თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2018, 23:46
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3294,
კომენტარები: 29
სანჩესის პირველი ინტერვიუ
ალექსისმა პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
სანჩესის პირველი ინტერვიუ
''იუნაიტედის'' ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა ''mutv''-ს ინტერვიუ მისცა.

როგორი გრძნობაა იყო ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელი?

როდესაც, ბავშვი ვიყავი ''იუნაიტედში'' თამაში ჩემი ოცნება იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა აქ ვარ, ეს სიმართლეა. მე ბავშვობიდან ვოცნებობდი ''იუნაიტედზე'' და ეს დღეც დადგა, ამაზე ერთხელ სერ ალექს ფერგიუსონთანაც ვისაუბრე. ეს საუბარი ოციოდე წუთს გაგრძელდა და მე მას გავუმხილე ჩემი ოცნება. ''იუნაიტედი'' არის ძალიან დიდი და ძლიერი კლუბი, და როდესაც შანსი გამიჩნდა აქ თამაშის თმა ყალყზე მედგა, ეს ყველაზე დიდი კლუბია ინგლისში.

შენი აზრით რამდენის მიღწევა შეგიძლია ''იუნაიტედში''?

ვფიქრობ ამ კლუბში ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, მაისურის სამკერდე ნიშანი ყველაფერს ამბობს, ეს უდიდესი კლუბია. მე აქ ყველაფრის მოგება მსურს პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის.

თავად თქვი, რომ ''იუნაიტედში'' თამაში სერ ალექსის დროსაც გინდოდა, ახლა როცა აქ ხარ რას გრძნობ?

ეს მართალია, მე ყოველთვის მოტივირებული ვიყავი, ამ კლუბით, წითელი ფერი, ეს ჩემშია. მე მართლა მთელი გულით ვამბობ, რომ ეს ოცნების ახდენაა, აქაურობა უბედნიერესს მხდის. ამაყი ვარ აქ ყოფნით, ''ოცნებების თეატრში'', როგორც ამას უწოდებენ.

რამხელაა ჟოზე მოურინიოს წვლილი ტრანსფერში?

მან მიმანიშნა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი, მიმანიშნა, რომ როგორც მას ისე კლუბს სურდა ჩემი აქ ყოფნა. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როდესაც მათ 7 ნომრიანი მაისური ჩამაცვეს. ვფიქრობ ეს ფეხბურთელისთვის ყველაფერს ნიშნავს. ფეხბურთელს ხანდახან სჭირდება თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს. ამ ყველაფერმა ძალიან მიმიზიდა, რაც შეეხება მწვრთნელს, მან იტალიაში და ესპანეთში ყველაფერი მოიგო. იგი არის მწვრთნელი, რომელსაც გამარჯვება სწყურია.

7 ნომერი ''იუნაიტედში'' მხოლოდ ნომერი არაა, ეს ისტორიაა. მას ატარებდნენ: ერიკ კანტონა, რონალდო, ბექემი და სხვები. როგორია იყო შემდეგი შვიდიანი?

როდესაც ეს გავიგე, რომ მათ შემდეგ ამ ნომერს მე მაძლევდნენ, თავში გამიელვა უდიდესმა სურვილმა, რომ ავწიო ამ ნომრით ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის თასები. მე ვეცდები ჩემი მაქსიმუმის დადებას და ბევრი ტიტულის მოპოვებას კლუბისთვის.

მწვრთნელმა თქვა, რომ მოცემული შემადგენლობა, საუკეთესოა რაც კი ოდესმე გაუწვრთნია. როგორია ამ ოჯახში შემოსვლა დამათ ახალ წევრად ყოფნა?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასახდელში თუ ერთ ოჯახად ვიქნებით შეკრულნი, ეს აუცილებლად დაგვეხმარება ტიტულების მოპოვებაში. მე ვთამაშობდი ესპანეთში და იქაც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა გასახდელში, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ წარმატებების, რასაც იქ მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ახალი ფეხბურთელების დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ახალი ძალა ყოველთვის კარგია, ამიტომაც ვარ აქ რომ დავეხმარო კლუბს ყველაფრის მოგებაში.

