თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2018, 15:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2579,
კომენტარები: 36
ჟოზეს მატჩის წინა ინტერვიუ ტელევიზიასთან
პორტუგალიელი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
ჟოზეს მატჩის წინა ინტერვიუ ტელევიზიასთან
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ სიმშვიდეს ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ ტურნირის მოგებაზე ოცნება მხოლოდ მეოთხედფინალში უნდა იწყებოდეს.

"წითლები" ლა ლიგას გუნდს დღეს ღამე დაუპირისპირდებიან "რამონ სანჩეს პისხუანზე" - სტადიონზე, რომელთანაც მოურინიოს კარგი მოგონებების აკავშირებს. სწორედ აქ შედგა მოურინიოს ტრიუმფი UEFA-ს თასზე, როცა "პორტუთი" "სელტიკი" დაამარცხა ფინალში, ხოლო მადრიდის "რეალში" მუშაობის პერიოდში "სევილია" მან სამჯერ დამაარცხა და მათგან ორჯერ ანგარიშით 6-2.

მოურინიო ამჯერად ასეთ ანგარიშს არ ელის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისმა ფეხბურთელებმა კარგად იციან თავიანთი საქმე და ყველაფერს გააკეთებენ მერვედფინალური ეტაპიდან გასასვლელად.

"მშვიდად ვარ და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. მნიშვნელოვანი მატჩია, თუ გნებავთ, პლეი-ოფის პირველი ნახევარი დაარქვით, ამიტომ მნიშვნელოვანია ასევე სიმშვიდე და მატჩისათვის მომზადება, მაგრამ ემოციები უნდა ვაკონტროლოთ, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთოთ.

ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია, რადგან გულშემატკივრებს ძალიან უყვართ პლეი-ოფის მატჩები. მათ პლეი-ოფის გუნდსაც ეძახიან, რადგან, როგორც წესი, წარმატებით თამაშობენ როგორც საშინაო თასზე, ასევე და განსაკუთრებით ევროპა ლიგაზე. გულშემატკივარი მხოლოდ მატჩის საყურებლად არ მიდის, ისინიც მონაწილეობენ თამაშში და დიდ ზეწოლას ახდენენ მოწინააღმდეგესა და მსაჯის გადაწყვეტილებაზე.

ადრეც ვთქვი, რომ გამარჯვების შანსი ნებისმიერ გუნდს აქვს, რომელიც მეოთხედფინალში გავა. სანამ "პორტუთი" ან "ინტერით" მეოთხედფინალში არ გავედი, არასოდეს მიფიქრია, რომ მოგება შემეძლო, მაგრამ როგორც კი მეოთხედფინალში გადიხარ, გრძნობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არაფერი იცვლება, დინამიკა ისეა, რომ არაფერი იცვლება. ზოგიერთი კლუბის ნორმალური ტენდენცია ის არის, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტად არიან მზად ტურნირის მოსაგებად. მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ მეოთხედფინალში შეიძლება იგრძნოს ნებისმიერმა გუნდმა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომაც მეოთხედფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიოს "სევილიას" ზოგიერთი ფეხბურთელის კომენტარის შესახებაც ჰკითხეს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მათ "იუნაიტედი" წყვილის ფავორიტად მიიჩნიეს, მაგრამ ჟოზემ განაცხადა, რომ მისთვის ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს.

"მათ კარგი დაცვითი ორგანიზაცია აქვთ, ყველა იცავს თავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელია - იტალიელმა მწვრთნელებმა კი კარგად იციან, როგორ უნდა დააკომპლექტონ გუნდი დაცვით თამაშში. ადვილი შესამჩნევია, რომ მანძილი ვინგერებსა და ფლანგის მცველებს შორის ძალიან მოკლეა. ვინგერები უკან იხევენ, რათა ფლანგის მცველებს დაეხმარონ - ინგლისში კი ასე არ არის, რადგან ინგლისში ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც არასოდეს მჯდარა სავარძელში, ამბობს, რომ ვინგერმა თავი არ უნდა დაიცვას და ნახევარმცველმა მხოლოდ უნდა შეუტიოს. მაგრამ ასე მხოლოდ ინგლისში ფიქრობენ ექსპერტთა ამ თაობის წარმომადგენლები.

"სევილიას" ბევრ გოლს ვერ გაუტან და ვფიქრობ, ძალიან კონკურენტუნარიანი მატჩი იქნება, მათ კი შეუძლიათ ის თქვან, რაც მოესურვებათ, შეუძლიათ ჩვენზე სასიამოვნოდ ისაუბრონ და თქვან, რომ ფავორიტები ვართ. ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. მე ვამჯობინებდი მეთქვა, რომ მათ კარგი ფეხბურთელები, კარგი გუნდი და პლეი-ოფის მატჩებში გამოვლენილი კარგი მენტალიტეტი აქვთ. სევილია თასების კლუბის, კლუბი, რომელსაც მოსწონს და სიამოვნებს კოპა დელ რეი, სიამოვნებს ევროპა ლიგა და ახლა ყველაზე დიდ ტურნირში თამაშის შანსი აქვთ, ასე რომ, უფრო დიდი მოტივაციაც ექნებათ."


