თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2018, 23:46
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3289,
კომენტარები: 29
სანჩესის პირველი ინტერვიუ
ალექსისმა პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
სანჩესის პირველი ინტერვიუ
''იუნაიტედის'' ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა ''mutv''-ს ინტერვიუ მისცა.

როგორი გრძნობაა იყო ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელი?

როდესაც, ბავშვი ვიყავი ''იუნაიტედში'' თამაში ჩემი ოცნება იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა აქ ვარ, ეს სიმართლეა. მე ბავშვობიდან ვოცნებობდი ''იუნაიტედზე'' და ეს დღეც დადგა, ამაზე ერთხელ სერ ალექს ფერგიუსონთანაც ვისაუბრე. ეს საუბარი ოციოდე წუთს გაგრძელდა და მე მას გავუმხილე ჩემი ოცნება. ''იუნაიტედი'' არის ძალიან დიდი და ძლიერი კლუბი, და როდესაც შანსი გამიჩნდა აქ თამაშის თმა ყალყზე მედგა, ეს ყველაზე დიდი კლუბია ინგლისში.

შენი აზრით რამდენის მიღწევა შეგიძლია ''იუნაიტედში''?

ვფიქრობ ამ კლუბში ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, მაისურის სამკერდე ნიშანი ყველაფერს ამბობს, ეს უდიდესი კლუბია. მე აქ ყველაფრის მოგება მსურს პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის.

თავად თქვი, რომ ''იუნაიტედში'' თამაში სერ ალექსის დროსაც გინდოდა, ახლა როცა აქ ხარ რას გრძნობ?

ეს მართალია, მე ყოველთვის მოტივირებული ვიყავი, ამ კლუბით, წითელი ფერი, ეს ჩემშია. მე მართლა მთელი გულით ვამბობ, რომ ეს ოცნების ახდენაა, აქაურობა უბედნიერესს მხდის. ამაყი ვარ აქ ყოფნით, ''ოცნებების თეატრში'', როგორც ამას უწოდებენ.

რამხელაა ჟოზე მოურინიოს წვლილი ტრანსფერში?

მან მიმანიშნა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი, მიმანიშნა, რომ როგორც მას ისე კლუბს სურდა ჩემი აქ ყოფნა. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როდესაც მათ 7 ნომრიანი მაისური ჩამაცვეს. ვფიქრობ ეს ფეხბურთელისთვის ყველაფერს ნიშნავს. ფეხბურთელს ხანდახან სჭირდება თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს. ამ ყველაფერმა ძალიან მიმიზიდა, რაც შეეხება მწვრთნელს, მან იტალიაში და ესპანეთში ყველაფერი მოიგო. იგი არის მწვრთნელი, რომელსაც გამარჯვება სწყურია.

7 ნომერი ''იუნაიტედში'' მხოლოდ ნომერი არაა, ეს ისტორიაა. მას ატარებდნენ: ერიკ კანტონა, რონალდო, ბექემი და სხვები. როგორია იყო შემდეგი შვიდიანი?

როდესაც ეს გავიგე, რომ მათ შემდეგ ამ ნომერს მე მაძლევდნენ, თავში გამიელვა უდიდესმა სურვილმა, რომ ავწიო ამ ნომრით ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის თასები. მე ვეცდები ჩემი მაქსიმუმის დადებას და ბევრი ტიტულის მოპოვებას კლუბისთვის.

მწვრთნელმა თქვა, რომ მოცემული შემადგენლობა, საუკეთესოა რაც კი ოდესმე გაუწვრთნია. როგორია ამ ოჯახში შემოსვლა დამათ ახალ წევრად ყოფნა?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასახდელში თუ ერთ ოჯახად ვიქნებით შეკრულნი, ეს აუცილებლად დაგვეხმარება ტიტულების მოპოვებაში. მე ვთამაშობდი ესპანეთში და იქაც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა გასახდელში, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ წარმატებების, რასაც იქ მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ახალი ფეხბურთელების დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ახალი ძალა ყოველთვის კარგია, ამიტომაც ვარ აქ რომ დავეხმარო კლუბს ყველაფრის მოგებაში.

იცნობ, თუ არა კარგად რომელიმე შენს ახალ თანაგუნდელს? როგორი იყო მათ წინააღმდეგ თამაში? პირველრიგში დე ხეას წინააღმდეგ, რომელთანაც რამდენიმე კვირის წინ მოგიხდათ დაპირისპირება.