იცნობ, თუ არა კარგად რომელიმე შენს ახალ თანაგუნდელს? როგორი იყო მათ წინააღმდეგ თამაში? პირველრიგში დე ხეას წინააღმდეგ, რომელთანაც რამდენიმე კვირის წინ მოგიხდათ დაპირისპირება.

მე მათ პიროვნულად კარგად არ ვიცნობ, ჯერ არ მქონია მათთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა მე მითამაშია მათ წინააღმდეგ და ვიცი მათი შესაძლებლობები. ჩემი აზრით დე ხეა ამ დროისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მე ყოველთვის მიჭირდა მისთვის გოლის გატანა.

როგორ შეაფასებ შენს თავს როგორც ფეხბურთელს?

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს მოიგოს ყველაფერი. ვარ პროფესიონალი იმაში, რასაც ვაკეთებ, მე ფეხბურთით ვცოცხლობ, მიყვარს ეს თამაში. ყოველდღე ვვარჯიშობ ძალიან დატვირთულად. ყოველი თამაშის შემდეგ, ვაფასებ ჩემს თავს, თუ რა გამომივიდა კარგად და რაში მჭირდება გაუმჯობესება. მიყვარს თამაში მარცხნივ, ასევე შუაში, თუმცა რომ არ მოვიტყუო ნებისმიერ პოზიციაზე კარგად ვგრძნობ თავს.

რას გვეტყვი შენს ცნობილ ძაღლებზე?

დიახ, ატომი და ჰამბერი, ჩემი ბიჭები არიან. ისინი ყოველდღე ჩემთან ერთად ატარებენ გარკვეულ დროს. ისინი ყოველთვის მიცდიან სახლში, მათ შეუძლიათ მიხვდნენ როგორ ვგრძნობ თავს. ისინი არიან ერთადერთები, ვისაც შეუძლია შენს გვერდით იდგნენ, როგორც გამარჯვების ასევე დამარცხების დროს. როდესაც არ ვარ ხასაითზე, ყოველთვის ცდილობენ ჩემს გამხიარულებას.

როგორი რეაქცია მოჰყვა ჩილეში შენს ტრანსფერს? შენ პირველი ჩილელი ხარ ''იუნაიტედის'' ისტორიაში, როგორ მიიღეს ეს მათ?

''იუნაიტედში'' პირველ ჩილელად ყოფნა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, კიდევ ვამბობ აქ ყოფნა, ჩემთვის ნამდვილად ოცნების ახდენაა, მე არ მავიწყდება საიდან დავიწყე და ისინი მუდამ მახსოვს. დედა ყოველთვის მეუბნებოდა: ''ისიამოვნე ფეხბურთის თამაშით, რადგან ეს ისაა, რაც ყველაზე კარგად გამოგდის.'' ჩემი აზრით ჩილეში ჩემზე ბევრს ფიქრობენ და მგულშემატკივრობენ, მე მათი ძალიან მადლობელი ვარ. ისინი ჩემს მიმართ ყოველთვის სითბოს იჩენენ. ეს ნიშნავს რაღაცას, იყო პირველი ჩილელი ''იუნაიტედის'' ისტორიაში.

რას ეტყვი ''იუნაიტედის'' გულშემატკივრებს?

ალექსის სანჩესი აქაა, მას გამარჯვება სწყურია, მას სურს ყველაფრის მოგება, პრემიერ ლიგის ჩემპიონთა ლიგის და სხვა. ''იუნაიტედ'' შენ ალექსისი გამოგადგება.

