თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2018, 23:46
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3294,
კომენტარები: 29
სანჩესის პირველი ინტერვიუ
ალექსისმა პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
სანჩესის პირველი ინტერვიუ
''იუნაიტედის'' ახალწვეულმა ალექსის სანჩესმა ''mutv''-ს ინტერვიუ მისცა.

როგორი გრძნობაა იყო ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელი?

როდესაც, ბავშვი ვიყავი ''იუნაიტედში'' თამაში ჩემი ოცნება იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა აქ ვარ, ეს სიმართლეა. მე ბავშვობიდან ვოცნებობდი ''იუნაიტედზე'' და ეს დღეც დადგა, ამაზე ერთხელ სერ ალექს ფერგიუსონთანაც ვისაუბრე. ეს საუბარი ოციოდე წუთს გაგრძელდა და მე მას გავუმხილე ჩემი ოცნება. ''იუნაიტედი'' არის ძალიან დიდი და ძლიერი კლუბი, და როდესაც შანსი გამიჩნდა აქ თამაშის თმა ყალყზე მედგა, ეს ყველაზე დიდი კლუბია ინგლისში.

შენი აზრით რამდენის მიღწევა შეგიძლია ''იუნაიტედში''?

ვფიქრობ ამ კლუბში ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, მაისურის სამკერდე ნიშანი ყველაფერს ამბობს, ეს უდიდესი კლუბია. მე აქ ყველაფრის მოგება მსურს პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის.

თავად თქვი, რომ ''იუნაიტედში'' თამაში სერ ალექსის დროსაც გინდოდა, ახლა როცა აქ ხარ რას გრძნობ?

ეს მართალია, მე ყოველთვის მოტივირებული ვიყავი, ამ კლუბით, წითელი ფერი, ეს ჩემშია. მე მართლა მთელი გულით ვამბობ, რომ ეს ოცნების ახდენაა, აქაურობა უბედნიერესს მხდის. ამაყი ვარ აქ ყოფნით, ''ოცნებების თეატრში'', როგორც ამას უწოდებენ.

რამხელაა ჟოზე მოურინიოს წვლილი ტრანსფერში?

მან მიმანიშნა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი, მიმანიშნა, რომ როგორც მას ისე კლუბს სურდა ჩემი აქ ყოფნა. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როდესაც მათ 7 ნომრიანი მაისური ჩამაცვეს. ვფიქრობ ეს ფეხბურთელისთვის ყველაფერს ნიშნავს. ფეხბურთელს ხანდახან სჭირდება თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს. ამ ყველაფერმა ძალიან მიმიზიდა, რაც შეეხება მწვრთნელს, მან იტალიაში და ესპანეთში ყველაფერი მოიგო. იგი არის მწვრთნელი, რომელსაც გამარჯვება სწყურია.

7 ნომერი ''იუნაიტედში'' მხოლოდ ნომერი არაა, ეს ისტორიაა. მას ატარებდნენ: ერიკ კანტონა, რონალდო, ბექემი და სხვები. როგორია იყო შემდეგი შვიდიანი?

როდესაც ეს გავიგე, რომ მათ შემდეგ ამ ნომერს მე მაძლევდნენ, თავში გამიელვა უდიდესმა სურვილმა, რომ ავწიო ამ ნომრით ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის თასები. მე ვეცდები ჩემი მაქსიმუმის დადებას და ბევრი ტიტულის მოპოვებას კლუბისთვის.

მწვრთნელმა თქვა, რომ მოცემული შემადგენლობა, საუკეთესოა რაც კი ოდესმე გაუწვრთნია. როგორია ამ ოჯახში შემოსვლა დამათ ახალ წევრად ყოფნა?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასახდელში თუ ერთ ოჯახად ვიქნებით შეკრულნი, ეს აუცილებლად დაგვეხმარება ტიტულების მოპოვებაში. მე ვთამაშობდი ესპანეთში და იქაც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა გასახდელში, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ წარმატებების, რასაც იქ მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ახალი ფეხბურთელების დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ახალი ძალა ყოველთვის კარგია, ამიტომაც ვარ აქ რომ დავეხმარო კლუბს ყველაფრის მოგებაში.