მე მათ პიროვნულად კარგად არ ვიცნობ, ჯერ არ მქონია მათთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა მე მითამაშია მათ წინააღმდეგ და ვიცი მათი შესაძლებლობები. ჩემი აზრით დე ხეა ამ დროისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მე ყოველთვის მიჭირდა მისთვის გოლის გატანა.

როგორ შეაფასებ შენს თავს როგორც ფეხბურთელს?

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს მოიგოს ყველაფერი. ვარ პროფესიონალი იმაში, რასაც ვაკეთებ, მე ფეხბურთით ვცოცხლობ, მიყვარს ეს თამაში. ყოველდღე ვვარჯიშობ ძალიან დატვირთულად. ყოველი თამაშის შემდეგ, ვაფასებ ჩემს თავს, თუ რა გამომივიდა კარგად და რაში მჭირდება გაუმჯობესება. მიყვარს თამაში მარცხნივ, ასევე შუაში, თუმცა რომ არ მოვიტყუო ნებისმიერ პოზიციაზე კარგად ვგრძნობ თავს.

რას გვეტყვი შენს ცნობილ ძაღლებზე?

დიახ, ატომი და ჰამბერი, ჩემი ბიჭები არიან. ისინი ყოველდღე ჩემთან ერთად ატარებენ გარკვეულ დროს. ისინი ყოველთვის მიცდიან სახლში, მათ შეუძლიათ მიხვდნენ როგორ ვგრძნობ თავს. ისინი არიან ერთადერთები, ვისაც შეუძლია შენს გვერდით იდგნენ, როგორც გამარჯვების ასევე დამარცხების დროს. როდესაც არ ვარ ხასაითზე, ყოველთვის ცდილობენ ჩემს გამხიარულებას.

როგორი რეაქცია მოჰყვა ჩილეში შენს ტრანსფერს? შენ პირველი ჩილელი ხარ ''იუნაიტედის'' ისტორიაში, როგორ მიიღეს ეს მათ?

''იუნაიტედში'' პირველ ჩილელად ყოფნა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, კიდევ ვამბობ აქ ყოფნა, ჩემთვის ნამდვილად ოცნების ახდენაა, მე არ მავიწყდება საიდან დავიწყე და ისინი მუდამ მახსოვს. დედა ყოველთვის მეუბნებოდა: ''ისიამოვნე ფეხბურთის თამაშით, რადგან ეს ისაა, რაც ყველაზე კარგად გამოგდის.'' ჩემი აზრით ჩილეში ჩემზე ბევრს ფიქრობენ და მგულშემატკივრობენ, მე მათი ძალიან მადლობელი ვარ. ისინი ჩემს მიმართ ყოველთვის სითბოს იჩენენ. ეს ნიშნავს რაღაცას, იყო პირველი ჩილელი ''იუნაიტედის'' ისტორიაში.

რას ეტყვი ''იუნაიტედის'' გულშემატკივრებს?

ალექსის სანჩესი აქაა, მას გამარჯვება სწყურია, მას სურს ყველაფრის მოგება, პრემიერ ლიგის ჩემპიონთა ლიგის და სხვა. ''იუნაიტედ'' შენ ალექსისი გამოგადგება.