წყარო: mutv.manutd.com
ინტერვიუები
29 კომენტარი
№21
ავტორი: bziki
23 იანვარი 2018 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ლუზერები წამოიცვა "სუონსიმ"!!! wink :D ზე შემტევი და ულაზესი სტილის მიუხედავათ wink wink

ტიპებს რო კითხო ლუზერების ფანობას ლამაზი სტილი უფრო მოწონთ ვიდრე 0-1 მოგება.1-0 ჯობია:დ
და ილამაზე wink
ვახ ჩემი რა ლამაზი სტილი wink wink wink მაგათ ეს თუ ლამაზი გონიათ,მეტი ლამაზი არ ანახოს კლოპმა:დ ულამზესი სტილიო wink
0
№22
ავტორი: Alexis7
23 იანვარი 2018 01:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ციტატა: gache1991
მართალია ამას არაერტ ინტერვიუში აქ ნათქვამი ის რაც ეხლა უბრალოდ გაიმეორა.კარგად ითამაშოს და რაც უნდა ის ულაპარაკია რატო აქცევენ ამ კომენტარებს ამდენს ყურადრებას:))

ამათმა შეუწყონ ხელი მთავარია და ეს ითამაშებს არ იქნება მაგის პრობლემა
0
№23
ავტორი: pogba.
23 იანვარი 2018 01:37
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: gache1991
ციტატა: pogba.
სიტყვა სიტყვით ვთარგმნე. ეხლა ვიცი ბევრი დააჯვავთ აფერისტიაო, მარა მთელი გულით ლაპარაკობდა, ფერგი დამემოწმებაო თან რა.

მადლობა მეგობარო შენც და ყველას საიტის ფუნქციონირებასი ვისაც წვლილი შეაქ,სვანის და ყველას.ისეთი გახარებული ვარ რა ვთქვა აღარ ვიცი:Dრაც შეეხება ამის სიტყვებს,იმიტო არ ვამბობ რადგან ჩვენი იგროკია და ჩვენი საყვარელი 7იანია,ობიექტურად,მე მაქ წაკითხული აი როგორც მხითარიანის კომენტარი იყო მართლა არსენალზე და მსაც შეუზლია თქვას არსენალში გადასვლაზე რო ბავშვობაში ვოცნებობდიო,იგივეა ამაზე .ზუსტად ასე თქვა,ეს 88 იანი და მე რო 10-12 წლის ვიყავიო მაშინ მოიგო მანჩესტერმა ლიგა ბავარიასთან და გზად გაცდა ინტერს სადაც ამის თანამემამულე სალასი და სამორანოც თამაშობდნენ,ცოტა ზროსლებს ემახსოვრებთ,და კი დამწყდაო გული რო გავარდნენო,მარა იმ დროს მანჩესტერი ყველაზე პოპულალური გუნდი იყო მთლიანად ჩილეში და თითოეული ბავშვი მანჩესტერში მოხვედრას ვოცნებობდითო..ასე რომ..

გაიხარე ძმაო ასევე მადლობა შენი სიახლეებისთვის
0
№24
ავტორი: Buk777
23 იანვარი 2018 07:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Sheidzkeba am rva dgeshi ki glijos vinme kide moum da daxatavs vafshe gund
0
№25
ავტორი: gaga1987
23 იანვარი 2018 07:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
პირველ რიგში მადლობა სტატიის თარგმნისთვის.ვაფასებთ.ალექსს კი წარმატებები და ტიტულების მოგება უსურვოთ.გგმუ
0
№26
ავტორი: mogeba
23 იანვარი 2018 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
dan dan.magaria.alexsisi yvelas.gilocavt exla.tan.jilkiani.magari kretiuli da karti.koeficiantebi aq.vfiqrob udavdod sheteva da.golebi.unda.gaizardos ert samad

zmruarad.tu.moipove varjishis.fotoebi.dade admin
0
№27
ავტორი: stepno
23 იანვარი 2018 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა გასაკვირია რომ მანჩესტერი ოცნება იყოო??? რა გიკვირთ? რატო აფერისტობს?
მაგრად გამახარაა ამ ტრანსფერმა
0
№28
ავტორი: men1me
23 იანვარი 2018 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
აი ესეთები უნდა მოიყვანო, ხალხი ვისაც ეს გუნდი უყვარს.არა რონალდუს,არა გრიზმანს...გაასხან მაგ ვირთხებმა
0
№29
ავტორი: OzBeTa
23 იანვარი 2018 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
manchester united in georgia fb rom aris gverdi ak ver valaikeb ratom? momiwviet vinc martavr mag gvertss. fbze var giga ozbetelashvili
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top