თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2018, 15:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2579,
კომენტარები: 36
ჟოზეს მატჩის წინა ინტერვიუ ტელევიზიასთან
პორტუგალიელი სიმშვიდეს ინარჩუნებს.
ჟოზეს მატჩის წინა ინტერვიუ ტელევიზიასთან
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ სიმშვიდეს ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ ტურნირის მოგებაზე ოცნება მხოლოდ მეოთხედფინალში უნდა იწყებოდეს.

"წითლები" ლა ლიგას გუნდს დღეს ღამე დაუპირისპირდებიან "რამონ სანჩეს პისხუანზე" - სტადიონზე, რომელთანაც მოურინიოს კარგი მოგონებების აკავშირებს. სწორედ აქ შედგა მოურინიოს ტრიუმფი UEFA-ს თასზე, როცა "პორტუთი" "სელტიკი" დაამარცხა ფინალში, ხოლო მადრიდის "რეალში" მუშაობის პერიოდში "სევილია" მან სამჯერ დამაარცხა და მათგან ორჯერ ანგარიშით 6-2.

მოურინიო ამჯერად ასეთ ანგარიშს არ ელის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისმა ფეხბურთელებმა კარგად იციან თავიანთი საქმე და ყველაფერს გააკეთებენ მერვედფინალური ეტაპიდან გასასვლელად.

"მშვიდად ვარ და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. მნიშვნელოვანი მატჩია, თუ გნებავთ, პლეი-ოფის პირველი ნახევარი დაარქვით, ამიტომ მნიშვნელოვანია ასევე სიმშვიდე და მატჩისათვის მომზადება, მაგრამ ემოციები უნდა ვაკონტროლოთ, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთოთ.

ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია, რადგან გულშემატკივრებს ძალიან უყვართ პლეი-ოფის მატჩები. მათ პლეი-ოფის გუნდსაც ეძახიან, რადგან, როგორც წესი, წარმატებით თამაშობენ როგორც საშინაო თასზე, ასევე და განსაკუთრებით ევროპა ლიგაზე. გულშემატკივარი მხოლოდ მატჩის საყურებლად არ მიდის, ისინიც მონაწილეობენ თამაშში და დიდ ზეწოლას ახდენენ მოწინააღმდეგესა და მსაჯის გადაწყვეტილებაზე.

ადრეც ვთქვი, რომ გამარჯვების შანსი ნებისმიერ გუნდს აქვს, რომელიც მეოთხედფინალში გავა. სანამ "პორტუთი" ან "ინტერით" მეოთხედფინალში არ გავედი, არასოდეს მიფიქრია, რომ მოგება შემეძლო, მაგრამ როგორც კი მეოთხედფინალში გადიხარ, გრძნობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არაფერი იცვლება, დინამიკა ისეა, რომ არაფერი იცვლება. ზოგიერთი კლუბის ნორმალური ტენდენცია ის არის, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტად არიან მზად ტურნირის მოსაგებად. მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ მეოთხედფინალში შეიძლება იგრძნოს ნებისმიერმა გუნდმა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომაც მეოთხედფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიოს "სევილიას" ზოგიერთი ფეხბურთელის კომენტარის შესახებაც ჰკითხეს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მათ "იუნაიტედი" წყვილის ფავორიტად მიიჩნიეს, მაგრამ ჟოზემ განაცხადა, რომ მისთვის ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს.

"მათ კარგი დაცვითი ორგანიზაცია აქვთ, ყველა იცავს თავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელია - იტალიელმა მწვრთნელებმა კი კარგად იციან, როგორ უნდა დააკომპლექტონ გუნდი დაცვით თამაშში. ადვილი შესამჩნევია, რომ მანძილი ვინგერებსა და ფლანგის მცველებს შორის ძალიან მოკლეა. ვინგერები უკან იხევენ, რათა ფლანგის მცველებს დაეხმარონ - ინგლისში კი ასე არ არის, რადგან ინგლისში ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც არასოდეს მჯდარა სავარძელში, ამბობს, რომ ვინგერმა თავი არ უნდა დაიცვას და ნახევარმცველმა მხოლოდ უნდა შეუტიოს. მაგრამ ასე მხოლოდ ინგლისში ფიქრობენ ექსპერტთა ამ თაობის წარმომადგენლები.

"სევილიას" ბევრ გოლს ვერ გაუტან და ვფიქრობ, ძალიან კონკურენტუნარიანი მატჩი იქნება, მათ კი შეუძლიათ ის თქვან, რაც მოესურვებათ, შეუძლიათ ჩვენზე სასიამოვნოდ ისაუბრონ და თქვან, რომ ფავორიტები ვართ. ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. მე ვამჯობინებდი მეთქვა, რომ მათ კარგი ფეხბურთელები, კარგი გუნდი და პლეი-ოფის მატჩებში გამოვლენილი კარგი მენტალიტეტი აქვთ. სევილია თასების კლუბის, კლუბი, რომელსაც მოსწონს და სიამოვნებს კოპა დელ რეი, სიამოვნებს ევროპა ლიგა და ახლა ყველაზე დიდ ტურნირში თამაშის შანსი აქვთ, ასე რომ, უფრო დიდი მოტივაციაც ექნებათ."


