21 თებერვალი 2018 16:53
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Phil Jones
ვისაც ხელი მიგიწვდებათ კარგი იქნება თუ ვიდეოსაც დადებთ, ამხელას წაკითხვა ხო დასაზარებეელია და მერე ნათქვამში რა ემოციაცაა ის იკარგება no

ხო შრომას არვკარგავ რათქმაუნდა და მადლობა, უბრალოდ ეგეც რომ იყოსთქო request

დიდი სიამოვნებით, სადაც შესაძლებელია, ვდებ ხოლმე, მაგრამ ტელევიზიასთან ჩაწერილი ინტერვიუს ვიდეომასალა არ არის ხელმისაწვდომი. ძირითადად პრესკონფერენციები იდება ვიდეოს სახით ხოლმე და ისიც მატჩის შემდეგი

და მეორე საკითხი

ჩემი, როგორც მომხმარებლის (და არა ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის) თხოვნაა, რომ ჩვენი აზრი მწვრთნელის, ფეხბურთელების, გუნდისა თუ სხვა მომხმარებლების მიმართ დავაფიქ****თ ცენზურის დაცვისა და ზომიერების ფარგლებში. ბოლო დროს ისევ მომრავლდა საიტზე კომენტარები, რომლებშიც მრავლად იყენებენ სხვის შეურაცხმყოფელ სიტყვებს. აზრის დაფიქსირება არავის ეკრძალება, მაგრამ რადგან ამ საიტის წევრები ვართ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და ადამიანს კომენტარის წაკითხვას ნუ დააზარებთ.

ამ საიტს თავისი წესები აქვს და მისი არ დაცვის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი დაიბლოკება, რა სტაჟიც არ უნდა ჰქონდეს როგორც გუნდის გულშემატკივრობის, ისე საიტზე ყოფნისა. აქ რომ შემოვდივარ, ხალხის აზრის წაკითხვა მომწონს, მაგრამ იმდენ უწმაწურ სიტყვას და ამა თუ იმ ფეხბურთელის, მწვრთნელისა და სხვა მომხმარებლების დაცინვისა და გამასხარავების შესახებ ვკითხულობ, რომ ეგრევე შეწყვეტა მინდება. საშინელებაა, ხალხო.

აბსოლიტურად გეთანხმები როხოდიაბლო. საკუთარი გუნდის მწვრთნელის თუ ფეხბურთელის დაცინვა რა შედეგს იღებს გარდა იმისა, რომ უბრალოდ არასასიამოვნო გარემოს ქმნის საიტზე, რათ გვინდა ამდენი ნეგატივი? თუ მოურინიოს ქმედებები არ მოგვწონს ეს ლოგიკური აზროვნებით დავაფიქ****თ და ჩვენი აზრი ესე ჩამოვაყალიბოთ და არა ცენზურით. ეს საიტი ყოველთვის დისციპლინით ზრდილობით და სხვა დადებითი თვისებებით გამოირჩეოდა და ესე გავაგრძელოთ.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
21 თებერვალი 2018 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Phil Jones
ვისაც ხელი მიგიწვდებათ კარგი იქნება თუ ვიდეოსაც დადებთ, ამხელას წაკითხვა ხო დასაზარებეელია და მერე ნათქვამში რა ემოციაცაა ის იკარგება no

ხო შრომას არვკარგავ რათქმაუნდა და მადლობა, უბრალოდ ეგეც რომ იყოსთქო request

დიდი სიამოვნებით, სადაც შესაძლებელია, ვდებ ხოლმე, მაგრამ ტელევიზიასთან ჩაწერილი ინტერვიუს ვიდეომასალა არ არის ხელმისაწვდომი. ძირითადად პრესკონფერენციები იდება ვიდეოს სახით ხოლმე და ისიც მატჩის შემდეგი

და მეორე საკითხი

ჩემი, როგორც მომხმარებლის (და არა ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის) თხოვნაა, რომ ჩვენი აზრი მწვრთნელის, ფეხბურთელების, გუნდისა თუ სხვა მომხმარებლების მიმართ დავაფიქ****თ ცენზურის დაცვისა და ზომიერების ფარგლებში. ბოლო დროს ისევ მომრავლდა საიტზე კომენტარები, რომლებშიც მრავლად იყენებენ სხვის შეურაცხმყოფელ სიტყვებს. აზრის დაფიქსირება არავის ეკრძალება, მაგრამ რადგან ამ საიტის წევრები ვართ, ერთმანეთს პატივი ვცეთ და ადამიანს კომენტარის წაკითხვას ნუ დააზარებთ.

