თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2018, 08:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3013,
კომენტარები: 21
"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი
ფეხბურთელები უკვე ლონდონში არიან.
ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემთან" მატჩისთვის პირველი გუნდის წევრი ფეხბურთელები შემადგენლობაში დააბრუნა.

პორტუგალიელმა "იოვილ თაუნთან" ინგლისის თასზე მოგებულ შეხვედრაში 10 ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით და მოსალოდნელია, რომ იგივეს გააკეთებს მომდევნო მატჩისთვისაც.

დავიდ დე ხეა, ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი, პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი იოვილში გამოტოვებული მატჩის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში ბოლო 4 თვეში ერთადერთი მატჩი ჩაატარა მაიკლ კერიკმა და მოსალოდნელია, რომ 36 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იქნება "უემბლიზე" დაპირისპირებისას.

კერიკის პარტნიორ ფელაინის ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი, მაგრამ მოურინიო მის შენარჩუნებას იმედოვნებს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ვარჯიშობს ფორმაში დასაბრუნებლად, მაგრამ მედია იტყობინება, რომ მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში სურს დაბრუნება.

ჟოზეს მტკიცებით, მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა იბრაჰიმოვიჩის სურვილის შემთხვევაში, მწვრთნელი წინ არ აღუდგება.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


სწორედ იბრაჰიმოვიჩი აკლდა გუნდს ლონდონში გამგზავრებისას ერიკ ბაიისთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ხანია უქმობს. მაგრამ ლონდონში არ გამგზავრებულა დეილი ბლინდიც, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


გუნდის სრული შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, პერეირა; ვალენსია, ჯონსი, სმოლინგი, დარმიანი, ლინდელეფი, როხო, შოუ, იანგი; კერიკი, მატიჩი, მაკტომინეი, პოგბა, ფელაინი, ლინგარდი, ერერა, მატა, სანჩესი, მარსიალი, ლუკაკუ, რეშფორდი.
ახალი ამბები
21 კომენტარი
№1
ავტორი: nika_nikusha
31 იანვარი 2018 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ამ ტრიოს ველოდები

--სანჩესი--ლუკაკუ--მარსიალი--
2
№2
ავტორი: temo-scholes
31 იანვარი 2018 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
come on...!!!))
0
№3
ავტორი: a_c_h_o
31 იანვარი 2018 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
აუ რა კარგია, დადგა დღევანდელი დღე... :) გუშინ ადრე დავიძინე მაგის გამო რომ დღევანდელი თამაშის ყურების მერე სამსახურში შრომისუუნარო არ გავხდე ხვალ :დდდ მაგარი თამაში იქნება. უდიდესი სურვილი მაქვს რომ ეს თამაში მოვიგოთ! სანჩესია ის კაცი ვინც ლუკაკუს გაცილებით შედეგიანს გახდის... დარწმუნებული ვარ
3
№4
ავტორი: rooney pogba
31 იანვარი 2018 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Silk universalze iqneba neta
0
№5
ავტორი: bziki
31 იანვარი 2018 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ხარისხს ველოდები
0
№6
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2018 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Erti suli maqvs rodis daiwyeba
0
№7
ავტორი: LASHQARA
31 იანვარი 2018 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს ეშმაკები ქვესკნელის ცეცხლზე შეწვავენ მამლებს love am
5
№8
ავტორი: a_c_h_o
31 იანვარი 2018 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ციტატა: LASHQARA
დღეს ეშმაკები ქვესკნელის ცეცხლზე შეწვავენ მამლებს love am

☺☺☺☺☺
1
№9
ავტორი: kaxeti
31 იანვარი 2018 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
დღევანდელი მატჩი, ბევრ რამეზე გასცემს პასუხს. მე მგონია, მინიმუმ, არ უნდა წავაგოთ!
0
№10
ავტორი: Manstark_United
31 იანვარი 2018 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
---მარსიალი------------ლუკაკუ------------------სანჩესი--
-----------------------------პოგბა-------------------------------
-------------------ერერა-----------მატიჩი---------------------
--იანგი----------ჯონსი---------სმოლინგი-----ვალენსია-
----------------------------დე ხეა-------------------------------
love ამ კამანდას ველოდები დღეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top