სევილიაში წინა ტრიუმფის შესახებ ჟოზემ დაამატა: "უნდა ვაღიარო, რომ 2003 წელს UEFA-ს თასზე მოპოვებული გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო, რომ ევროტურნირზე ვთამაშობდი და ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდით. ჩვენთვის იმ ფინალში გასვლა და მისი მოგება ბევრს ნიშნავდა. ვიცი, რომ "სევილიას" წინააღმდეგ აქ დიდი გამარჯვებები მაქვს მოპოვებული, მაგრამ წამიგია კიდეც და გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ ის კაცი, ვინც ფიქრობს, რომ მომხდარს რამე გავლენა აქვს. მე მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს და რამდენიმე კვირის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ეს ორი გუნდი ბალანსირებული იქნება, მე ვიტყოდი, რომ შანსები თანაბარია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ორი მატჩის ჯამში ამას მოვახერხებთ".
ინტერვიუები
36 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
21 თებერვალი 2018 22:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
შოუ სადას რატო არ ყავს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: kashmara
21 თებერვალი 2018 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ტიპმა რა კამანდა გადზრო გული მერევა რა უკვე კარგი რა ან ჩვენ რას გვერჩი ან ფეხბურთელებს ეს რა უზრობა სიურცხვილია და მეტი არაფერი !!!!!
0
№13
ავტორი: LASHQARA
21 თებერვალი 2018 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კლიმაქსი აქ ამ კარგ მო-ტ-ყნ-ულს რა ექსპერიმენტებს ატარებს ლიგის მერვედფინალში lol am
0
№14
ავტორი: JuanMata
21 თებერვალი 2018 22:41
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე მოუ რა მაგარია, 3 ნახევარმცველიან ტაქტიკაზე გადავიდა და პოგბა ამოაგდო შემადგენლობიდან wink
შემადგენლობას რაც შეეხება, შეტევაში ალბათ ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ, რამდენიმე მომენტი გვექნება და უნდა გამოვიყენოთ ერთი მაინც, რომ მერე სახლში უპირატესობით დავხვდეთ.

მთავარია ძაან არ ჩავჯდეთ საჯარიმოში და ცოტა მაღლა დავხვდეთ.
0
№15
ავტორი: PaLoMo
21 თებერვალი 2018 23:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
დე ხეა რაბისევ დე ხეა.ბრავოო.არადა ვიცოდი 1ტაიმი ნიჩია რო იქნებდოა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№16
ავტორი: bigana
21 თებერვალი 2018 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Bicho gamagijeben eseni mourinioze cudat wereno ras chivixart rasac vfiqrob me imas vwer da es simartlea. Aha morcha pirveli taimo da cota aklia ro ar daaorsulon manchesteri daaxies burti tavze. Amis gulize velodebodi 3 tve am tamashs? Ar gitydebat maincaa am tualetis yureba rasac moedanze uyurebt exla? Gmertma qnas ar waagos es tamashi manium mara ragac meechveba.
0
№17
ავტორი: kashmara
21 თებერვალი 2018 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
საგოლლლ მოუ მიყვარხარ!!!! პატარა მილანი ვართ და ეს სანჩესი კიდე ხელის ქნევის და უაზრო სრიბილის მეტს თუ იზავს რამეს გამიხარდება მაგრად... და რაც შეხება გუნდს მარტო გერბი ბაბუ და ორტრაფორდი დარჩა მეტი არაფერი ნუ დეხეაზე რა უნდა ვთქვა საუკეთესო და მსოფლიოში და საცოდაობა გუნდელები რო 10% რო არ უმრთლებენ
0
№18
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
უბრალოდ შეუდარებელიი love
0
№19
ავტორი: JuanMata
21 თებერვალი 2018 23:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დეხეა არი მხეცი, სპაიდერმენის რეაქციები აქვს.

აი ჩელსიმაც ჰო უკან დაიხია და დაცვიდან თამაშობდა, ავტობუსი ეყენა და რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ აი თამაშს უყურებ და ხვდები, რომ ისინი თამაშობენ ძაან გააზრებულად და ტაქტიკურად გამართულად, პირველი ტაიმი არ ვიცი რა იყო, არც ავტობუსია და არც არაფერი, ვერ ვხვდები ვაფშე რას ვთამაშობთ. რა სტილი და ჩანაფიქრი გვაქვს?

იმედია მეორე ტაიმში შეცვლის რაღაცას მოუ, თუ უპირატესობა გინდა, უნდა შეუტიო, თუ დაცვაში ჯდომა გინდა თავი უნდა დაიცვა, არც ერთი არაა ეს. ისე თამაშობენ თითქოს მწვრთნელი არ ჰყავს გუნდს.
0
№20
ავტორი: kashmara
21 თებერვალი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მოუ შეუდარებელი თორე დეხეას მაიმუნი დედას ............. ფუ ეს ცენზურები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top