თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2018, 08:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3018,
კომენტარები: 21
"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი
ფეხბურთელები უკვე ლონდონში არიან.
ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემთან" მატჩისთვის პირველი გუნდის წევრი ფეხბურთელები შემადგენლობაში დააბრუნა.

პორტუგალიელმა "იოვილ თაუნთან" ინგლისის თასზე მოგებულ შეხვედრაში 10 ცვლილება განახორციელა წინა მატჩთან შედარებით და მოსალოდნელია, რომ იგივეს გააკეთებს მომდევნო მატჩისთვისაც.

დავიდ დე ხეა, ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი, პოლ პოგბა და ენტონი მარსიალი იოვილში გამოტოვებული მატჩის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში ბოლო 4 თვეში ერთადერთი მატჩი ჩაატარა მაიკლ კერიკმა და მოსალოდნელია, რომ 36 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იქნება "უემბლიზე" დაპირისპირებისას.

კერიკის პარტნიორ ფელაინის ჯერ არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი, მაგრამ მოურინიო მის შენარჩუნებას იმედოვნებს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ვარჯიშობს ფორმაში დასაბრუნებლად, მაგრამ მედია იტყობინება, რომ მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში სურს დაბრუნება.

ჟოზეს მტკიცებით, მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა იბრაჰიმოვიჩის სურვილის შემთხვევაში, მწვრთნელი წინ არ აღუდგება.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


სწორედ იბრაჰიმოვიჩი აკლდა გუნდს ლონდონში გამგზავრებისას ერიკ ბაიისთან ერთად, რომელიც ასევე დიდი ხანია უქმობს. მაგრამ ლონდონში არ გამგზავრებულა დეილი ბლინდიც, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს.

"იუნაიტედის" სამატჩო განაცხადი


გუნდის სრული შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, პერეირა; ვალენსია, ჯონსი, სმოლინგი, დარმიანი, ლინდელეფი, როხო, შოუ, იანგი; კერიკი, მატიჩი, მაკტომინეი, პოგბა, ფელაინი, ლინგარდი, ერერა, მატა, სანჩესი, მარსიალი, ლუკაკუ, რეშფორდი.
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: dzia_David
31 იანვარი 2018 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
---------------------------ლუკაკუ------------------------------
---მარსიალი---------------------------------მატა--------------
-----------------------------სანჩესი-------------------------------
------------------პოგბა---------------------------------------------
----------------------------------------მატიჩი---------------------
--იანგი----------ჯონსი---------სმოლინგი-----ვალენსია---
----------------------------დე ხეა--------------------------------

ნუ სანჩესი ისეთ პონტში რა მეტი თავისუფლებით და პოზიციური ცვლილებებით, მემგონი არ იქნებოდა ცუდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top