იცნობ, თუ არა კარგად რომელიმე შენს ახალ თანაგუნდელს? როგორი იყო მათ წინააღმდეგ თამაში? პირველრიგში დე ხეას წინააღმდეგ, რომელთანაც რამდენიმე კვირის წინ მოგიხდათ დაპირისპირება.

მე მათ პიროვნულად კარგად არ ვიცნობ, ჯერ არ მქონია მათთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა მე მითამაშია მათ წინააღმდეგ და ვიცი მათი შესაძლებლობები. ჩემი აზრით დე ხეა ამ დროისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მე ყოველთვის მიჭირდა მისთვის გოლის გატანა.

როგორ შეაფასებ შენს თავს როგორც ფეხბურთელს?

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს მოიგოს ყველაფერი. ვარ პროფესიონალი იმაში, რასაც ვაკეთებ, მე ფეხბურთით ვცოცხლობ, მიყვარს ეს თამაში. ყოველდღე ვვარჯიშობ ძალიან დატვირთულად. ყოველი თამაშის შემდეგ, ვაფასებ ჩემს თავს, თუ რა გამომივიდა კარგად და რაში მჭირდება გაუმჯობესება. მიყვარს თამაში მარცხნივ, ასევე შუაში, თუმცა რომ არ მოვიტყუო ნებისმიერ პოზიციაზე კარგად ვგრძნობ თავს.

რას გვეტყვი შენს ცნობილ ძაღლებზე?

დიახ, ატომი და ჰამბერი, ჩემი ბიჭები არიან. ისინი ყოველდღე ჩემთან ერთად ატარებენ გარკვეულ დროს. ისინი ყოველთვის მიცდიან სახლში, მათ შეუძლიათ მიხვდნენ როგორ ვგრძნობ თავს. ისინი არიან ერთადერთები, ვისაც შეუძლია შენს გვერდით იდგნენ, როგორც გამარჯვების ასევე დამარცხების დროს. როდესაც არ ვარ ხასაითზე, ყოველთვის ცდილობენ ჩემს გამხიარულებას.

როგორი რეაქცია მოჰყვა ჩილეში შენს ტრანსფერს? შენ პირველი ჩილელი ხარ ''იუნაიტედის'' ისტორიაში, როგორ მიიღეს ეს მათ?

''იუნაიტედში'' პირველ ჩილელად ყოფნა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, კიდევ ვამბობ აქ ყოფნა, ჩემთვის ნამდვილად ოცნების ახდენაა, მე არ მავიწყდება საიდან დავიწყე და ისინი მუდამ მახსოვს. დედა ყოველთვის მეუბნებოდა: ''ისიამოვნე ფეხბურთის თამაშით, რადგან ეს ისაა, რაც ყველაზე კარგად გამოგდის.'' ჩემი აზრით ჩილეში ჩემზე ბევრს ფიქრობენ და მგულშემატკივრობენ, მე მათი ძალიან მადლობელი ვარ. ისინი ჩემს მიმართ ყოველთვის სითბოს იჩენენ. ეს ნიშნავს რაღაცას, იყო პირველი ჩილელი ''იუნაიტედის'' ისტორიაში.

რას ეტყვი ''იუნაიტედის'' გულშემატკივრებს?

ალექსის სანჩესი აქაა, მას გამარჯვება სწყურია, მას სურს ყველაფრის მოგება, პრემიერ ლიგის ჩემპიონთა ლიგის და სხვა. ''იუნაიტედ'' შენ ალექსისი გამოგადგება.