ამ საიტს თავისი წესები აქვს და მისი არ დაცვის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი დაიბლოკება, რა სტაჟიც არ უნდა ჰქონდეს როგორც გუნდის გულშემატკივრობის, ისე საიტზე ყოფნისა. აქ რომ შემოვდივარ, ხალხის აზრის წაკითხვა მომწონს, მაგრამ იმდენ უწმაწურ სიტყვას და ამა თუ იმ ფეხბურთელის, მწვრთნელისა და სხვა მომხმარებლების დაცინვისა და გამასხარავების შესახებ ვკითხულობ, რომ ეგრევე შეწყვეტა მინდება. საშინელებაა, ხალხო.

ასევე ხშირად არის შემთხვევები, კომენტარს კითხულობენ მაგრამ აზრი არასწორად გამოაქვთ ან არ უნდათ რომ ჩაწვდნენ რა წერია რეალურად ან იმას კითხულობენ რისი გაგებაც უნდათ smile თუმცა ესეჩ ჩვენი და ამ საიტის ნაწილია smile
0
№6
ავტორი: Adamiani
21 თებერვალი 2018 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
მოვიგებთ ამ თამაშს...
0
№7
ავტორი: Lev
21 თებერვალი 2018 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
იმდენი რამის თქმა მინდა ეეჰჰ...დრო არ მაქვს თორემ...ერთ დროს ვწერდი აქ ნოველებს. მარტო იმას ვიტყვი რომ ამ კაცმა იცის თავისი საქმე მაგრამ ამ შემადგენლობის მანჩესტერმა სხვა ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
დაცვითი სტილის და მეტოქის შეცდომაზე მორგებული ფეხბურთი ითამაშო მაშინ როცა ძალიან სუსტი დაცვის ცენტრი გყავს და ძალიან ძლიერი შეტევა, ეს არის აბსურდი. მაგალითად ვიყოთ ობიექტურები და ავიღოთ ლივერპული რომელსაც ფარჩაკი დაცვა ჰყავს და შეუჩერებელი შეტევა, მაგრამ გუნდი თამაშობს მაინც შეტევაში ჟილკით და ორ გოლს თუ უშვებენ სამს იტანენ და ამით გულშემატკივრებს ბედნიერებას ანიჭებენ ბოლო ბოლო ფეხბურთს თამაშობენ.
ეხლა ამას ვუყუროთ, სუსტი დაცვა ჰყავს და უძლიერესი შეტევა. თავისი ტროლეიბუსით ბევრი სწრაფი შეტევითი ფეხბურთელის პოტენციალი იკარგება და საბოლოოდ ვიღებთ იმას რომ გუნდი შეტევაში არ არის შეთამაშებული კომბინაციები ცოტაა ნაკლები სანახაობაა ნაკლები გოლები ნაკლები თავგანწირვა ნაკლები ჟილკა და ......... ფარჩაკი დაცვის ცენტრი,რომელიც შენ პრაგმატულ ფეხბურთში ან გაამართლებს და ან არა. სმოლინგის და ჯონსის იმედზე ვიყოთ როცა ძლიერ მოწინააღმდეგეს ბურთს დავუთმობთ და ჩავიკეტებით?
ისეთი ფეხბურთელები გვყვავს რომ, რომ შევუტიოთ დამიჯერეთ ჩვენ ნახევარზე თითქმის აღარავის აღარ მოუნდება გადმოსვლა. ცოტა გონს უნდა მოეგოს ეს შოფერი და გაზი მისცეს თორე რეშფორდი მარსიალი ლუკაკუ სანჩესი მატა პოგბა და მატიჩი რო ჰყავდეს პოჩეტინოს ან კლოპს ეხლა ეგენი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები იქნებოდნენ..ესეთი თამაში ის არ არის დიდ იმედებს მაძლევს...თორე ვიყოთ და ვუყუროთ სტატისტიკას
თუმცა მაინც მგონია რომ გაძვრება წელს რომელიმე ფინალში მაინც ეს იღბალა ჩა///ლახი))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2018 19:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სევილია აქტიურად ითამაშებს, საკუთარ მოედანზე მაქსიმუმს დადებს და იგივეთი უნდა უპასუხონ, მოსაგები თამაშია.
0
№9
ავტორი: Lalana
21 თებერვალი 2018 20:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Lev
Lev

