თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2018, 08:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3018,
კომენტარები: 21
"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი
ფეხბურთელები უკვე ლონდონში არიან.
ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემთან" მატჩისთვის პირველი გუნდის წევრი ფეხბურთელები შემადგენლობაში დააბრუნა.

პორტუგალიელმა "იოვილ თაუნთან" ინგლისის თასზე მოგებულ შეხვედრაში 10 ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით და მოსალოდნელია, რომ იგივეს გააკეთებს მომდევნო მატჩისთვისაც.

დავიდ დე ხეა, ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი, პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი იოვილში გამოტოვებული მატჩის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში ბოლო 4 თვეში ერთადერთი მატჩი ჩაატარა მაიკლ კერიკმა და მოსალოდნელია, რომ 36 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იქნება "უემბლიზე" დაპირისპირებისას.

კერიკის პარტნიორ ფელაინის ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი, მაგრამ მოურინიო მის შენარჩუნებას იმედოვნებს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ვარჯიშობს ფორმაში დასაბრუნებლად, მაგრამ მედია იტყობინება, რომ მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში სურს დაბრუნება.

ჟოზეს მტკიცებით, მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა იბრაჰიმოვიჩის სურვილის შემთხვევაში, მწვრთნელი წინ არ აღუდგება.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


სწორედ იბრაჰიმოვიჩი აკლდა გუნდს ლონდონში გამგზავრებისას ერიკ ბაიისთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ხანია უქმობს. მაგრამ ლონდონში არ გამგზავრებულა დეილი ბლინდიც, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


გუნდის სრული შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, პერეირა; ვალენსია, ჯონსი, სმოლინგი, დარმიანი, ლინდელეფი, როხო, შოუ, იანგი; კერიკი, მატიჩი, მაკტომინეი, პოგბა, ფელაინი, ლინგარდი, ერერა, მატა, სანჩესი, მარსიალი, ლუკაკუ, რეშფორდი.
ახალი ამბები
21 კომენტარი
№11
ავტორი: misteryou
31 იანვარი 2018 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
Lingard ეს კაცი გაიტანს დღეს კლასნი ძაან მარსიალის ასისტით
0
№12
ავტორი: nika_nikusha
31 იანვარი 2018 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ციტატა: Manstark_United
---მარსიალი------------ლუკაკუ------------------სანჩესი--
-----------------------------პოგბა-------------------------------
-------------------ერერა-----------მატიჩი---------------------
--იანგი----------ჯონსი---------სმოლინგი-----ვალენსია-
----------------------------დე ხეა-------------------------------
love ამ კამანდას ველოდები დღეს



100%
0
№13
ავტორი: Svanchester
31 იანვარი 2018 14:19
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
სანჩესის ბრწყინვალებას ველოდები :)))
0
№14
ავტორი: Phil Jones
31 იანვარი 2018 14:42
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხანდახან ვდებ ხოლმე ტოტალიზატორში და ხანდახან ვარიდებ მანჩესტერის პირდაპირ მოგებას და ძირითადად მართებულად, მაგრამ დღეს ვაპირებ დავდო და ეჭვი არმეპარება რატომღაც, სანჩესის გამო არა ოღონდ, გუნდს დასვენება გამოუვიდა დიდი, პლიუს ასე თუ ისე შემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელებიდან არავინ გვაკლია, პლიუს უემბლია ეს და არა უაით ჰართ ლეინი, პლიუს ტოტენჰემი მგონია რომ ჯერ შეიძლება ადრეა, მაგრამ მაინც ლიგაზე უფრო ფიქრობს და პლიუს სიტისთან ჩამორჩენა უნდა შემცირდეს აუცილებლად ეს ინგლისია და არ არსებობს ინტრიგა რომ არდაუბრუნდეს ჩემპიონატს!!! ასე რომ მანიუ იგებს უეჭველი და ანგარიში 0-2 მგონია.
0
№15
ავტორი: krekera
31 იანვარი 2018 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მიდიით გაგვახარეთ ბრატვაა !!!
0
№16
ავტორი: kantona-7
31 იანვარი 2018 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
vigebt 100$ garwmunebulivar

100%
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№17
ავტორი: GujaManCheSteR
31 იანვარი 2018 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
სპურს არ ყავს რამოდენიმე წამყვანი იგროკი მაგრამ მაგარი ძნელი თამაში გველის მაინც და რო რა,მე არ წაგებაც კაი იქნება ))))

ან 2-2 ან 1-2 სს მოვიგებთ მერსონის დედაც :D მე ტოჩნი ვიცი <3 ალექსისის საჯარიმო გასროლის მჯერა დგეს რატომგაც პოგბამ თუ დაარტყმევინა რათქმაუნდა:D
0
№18
ავტორი: Manuille
31 იანვარი 2018 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ძალიან მინდა მოვიგოოოთ და ლუკაკუ მარსიალი სანჩესის ტრიოს ვბალეშიკოოოობ :დ
0
№19
ავტორი: fergia
31 იანვარი 2018 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
მაგრად მჯერა რო დღეს მოვიგებთ და სანჩესის გოლს ველოდები...
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2018 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული თამაში იქნება მარა საჭიროა სამი ქულა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top