წყარო: mutv.manutd.com
ინტერვიუები
29 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2018 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მხითარიანს არსენალის ბანერზე ისეთი საწყალი სახე აქვს ძალიან შემეცოდა, გულწრფელად ვიძახი.
ასევე ზემოთ დაწერეს მოუს ფაქტორი, ვეთანხმები და მისი წვლილიც აღნიშნა სანჩესმა ასე რომ ნუ დავივიწყებთ.
ისე წარმომიდგენია სიტის შტაბში რას გრძნობენ ეხლა, ტიპმა ჩემპიონობაზე თქვა უარი და იუნაიტედს შეურთდა yahoo2 შოკში არიან ალბათ ჯერ კიდევ manutd
0
№12
ავტორი: storm
23 იანვარი 2018 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მხითარიანი არის ყველაზე საზიზღარი და ნაძირალა ფეხბურთელი, ტიპი არსენალში გადავიდა და იძახის ჩემი საოცნებო გუნდში მოვხვდი და ჩემი ოცნება იყო არსენალში თამაშიო. თუ ამ შობელძაღლის ოცნება იყო არსენალში თამაში რატომ თავისდროზე არსენალში არ გადავიდა ეგ სირაკოზა მაგრამ აბა რას უნდა ელოდო სომეხისგან. გაგაგდეს, საკუთარი სურვილით წახვედი თუ როგორც მოხდა, შენი მანიუდან წასვლამ მნიშვნელობა არ უნდა იქონიოს იმან რომ არსენალში მისულმა ის თქვა, რომ საოცნებო გუნდია იმიტომ რომ ბოდიში და უკანალი ულოკოს არსენალის მენეჯმენტს მაქედანაც არ გააბუნძულონ. პ.ს საერთოდ არ მწყდება გული მისი წასვლით, მითუმეტეს მისი ასეთი სიტყვების შემდეგ ხომ საერთოდ. პ.ს.ს ძაან გამაბრაზა მისმა ასეთმა საქციელმა არანაირ ჩარჩოში არ ზის ეს. გილოცავ სანჩესის ტრანსფერს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ უნაიტედს. 4Ever MAN UTD love
0
№13
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2018 00:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: storm
მხითარიანი არის ყველაზე საზიზღარი და ნაძირალა ფეხბურთელი, ტიპი არსენალში გადავიდა და იძახის ჩემი საოცნებო გუნდში მოვხვდი და ჩემი ოცნება იყო არსენალში თამაშიო. თუ ამ შობელძაღლის ოცნება იყო არსენალში თამაში რატომ არსენალში არ გადავიდა ეგ სირაკოზა მაგრამ აბა რას უნდა ელოდო სომეხისგან. კაი გაგაგდეს, საკუთარი სურვილით წახვედი თუ როგორც მოხდა შენი მანიუდან წასვლა მაგას მნიშვნელობა არ უნდა იქონიოს იმან რომ არსენალში მისულმა ის თქვა, რომ საოცნებო გუნდია იმიტომ რომ ბოდიში და უკანალი ულოკოს არსენალის მენეჯმენტს მაქედანაც არ გააბუნძულონ. პ.ს საერთოდ არ მწყდება გული მისი წასვლით, მითუმეტეს მისი ასეთი სიტყვების შემდეგ ხომ საერთოდ. პ.ს.ს ძაან გამაბრაზა მისმა ასეთმა საქციელმა არანაირ ჩარჩოში არ ზის ეს. გილოცავ სანჩესის ტრასფერს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ უნაიტედს. 4Ever MAN UTD love

არაა ეგრე მეგობარო..აქამდე იმიტო არ გადავიდა რო არ მოუნდომებია არსენალს ყიდვა..2009 წელს ჩემპიონთა ლიგის გადაცემაში იყო მიწვეული,მაშინ შახტარში თამაშობდა და კითხეს სად თამაშს ოცნებობო და უპასუხა არსენალშიო,მომწონს მათი სტილი დაჩემ სათამაშო სტილს ყველაზე მეტად ვამსგავსებო..ასე რომ რადგან სომეხია მთლად ნუ...:))თავისი ეყოფა,დასაფასებელია ის რაც ევროპალიგაზე ჩვენთვის გააკეთა..გაყიდვიტაც გამოგვადგა პლიუს.ასე რომ მისი ტრანსფერი ჩვენთან ამ ყველაფრის გათვალისწინებით მხოლოდ დადებიტად სშეილება შეფასდეს..