წყარო: mutv.manutd.com
ინტერვიუები
29 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
22 იანვარი 2018 23:47
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
სიტყვა სიტყვით ვთარგმნე. ეხლა ვიცი ბევრი დააჯვავთ აფერისტიაო, მარა მთელი გულით ლაპარაკობდა, ფერგი დამემოწმებაო თან რა.
3
№2
ავტორი: LASHQARA
22 იანვარი 2018 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
უდაოდ დიდი ფეხბურთელია და რომ უხარია აქ გადმოსვლა ფაქტია love am
2
№3
ავტორი: SANCHEZ 7
23 იანვარი 2018 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
აბა შენ იცი წარმატებებიი
1
№4
ავტორი: giorgisamnidze99
23 იანვარი 2018 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მაგარი ტრანსფერია უდავოდ გავძლიერდით და ლიგისკენ გავიწევთ წელს 100% აბა შენ იცი ალექსისსს
1
№5
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2018 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან ბევრი ფეხბურთელის მათ შორის დიდი ფეხბურთელების ოცნება იყო არის და დარჩება იუნაიტედში თამაში! სასიამოვნოა როცა გესმის ნებისმიერი ფეხბურთელისგან რომ ის თავის საოცნებო გუნდში მოვიდა სათამაშოდ, ბედნიერებაზე მეტია ალბათ როდესაც ოცნება გიხდება! წარმატებები სანჩესს და ბოლომდე აესრულებინოს (თასები აეწიოს) თავისი ოცნება! manunited
1
№6
ავტორი: kantona-7
23 იანვარი 2018 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
warmatrbebi Alexa da mixaria utdd isev romyavs 7 nomeri <3
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: Dato kutaisi
23 იანვარი 2018 00:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ძალიან მომეწონა ამ ბიჭის ლაპარაკი და აშკარად ალალად ამბობდა ყველაფერს და არანაირი აფერისტობა არ იყო ამაში.ჯერ ფერგის თემაც საკმარისია მაგრამ ტიპმა რა გააკეთა ვაფშე პირველივე კომენტარში როცა დადასტურდა ტრანსფერი იმ კომენტარშიც არსენალი ახსენა მადლობა გადაუხადა და ბევრი კარგი მოგონება გამომყვაო და ამ ჩვენმა სომეხმა მთელი ცხოვრება ბავშვობიდან არსენალზე ვაბოდებდიო და ოცნებები ამიხდაო და საერთოდ არ გვახსენა ამ ჩემის ტრულაილამ.
მოკლედ უჭკვიანესი ტრანსფერია და ძაან მაინტერესებს როგორ ჩაჯდება ამ სასტავში და რა იქნება.ძაან მოძრავია და ჟილკიანი.აი ძაან მაგრად ამწვავებს და ბურთის ფლობა მაგიჟებს.მარჯვნიდან ეგ მარცხნიდან მარსო რეში ცენტრში ლუკაკუ და უკნიდან პოგბა მატიჩი ერერა.ერთი სული მაქ ამათ ერთად როდის ვნახავ
3
№8
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2018 00:27
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: pogba.
სიტყვა სიტყვით ვთარგმნე. ეხლა ვიცი ბევრი დააჯვავთ აფერისტიაო, მარა მთელი გულით ლაპარაკობდა, ფერგი დამემოწმებაო თან რა.

მადლობა მეგობარო შენც და ყველას საიტის ფუნქციონირებასი ვისაც წვლილი შეაქ,სვანის და ყველას.ისეთი გახარებული ვარ რა ვთქვა აღარ ვიცი:Dრაც შეეხება ამის სიტყვებს,იმიტო არ ვამბობ რადგან ჩვენი იგროკია და ჩვენი საყვარელი 7იანია,ობიექტურად,მე მაქ წაკითხული აი როგორც მხითარიანის კომენტარი იყო მართლა არსენალზე და მსაც შეუზლია თქვას არსენალში გადასვლაზე რო ბავშვობაში ვოცნებობდიო,იგივეა ამაზე .ზუსტად ასე თქვა,ეს 88 იანი და მე რო 10-12 წლის ვიყავიო მაშინ მოიგო მანჩესტერმა ლიგა ბავარიასთან და გზად გაცდა ინტერს სადაც ამის თანამემამულე სალასი და სამორანოც თამაშობდნენ,ცოტა ზროსლებს ემახსოვრებთ,და კი დამწყდაო გული რო გავარდნენო,მარა იმ დროს მანჩესტერი ყველაზე პოპულალური გუნდი იყო მთლიანად ჩილეში და თითოეული ბავშვი მანჩესტერში მოხვედრას ვოცნებობდითო..ასე რომ..
1
№9
ავტორი: a_c_h_o
23 იანვარი 2018 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ციტატა: giorgi_mg
ძალიან ბევრი ფეხბურთელის მათ შორის დიდი ფეხბურთელების ოცნება იყო არის და დარჩება იუნაიტედში თამაში! სასიამოვნოა როცა გესმის ნებისმიერი ფეხბურთელისგან რომ ის თავის საოცნებო გუნდში მოვიდა სათამაშოდ, ბედნიერებაზე მეტია ალბათ როდესაც ოცნება გიხდება! წარმატებები სანჩესს და ბოლომდე აესრულებინოს (თასები აეწიოს) თავისი ოცნება! manunited

შვაინცტაიგერის ოცნებაც იყო მანჩესტერში თამაში, მაგრად გამისწორდა მაშინ როცა მოვიდა, ვერ გაამართლა მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო როცა მოედანზე შემოდიოდა... ალექსისი უეჭველად გაამართლებს, ჯერ იმის გათვალისწინებით რა პროფესიონალიცაა მოედანზე და მერე მეორე ოცენების გუნდში თამაშის წყურვილის გათვალისწინებით :)
1
№10
ავტორი: dachi_mu
23 იანვარი 2018 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ნამდვილად გულწეფელი ჩანს..მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა მოუს ეფექტს.. დიადია მოუ დავაფასოდ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top