სევილიაში წინა ტრიუმფის შესახებ ჟოზემ დაამატა: "უნდა ვაღიარო, რომ 2003 წელს UEFA-ს თასზე მოპოვებული გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო, რომ ევროტურნირზე ვთამაშობდი და ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდით. ჩვენთვის იმ ფინალში გასვლა და მისი მოგება ბევრს ნიშნავდა. ვიცი, რომ "სევილიას" წინააღმდეგ აქ დიდი გამარჯვებები მაქვს მოპოვებული, მაგრამ წამიგია კიდეც და გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ ის კაცი, ვინც ფიქრობს, რომ მომხდარს რამე გავლენა აქვს. მე მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს და რამდენიმე კვირის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ეს ორი გუნდი ბალანსირებული იქნება, მე ვიტყოდი, რომ შანსები თანაბარია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ გამარჯვებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ორი მატჩის ჯამში ამას მოვახერხებთ".
ინტერვიუები
36 კომენტარი
№31
ავტორი: JuanMata
22 თებერვალი 2018 00:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
სრულიად უსახური თამაში იყო.დღეს ნახევარდაცვამ სრულიად წააგო თამაში.უამრავი გაფუჭებული გადაცემა.ასევე ვერ შეიგნო ამ ხალხმა რომ არ გამოდის ეს საჯარიმოდან ლუკაკუზე გადაკიდებული ბურთები,არ ამართლებს,არ არის პროდუქტიული,მაგრამ მაინც იგივეეს იმეორებენ.საუკეთესო დღეს დეხეა იყო,დანრჩენები თუ ფეხბურთელები არიან ვერც კი იტყვი.საბოლოო ჯამში ეს ანგარიში არ არის ცუდი,მაგრამ ასეთი დაბალი დონის მატჩებს არ უნდა ვატარებდეთ.


ეს ანგარიში ცუდი არაა, მაგრამ არც კარგია, ცოტათი ჯობია ალბათ წაგებას, სევილიას უპირატესობა აქვს, ჩვენთან ფრეც აძლევს ხელს და ჩვენ მოგება გვინდა. მეეჭვება სევილია ჩვენსავით ჩაჯდეს დაცვაში და გვიყურონ მთელი თამაში როგორ ვუტევთ.

იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ გოლი თუ გაგვიტანეს, აი მერე არ ვიცი რა იქნება.

თამაშზე ვერაფერს იტყვი, უბრალოდ არაფერი არ მომხდარა მანჩესტერის მხრიდან.
დეხეა ძაან მაგარი მეკარეა, დალშე ვერაფერი ვერ დავინახე. ყველა ერთნაირად თამაშობდა.
0
№32
ავტორი: bziki
22 თებერვალი 2018 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს ნაღდათ მეტისმეტია დაჟე არც უნდათ თამაში,მოტივაცია 0
ჟოზემ დროა თავის წილი პასუხისმგებლობა აიღოს, ეს სზონი ჩავარდნილია თან ისე რო შემდეგი სეზონის იმედიც მომიკვდა, შარშან კიდე მქონდა განვითარების იმედი, ეს წელიც მშვენივრად დაიწყეს თან შთაბეჭდილებაც რჩებოდა რო კიდე გვქონდა მომატების პერსპექტივა .
აი ეხლა უკვე საერთოდ გაექცა სადავეები ჟოზეს ეს არაა გუნდი ეს არაფერი არაა,ფეხბურთელებს ვერ აძლევს მოტივაციას ყველა ჩაქიმული დადის
განვითარების მაგიერ ვრეგრესირებთ,ამას ტრანსფერიტ ვერ მოაგვარებ.მგონი თვითონ დაკარგა ჟოზემ მოტივაცია. ან უნდა დაისვენოს ერთი 2 წელი ან შეეშვას მაღალ დონეზე ყოფნას და ფული აკეთოს ჩინეთში ან რამე ეგეთში.ისეთ გვირაბში შევიდა სადაც სრული სიბნელეა, საიდანაც გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს, ის კონტრაქტი როგორც ჩანს ნაადრევი იყო.ყველაზე მთავარი იმედია მკდარი.

ნამდვილად ჯობს ჟოზემ ესე უმტკივნეულოდ დაგვტოვოს.
პოჩეტინო ან ლიოვი დროზე სანამ კიდე უფრო დიდ სიბნელეში შევალთ
0
№33
ავტორი: Lalana
22 თებერვალი 2018 01:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ეს ანგარიში ცუდი არაა, მაგრამ არც კარგია, ცოტათი ჯობია ალბათ წაგებას, სევილიას უპირატესობა აქვს, ჩვენთან ფრეც აძლევს ხელს და ჩვენ მოგება გვინდა. მეეჭვება სევილია ჩვენსავით ჩაჯდეს დაცვაში და გვიყურონ მთელი თამაში როგორ ვუტევთ.

იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ გოლი თუ გაგვიტანეს, აი მერე არ ვიცი რა იქნება.

თამაშზე ვერაფერს იტყვი, უბრალოდ არაფერი არ მომხდარა მანჩესტერის მხრიდან.
დეხეა ძაან მაგარი მეკარეა, დალშე ვერაფერი ვერ დავინახე. ყველა ერთნაირად თამაშობდა.

ერთადერთი იმის თქმა შეიძლება რომ სევილია საკმაოდ ცუდად გამოიყურება გასვლით თამაშებში.თუ გოლი გაგვიტანეს აი იქ ყველა შემთხვევაში მოგება დაგვჭირდება.დღეს ერთი გოლისთვის მაინც უნდა გვებრძოლა.ბოლოს მარსიალით და რეშფორდით კი გააძლიერეა ფლანგები,მაგრამ დიდად ვერაფერი შეიცვალა,ცოტათი მარსიალი აქტიურობდა,მაგრამ მაგას დიდად აქტივში ვერ ჩავწერდი.თუ დააკვირდებოდი ფლანგებიდან შეტევა სულ არ მიდიოდა,აი სანჩესიც კი თუ მიიღებდა ბურთს ეგრევე ცენტრისკენ შედიოდა.დიდი იმედი მაქვს რომ სახლში აი ასე უსახურად არ ვითამაშებთ.დღეს უბრალოდ ვიდექით საჯარიმოსთან და ვიგერიებდით სევილიას შეტევებს.აი სხვა მართლა არაფერი გაგვიკეთებია,ერთი პროცენტითაც არ ცდილობდა გუნდი შეეტია,ან თუ ცდილობდა ძაან უაზრო გადაცემებს აკეთებდნენ.ყველაზე მეტად კი რაც მიშლის ნერვებს,ეს ლუკაკუზე საჯარიმოდან დაკიდებული პასებია,რაც საერთოდ არ ამართლებს.
0
№34
ავტორი: bigana
22 თებერვალი 2018 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: kashmara
გამემშვიდობისა ყველას. თუ დაგედზინებAთ ვისაც მოუ გევასებათ ეგ დაგესიზმროთ

Amin!!!)))) Esizmrot gauxardebat)))
0
№35
ავტორი: JuanMata
22 თებერვალი 2018 01:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana


ლუკაკუზე გადაგდებული ბურთები სხვა განზომილებაა საერთოდ, არ შეუძლია ბურთის გაჩერება და მოკალი თუ გინდა, პოზიციურადაც ხშირად ცდება. სიმაღლე და გაბარიტები არ ნიშნავს, რომ ბურთის დამჭერი თავდამსხმელი ხარ, მაგას ტექნიკა და აზროვნება ჭირდება.

ხანდახან მგონია რომ მე ვერ ვხედავ ყველაფერს კარგად, გუნდის შეცდომები და პრობლემები, რასაც მე ვხედავ ისინი სულ ასე რჩება და ვერც რამის შეცვლის მცდელობას ვხედავ.

მაგრამ ერთი ისაა, რომ ჟოზესთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ თამაშობს გუნდი, მნიშნელობა აქვს შედეგს, ამ 0-0 ძაან კმაყოფილი იქნება და რა უნდა შეცვალოს? თუ რამეს ცვლის, ცვლის ცუდი შედეგის შემდეგ, იმას არ უყურებს თამაში როგორ მიდიოდა.
0
№36
ავტორი: pogba p
22 თებერვალი 2018 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
[quote=bigana][quote=pogba p]ამათ ცენზურა დეადას ცენზურა მეე გუნდი კიარა ნახირია ,გულის ამრევი თამაში 2 პასი ვერ გადააბეს ნეტა სუ გამოვარდნენ ამათ დედა მოვ*** იმხელა ბილეთი გამიმაზეს თავაანთი ცენზურა თამაშით[/quote]
Martali xar brat und agamovardnen ufro samartloani iqneba. Ese vityvi wlevandeli chempionta ligis sircxvilia es mancsheateri da imedia sevilia gaagdebs radgan imsaxurebs tavisi fexburtit.[/quote
კიი ძმა გეთანხმები მეეც ეგრეა .ბოლოსდაბოლოს სირცხვილია ამხელა გუნდმა (მარტო სახელიღა როა დარჩენილი )ფაქტიურად მომენტი ვერ შექმნა ნორმალური. 90 წუთის განმავლობაში.დეხეა არის მარტო მანჩესტერის სახე და ალბატ მაგასაც აახევენ და რავი რაღა დარჩება თუ ესე გააგრძელა გუნდამა ..ჯგუფიდან არ გააახედებდნენ რომ არა დეხეა .იძულებით თამაშობენ ტიბები და ერთი სული აქვთ დამთავრდეს ფუ ამათ ,რა ეშველებათ რავი.რაც იყო ვანგაალის დროს იგივე დარჩა პროსტა მაგალი კლასის ფეხბურთელების ხარჯზე უმართლებთ ხაან ისიც დაბალი დონის გუნდებთან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top