ჰაჰჰ:))სიტისთან მოგებული თამაშის მერე კლოპის კომენტარი იყო ამ თამაშზე 20 წელი ილაპარაკებენო :))) დღეს რა მოხდა?:)) სუონსი 1--0 ლივერპული :)) ვაი თქვენს პატროონს:)0გიძღვნით გულთბილ სალამს მანჩესტერიდან ალექსისთან ერთად ლუზერეებოო:))
0
№14
ავტორი: JuanMata
23 იანვარი 2018 00:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იმედი მაქვს სანჩესის მოსვლის შემდეგ უფრო შემტევ და საინტერესო ფეხბურთს ვითამაშებთ.
არ შეიძლება ასეთი თავდამსხმელები და შემტევი ფეხბურთელები გყავდეს და ნახევარ თამაშს საკუთარ მოედანზე ატარებდე.

სანჩესი რომ დიდ ძალას შემატებს იუნაიტედის შეტევებს, მაგაში ეჭვი არ მეპარება, მთავარია ეს ყველაფერი სწორად გამოიყენოს მოურინიომ.

ფაქტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი გვყავს და იმედია ჩვენი თამაში და შედეგებიც შესაბამისი იქნება.
0
№15
ავტორი: storm
23 იანვარი 2018 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: gache1991
ციტატა: storm
მხითარიანი არის ყველაზე საზიზღარი და ნაძირალა ფეხბურთელი, ტიპი არსენალში გადავიდა და იძახის ჩემი საოცნებო გუნდში მოვხვდი და ჩემი ოცნება იყო არსენალში თამაშიო. თუ ამ შობელძაღლის ოცნება იყო არსენალში თამაში რატომ არსენალში არ გადავიდა ეგ სირაკოზა მაგრამ აბა რას უნდა ელოდო სომეხისგან. კაი გაგაგდეს, საკუთარი სურვილით წახვედი თუ როგორც მოხდა შენი მანიუდან წასვლა მაგას მნიშვნელობა არ უნდა იქონიოს იმან რომ არსენალში მისულმა ის თქვა, რომ საოცნებო გუნდია იმიტომ რომ ბოდიში და უკანალი ულოკოს არსენალის მენეჯმენტს მაქედანაც არ გააბუნძულონ. პ.ს საერთოდ არ მწყდება გული მისი წასვლით, მითუმეტეს მისი ასეთი სიტყვების შემდეგ ხომ საერთოდ. პ.ს.ს ძაან გამაბრაზა მისმა ასეთმა საქციელმა არანაირ ჩარჩოში არ ზის ეს. გილოცავ სანჩესის ტრასფერს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ უნაიტედს. 4Ever MAN UTD love

არაა ეგრე მეგობარო..აქამდე იმიტო არ გადავიდა რო არ მოუნდომებია არსენალს ყიდვა..2009 წელს ჩემპიონთა ლიგის გადაცემაში იყო მიწვეული,მაშინ შახტარში თამაშობდა და კითხეს სად თამაშს ოცნებობო და უპასუხა არსენალშიო,მომწონს მათი სტილი დაჩემ სათამაშო სტილს ყველაზე მეტად ვამსგავსებო..ასე რომ რადგან სომეხია მთლად ნუ...:))თავისი ეყოფა,დასაფასებელია ის რაც ევროპალიგაზე ჩვენთვის გააკეთა..გაყიდვიტაც გამოგვადგა პლიუს.ასე რომ მისი ტრანსფერი ჩვენთან ამ ყველაფრის გათვალისწინებით მხოლოდ დადებიტად სშეილება შეფასდეს..