სასიამოვნო იყო იმის წაკითხვა რასაც შენ წერ.ზოგიერთები უკმაყოფილებას,საწმუხაროდ ძალიან ცუდი სახით გამოხატავენ.
რაც შეეხება ჩემი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გეთანნხმები.შეიძლება ითამაშო კონტრშეტევაზე მაგრამ უნდა ივარჯიშო იმაზე რაც უჭირს გუნდს.აშკარაა რომ გუნდს დაცვიდან ვერ ამოაქვს ბურთი სწორად და სწრაფად,იგერიებენ უაზროდ,რაც იწვევს მოწინააღმდეგე გუნდისთვის ისევ შანსის მიცემას და ასევე კონტრშეტევის დაკარგვას.ასევე მიკვირს რომ ამ ხსნის განმავლობაში არ მოუყვანია კარგი ფლანგის მცველები,ნუ შოუს მისცა შანსი მაგრამ საჭირო იყო მაინც მაღალი დონის ფლანგელის მოყვანა.ასევე არ გვყავს ნომინალური გარემარბი,არც მარსიალია გარემარბი,არც რეშფორდი და არც სანჩესი.არა და იმ სტილს რაც ვთამაშობთ სჭირდება მსგასვი ფლანგელები.რაც შეეხება კლოპს,მერამდენე სეზონია და გუნდი ჯერაც დაუბალანსებელი ყავს,ჯერაც ოთხეულისთვის იბრძვის და ჯერაც არასტაბილურია მისი გუნდი.ნამდვილად კარგ ფეხბურთს თამაშობს და ზუსტადაც ასეთ ფეხბურთს რომ თამაშობს და უკან წესიერი ხალხი არ ყავს მაგიტომაც არის რომ ასე არასტაბილურად გამოიყურებიან.ზუსტადაც რომ დაცვა არ გვივარგა არაფრად,მაგიტომ არის რომ ორი დაცვითი ტიპის ფხბურთელი სჭირდება ცენტრში რომ მიახმაროს დაცვას და ამიტომაც არის სიფრთხილე რომელიც იწვევს სივრცეების ამოქოლვას.აი ტოტენჰემთან თამაში გავიხსენოთ,როდესაც ერთი გოლი გაგვიტანეს ჩვენი ფეხბურთელები გავარდნენ შეტევაში,მშვენივრად ართმევდნენ შეტევაში თავს,მაგრამ იმხელა სივრცეები დარჩა რომ მეორე გოლიც შეგვიგდეს.ეს მცველების უაზრო ქმედებებიდან გამომდინარე იყო,აქედან გამომდინარე მხოლოდ ამ საშუალო დონის მცველებს ვერ ჩააბარებს დაცვას,მაგრამ გუნდში არის ძალიან დიდი პრობლემა იმ მხრივ რომ კონკრეტული ფეხბურთელები არ მოძრაობენ ბევრს,არ არიან დაგეშილები და არ იბრძვიან,ალბათ ჩემპიონატში ერთ-ერთი ნელი გუნდი ვართ.დღეს კი უმოძრაოდ და სისხარტის გარეშე ვერ მოიგებ თამაშებს.არის საკამოდ ბევრი პრობლემა,მაგრამ მაინც მჯერა რომ გუნდი ზაფხულში შეივსება იმ ხალხით რომლებიც დააბალანსებენ გუნდს როგორც დაცვაში ისევე შეტევაში. და მოურინიოც ითმაშებს სხვაგვარი სტილით,ნუ მთლად გვარდიოლასგვარ ფეხბურთს არ ვითხოვთ მაგრამ დარწმუნებული ვარ უფრო სანახაობრივი გახდება გუნდი,თუ არა და კარი ღიაა და დავემშვიდობებით ამ კაცსაც.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
21 თებერვალი 2018 21:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Lalana

100% გეთანხმები ძამიკო.ვერაფერს დავამატებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top