ჰაჰჰ:))სიტისთან მოგებული თამაშის მერე კლოპის კომენტარი იყო ამ თამაშზე 20 წელი ილაპარაკებენო :))) დღეს რა მოხდა?:)) სუონსი 1--0 ლივერპული :)) ვაი თქვენს პატროონს:)0გიძღვნით გულთბილ სალამს მანჩესტერიდან ალექსისთან ერთად ლუზერეებოო:))


დადებითია თუ არა ეგ სხვა საკითხია, მე იმაზე მეშლება ნერვები, რომ იუნატედში ითამაშა და იუნაიტედი არ არის მისთვის საოცნებო და არსენალი არის აი ეგ არის პრობლემა. ესეიგი იუნაიტედში იმისთვის იყო რომ სახელი და ფული მოეხვეჭა და გულით კი არსენალისთვის ითამაშებს, სულ ცოტა ეს მაგრად ტეხავს
0
№16
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2018 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Bolos Ra magrad daamtavra sanchesi gamogadgebato:)) saswaulad gagvazlierebs❤️
0
№17
ავტორი: Alexis7
23 იანვარი 2018 01:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
My Webpage
ეს სურათიც მოწმობს რო არ იტყუება :დდ
0
№18
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2018 01:13
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Alexis7
My Webpage
ეს სურათიც მოწმობს რო არ იტყუება :დდ

მართალია ამას არაერტ ინტერვიუში აქ ნათქვამი ის რაც ეხლა უბრალოდ გაიმეორა.კარგად ითამაშოს და რაც უნდა ის ულაპარაკია რატო აქცევენ ამ კომენტარებს ამდენს ყურადრებას:))
0
№19
ავტორი: Svanchester
23 იანვარი 2018 01:14
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gache1991
ციტატა: pogba.
სიტყვა სიტყვით ვთარგმნე. ეხლა ვიცი ბევრი დააჯვავთ აფერისტიაო, მარა მთელი გულით ლაპარაკობდა, ფერგი დამემოწმებაო თან რა.

მადლობა მეგობარო შენც და ყველას საიტის ფუნქციონირებასი ვისაც წვლილი შეაქ,სვანის და ყველას.ისეთი გახარებული ვარ რა ვთქვა აღარ ვიცი:Dრაც შეეხება ამის სიტყვებს,იმიტო არ ვამბობ რადგან ჩვენი იგროკია და ჩვენი საყვარელი 7იანია,ობიექტურად,მე მაქ წაკითხული აი როგორც მხითარიანის კომენტარი იყო მართლა არსენალზე და მსაც შეუზლია თქვას არსენალში გადასვლაზე რო ბავშვობაში ვოცნებობდიო,იგივეა ამაზე .ზუსტად ასე თქვა,ეს 88 იანი და მე რო 10-12 წლის ვიყავიო მაშინ მოიგო მანჩესტერმა ლიგა ბავარიასთან და გზად გაცდა ინტერს სადაც ამის თანამემამულე სალასი და სამორანოც თამაშობდნენ,ცოტა ზროსლებს ემახსოვრებთ,და კი დამწყდაო გული რო გავარდნენო,მარა იმ დროს მანჩესტერი ყველაზე პოპულალური გუნდი იყო მთლიანად ჩილეში და თითოეული ბავშვი მანჩესტერში მოხვედრას ვოცნებობდითო..ასე რომ..

გაჩე, მადლობა შენ ასევე შენი სტატიებისთვის. სანჩესზე არაფრის დამატება არ ღირს ამ ბიჭისგან ველოდები საუკეთესო ტიტულებს.
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2018 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოედანზე იქნება საინტერეო ამბები სანჩესთან ერათად :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top